მარკ მალენის ბლოგი - უთანასწორობა საქართველოში
მარკ მალენის ბლოგი - უთანასწორობა საქართველოში
შემოსავლების თვალსაზრისით, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა. თვითონ საბჭოთა კავშირში უკიდურესი თანასწორობის პრინციპი იყო გამეფებული. მერე ამბობდნენ: "ყველას ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ არაფერი იყო რომ ეყიდათ. ახლა ყველაფერია რომ იყიდო, მაგრამ არავის აქვს ფული." არა, ასეც არაა - დღეს ფული ზოგს ნამდვილად აქვს. ეკონომისტები და მათემატიკოსები საზოგადოების თანასწორობასა თუ უთანასწორობას ზომავენ რიცხვით, რომელსაც ჯინიაი კოეფიციენტს უწოდებენ. რაც უფრო დაბალია ის ასქულიანი შკალით, მით უფრო თანასწორია საზოგადოება.
პირიქით, რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო უთანასწოროა საზოგადოება. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, დანია ყველაზე თანასწორი ყოფილა 24 ქულით, ხოლო 66 ქულის მქონე აფრიკის სანაპიროებთან მდებარე სეიშელის კუნძულები - ყველაზე ნაკლებად თანასწორი. აშშ ტრადიციულად ბოლო ადგილზე აღმოჩნდა განვითარებულ ქვეყნებს შორის (45 ქული). საქართველოს, თურქმენეთსა და
მაროკოს თანაბარი ქულა გამოუვიდათ - 41, რუსეთს - 40, თურქეთს -39, აზერბაიჯანს - 34, სომხეთს -31, უკრაინა - 26.

ბევრი თვლის, რომ უთანასწორობას მნიშვნელობა არა აქვს. ეს შეხედულება ფეხმოკიდებულია ზოგიერთ ძალიან შეძლებულ ადამიანსა და საბჭოთა კავშირში ნაცხოვრებ ზოგიერთ მოქალაქეს შორის. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მდიდარი ადამიანების ქონება იღბლისა და მძიმე მუშაობის ან ინტელექტის კომბინაციის შედეგია. ზოგჯერ, მეორე უფრო მეტია ხოლმე, მაგრამ ყველა შემთხვევაში საკმაოდ დიდი იღბალია ხოლმე საჭირო. თუმცა, მას შემდეგ, რაც უზარმაზარ ქონებას დააგროვებენ, ხშირად ავიწყდებათ იღბლის ეს როლი, ეცვლებათ აზრი და ჰგონიათ, რომ ეს მიღწევა მთლიანად მათი დამსახურებაა და ამიტომ საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის საშიშ შედეგებზე ნაკლებად წუხან. მეორე შემთხვევაში კი იმიტომ, რომ რადგანაც ეს ჯგუფი საბჭოთა კავშირს ცუდი თვალით უყურებს, ამიტომ იქ არსებული საშემოსავლო თანასწორობაც ავტომატურად ცუდი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს ხომ ალოგიკური მიდგომაა?! ის, რომ საბჭოთა კავშირი ცუდი იყო, არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველაფერი ცუდი ჰქონდა. მაგალითად, მსმენია, რომ საბჭოთა კავშირში ძალიან კარგი პური ცხვებოდა. მეორეც ერთი, იღებდნენ ამა თუ იმ კარგ ფილმს.

მეორე ჯგუფი ამბობს, რომ ნაძალადევი თანასწორობა ცუდია. მე მათ ვეთანხმები იმაში, რომ საბაზრო სისტემა ერთადერთი გზაა ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სხვადასხვა დონის განსხვავებები ნებისმიერ საბაზრო სისტემაში არსებობს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის (ნაკლებად იღბლიანების ჩათვლით) გარკვეული ძირებული მომსახურებების მიწოდება და ძალიან იღბლიანებისა და მდიდრების დაბეგვრა.

საქართველოში დიდი და მზარდი უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინებაა მობილურობის პრობლემა. თეორიულად შესაძლებელია არსებობდეს ძალიან უთანასწორო საზოგადოება, რომელიც იმავდროულად ძალიან მობილურია თაობიდან თაობაში. ამ შემთხვევაში ის, თუ რამდენი გაქვს, არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ქონება გაქვს ან აქვს შენს შვილებს. თუმცა, პრაქტიკაში ეს ასე არ ხდება. საქართველოში სკოლები არ აკეთებენ საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის სტუდენტების მომზადების კარგ საქმეს. ამის გამო ფულიანი მშობლები მასწავლებლებს (ბევრს) ქირაობენ, თან ბავშვებს კერძო სკოლებშიც ატარებენ. მათ შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ ბავშვებს ენების ადრეულ ასაკშივე შესწავლაში, როცა ცოდნის ათვისება უფრო იოლია. მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებსაც მათი ბავშვებისთვის სტაჟირების საუკეთესო შესაძლებლობების მოპოვებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ. რაც ამ ბავშვებს საჭირო კონტაქტებს და მოგვიანებით კარგი სამუშაოს მოძებნის დიდ შანსებს მისცემს. ჩვეულებრივ, რაც უფრო უთანასწოროა საზოგადოება, მით უფრო ნაკლებ მობილურია ის. საქართველოზე მონაცემები არ მაქვს ხელთ და არ შემიძლია რაიმეზე კონკრეტულად საუბარი. უბრალოდ კარგი იქნება თუ ჩვენ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას: დიდია თუ მცირე იმ შესაძლებლობებს შორის განსხვავება, რომლებიც ერთი მხრივ მდიდარი და მეორე მხრივ ღარიბი ოჯახების ბავშვებს აქვთ.

უთანასწორობას კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება: გაღარიბებისკენ ან პირიქით გამდიდრებისკენ მიმართული მობილურობა. საბჭოთა კავშირში შემოსავლის მხრივ დიდი განსხვავებები არ არსებობდა. შემდეგ, ოთხმოცდაათიან წლებში, როცა კაპიტალიზმი გამოჩნდა, დაიწყო მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავებების გაღრმავება. ბინების პრივატიზაციის წყალობით, ყველამ მიიღო ბინა საკუთრებაში. უცხოელები მაშინ ყოველთვის შენიშნავდნენ ხოლმე ძალიან ძვირფასად გარემონტებულ ბინებს მრავალსართულიან სახლებში, სადაც კიბეები და ლიფტები საშინელ მდგომარეობაში იყო ხოლმე. დღეს მდიდრები ახალ შენობებში ცხოვრობენ და საკუთარი მანქანებით გადაადგილდებიან, ვიდრე მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსებით. ბავშვები კერძო სკოლებში დაჰყავთ და უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ ნაკლებად შემოსავლიან ოჯახებთან ურთიერთობაში. როგორც ვთქვი არ მაქვს მტკიცე ფაქტები, თუმცა ვგრძნობ, რომ შემოსავალში არსებული განსხვავებით განპირობებული იზოლაცია საქართველოში უფრო ნაკლებად პრობლემატურია, ვიდრე ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში. თუმცა, ტენდენციას მუდმივად უნდა ედევნოს თვალყური, რადგან საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ახალი მმართველი კლასი, რომლის წევრებიც ფულსა და ძალაუფლებას მხოლოდ საკუთარ თავს ახმარენ, ხოლო საზოგადოების უფულო და გავლენის არმქონე წევრები მუდმივად აწყდებიან უსამართლობასა და სირთულეებს, როცა სისტემაში შედიან.
კატო
09 ოქტომბერი 2013 08:46
ჩვენ ყველამ ვიცით,რომ ნამდვილად ესეა.უფრო მწვავე მდგომარეობაცაა დღეს დღეობით.პრობლემა იმაშია,რომ ეროვნული აზროვნება გაქრა.ყველა მხოლოდ ''საკუთარი კარ-მიდამოსთვის ინდომებს.''
maia
08 ოქტომბერი 2013 10:04
ზუსტად დაინახა რაც ხდება საქართველოში. ბიძინა ვითომ ემარება ქვეყანას მინისტრები ჭამენ მის ფულს და ხალხი მაინჩ ღარიბაია. სპეციალური პროგრამა უნდა შემუშავდეს სოციალური თანასწორობის შესანარჩუნებლად ქვეყანაში მაგრამ ამის მცოდნე და პატიოსანი ადამიანები გარეთ არია თაღლითები კი ისევ სამინისტროებში ისევ უფლის ანაბარად რჩება ხალხი.ბიძინა მდიდრებს ეხმარება რომ ტაში და დიდება მიიღოს მათგან.ღარიბები უფალში მიიღებენ წმიდა და მართალ ციურ მანანას არა ისეთს ხრწნადი ოქროს გუმბათიანი სამების მსახურები რომ სთავაზობს ადამიანს. ბიძინა ტაში და ტაში...დაეხმარე სამების მიწიერ ტაძარს ცოცხალ ტაძარს უფლისას კი არა რომელიც მათხოვრად ქუჩაში დგას.იაზროვნე აკი დიდი კაცი ხარ.
zviad.
08 ოქტომბერი 2013 01:49
კავკასიის მთა-გორებს თქვენ ვერ გაასწორებთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები