ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც „საქართველო-საქართველოს“ ყვირიან?
ვინაა  ნამდვილი  პატრიოტი?  ჰომოფობები,  რომლებიც   „საქართველო-საქართველოს“  ყვირიან?
ხალხმა, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე, უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა თბილისში 2013 წლის 17 მაისს, პარასკევს. ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ჰომოფობიის წინააღმდეგ დემონტრაციის ჩატარება გადაწყვიტა. ხალხის უზარმაზარმა მასამ კი ისინი განდევნა და ცალკეულ შემთხვევებში ცემა კიდეც. პოლიციელი ბევრი იყო, მაგრამ მათ მაინც ვერ შეძლეს ამხელა მასის მართვა.

ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი ნაწილი მამათმავლობასა თუ დედათმავლობას ბიოლოგიურ მოვლენად თვლის, ანუ ესა თუ ის პირი თავისივე სქესს იმიტომ ელტვის, რომ თავიდანვე ასეთი იყო. ამიტომ
დასავლეთში ამ მოვლენისადმი ტოლერანტულობაზე ლაპარაკი უკვე დასრულებულია. შედეგი დადებითია. დარჩენილია მხოლოდ ცალკეული დეტალების (ერთსქესიანთა ქორწინება ან მათ მიერ შვილის აყვანა) დაზუსტება. საქართველოში კი ბევრი ფიქრობს, ადამიანი გეი იმიტომაა, რომ მან ასე არჩია, და ახლა თავისკენ ახალი წევრების გადაბირებას ცდილობს. საქართველოში იმასაც ფიქრობენ, რომ უცხოეთში არის
ხალხი, რომელიც ასეთი ცხოვრების წესის წახალისებას ახდენს. არასერიოზულად ჟღერს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი მართლა ასე ფიქრობს.

არავინ, მათ შორის არც თვითონ გეებიც, არ აპირებს სინამდვილეში მამათმავლობა-დედათმავლობის წახალისებას. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ასეთად იქნენ მიღებული. მათ რომ ნორმალურად იცხოვრონ, ანუ შიშისა და საფარველის გარეშე გამოჩნდნენ, ზოგს ეგონება, რომ ვიღაც საზოგადოების თავზე ამ განსხვავებული ცხოვრების წესის ძალით მოხვევას ცდილობს. ის ხალხი თვლის, რომ პრობლემა არა აქვს კონკრეტულად გეებთან, მაგრამ რეალურად პრობლემა აქვთ მათთან, ვინც განსხვავებულია. შეიძლება იოლად წარმოვიდგინოთ, რომ ჰომოფობი მასა, რომელიც პარასკევს დემონსტრაციაზე გამოვიდა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის მაგივრად უცხოელებს ან მუსულმანებს ეწინააღმდეგებოდა ან სულაც ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს. საბჭოთა კუნძულზე სამოცდაათწლიანი იზოლაციაში ცხოვრების შემდეგ საქართველო კვლავ უბრუნდება მსოფლიოს და დროა საჭირო იმისათვის, რომ ხალხი, განსაკუთრებით არაურბანული დასახლებების მაცხოვრებლები, მრავალფეროვნებას შეეგუონ და ტოლერანტობა გაითავისონ.

რომ გაიგო, თუ რასთან გვაქვს საქმე დღეს საქართველოში, კარგია გადახედო ისტორიას. მე ვერ ვპოულობ იმის მაგალითს საქართველოს კონფლიქტებისა და საბოტაჟების გრძელ ისტორიაში, რომ ვინმეს საქართველოში მამათმავლობა- დედათმავლობის გავრცელება უცდია. და საერთოდ, ჰომოსექსუალობას საქართველოს ისტორიაზე არასდროს მოუხდენია რაიმე საგრძნობი ზეგავლენა. ცხადია, გეები ყოველთვის იყვნენ სხვა ნებისმიერ საზოგადოებაში. თუმცა, ამ თემას არასდროს ჰქონია დიდი წონა. მეორე მხრივ, ძალადობა "ნორმისგან" გადახრის მქონე ჯგუფებზე მუდმივი პრობლემაა საქართველოში. ასე მგონია, საქართველო საუკუნეების წინ უფრო მეტად ტოლერანტული იყო, ვიდრე ახლა.

ამით მივადექით მნიშვნელოვან კითხვას: ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც "საქართველო-საქართველოს" ყვირიან? იქნებ სამშობლოს დაცვის მაგივრად უფრო თავიანთი აგრესიის დახარჯვასა და მეგობრებისა თუ საკუთარი თავისადმი რაღაცის დამტკიცებას ცდილობდნენ? ქვეყნის ნამდვილი მშენებლები მშვიდობიანი და აუღელვებელი უნდა იყვნენ.
ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ასეთი ძალადობის ხელშეწყობამ ნამდვილად შემაწუხა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და დაფინანსებული, ოღონდ არ ვიცი ვისგან. დასავლეთის პრესის თვალში საქართველო არასახარბიელოდ გამოჩნდა. ზოგ ეს მოვლენა არ აინტერესებს, ზოგს არ მოსწონს, ზოგი კი პირიქით, გახარებულია შედეგებით. თუ სიმართლეა, რომ სახარების სწავლებაზე დაფუძნებული ეკლესია ასეთ თავდასხმებს უწყობდა ხელს, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. ფანჯრების მტვრევა ნამდვილად არ დევს სახარებაში. ამაზე მაგონდება 1970-იანი წლების ირანი, როცა რელიგიამ დიდი ზეგავლენა იქონია ქუჩის აქციებზე და მთლიანად პოლიტიკაზე.

ახლა მთავარი კითხვაა ის, თუ ვის და როგორ დააკავებენ. კანონდარღვევების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა არსებობს. ბოლო პერიოდში პროკურორებმა წინა ხელისუფლების ესა თუ ის ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ზოგი მაღალი რანგისაც. მათ შორის არავინაა ჩვეულებრივი მუშაკი. საერთაშორისო საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი, კერძო საუბრებში, აღნიშნული ყოფილი ჩინოსნებისადმი ლმობიერების გამოჩენას სთხოვენ ახალ ხელისუფლებას. თუმცა, (ზოგჯერ მკაცრი ტონით ნათქვამ) პასუხად იღებენ იმას, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის არავინაა კანონის ზემოთ და ყველას თანაბრად მოეპყრობიან. ტესტი მდგომარეობს იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება იმ ღვთისმსახურების მიმართ, რომლებმაც, სავარაუდოდ, კანონი დაარღვიეს? თუ ისინი კანონის ზემოთ ჩაითვლებიან?
მკითხველის კომენტარი (46)
ეული
14 სექტემბერი 2013 20:11
ბატონო მარკ! მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ ნახსენებ ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობს სერიოზული სამთავრობო ლობი ე.წ ლგტბ საზოგადოებისათვის. უფრო მეტიც ისინი ცდილობენ და საკმაოდ წარმატებულადაც, დანარჩენ მსოფლიოსაც მოახვიონ თავზე თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესი. თქვენ მართალს ბრძანებთ, რომ გეები ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდნენ, მათ შორის საქარტთველოშიც. მე პირადად ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას ჩემი ქვეყნის ისტორიიდან, რომ ამი გულისათვის ვინმე დაესაჯოთ. ახლა სხვა რამეზეა საუბარი და ეს თქვენც კარგად გესმით! საუბარია ერთ სქესა ქორწინებებზე, გეი პროპაგანდაზე და ა.შ. რაც ჩემი ერისთვის მიუღებლად და დაბღუპველად მიმაჩნია. სწორედ ამას უწყობენ ხელს თქვენს მიერ ნახსენები ევროპა-ჩრდილო ამერიკის მთავრობები! ერთი არ დაუწუწუნიათ როცა მათი ხელდასმული რეჟიმი ღირსებას ართმევდა მამაკაცებს ქართულ ციხეემში! სამაგიეროდ ახლა აჩეჩებენ ფსევდო-ღირსებას ე.წ ლგტბ უფლებების სახით. ეს ცინიზმია! ბატონო მარკ!
Ge Che
03 ივნისი 2013 12:42
კომენტარებს ვკითხულობ და შეძრწუნებული ვარ. საქართველოს არაფერი აღარ ეშველება. ქართული ეკლესია განუდგა ქრისტეს მოძღვრებას. ჩვენი ებრაელი ღმერთი ამისთვის დასჯის ეკლესიას და სოდომი და გომორი მოგონება იქნება.
lela
30 მაისი 2013 18:43
და საერთოდ, ყველამ თავის თავს მიხედოს ბოლობოლო ეს მაინც დაბადებიდან პრივატიზებულია და არავის აქვს მასზე მონოპოლია.
lela
30 მაისი 2013 18:38
Gay teens starved, tortured, killed at camp to turn them into ‘men’
California teen admits killing gay classmate Pr
osecuting the Gay Teen Murder
აქ მხოლოდ რამოდენიმე სათაურს მოვიყვან, რაც მიუთითებს, სზოგადოების "ტოლერანტობაზე" და თუ მსგავსი რამ ჩვენთან მოხდა(ღმერთო დაგვიფარე), რა თქმა უნდა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნუ გვეტყვით , რომ ჩვენ მეტად უფრო ჰომოფობები ვართ ვიდრე დასავლეთი, ფაქტები ამას არ ადასტურებს.
http://abcnews.go.com/US/gay-teen-suicide-sparks-debate/story?id=11788128
{Murder of Teen shocks Gays}
Fifth Gay Teen Suicide in Three Weeks Sparks Debate
და აშ.და ა.შ.
beso
30 მაისი 2013 17:42
მარკ, მე არ მესმის თქვენი დამოკიდებულების. თქვენში პიროვნულს არ ვგულისხმობ, არამედ ევროატლანტიკურ ინსტიტუციონალურ დამოკიდებულებას. თუ არსებობს ჰომოფობია, ჰომოფობიის წინააღმდეგ დღის დაწესება შეამცირებს ჰომოფობიას? სადღაა აქ ევროპული ზღვრული აზროვნების პრინციპი. რა პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს მან ჰომოფობიის შემცირებაში, თუ არა გაზრდის მას. მაშ რა აზრი აქვს ასეთი ტესტების ჩატარებას. ეს იწვევს უწინარესად საზოგადოების აღშფოთებას. ამასთან, რად გინდათ, ასეთი ტესტების ჩატარება ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. მითუმეტეს, იქ სადაც არ არიან ბოკასოები. მაშინ,ხომ არ ჯობია ამ ქვეყნებმა ჩინური გზა, დახურული პოლიტიკური სისტემა ღია ეკონომიკით, აირჩიოს. იქაც არსებობს ,,ყველანაირი,, მაგრამ აფიშირება არ ხდება. არც ტრადიციულ საქართველოში ესროდნენ ისრებს არატრადიციულებს. ამიტომაც არ მიმაჩნია მართებულად, 17 მაისის თემაზე სამართლებრივი რეაგირება.მაგრამ, ვაი რომ, პრობლემის მოწესრიგების პოლიტიკურ სახელმწიფოებრივი კონსენსუსის კულტურის დეფიციტია, მითუმეტეს დღეისათვის. უმწეო საქართველო, რამდენი რამა გაქვს ასატანი.
daduna
30 მაისი 2013 17:40
"სტუმარ-მასპინძლის" პატგრონს ვერავინ მასწავლის სტუმრის პატივისცემას. ასე გამზარდეს-სტუმარი ღვთისააო. 26 წელია სიტყვვა სტუმარი შემძულდა, იმიტომ კი არა, რომ სტუმარი მძულს, მე მძულს სტუმრად მოსული მასპინძლები, რომლებიც ჩვენი გულუბრყვილობით და კეთილმოსურნეობით სარგებლობენ, შემდეგ კი გვკიცხავენ, რატომ არ ვართ მათნაირებვი. უფალმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ, ქართველები თქვენ დაგემსგავსოთ. ჩვენ ვართ ჩვენ და ამით ყველაფერია ნათქვამი. შეგიძლია მიბრძანდე შენი მამათმავლური მიდრეკილებებით.
lela
30 მაისი 2013 15:21
"ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი ნაწილი მამათმავლობასა თუ დედათმავლობას ბიოლოგიურ მოვლენად თვლის, ანუ ესა თუ ის პირი თავისივე სქესს იმიტომ ელტვის, რომ თავიდანვე ასეთი იყო. ამიტომ დასავლეთში ამ მოვლენისადმი ტოლერანტულობაზე ლაპარაკი უკვე დასრულებულია."
მაშ ამერიკაში ასე ხშირად რატომ ეხმიან თავს და კლავენ მოზარდებს ამ ნიშნით?
რომელი ჯობია სკამის მოღერება თუ ავტომატის ჯერით უდანაშაულო ადამიანის ჩაცხრილვა. დასავლეთი ჯერ ისევ ძალიან შორსაა ამ მოვლენისადმი ტოლერანტობისაგან, თითქმის ისევე როგორც ჩვენ.
ამიტომ ძალიან გთხოვთ სტერეოტიპებს ნუ შემოგვჩრით .
mcinari rubashvili
30 მაისი 2013 12:27
მარკ მალენ კაცი მეგონე, როგორ შევცდი.... კეთილის მოსურნე, ქართველი ხალხის ტრადიციების და კულტურის დამფასებელი ჩვენი ქვეყნის კულინარიული ნიჭის და გულუბრყვილობის გამოყენება გისწავლია შენ აქ ყოფნაში . არ მინდა ის სიტყვები გამოვიყენო ვინც ხარ და ეასაც იმსახურებ ამ ვრცელი სტატიის დაწერითა და გამოქვეყნებით შენ ხარ ერთი ავანტიურისტი თავხედი და უმადური არსება, შენნაირები ყოფილან საქართველოში და გადაშენებულან უფლის მადლითა და შეწევნით, ჯობია არავის შეხვდე ცხელ გულზე, კარგ და წესიერ ქართველ მართლმადიდებელ ვაჟკაცს, თორემ გასწავლიან რისი ღირსიც ხარ მაგნაირი სისულელეების წერას შეეშვი თუ მართლა წერას არ აუტანიხარ, წასაღები აღარაფერი ექნებათ შენს ჭირისუფლებს საქართველოდან . მერე იძახეთ ჰომოფობები ხართო, საქართველოში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობას მილიონებმა შესწირეს თავი და ახლა შენნარებმა უნდა წაბილწონ ჩვენი საფიცარი ქვეყანა? ჩვენი ცა -ფირუზ ხმელეთ- ზურმუხტი მთა ბარი? ჭკუა გეყოს და შეეშვი მიქარვებს, ამით დაამტკიცებ შენს კაცობას და კეთილ განწყობას საქართველოს მიმართ!
მატრიცა
30 მაისი 2013 12:02
"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და დაფინანსებული, ოღონდ არ ვიცი ვისგან. დასავლეთის პრესის თვალში საქართველო არასახარბიელოდ გამოჩნდა"...
------------------------------------------
ჩემი შენ გითხარიო, ამას ჰქვია..ახლაც კარგად დაგაფინანსეს, რომ ეს სტატია გაგეშანშალებია...

Kesaria
30 მაისი 2013 01:13
ნუგზარს,
მართალი ბრძანდებით აბსოლოუტურად!
დღეს ბავშვიანი(ალბათ ნაშვილები) გეი წყვილი აჩვენეს ტელევიზიით. გთხოვთ ნახოთ!
ჯერ ერთმანეთს "აკოცეს" ტუჩებში, მერე ერთი წავიდა და უბედურ პატარა გოგონას აკოცა ტუჩებში!!!
აი ასეთი ხალხის მაგალითით უნდა ჩვენი დამოძღვრა ამ მახინჯ კაცს!
არ აცოცხლოს ღმერთმა მანამდე ამის მოდგმა, სანამ ქართველი ამას შეეგუება!

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა