რა არის ბითქოინი? - კვირის პალიტრა

რა არის ბითქოინი?

როგორც ჩარლზ დარვინმა თქვა, "გადარჩენას ახერხებს არა ის ვინც ყველაზე ძლიერი ან ყველაზე ჭკვიანია, არამედ ის ვინც ყველაზე კარგად ახერხებს ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას." საქართველოს, ვნაიდან იმპერიებით არის გარშემორტყმული, ცვლილებებისთვის ფეხის აწყობის დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა დღეს ცვლილება ტექნოლოგიური ხასიათის უფროა ვიდრე იმპერიულის. ოთხმოცდაათიან წლებში განვითარებული სამყარო ციფრული ტექნოლოგიის და ინტერნეტის მიერ შექმნილ შესაძლებლობებთან ცდილობდა ადაპტირებას. ამ დროს საქართველო საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას ეჩვეოდა. ახლა ქართველების უმეტესობამ უკვე აითვისა კომპიუტერი და ინტერნეტსაც, ხანდახან მაინც, იყენებს. ბევრია ისეთიც ვინც გამუდმებით ინტერნეტშია. იმ ადამიანების ცხოვრება და გერემოც გაუთვითცნობიერებლად გამუდმებით ინტერნეტის გავლენის ქვეშაა რომლებიც საერთოდ არ იყენებენ მას. ინტერნეტი, პირველ რიგში, ღია და დემოკრატიული სივრცეა სადაც გიგანტური მოცულობის ინფორმაციას თითქმის შეუფერხებლად შეუძლია იმოგზაუროს.

ინტერნეტი თავისი შესაძლებლობებით იგივე მნიშვნელობას წარმოადგენს ინფორმაციისთვის რა მნიშვნელობასაც "ბითქოინი" წარმოადგენს გადახდის წარმოებისთვის. ამჟამად გადახდა ხდება ან ნაღდი ფულით ან ელექტრონულად იმ ვალუტით, რომელიც სახელმწიფოებმა შექმნეს და რომელსაც აკონტროლებემ. ამ სისტემას რამდენიმე პოტენციური პრობლემა შეიძლება შეექმნას. პირველ რიგში ის რომ სახელმწიფოები შეცდომებს უშვებენ, ხდება ინფლაცია, თავადაც სუსტდებიან და მათი ვალუტაც სუსტდება. რატომ უნდა ჰქონდეს მხოლოდ სახელმწიფოებს ვალუტის შექმნის უფლება? ნაღდი ფული არ არის უსაფრთხო. ის შეიძლება მოიპარონ, მაგალითად, კორუმპირებულმა მესაზღვრეებმა. ნაღდი ფულის განადგურებაც და დაკარგვაც შესაძლებელია. ასევე პრობლემატურია ის რომ ბანკები გამუდმებით აწესებენ გადასახადებს ფულის გადარიცხვაზე და დაკავებაზე. მათ ფაქტობრივად ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ იმ ფულით რომელსაც გინახავენ.

"ბითქოინი" 2008 წელს გამოიგონა ადამიანმა რომლის ვინაობაც უცნობია. მან უბრალოდ წამოაყენა იდეა რომ უნდა იყოს ვალუტა, რომელიც მხოლოდ ინტერნეტში იარსებებს. ბითქოინს ელექტრონულად "ბლოქჩეინი" აღრიცხავს. ყველა ბითქოინის მფლობელს ორი გასაღები აქვს, საჯარო და პირადი. ბითქოინის დასახარჯად საჭიროა ორივე გასაღები. ის შეიძლება გადაიცვალოს ნებისმიერ ვალუტაზე, მათშორის ლარზე ევროზე და დოლარზე. მხოლოდ მყიდველი და გამყიდველია ამისათვის საჭირო. ამ ვალუტას იმიტომ აქვს ღირებულება რომ ადამიანებს სჯერად ამ ღირებულების. ერთი ბითქოინი 2013 წლამდე მხოლოდ რამდენიმე დოლარი ღირდა და მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა გაცვლის კურსი მაგრამ დღეს თითო 528 ამერიკულ დოლარად ფასობს.

ახალი ბითქოინები "მაინინგით" იქმნება რაც ელექტრონულად ინტენსიური ონლაინ გამოანგარიშების პროცესია. ახლახანს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბითქოინების მწარმოებელმა კომპანიამ ქართულ თანა-ინვესტირების ფონდთან მოაწერა ხელი კონტრაქტს აღმოსავლეთ საქართველოში ოც მეგავატიანი მოწყობილების ასაშენებლად. ამ ფაქტმა საქართველო მნიშვნელოვან სივრცედ აქცია ბითქოინის მომხმარებელთა მზრდადი საზოგადოებისათვის. ბითქოინი როგორც ვალუტა მნიშვნელოვანია მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი და ბრწყინვალეა ის ღია ტექნოლოგიის და გაცვლა-გამოცვლის იდეა რომელიც მასში დევს. არსებობს სხვა პატარა ვირტუალური ვალუტები რომელიც მსგავსი პრინციპით მუშაობს და ზოგმა მათგანმა უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას მაგრამ პირველი და ყველაზე წარმატებული ბითქოინია.

უმეტესი ადამიანის ცხოვრებაში ბითქოინი ალბათ არ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს უახლოეს მომავალში.Uასევე არ თამაშობდა დიდ როლს ინტერნეტი ქართველების ცხოვრებაში ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ უპირატესობა ექნებათ იმ ადამიანებს რომლებიც ახლა შეიცნობენ ბითქოინს და დაფიქრდებიან იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ მომავალში. ბიზნესს შესაძლებლობები უყვარს მაგრამ ვერ იტანს გაურკვევლობას. საქართველოს რეგიონში საგრძნობლად დაწინაურდების შანსი აქვს (მათ შორის გადასახადების საკითხებში) თუ პარლამენტი კარგად გათვლილ რეგულაციას მიიღებს ამასთან დაკავშირებით. ბითქოინი საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებს საგრძნობლად გააიაფებდა, მათ უფასოსაც კი გახდიდა. ეს ძალიან გამოადგებოდათ იმ ადამიანებს ვინც უცხოეთში მუშაობენ და მათ ნათესავებს რომლებსაც ისინი ფულს უგზავნიან. კრედიტ-კარტის გამოყენება და საქონლის ონლაინ შეძენა საქართველოში მცხოვრებთათვის სირთულეს წარმოადგენს მაგრამ ახლა უფრო და უფრო მეტი კატალოგი და ვებ-გვერდი იწყებს ბითქოინების მიღებას და თან გადარიცხვის ხარჯი ნულია.

ამგვარად, ის ვინც ბითქოინს აითვისებს და დაფიქრდება როგორ გამოიყენოს ის ცხოვრებაში და ბიზნესში, აუცილებლად მოგებული დარჩება რადგან ეს მოძრაობა დროსთან ერთად სულ უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი გახდება. როგორც ყველა ცვლილება, ზოგ ადამიანში ბითქოინიც გამოიწვევს შიშს და მიუღებლობას მაგრამ რამდენიმე წელიწადში ის ასეთი ადამიანების ყოველდღიურობაშიც ისევე იქნება ინტეგრირებული როგორც ყველა დანარჩენის ცხოვრებაში. ზუსტად ისე როგორც ინტერნეტი ინტეგრირდა ყველა ადამიანის ცხოვრებაში.