სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს
25-10-2013
სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს
ამჟამინდელ კანდიდატებს და მათზე ხალხის აზრს რომ დავანებოთ თავი, მინდოდა იდეალური პრეზიდენტის შესახებ მესაუბრა. ვგულისხმობ ახალ სისტემას. წარსულში უკანონოდ, სამ დღეში (2004 წლის 6 თებერვალს) მიღებული კონსტიტუციით, პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება გახდა. მან ისეთი ძალაუფლება მიიღო, რომ პარლამენტსა და სასამართლო სისტემა თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. არაფორმალურად კი ყველა და ყველაფერი მის ხელში აღმოჩნდა. მის მოადგილეებს არაფორმალურად დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. მუდმივად ხდებოდა მათი თანამდებობრივი როტაცია. თუმცა, მათი ეს ძალაუფლება მთლიანად
დამოკიდებული იყო იმაზე, იყო თუ არა ეს მოადგილე პრეზიდენტის უახლოესი წრის წევრი.

დღეს კი პრეზიდენტს უწინდელი ძალაუფლებისგან ძალიან ცოტა რამ თუ დარჩა. ფორმალური თუ არაფორმალური ძალაუფლება მთლიანად პრემიერ-მინისტრს გადაეცა. ეს იმიტომ, რომ მან ოპოზიცია გააერთიანა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ასევე იმიტომ, რომ მას რამდენიმე მილიარდი
დოლარი აქვს. ისე, სხვა არც არავინ იყო მომსვლელი. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იყენებს ის აღნიშნულ დიდ ძალაუფლებას. კიდევ უფრო არსებითია საქართველოს უახლოესი მომავლისთვის ის, თუ როგორ გამოიყენებს ის იმ არაფორმალურ ძალაუფლებას, რომელიც მას ექნება თანამდებობის დატოვების შემდეგ.

ფორმალური ინსტიტუციონალური მოწყობის მხრივ კი პრეზიდენტი სიმბოლურ როლს შეასრულებს. ის ქვეყნისთვის ლამაზი ჩუქურთმა იქნება ძირითადად, ორიოდე ფორმალური ვალდებულებით - აი ისეთით, დასავლეთ ევროპელ ან აზიის მონარქებს რომ აქვთ. მოკლედ, მას მოუწევს ცერემონიულ ძალაუფლებას დასჯერდეს, რომელიც არ იქნება საკმარისი სახელმწიფო ინსტიტუტების დასანგრევად, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ამ თანამდებობაზე მთვარეულს აირჩევენ. ჰოდა, რა აზრი ექნება იმას, თუ ვის აირჩევენ პრეზიდენტად? ექნება და არც ექნება. თუ ის სუსტი პიროვნება აღმოჩნდა, მაშინ ის უბრალოდ უადგილო ანტურაჟად შეიძლება იქცეს. ასე ბევრს დაემართა. თითქოს მნიშვნელოვან ინსტიტუტებს ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ვერ აბამდნენ მათ ორგანიზებული ფუნქციონირების საქმეს თავს. რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ ძალაუფლების ნამდვილი მატარებელნი. თუ პირიქით პრეზიდენტი ძლიერი აღმოჩნდა და სათანადო როლს ასრულებს, მაშინ ის ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარი შეიძლება აღმოჩნდეს იდეალურ პრეზიდენტს ოთხი თვისება უნდა ჰქონდეს:

პირველ რიგში, ის იქნება გამაერთიანებელი და არავითარ შემთხვევაში - გამთიშველი. საქართველოს მძიმეწონიანი პოლიტიკოსები ზედმეტ დროს და ენერგიას ხარჯავენ ოპონენტების კრიტიკაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეიცვლება. თუმცა, ვინაიდან პრეზიდენტს ყველა მხრიდან პატივისცემის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საზოგადოებაში ორ ჯგუფს შორის არსებული მომწამვლელი ურთიერთობის გასანეიტრალებლად. ეს ის შემთხვევაა მაგალითად, როცა ეგვიპტეში ყველა დიდ იმედს ამყარებდა მორსიზე. მაგრამ მოხდა ის, რომ მორსი მხოლოდ მისი ამომრჩევლების ანუ ქვეყნის ერთი ნახევრის პრეზიდენტად თვლიდა თავს, ხოლო მეორე ნახევარს ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სიტყვითაც და საქმითაც. ამ პროცესში მან ეგვიპტის ეკონომიკა ერთი ათწლეულით უკან გადაისროლა. დღეს ის ერთი წელია, რაც ციხეშია.

მეორეც ერთი, ის იშვიათად უნდა აკრიტიკებდეს ვინმეს. როგორც ითქვა, ეს არსებითად ცერემონიული თანამდებობაა და ამიტომ ლენტების გაჭრა უთუოდ ბევრი იქნება. გამოსვლები ზოგადი უნდა იყოს, ეხებოდეს გლობალურ მიდგომას, წარმოადგენდეს მსოფლიოს რაღაც გამორჩეულ ხედვას. სწორედ ასეთი საქმეებისთვისაა მოწოდებული ცერემონიული თანამდებობები. თუმცა, მან დრო უნდა გაატაროს მათთან, რომლებსაც პრეზიდენტისათვის ხმის მიწვდენა არ ძალუძთ, თბილისის გარეთ მდებარე იმ ადგილებში, სადაც ვიზიტით ძალიან იშვიათად ჩადიან, "თვალს მოფარებული" და არგაგებული ხალხისა და პოლიტიკური იდეების გაგებასა და წარმოჩენაში და არა - ამა თუ იმ საკითხზე სხვებივით კრიტიკული აზრების ფრქვევაში.

მესამეც ერთი, საქართველოს ცოტა მეტი კეთილსინდისიერება სჭირდება. საჭიროა იმის აღიარება, თუ რა მოხდა და რა ხდება. უახლოესი წარსულის რეალური შეფასება და არა - მითების მუდმივი შეთხზვა - არის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. ეს უნდა მოხდეს როგორც ეროვნულ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. კარგი პრეზიდენტები არ არიან ვალდებული, რომ ეს პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად და პიროვნულად იტვირთოს. მაგრამ ისინი არასდროს არ უნდა გაურბოდნენ სიმართლეს, მათ შორის, მოვლენებში მათ საკუთარ მონაწილეობას. თუ ისინი კეთილსინდისიერად და გულითადად არ ისაუბრებენ მათ საკუთარ შეცდომებზე, მაშინ მათ პრეზიდენტობისათვის საჭირო გაბედულება აკლიათ.

დაბოლოს, მას უნდა შეეძლოს პრემიერ-მინისტრთან როგორც ნორმალური მუშაობა, ისე - კერძო ვითარებაში ღიად საუბარი. ყველა პრემიერ-მინისტრს სჭირდება ადამიანი, რომელსაც ამერიკაში ჰოლანდიელ ბიძას უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ ჰოლანდიელები ევროპაში ცბონილი არიან თავიანთი პირდაპირობით. ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. პრემიერ-მინისტრს ბევრი მეგობარი ეყოლება, მაგრამ ცოტა იქნება მისგან პატივდებული ისეთი პიროვნება, რომელიც მას ღიად ეტყვის მისი შეცდომების შესახებ. ასეთი ბალანსის ქონა ძნელია, მაგრამ გადამწყვეტია. მაშ, რას ვფიქრობთ? გამოვიმუშავებთ თუ არა ასეთ თვისებებს?
NNN
08 ნოემბერი 2013 17:22
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.


თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.




ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!


ოქტომბერი, 1861 წ.
qartlosi
29 ოქტომბერი 2013 18:07
gogla-ს,გაბურძგვნილ ფილოსოფოსს,მამალი გიჟი გერჩივნა არა?
gogla
29 ოქტომბერი 2013 12:09
ძია ლენინი ბრძანებდა, რომ კუხარკასაც კი შეუძლია თურმე ქვეყნის მართვა!
ჩვენ უფრო წინაც წავედით (კარგმა, თავის საქმის მცოდნე კუხარკამ შესაძლოა მართლაც ნორმალურად შეძლოს ქვეყნის სამზარეულოს გაძღოლა!):
ვატარებთ ექსპერიმენტს - კასრიდან გამოვიყვანეთ გაბურძგვილი ფილოსოფოსი, გავპარსეთ (შესაძლოა, ქალიც კი შევართვევინოთ) და ქვეყნის მართვის საჭესთან დავსვით!
წ ინ, საქართველოვ!!!


რედაქტორის რჩევით