მორჩა კინო
მორჩა კინო
ბევრ უცხოელს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, დარჩენის სურვილი უჩნდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც უფრო გაიზარდა ტურიზმი, ძალიან გაიოლდა თბილისში სტუმრობა და შემდეგ დარჩენა.
სახელმწიფო არ ავალდებულებდა ტურისტებს განსაკუთრებული ნებართვის ქონას და ამიტომ ვიზიტორებს რამდენი ხანიც უნდოდათ, იმდენ ხანს შეეძლოთ დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გავიდოდნენ ქვეყნიდან. ბევრი ჩრდილოამერიკელი და ევროპელი სწორედ ასე იქცეოდა, მათ შორის ამერიკელები, კანადელები, ბრიტანელები, გერმანელები და პოლონელები. უმრავლესობა ახალგაზრდა იყო და გავლით ჩამოდიოდა
მოგზაურობისას კონფერენციებზე დასასწრებად, მოკლევადიანი სამუშაოს შესასრულებლად ან მოხალისედ. ზოგი გრძელვადიან სამუშაოსაც ასრულებდა, ბინას ყიდულობდა და პენსიაზე გასვლასაც თბილისში გეგმავდა. დამოუკიდებელი ჟურნალისტებიც ბევრნი იყვნენ, რომლებსაც მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენებთან ახლოს ყოფნა აინტერესებდათ. 

საქართველოს კარგი ავიახაზები და ინფრასტრუქტურა აქვს. სტაბილური და ტოლერანტული ქვეყანაა. Lაქ მშვენიერია ცხოვრება. უცხოელი რეზიდენტები
ფულს ხარჯავდნენ საქართველოში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში შემოდიოდა. მათთან მეგობრები და ნათესავები ჩამოდიოდნენ სტუმრად, რადგან ასეთი ლამაზი და საინტერესო ქვეყნის ნახვის შანსი ეძლეოდათ.

ამასობაში საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მაღლდებოდა ამ მოხალისე ელჩების დამსახურებით, იმიტომ რომ, სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველო მართლაც დიდებული ქვეყანაა. მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი დიდწილად ისიც იყო, რომ უცხოელებისთვის ასეთი ადვილი იყო საქართველოში ჩამოსვლა. ეს ადამიანები მაღალი განათლების მქონე საერთაშორისო და მოძრავ ელიტას მიეკუთვნებიან, რომელსაც ფართო არჩევანი აქვს.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სურს, ასეთი ადამიანები მიიზიდოს, ამიტომ დღითი დღე ამარტივებენ ასეთი ჯგუფებისთვის დასარჩენ პირობებს იმისთვის, რომ ეკონომიკაში ფული შემოუვიდეთ და საერთაშორისო რეპუტაცია აიმაღლონ.

საქართველომ კი პირობები გააუარესა და გაართულა - ოცდაოთხ ქვეყანას უვიზოდ მოგზაურობის უფლება ჩამოერთვა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში ცხოვრების მსურველებს ახლა უაზრო ბიუროკრატიული პროცესის გავლა უწევთ, რათა რეზიდენტის მოწმობა აიღონ და ამ პროცესის გავლის შემდეგაც ზოგს უარს ეუბნებიან. იმისთვის, რომ ასეთი მოწმობა აიღო, ახლა უკვე სამსახურის ქონა ან ქართველი ცოლის ყოლაა საჭირო.

აIმ ადამიანების უმრავლესობას კი, რომელიც საქართველოში ატარებდა დროს და ფულს ხარჯავდა, არც ჰქონდა სამსახური და არც უნდოდა, ჰქონოდა. მათ ჰქონდათ დაგროვილი ფული და მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს ეძებდნენ, სადაც დაფუძნდებოდნენ. Aახალი კანონი და დადგენილი პროცედურები საკმაოდ მკაცრია, მაგრამ არც ისე ნათელი. იუსტიციის სახლს ზოგ შემთხვევაში უჭირს პროცედურების განხორციელება, რადგან სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის და გადაწყვეტილების მიღება პირობითი ხასიათის ხდება.
წინათ ეს სისტემა უჩვეულოდ ღია იყო, აAხალი სისტემა კი ევროკავშირის წესებზეა დამყარებული სოციალური სერვისებისა და სამსახურების ჩათვლით. მაგრამ ეს უცხოელები საქართველოში სამსახურის საშოვნელად არ ჩამოსულან. მათი უმრავლესობა საერთოდ არ მუშაობს და ამიტომ ძალიან უჭირთ იმ ახალი წესების დაცვა, რომლებიც მათ შემთხვევაზე არ არის გათვლილი. მაგალითად, უცხოელების სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, ქართულად უნდა დაიწეროს, მაგრამ სხვადასხვა ნოტარიუსმა შეიძლება სხვადასხვანაირად გადმოაქართულოს  და ამიტომ ერთ ადამიანს შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა დოკუმენტში განსხვავებული ინფორმაცია ეწეროს. ასეთ ადამიანებს იუსტიციის სახლში ეუბნებიან, რომ ახლა ყველა დოკუმენტი უნდა განაახლონ, ამაზე კი სანოტარო ბიუროებისგან უარს იღებენ. რატომ არ შეიძლება, კონკრეტული მდიდარი ქვეყნების პასპორტის მფლობელებს შეეძლოთ რაიმე სახის ფორმის შევსება, რის შედეგადაც დაწესებული პერიოდის შემდეგ პირდაპირ მიიღებდნენ რეზიდენტის მოწმობას? რა საჭიროა ამდენი ფურცლის შევსება?

რაზე უნდა მიგვანიშნებდეს პროცესის გართულება? საქართველო ზოგადად უბრუნდება უფრო მაღალ ბიუროკრატიას თუ იმაზე, რომ უცხოელები სტუმრად უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ დიდხანს არ უნდა დარჩნენ?
რამდენიმე კვირის წინ კანადის მოქალაქეს აეროპორტში განუცხადეს, რომ ან უკან დასაბრუნებელი ბილეთი უნდა წარმოედგინა, ან დეპორტაციას გაუკეთებდნენ. ეს ახალი წესია და აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. რატომ მოხდა ახლა? რატომ არ უნდა მივცეთ სტუმრებს უფლება, ბილეთები საქართველოში ყოფნისას იყიდონ? არავინ იცის, ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ არა მომავალში, ერთი რამ კი ნათელია, ამჟამად უცხოელები "ფეისბუკზე" საქართველოში ბიუროკრატიული პროცესების გართულებასა და მის უარყოფით შედეგებზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე საქართველოს ღვინის, სტუმართმოყვარეობის, არქიტექტურისა და ხაჭაპურის სიდიადეზე.

წაიკითხეთ ბლოგი ინგლისურად
Gchkadua
26 სექტემბერი 2014 09:47
რასაცა დასტეს იმას მოიმკიო- არ იცოდიტ ეტკობა....
tamar
10 სექტემბერი 2014 04:02
ჩემო კარგო მარკ საქარტველოში დარჩენა კველას გინდატ ქარტველების გარდა რადგან ამ უკანასკნელებსსს ტავიანტ ქვეკანაში მონებივიტ მუშაობა უწევტ და ისიც არ უპასდებატ ტქვენ კი ტქვენი დაბერილი ჯიბიტ კაპიკების პაში გინდატ საუკეტესოს შედენა . საქარტველოში პროდუქტი 100% იტ ნატურალურია ვიდრე ამერიკაში და ხალხსაც სინდისი კიდევ შემორჩატ და უანგაროდ პატივს სცემენ სტუმარსს.ამერიკში ამ პერიოდისტვის ტურისტსს აგდებულად უკურებენ დაიგებენ აეროპორტებში . ხო და ჩვენც გბადზავტ როგორც გვექცევიტ და როგორი უმნიშვნელო ვარტ ტქვენტვისს ჩვენტვისაც მნოიშვნელობასს კარგავთ. ევროპელები კუ ხომ სუ მტლად ცივი ხალხია მატტან კოპნასს ჩუქჩებტან კოპნა სჯობია. მტელი მსოპლიოო რასჰი გამოგვიკენოტ ფრიი(მუქტად) იმას ცდილობტ
ნუგზარ კუპრეიშვილი
07 სექტემბერი 2014 07:38
აი აქ კი მარკის თითოეულ სიტყვას ვეთანხმები...

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები