საქართველო - ომების სენდვიჩი - კვირის პალიტრა

საქართველო - ომების სენდვიჩი

საქართველოდან ჩრდილო-დასავლეთით, ხუთას კილომეტრში, რუსეთი უკრაინას იპყრობს, ხოლო სამხრეთით ისლამური სახელმწიფო ძალები სირიის უმეტეს და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. სამყაროს დანარჩენი ნაწილი რატომღაც თითქოს უფრო ყურადღებით აკვირდება ამ უკანასკნელ რეგიონალურ ცვლილებებს, ვიდრე ქართველები. ბუნებრივია, რომ ქართველები საკუთარ ქვეყანას ჯერ კიდევ მოსკოვის ორბიტაში მოიაზრებენ და შეჩვეულები არიან, რომ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს უფრო ყურადღებით დააკვირდნენ, მაგრამ დამასკო და ბაღდადი უფრო ახლოა საქართველოსთან, ვიდრე მოსკოვი და კიევი. ახალი ამბების და ინფორმაციის ხარისხი, რომ არაფერი ვთქვათ ინტერესზე, გაცილებით დაბალია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ტერიტორია კრიზისშია და მას მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. კრიზისს ჩინურად ორი სიმბოლო აღნიშნავს. ერთერთი მათგანი საფრთხეს ნიშნავს, ხოლო მეორე შესაძლებლობას. რა წარმოადგენს საფრთხეს და რა წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოსთვის?

პირველ რიგში, იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ ამ ყველაფერში გიგანტური ძალებია ჩართული, რომლებიც საქართველოს აღემატებიან. ამიტომ დროა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები გვერდზე გადაიდოს და ამ ძალებს და მათ ძალაუფლებას თვალი გაუსწორდეს. საქართველოში ისეთი აზროვნებისა და დისკუსიების ნაკლებობაა, რომლებიც საერთო სურათის დანახვას ისახავენ მიზნად. ეს უცნაურია, რადგან ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტი აქვს დასაკარგიც და მოსაპოვებელიც საგარეო პოლიტიკის და გარემოს სწორად აღქმისა და მის აქტიურ და გრძლევადიან პოლიტიკაში გათვალისწინებისას.

რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოს დიდი ნაწილების ოკუპაციას ახდენს და იგივეს უკრაინაშიც გეგმავს. ამას იმისთვის აკეთებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს დააშოროს, ყურადღება გაუფანტოს და რაც შეიძლება წარუმატებელ და რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნებად აქციოს. რუსეთს არ უნდა, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან იყოს დაკავშირებული. ევროპა საქართველოს მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია გრძელ ვადაში, მაგრამ საქართველოს სამხრეთელ მეზობლებთანაც სჭირდება კარგი ურთიერთობები, განსაკუთრებით კი ირანთან ისევე როგორც არაბულ ქვეყნებთან. არაბულ სამყაროში აურზაურია. ბევრ ქვეყანაში "არაბული გაზაფხულის" შედეგ განვითარებული მოვლენები იმედგაცრუებას იწვევს ხოლო დანარჩენებში ის ასაერთოდ არ მომხდარა. საუდის არაბეთი, რომელიც ყველაზე ძლიერი არაბული ქვეყანაა, ვაჰჰაბი ისლამს აფინანსებს რომლებიც ხშირად მიმართავენ ტერორიზმს. ყველზე ხშირად მოხსენიებული ეგვიპტის არაბული სახელმწიფო ასევე მილიტარისტული ავტოკრატიაა. მაგრამ საერთო სურათი მრავალფეროვანია. მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ბევრია წარმატებული. ეს დინამიური რეგიონი უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონი. ამის გაანალიზება და შესაძლებლობის დანახვა იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლება, უფრო გონიერი პოლიტიკაა, ვიდრე მისი იგნორირება.

ყველაზე რეალურ შესაძლებლობებს ირანი იძლევა. შეერთებული შტატები და ევროპა უფრო და უფრო უახლოვდებიან შეთანხმებას ირანთან. ეს შეთანხმება შესაძლოა ერთ ან ორ წელიწადში მოხდეს ან მეტი დრო დასჭირდეს. მაგრამ საბოლოოდ შეერთებული შტატები შეწყვეტს ისრაელთან და საუდის არაბეთთან ისეთ ახლო თანამშრომლობას როგორიც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჰქონდა და მისი ახალი პარტნიორი რეგიონში ირანი გახდება. ირანი იდეალური პარტნიორი არაა. თეოკრატიაა და დიდი პრობლემები აქვს კორუფციასთან, მაგრამ ის სტაბილური სახელმწიფოა, უნდა რომ სანქციები ჩამოიშოროს და თან მსოფლიოსთვის ნავთობისა და გაზის გარდა კიდევ ბევრი აქვს შესათავაზებელი. საქართველოს მარტივად შეუძლია ირანთან ისოტრიული და კულტურული ურთიერთობის საკუთარი თავისთვის სასარგებლოდ გამოყენება. საქართველომ არ უნდა დაუშვას რომ ირანთან კარგი ურთიერთობა ძველმა ცრურწმენებმა გააფუჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში როცა ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება, ირანი საქართველოს დაჩრდილავს.

პუტინს არ ანაღვლებს, რას ფიქრობს დანარჩენი მსოფლიო და ეს მას საშიშ ლიდერად აქცევს. სანქციები გაიზრდება და რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, მაგრამ პუტინს ეს ალბათ არ ანაღვლებს. რუსეთი, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქეები, იმიტომ გამდიდრდნენ, რომ რუსეთს ნება დართეს, მსოფლიო ეკონომიკაში მონაწილეობა მიეღო. რუსეთი თანდათან უფრო და უფრო ჩამოშორდება მსოფლიო ეკონომიკას და შედეგად საშუალო და დაბალი ფენები დაზარალდება. მოსახლეობამ შესაძლოა დასავლეთი დაადანაშაულოს, შესაძლოა პუტინი მაგრამ თუ პუტინს დაადანაშაულებს პუტინს შესაძლოა ეს საერთოდ არ ანაღვლებდეს. საქართველოს ყველაზე ნაკლებად ცუდი არჩევანი ისაა რომ რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მაგრამ ამავდროულად გაამყაროს ურთიერთობა ნატოსთან, რასაც ახლა კარგად ახერხებს. მაგრამ საქართველოს ასევე სჭირდება სწრაფი რეაგირების მებრძოლთა მცირე რაოდენობა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისათვის. ამჟამინდელი სისუსტე ესაა. შეერთებული შტატებისა და ევროპის მოთმინება პუტინის ტყუილების ფონზე იწურება. ისინი საქართველოს ბევრად მეტ თავდაცვით კოოპერაციას სთავაზობენ და ეს საქართველოს ძალიან გამოადგება.

რათქმაუნდა, საქართველოს უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობა სწირდება. ამჟამად ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი ეხმარება უკრაინას ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში. ეს კარგია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი გზით უკრაინის დახმარებაში ამ შეჭრის დროს და ყოფილი თანამდებობის პირების ჩართულობა არ უნდა აღიქმებოდეს ურთიერთობებისათვის ძირის გამომთხრელად.

ქართველ ხალხსაც შეუძლია დახმარება, განსაკუთრებით ადამიანთა შორის ურთიერთობისას. ისწავლეთ სპარსული, არაბული ან რუსული და არა უბრალოდ ფრანგული, ბერძნული ან ესპანური. შეხვდით ადამიანებს საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან და დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ, მეურვეობა გაუწიეთ მათ ახლად წამოწყებულ ბიზნესებს. იასიდები და ერაყელები საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ყველაზე სასტიკი კატასტროფის გამო ჩამოდიან. შედით მათთან ურთიერთობაში და დაეხმარეთ. საქართველოს სტუმართმოყვარეობა შეიძლება საქართველოს ყველაზე დიადი ღირსება იყოს ამ საერთაშორისო შფოთვის ფონზე.

წაიკითხეთ ბლოგი ინგლისურად