გამჭვირვალობა კორუფციის საწინააღმდეგო მშვენიერი ვაქცინაა. ამ მხრივ წარსულში სერიოზული პრობლემა არსებობდა, განსაკუთრებით ეს ითქმის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. ზოგადად, ახალი მთავრობა უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ძველი. ნარმანიას მინისტრობის დროინდელი წარსულიც ამ მხრივ სუფთაა, მაგრამ მერის ოფისში ფსონები და, შესაბამისად, ცდუნებაც უფრო მაღალია, რასაც მან უნდა გაუძლოს.
დედაქალაქში მწვავედ
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათი წელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში დიდი წინსვლა იყო, პრობლემები მაინც არის. გაუმჯობესებული საბილეთო სისტემა და იშვიათი პიკის საათები მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება. ავტობუსების გარდა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთადერთი მიზანი, როგორც ჩანს, ის არის, რომ მძღოლებს რაც შეიძლება გაუადვილდეთ ცხოვრება, ხოლო ქვეითად მოსიარულენი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, რაც შეიძლება მეტად გაწვალდნენ. არადა, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი დიდებული ქალაქია ფეხით მოსიარულეთათვის, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს სხვებმაც გაიგონ. ტროტუარები რუსთაველის პროსპექტზე, სუპერმარკეტ ”სმარტის” წინ და თავისუფლების მოედანზე საპარკინგო ადგილებად არის გადაქცეული. საზოგადოდ, ქალაქში ტროტუარზე პარკინგის ეპიდემიაა. პრივატიზებულმა საპარკინგო სისტემამ სრული კრახი განიცადა. იმელის წინ ტერიტორია 1943 წლის იანვრის სტალინგრადს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე შენობის წინ მიმდებარე ადგილის. დროა, რეალობას მორგებული სატრანსპორტო პოლიტიკა შემუშავდეს, ახლანდელის ნაცვლად, რომელიც იგნორირებას უკეთებს ყველას, გარდა მანქანების მფლობელებისა.
კომუნალური მომსახურება კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა. ელექტროინფრასტრუქტურა უარესობისკენ მიდის, ხშირია მაღალი ძაბვისა და სხვა მიზეზის გამო შუქის გათიშვა. წყალმომარაგებაც პრობლემა გახდა. დიდ ქალაქს სჭირდება წყლისა და ელექტროენერგიის უწყვეტი ნაკადი, რითაც თბილისი ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის.
ეს ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს უკეთესი დაგეგმარებით. გამჭვირვალობის, ტრანსპორტირებისა და კომუნალური საკითხების გადაწყვეტით ყველა მოიგებს. უნდა დაიწყოთ ახლავე, რადგან ეს მძიმე და ნელი პროცესია, მაგრამ საბოლოოდ ბევრად მომგებიანი იქნება, ვიდრე ძეგლების გადატანა და ხიდების დანგრევა.
იხ. ბლოგის ინგლისური ვერსია