დროა ქართველებმა თავიანთი ბოსების კრიტიკული შეფასება დაიწყონ
17-10-2013
დროა ქართველებმა თავიანთი ბოსების კრიტიკული შეფასება დაიწყონ
დასავლეთში სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ტერმინს „დიდი ინფორმაცია“. ამაში იგულისხმება არა ერთი ან ოცი გაზომვით მიღებული რიცხვები, არამედ გაზომვების უზარმაზარი რაოდენობით მიღებული ზღვა ინფორმაცია. ეს დიდი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან შეიძლება იქნეს მიღებული და გრაფებად თუ რუქებად გამოსახული. მას სხვადასხვა საკითხის საფუძვლიან გარკვევის ხელშეწყობა შეუძლია. დიდ ორგანიზაციებში დიდ ინფორმაციას უკვე ძალიან ხშირად იყენებენ თანამშრომლების, პირველ რიგში, მენეჯერების, შესაფასებლად. გარდა ამისა, მას დიდი სარგებლობა მოაქვს მუნიციპალური სერვისებისა და მთავრობის სხვა საქმიანობების ეფექტურობის
დასადგენად. დიდი ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელი გახდა გადაწყვეტილებების უფრო მეტად დაფუძნება მონაცემებზე, ვიდრე მიახლოებით გამოთვლებზე. მოკლედ, მთელ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და ახლა უკვე აზიის ბევრ ქვეყანაში ბიზნესები და მთავრობები რეგულარულად მიმართავენ დიდ ინფორმაციას შეფასებებისა და გადაწყვეტილებების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

 

ერთი მაგალითი. მსოფლიოში სამუშაოდ ყველაზე ძნელად ალბათ

Google-ში ხვდებიან.  იქ დიდი ხელფასებია, თავშესაქცევი სამუშაოა, მონაცემებს ძალიან მარჯვედ იყენებენ. მათ დაადგინეს, რომ სამუშაოზე ასაყვანად გამართულ ინტერვიუებზე ვერავინაა მოწოდების დონეზე. ეს დასკვნა კომპანიამ გამოიტანა წლების განმავლობაში  ინტერვიუირებული და სამუშაოზე აყვანილი ადამიანების ეფექტურობის შესწავლისა და შედარების საფუძველზე. მათ ისიც გაარკვიეს, რომ უნივერსიტეტში ერთი ან ორი წლის სწავლის გამოკლებით, კარგი ნიშნები სამუშაოზე წარმატების სათანადო ინდიკატორად ვერ გამოდგება, რადგან მათ შემოქმედი ხალხი სჭირდებათ და არა - გამოცდების იდეალურ ჩაბარებაზე მორგებული პროფესიონალები. ესეც რომ არ იყოს, დრო ყველაფერს ცვლის, მათ შორის, ადამიანსაც. ყველა რაღაცას სწავლობს. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ხდებოდეს. თუმცა, ყველაზე საინტერესოა Google-ის მუშაობაა მონაცემებთან, როცა საქმე მენეჯერებს ეხება. რამდენიმე წლის წინ მათ აამუშავეს სისტემა, სადაც ცალკეულ მენეჯერს დაქვემდებარებული ყოველი თანამშრომელი თავის ბოსს 15 პარამეტრის მიხედვით აფასებს. შეფასება ანონიმურია. შემდეგ კი მენეჯერებს ეუბნებიან, თუ რამდენად კარგად გამოსდით მათ სხვებთან კომუნიკაცია, არიან თუ არა ისინი სამართლიანი, ეხმარებიან თუ არა ისინი თავიანთ გუნდებს. მენეჯერები ანონიმურ რეჟიმში წერილობითაც კი იღებენ გარკვეულ რჩევებს. ამის შემდეგ მათგან შესაბამისი ასპექტების გამოსწორებას ელიან. და ისინიც ასწორებენ ამ თავიანთ ხარვეზებს! რადგანაც ეს პროცესი ანონიმურია და მენეჯერების დახმარების და არა დათხოვნის მოტივი უდევს მას საფუძვლად, ეს ხალხი უპრობლემოდ მონაწილეობს მასში და ქცევასაც იუმჯობესებს. თვითონ პროცესი მარტივია. არსებობს რამდენიმე კომპიუტერული ფირმა, რომელსაც ამ მიზნით შექმნილი აქვს ძალიან მოხერხებული, მარტივი პროგრამები.

ზემოთ აღწერილი მეთოდის ყველაზე დიდი უპირატესობაა ის, რომ ის იყენებს იერარქიის ქვედა საფეხურებზე მყოფთა შეხედულებებს. როგორც ცნობილია, ეს არც ისე ხშირი მოვლენაა საქართველოში. ჩვენთან ბოსი ჩვეულებრივ ყოველთვის მართალია. ბოსი ყოველთვის მართალია, რასაც არ უნდა ფიქრობდეს და აკეთებდეს. ეს აბსოლუტური სისულელეა. არაა ნორმალური, როცა ბოსს არავინ ეუბნება, თუ როგორ შეუძლია მას (ქალი იქნება თუ კაცი - თუმცა, ჩვეულებრივ კაცია) თავისი ამა თუ იმ საქმიანობის გაუმჯობესება. ასეთი თანამშრომლები ბოსების ქცევის გაუმჯობესების საწინდარია.

იგივე შეიძლება ითქვას მთავრობაზე. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სამოქალაქო და საჯარო რეესტრები ნელა ამოძრავდნენ. ბევრი ხალხი მიაწყდა მათ მა თუ იმ მომსსახურების მისაღებად, რამაც მათში შეცდომის დაშვების მუდმივი შიში დანერგა. ისე ეშინიათ მათ ზემოთ მჯდომი ბოსების თვალწინ რაიმე შეცდომის დაშვების, რომ გამუდმებით უარს ამბობენ ამა თუ იმ დოკუმენტის მიღებაზე და დარეგისტრირებაზე. ყველანაირ მიზეზს გამოგინახავენ, რომ ეს არ გააკეთონ. დიდ ინფორმაციას შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა, თუ მას სწორად შეაგროვებენ და გააანალიზებენ. იგივე შეიძლება ითქვას მთავრობის სხვა სტრუქტურებზეც. ისიც კი დიდი დახმარება იქნებოდა, თუ გამოქვეყნდებოდა ინფორმაცია ყოველი სამთავრობო ორგანოს მომსახურებებისა და ხანგრძლივობების შესახებ. სამინისტროები და ადგილობრივი მთავრობა უფრო მეტად გაერკვეოდა იმაში, თუ სად, რა და როგორ მუშაობს, ეცოდინებოდა ის შესაძლო შემთხვევები, როცა ამა ესა თუ ის მომსახურების პროცესი მოსახლეობის მოთხოვნებს არ პასუხობს. მოკლედ, ექნებოდა ობიექტური მონაცემები და არა - უბრალოდ კვლევების ან შეხედულებების შედეგები.

საქართველოს მთავრობამ ნელ-ნელა დაიწყო თავისი თავისა და თავისი საქმიანობების შესახებ დიდი ოდენობით მონაცემების შეგროვება. ამას ბუნებრივად მოჰყვა განხილვები კულისებში, თუ ვის ეკუთვნის მონაცემები, შეუძლია თუ არა უბრალო ადამიანს მისი ნახვა ან მთავრობას მისი დაფარვა? ადრე იტყოდნენ, რომ უბრალო ადამიანს მისი ნახვა შეუძლია, თუ მან იცის რომ ის არსებობს. ცხადია, ჩვეულებრივ, ასეთი მონაცემების არსებობის შესახებ წინასწარ არავინ იცის. თანაც ეს მონაცემები ან ფურცელზეა ანდა ოცდამეერთე საუკუნის რაიმე ფორმატში. დღეს მომავალზე ყველაზე მეტად ორიენტირებული მთავრობები ამბობენ, რომ ყველანაირი მონაცემი უნდა ქვეყნდებოდეს და გამონაკლისი მხოლოდ ზოგიერთ სპეციალურ ან განსაკუთრებულ შემთხვევას უნდა შეეხებოდეს. ამ მიდგომით ხალხს უფრო სრულყოფილად ეცოდინება თუ რას აკეთებს ან არ აკეთებს მთავრობა და მთავრობის საქმიანობებში წვდომის დიდ შესაძლებლობებს მივიღებთ.

თუმცა, ოპტიმალურ შემთხვევაში ყველაფერი კერძო სექტორიდან უნდა დაიწყოს. დამქირავებლემა თავიანთ მენეჯერებთან უნდა დაიწყონ ამ ინსტრუმენტის გამოყენება, როგორც ამას Google აკეთებს. რატომაც არა? ნუთუ მათ შეეშინდებათ იმის, თუ რას გაიგებენ? რეალობა ისაა, რომ საქართველოში როგორც ყველგან ბევრი მენეჯერია, რომელმაც არ იცის ზუსტად თუ რა უნდა გააკეთოს, ნერვიულობს მისი კომპანიის ინვესტიციებზე და ამ გაურკვევლობით გაღიზიანებული თავიანთ აღმასრულებლებს უყვირიან. ეს ყველგან ერთნაირად ხდება, ბანკებში, რესტორნებში, სხვა ბიზნესებში, მთავრობაში. აღმასრულებლები მერე თავიანთ ქვეშევრდომებს უყვირიან და ა.შ. ამ ჩაკეტილი წრის გასაწყვეტად და მუშაობის სტილის გაუმჯობესებისკენ მენეჯერების წასახალისებლად საუკეთესო გამოსავალია ყველა ქვეშევრდომისთვის კითხვების ანონიმურად დასმა, თუ რისი შეცვლა იქნებოდა კარგი.

kaxaberi
20 ოქტომბერი 2013 20:15
ქართველებს გვჭირდება ასეთი გამჭრიახი ადამიანების ნააზრევის გათვალისწინება. რაც კარგია მივიღოთ, წინ წავიდეთ. მე, მაგალითად, საღი, ახალი აზრის რომ შემეშინდება ხოლმე, მრცხვენია. ვებრძოლოთ ჩვენში შიშს!ეს მგონია მთავარი. (მადლობა მარკ კეთილგანწყობილებისთვის,არამარტო ამ ბლოგში...)
ekaterine
18 ოქტომბერი 2013 12:02
კარგი სტატიაა . . .
n
18 ოქტომბერი 2013 09:42
ყველამ თავის მამიდას მიხედოს.

რედაქტორის რჩევით