საქართველო - ომების სენდვიჩი
საქართველო - ომების სენდვიჩი
საქართველოდან ჩრდილო-დასავლეთით, ხუთას კილომეტრში, რუსეთი უკრაინას იპყრობს, ხოლო სამხრეთით ისლამური სახელმწიფო ძალები სირიის უმეტეს და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. სამყაროს დანარჩენი ნაწილი რატომღაც თითქოს უფრო ყურადღებით აკვირდება ამ უკანასკნელ რეგიონალურ ცვლილებებს, ვიდრე ქართველები. ბუნებრივია, რომ ქართველები საკუთარ ქვეყანას ჯერ კიდევ მოსკოვის ორბიტაში მოიაზრებენ და შეჩვეულები არიან, რომ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს უფრო ყურადღებით დააკვირდნენ, მაგრამ დამასკო და ბაღდადი უფრო ახლოა საქართველოსთან, ვიდრე მოსკოვი და კიევი. ახალი ამბების და ინფორმაციის
ხარისხი, რომ არაფერი ვთქვათ ინტერესზე, გაცილებით დაბალია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ტერიტორია კრიზისშია და მას მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. კრიზისს ჩინურად ორი სიმბოლო აღნიშნავს. ერთერთი მათგანი საფრთხეს ნიშნავს, ხოლო მეორე შესაძლებლობას. რა წარმოადგენს საფრთხეს და რა წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოსთვის?

პირველ რიგში, იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ ამ
ყველაფერში გიგანტური ძალებია ჩართული, რომლებიც საქართველოს აღემატებიან. ამიტომ დროა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები გვერდზე გადაიდოს და ამ ძალებს და მათ ძალაუფლებას თვალი გაუსწორდეს. საქართველოში ისეთი აზროვნებისა და დისკუსიების ნაკლებობაა, რომლებიც საერთო სურათის დანახვას ისახავენ მიზნად. ეს უცნაურია, რადგან ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტი აქვს დასაკარგიც და მოსაპოვებელიც საგარეო პოლიტიკის და გარემოს სწორად აღქმისა და მის აქტიურ და გრძლევადიან პოლიტიკაში გათვალისწინებისას.

რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოს დიდი ნაწილების ოკუპაციას ახდენს და იგივეს უკრაინაშიც გეგმავს. ამას იმისთვის აკეთებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს დააშოროს, ყურადღება გაუფანტოს და რაც შეიძლება წარუმატებელ და რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნებად აქციოს. რუსეთს არ უნდა, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან იყოს დაკავშირებული. ევროპა საქართველოს მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია გრძელ ვადაში, მაგრამ საქართველოს სამხრეთელ მეზობლებთანაც სჭირდება კარგი ურთიერთობები, განსაკუთრებით კი ირანთან ისევე როგორც არაბულ ქვეყნებთან. არაბულ სამყაროში აურზაურია. ბევრ ქვეყანაში "არაბული გაზაფხულის" შედეგ განვითარებული მოვლენები იმედგაცრუებას იწვევს ხოლო დანარჩენებში ის ასაერთოდ არ მომხდარა. საუდის არაბეთი, რომელიც ყველაზე ძლიერი არაბული ქვეყანაა, ვაჰჰაბი ისლამს აფინანსებს რომლებიც ხშირად მიმართავენ ტერორიზმს. ყველზე ხშირად მოხსენიებული ეგვიპტის არაბული სახელმწიფო ასევე მილიტარისტული ავტოკრატიაა. მაგრამ საერთო სურათი მრავალფეროვანია. მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ბევრია წარმატებული. ეს დინამიური რეგიონი უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონი. ამის გაანალიზება და შესაძლებლობის დანახვა იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლება, უფრო გონიერი პოლიტიკაა, ვიდრე მისი იგნორირება.

ყველაზე რეალურ შესაძლებლობებს ირანი იძლევა. შეერთებული შტატები და ევროპა უფრო და უფრო უახლოვდებიან შეთანხმებას ირანთან. ეს შეთანხმება შესაძლოა ერთ ან ორ წელიწადში მოხდეს ან მეტი დრო დასჭირდეს. მაგრამ საბოლოოდ შეერთებული შტატები შეწყვეტს ისრაელთან და საუდის არაბეთთან ისეთ ახლო თანამშრომლობას როგორიც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჰქონდა და მისი ახალი პარტნიორი რეგიონში ირანი გახდება. ირანი იდეალური პარტნიორი არაა. თეოკრატიაა და დიდი პრობლემები აქვს კორუფციასთან, მაგრამ ის სტაბილური სახელმწიფოა, უნდა რომ სანქციები ჩამოიშოროს და თან მსოფლიოსთვის ნავთობისა და გაზის გარდა კიდევ ბევრი აქვს შესათავაზებელი. საქართველოს მარტივად შეუძლია ირანთან ისოტრიული და კულტურული ურთიერთობის საკუთარი თავისთვის სასარგებლოდ გამოყენება. საქართველომ არ უნდა დაუშვას რომ ირანთან კარგი ურთიერთობა ძველმა ცრურწმენებმა გააფუჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში როცა ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება, ირანი საქართველოს დაჩრდილავს.

პუტინს არ ანაღვლებს, რას ფიქრობს დანარჩენი მსოფლიო და ეს მას საშიშ ლიდერად აქცევს. სანქციები გაიზრდება და რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, მაგრამ პუტინს ეს ალბათ არ ანაღვლებს. რუსეთი, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქეები, იმიტომ გამდიდრდნენ, რომ რუსეთს ნება დართეს, მსოფლიო ეკონომიკაში მონაწილეობა მიეღო. რუსეთი თანდათან უფრო და უფრო ჩამოშორდება მსოფლიო ეკონომიკას და შედეგად საშუალო და დაბალი ფენები დაზარალდება. მოსახლეობამ შესაძლოა დასავლეთი დაადანაშაულოს, შესაძლოა პუტინი მაგრამ თუ პუტინს დაადანაშაულებს პუტინს შესაძლოა ეს საერთოდ არ ანაღვლებდეს. საქართველოს ყველაზე ნაკლებად ცუდი არჩევანი ისაა რომ რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მაგრამ ამავდროულად გაამყაროს ურთიერთობა ნატოსთან, რასაც ახლა კარგად ახერხებს. მაგრამ საქართველოს ასევე სჭირდება სწრაფი რეაგირების მებრძოლთა მცირე რაოდენობა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისათვის. ამჟამინდელი სისუსტე ესაა. შეერთებული შტატებისა და ევროპის მოთმინება პუტინის ტყუილების ფონზე იწურება. ისინი საქართველოს ბევრად მეტ თავდაცვით კოოპერაციას სთავაზობენ და ეს საქართველოს ძალიან გამოადგება.

რათქმაუნდა, საქართველოს უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობა სწირდება. ამჟამად ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი ეხმარება უკრაინას ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში. ეს კარგია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი გზით უკრაინის დახმარებაში ამ შეჭრის დროს და ყოფილი თანამდებობის პირების ჩართულობა არ უნდა აღიქმებოდეს ურთიერთობებისათვის ძირის გამომთხრელად.

ქართველ ხალხსაც შეუძლია დახმარება, განსაკუთრებით ადამიანთა შორის ურთიერთობისას. ისწავლეთ სპარსული, არაბული ან რუსული და არა უბრალოდ ფრანგული, ბერძნული ან ესპანური. შეხვდით ადამიანებს საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან და დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ, მეურვეობა გაუწიეთ მათ ახლად წამოწყებულ ბიზნესებს. იასიდები და ერაყელები საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ყველაზე სასტიკი კატასტროფის გამო ჩამოდიან. შედით მათთან ურთიერთობაში და დაეხმარეთ. საქართველოს სტუმართმოყვარეობა შეიძლება საქართველოს ყველაზე დიადი ღირსება იყოს ამ საერთაშორისო შფოთვის ფონზე.

წაიკითხეთ ბლოგი ინგლისურად
მკითხველის კომენტარი (10)
MAO
11 სექტემბერი 2014 18:32
გელა:
"რუსეთის გეგმაა - საქართველო შევიდეს ახალ იმპერიაში დაქუცმაცებული, დღეს წაგლეჯილ ტერიტორიებთან თ ა ნ ა ბ ა რ ი სტატუსის მქონე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენვე ს ა მ უ დ ა მ ო დ განვაცხადებთ უარს მათზე და შესაბამისად, საქართველოს მთლიანობაზე"
ეს მართალია.

გელა:
"და რა სურს მსოფლიოს (რუსეთის გამოკლებით)?! საქართველო გახდეს ხიდი მის ცალკეულ ნაწილებს შორის, რათა ერთმანეთში გაცვალონ უზარმაზარი ღირებულების სიმდიდრეები უმოკლესი გზით!!! "

ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი.დანარჩენ მსოფლიოს, ანუ ბობოლებსაც იგივე სურთ, რაც რუსეთს, ჩეთვის სამივე ერთნაირი დამპყრობელია,რუსეთიც, ამერიკაც და ევროპაც,არც ერთს არ უნდა შენი ძლიერება და კეთილდღეობა, მით უმეტეს შენს გარშემო მყოფ ქვეყნებს. ასევე არ უნდათ უკრაინის ერთიანობა და ძლიერება, აბა დაფიქრდით, უნდათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შექმნილი ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს კეთილდღეობა და აყვავება? რა თქმა უნდა არა, რაში აწყობთ? ასეთი ქვეყნები მათთვის მხოლოდ იარაღია რუსეთთან ბრძოლაში. ფაქტები გნებავთ: რამდენიც გინდათ, გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომის ქრონოლოგია, სანამ არ დაასუსტეს გერმანია სხვა ქვეყნების საზარბაზნე ხორცის საშუალებით, მანამდე არ ჩაებნენ ომში ამერიკა და ინგლისი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდნენ ამ ხორცსაკეპიდან.
ასე, რომ ქართველებო,დავფიქრდეთ, ჩვენი ხსნა ურაპატრიოტიზმში კი არა, ჭკვიანი და რაციონალური პოლოტიკის გატარებაშია. სულაც არ მჭირდება პატიოსანი და ალალი ადამიანი ქვეყნის პირველ პირად, ჩემი აზრით, ის საკმაოდ გაქნილი და გაიძვერა პოლიტიკოსი უნდა იყოს, აი ისეთი, რწყილს რომ ატყავებენ, მაგრამ ამასთანავე სამშობლოს მოყვარული და დღედაღამ მასზე მოფიქრალი. ასეთებიც არსებობენ.
mars
11 სექტემბერი 2014 13:03
კარგი ანალიზია. განსაკუთრებით ირანთან მიმართებაში. კომენტარებს თვალი გადავავლე და რაგაც გლობალიზაციაზე და და სხვა ერებთან შერევა და ასე შემდეგ. ვისაც გლობალიზაცის და სხვა ერებთან ურთიერთობაში საფრთხეს ხედას ეს მითითებს მათ სისუსტეზე.

გადახედეთ ქართულ ისტორიას-გლობალიზაცია მასშინაც იყო და ქართველობა არ დაკარგულა. სპარსებიც, არაბებიც , თურქებიც და კიდევ სხვა ბევრი - იყვნენ საქართველოში- ამით ქართულობა არ დაკარგულა - პირიქით ეს უფრო ეროვნულ თვითშეგნების ინსტიკტს ავითარებს. სხვადა-სხვა ერებთან კავშირი და ურთიერთობა იმიტომა კარგი, რომ სწავლობ მათ კულტურას, ხასიათს და ფსიქიკას, და როცა ეს თვისებები იცი, შესაბამისადაც ისიც ისცი თუ რა სახის ურთიერთობა უნდა დაიჭირა ამა თუ ია ქვეყანასთან.

ალენმა სწორედ აღნიშნა ენების სწავლაზე, მარტო ინგლისურის და ფრანგულის სწავლა არ არის საჭირო, საჭიროა რომ ასევე ვისწავლოთ სპარსულიც, არაბულიც, ინდურიც და ასე შემდეგ. ენების შესწავლით შევძლებთ გავეჩნოთ ამ თუ უმ ქვეყნის და ერის კულტურას და ხასიათს. და როდესაც იცი ამა თუ იმ ქვყნის კულტურა მათთან ურთიერთობის არ შეგეშინდება.

მაგალითად დღევანდელი ქართული საზოგადოება(მთლიანად სახელმწიფო)დაბნეულია, ვერ გაუგიათ, არ იციან რა აირჩიონ - დასავლეთი თუ ისევ ჩრდილოეთ მეზობელს ჩაეხუტოს(ჩრდილოეთ მეზობელს იმიტომ ვახსენებ რომ საზოგადოებაში და თვითონ ქართულ პოლოტიკაში არის ამის მცდელობები და რუსეთის ნოსტალგია ამას სხვადასხვა მიზეზებით განმარტავენ, უმეტესად რელიგიურ ფაქტორს იყენებენ, რომ ვითომ ერივე მართმადიდებელი ქრისთიანები ვართ და ასხვა უაზრობა).

რაც შეეხება დასავლეთს - აქაც პრობლემა , ქართველების ნაწილი დასავლეთან დაახლოებაშიც საფრთხეს ხედავს - ვითომდა დასავლეთი ქართველებს ეროვნულობას და კულტურას დაუკარგავს და სხვა... აიგეთ რომელიმე ევროპული ქვეყანა მაგალითად ინგლისი, ირლანდია ან სხვა, რა ამ ქვეყნების ხალხი და კულტურა ქართულ კულტურაზე დაბლა დგას - არა. პრობლემა იმაშია რომ ქართველებმა დასავლეთიც არ იციან , არ იციან დასავლურ აზროვნება და შეხედულებები, ვითომ თავი მოაქვთ ევროპელებად.

რაც შეეხება ქარტველი კულტურის დაკარგვა(ვგულისხო ქართულ ენას, და ზოგადად ეროვნულ თვით შეგნებას), ეს პრობლემა და ამის საფრთხე ზუსტადაც რომ რუსეთთან კოფნის პერიოდში შეექმნა საქართველოს-ზისტადაც რომ რუსეთთან კოფნის პერიოდში ქართველმა თითქმის დაკარგა ქართული თვით შეგნება- და ამის მაგალითი დღევანდელი საქართველო და ქართველობა.

მიზანია ერთია - არა რომელიმე ქვეყნის ან კულტურის გავლენის ქვეშ უნდა მოვექცეთ და მათი მონები გავხდეთ, ჩვენ თვითონ ჩვენი - გავითვალისწინოთ წარსული,აწყმო და მომავალი. ეს რომ შევძლოთ ამისთვის საჭიროა რომ საზოგადოება იკოს განათლებული(განათლებაში დიპლომის აგებას არ ვგულისხმობ), განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს(იმ ახალგაზრდებს რომლებიც 1985 დან და შემდგომ პერიოდში არიან დაბადებული და არ აქვთ ნანახი და განცდილი კომუნისტური"ნეტარბა"-რასაც ასე მისტირიან კომუნისტურ პერიოდში დაბადებული და გაზრდილი ქართველები) ახალ თაობას მოეთხოვება, მათ უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა და ნებისყოფა, რომ შექმნან ახალი და მოახდინონ აზროვნების ეცოლუცია. პირველ რიგში უნდა აღორძინდეს მეცნიერება(ფიზიკა,მატემატიკა,ქიმია,ბიოლოგია და ასე შემდეგ..). ხოლო მეცნიერების განვითარებით დიდ ნახტომას გავაკეთებთ, განავითარებთ სხვადასხვა დარგებს , რომელიც გამოიწვევას ადამიანების დასაქმებას, შევამცირებთ უმუშევრობას-რომელიც დიდი პრობლემა საქართველოში(ზოგადად ბევრ ქვეკანაში ეს პრობლემა, მაგრამ აქ საქართველოზე ვლაპარაკობ), დასაქმებული ადამიანი კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემცირდება კრიმინალი, და სხვადასხვა პრობლემები მოისპობა, გაიზრდება განათლების დონეც, ამ კველაფრის გათვალისწინებით(კიდევ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ ჩავტევ), ჩვენ-ქართველები მივიღებთ ახალი ქართულ თაობას, ახალ ქართველს , ახალ საქართველოს, რომლებსაც არ შეეშინდებათ არავითარი გლობალიზაცის და მსგავსი სისულელების და სხვა განვითარებულ და მოწინავე ქვეყნებთან ერთად ჩაერთვებიან ზოგად მსოფლიო განვითარებაში, ახალ მსოფლიოს შექმნაში და ასე შემდეგ......
gela
11 სექტემბერი 2014 12:07
რუსეთის გეგმაა - საქართველო შევიდეს ახალ იმპერიაში დაქუცმაცებული, დღეს წაგლეჯილ ტერიტორიებთან თ ა ნ ა ბ ა რ ი სტატუსის მქონე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენვე ს ა მ უ დ ა მ ო დ განვაცხადებთ უარს მათზე და შესაბამისად, საქართველოს მთლიანობაზე (მთელი მსოფლიოსაგან განსხვავებით!)

და რა სურს მსოფლიოს (რუსეთის გამოკლებით)?! საქართველო გახდეს ხიდი მის ცალკეულ ნაწილებს შორის, რათა ერთმანეთში გაცვალონ უზარმაზარი ღირებულების სიმდიდრეები უმოკლესი გზით!!! და ეს შეთავაზება საქართველს მოუტანს დიდ შემოსავალს და დაცულობას!
საქართველო გახდება შუამავალი დასავლეთს და ირანს შორისაც კი!

უარს ვიტყვით?!! მაშინ ამ ფუნქციას თავის თავზე აიღებს სომხეთი, რომელსაც ყარაბახის სანაცვლოდ ჯავახეთს მიართმევენ, ჩვენ კი კი აღმოვჩნდებით რუსეთის ჯერ სტომაქში, მერე კი... გზა "ნათელია"!
რუსეთუმეების საყურადღებოდ!!!
11 სექტემბერი 2014 11:47
რუსეთუმეების საყურადღებოდ!!!

(მივმართავ არა აგენტებს, არამედ იმ გულუბრყვილო ადამიანებს, რომლებიც თავს იტყუებენ, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება საქართველოს მარტოდაც შეუძლია!)

თავდაპირველად მოკლე ექსკურსი ისტორიაში:

რუსეთი ივერიასა და "პროჩეებს" ჯერ კიდევ პეტრეს მეფობამდე კარგა ხნით ადრე (ყოველგვარი ტრაქტატების გარეშე, დარღვევას ვიღა ჩივის!) თავის საკუთრებად, ორგანულ ნაწილად თვლიდა!
აი, როგორი გახლდათ მათი მეფეების ტიტულატურა, ვიმეორებ, ჯერ კიდევ პეტრემდე:

Великий Государь Царь и Великий Князь Михаил Федорович, всея Руси Самодержец Владимирский, Московский, Новгородский, Царь Казанский, Царь Астраханский, Государь Псковский и Великий Князь Смоленский, Тверский, Югорский, Пермский, Вятский, Болгарский и иных Государь и Великий Князь Новагорода Низовския земли, Черниговский, Рязанский, Полоцкий, Ростовский, Ярославский, Белоозерский, Лифляндский, Удорский, Обдорский, Кондийский, и всея Сибирския земли и Северныя страны Повелитель и Государь И в е р с к и я земли, К а р т а л и н с к и х и Г р у з и н с к и х царей и Кабардинския земли, Черкасских и Горских Князей и иных многих государств Государь и Обладатель.

Великий Государь Царь и Великий Князь Алексей Михайлович, всея Великия и Малыя и Белыя России Самодержец Московский, Киевский, Владимирский, Новгородский, Царь Казанский, Царь Астраханский, Царь Сибирский, Государь Псковский и Великий Князь Литовский, Смоленский, Тверский, Волынский, Подольский, Югорский, Пермский, Вятский, Болгарский и иных, Государь и Великий Князь Новагорода Низовския земли, Черниговский, Рязанский, Полоцкий, Ростовский, Ярославский, Белоозерский, Удорский, Обдорский, Кондийский, Витебский, Мстиславский и всея Северныя страны Повелитель, и государь И в е р с к и я земли, К а р т а л и н с к и х и Г р у з и н с к и х Царей, и Кабардинския земли, Черкасских и Горских Князей и иных многих государств и земель, восточных и западных и северных, отчич и дедич, и наследник, и Государь, и Обладатель.

Титул имп. Петра I:

Божиею поспешествующею милостию, Мы, Петр Первый, Император и Самодержец Всероссийский, Московский, Киевский, Владимирский, Новгородский, Царь Казанский, Царь Астраханский, Царь Сибирский, Государь Псковский и Великий Князь Смоленский, Князь Эстляндский, Лифляндский, Корельский, Тверский, Югорский, Пермский, Вятский, Болгарский и иных, Государь и Великий Князь Новагорода Низовския земли, Черниговский, Рязанский, Ростовский, Ярославский, Белоозерский, Удорский, Обдорский, Кондийский и всея Северныя страны повелитель и Государь И в е р с к и я земли, К а р т а л и н с к и х и Г р у з и н с к и х Царей, и Кабардинския земли, Черкасских и Горских Князей и иных наследный Государь и Обладатель.
და ა.შ.

ვხედავთ, რომ მარტო საქართველო არ გახლდათ რუსეთის ინტერესების ობიექტი, მარტო ჩვენ არ ვიყავით მის წინაშე "დამნაშავე"!

მათ იმპერიულ ამბიციებზე კარგად მეტყველებს ზოგიერთი "დეტალი":
1."...провидчески написал однажды на полях учебника по географии для кадетов император Николай Павлович, «Россия не есть держава земледельческая, промышленная или торговая, Россия есть держава военная и назначение ее — быть грозой остальному миру»."
2. წაკითხული გაქვთ შოლოხოვის "გატეხილი ყამირი"?
იხსენებთ, რა იყო ბოლშევიკების ცისფერი ოცნება?
3. დაბოლოს, იცით კი, როგორი გეგმები აქვთ მათ დღეს სხვა ქვეყნების და, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით?
აი, მათი საქვეყნოდ გაცხადებული, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნებული დოქტრინა(რომელსაც ამ დღეებში მიზანმიმართულად ახორციელებენ):

"В случае вероятного ослабления европейского единства и политического усиления Германии, часть территорий Эстонии и Латвии с преобладающим русским населением отойдет России. Получит Москва контроль и над Белоруссией, которая к 2035 году станет обычной российской провинцией.

Украина - Донбасс, Южная Украина и Крым либо объявят о своем суверенитете, либо войдут в состав РФ.

Впрочем, рассчитывать на то, что наша страна будет только прирастать – не приходится. Самая больная точка России страны – Северный Кавказ – будет отпущен в свободное плавание. Что возникнет на территории Чечни, Дагестана и Ингушетии – предсказать трудно. Вероятно, будет создан какой-нибудь исламистский халифат.

В Закавказье А б х а з и я войдет в состав К р а с н о д а р с к о г о края, а Грузии (при условии установления там м а р и о н е т о ч н о г о режима) в качестве компромисса будет возвращена Южная Осетия. При этом, для установления общей границы со своим союзником в регионе – Арменией и создании транспортного коридора, Г р у з и я может быть п о д е л е н а на западную и восточную части.

В этаком случае многолетний конфликт в Нагорном Карабахе будет решен в пользу Армении. Анкаре за это могут пойти на территориальные уступки, например в Болгарии или Греции, где проживает турецкое меньшинство".

"მომხიბლავი" პერსპექტივაა არა, რას იტყვით!!!

და საერთოდ, ასეც რომ არ მოხდეს, მთლად საუუუუუუკეთესო შემთხვევაშიც კი რუსეთთან "ურთიერთობების დალაგება" ნიშნავს ჩვენს აღმოჩენას
სომხეთის სიტუაციაში!

ეს უნდა იყოს ქართველი კაცის ოცნება?!!




dato
11 სექტემბერი 2014 10:57
არის სიმართლის მარცვალი ამ ყველაფერში,საქართველო უნდა გახდეს გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური და კულტურული მედიატორი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც შეიძლება მისი ისტორიული მისიაც კი გახდეს.ერთგვარი მშვიდობის ოაზისი წინა აზიისთვის. რატომაც არა? პრინიპში შექმნილ ვითარებაში ეს შესაძლებელია, რისკენაც თვითონ დასავლეთიც გვიბიძგებს და თუ აღნიშნულ სტატიას გავითვალისწინებთ მიგვითითებს კიდევაც.თუნდაც ნატოს სამმიტის შედეგებშიც შეგვიძლია დავინახოთ ეს მინიშნება, როდესაც აქცენტი კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ნატოს წევრობის გარეშე და ისეთი ქვეყნების რიგში მოხსენიება როგორებიცაა შვედეთი და ავსტრალია, ანუ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც სულაც არ ნიშნავს სტერილურობას და საკუთარი პრიორიტეტების არ ქონას.ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ რა გვინდა ჩვენ ნატოსგან და ევროკავშირისგან და რომ მთავარია გავწევრიანდეთ და მერე ფეხიფეხზე გადავიდოთ და სხვები იფიქრებენ ჩვენ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკაზე, არამედ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დასავლური ცივილიზაციისთვის და ვიპოვოთ ჩვენი ადგილი და საკეთებელი მსოფლიო მაშტაბით.
dato
11 სექტემბერი 2014 10:53
არის სიმართლის მარცვალი ამ ყველაფერში,საქართველო უნდა გახდეს გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური და კულტურული მედიატორი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც შეიძლება მისი ისტორიული მისიაც კი გახდეს.ერთგვარი მშვიდობის ოაზისი წინა აზიისთვის. რატომაც არა? პრინიპში შექმნილ ვითარებაში ეს შესაძლებელია, რისკენაც თვითონ დასავლეთიც გვიბიძგებს და თუ აღნიშნულ სტატიას გავითვალისწინებთ მიგვითითებს კიდევაც.თუნდაც ნატოს სამმიტის შედეგებშიც შეგვიძლია დავინახოთ ეს მინიშნება, როდესაც აქცენტი კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ნატოს წევრობის გარეშე და ისეთი ქვეყნების რიგში მოხსენიება როგორებიცაა შვედეთი და ავსტრალია, ანუ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც სულაც არ ნიშნავს სტერილურობას და საკუთარი პრიორიტეტების არ ქონას.ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ რა გვინდა ჩვენ ნატოსგან და ევროკავშირისგან და რომ მთავარია გავწევრიანდეთ და მერე ფეხიფეხზე გადავიდოთ და სხვები იფიქრებენ ჩვენ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკაზე, არამედ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დასავლური ცივილიზაციისთვის და ვიპოვოთ ჩვენი ადგილი და საკეთებელი მსოფლიო მაშტაბით.
temida
10 სექტემბერი 2014 20:00
რისი თქმა სურს ამ კაცს, ჩემთვის გაუგებარია. რისკენ მოგვიწოდებს?
tamri17
10 სექტემბერი 2014 00:44
მალენის ბლოგი როგორც ყოველთვის აბდაუბდაა. ლინკოლნ მიტჩელის ანალიზი უფრო ობიექტურია და საქართველო-სამხრეთ კავკასიის კონტექტს უკეთესად იცნობს.
globalization
09 სექტემბერი 2014 19:00
ძირს გლობალიზაცია!
qarteli
09 სექტემბერი 2014 18:59
ყველა რატომ გვტენის რომ ავითქიფოთ და ჩენი ავტონომიურობა დავკარგოთ მსოფლიოში? რა დავაშაეთ ასეთი ან რა ხალხი ვართ ამისთანა არავინ რომ არ გვასენებს ? ბატონო მარკ ძალიან გთხოვთ დიდ ქეყნებს(და მათ მოქალაქეებს) შეგვეშათ ჩვენ არ გვინდა თქვენთან ერთად საქმეების კეთება ცუდად გვაქ დაცდილი მცირე ერი ვართ და ისედა გადაჭედილი სხვადასხვა ეთნოსებით შეგვეშით ყველა ძალიან გთხოვთ!