უსათაურო - კვირის პალიტრა

უსათაურო

ფუნდამენტალური განსხვავება მიშას ნაციონალურ მოძრაობასა და დღევანდელ ოცნებას შორის არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვით შეიძლება აიხსნას. ნაციონალები ქვეყნის მიმართულების განსაზღვრისას ფიქრობდნენ გლობალურად, საკითხებს აფასებდნენ ფართო თვალსაზრისით. რაც შეეხება ოცნებას, ისინი თითქოს ვერ ახორციელებენ იმავეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ლოკალურად, მცირე პრობლემების გამკლავებით არიან დაკავებულნი.

ამ მხრივ ერთგვარი ბალანსის შენარჩუნებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყოფილი პრეზიდენტი, შევარდნაძე. მან გარკვეულწილად შემოიტანა სტაბილურობა საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური თუ გეოგრაფიული ფაქტორების გადანაწილებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისმა პოლიტიკამ სამწუხაროდ მიგვიყვანა საყოველთაო კორუფციამდე. რაც ყველაზე მთავარია, მას არ ჰქონდა ერთიანი ხედვა, რომელიც გაამთლიანებდა ქვეყანას და მისი პროგრესისაკენ სვლას შეუწყობდა ხელს. არ ხდებოდა საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობის სწორად ათვისება.

შევარდნაძის მთავრობა შეიცვალა ნაციონალებით. მთავრობაში მოვიდა სააკაშვილი ახალი გეგმებითა და რეფორმებით. შეიძლება ითქვას, რომ გაქრა კორუფცია და ამასთანავე მასთან აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული ნებისმიერი ცნებაც. შევარდნაძის რეჟიმის დამხობის შემდეგ მიშამ სხვადასხვა რეფორმები განახორციელა სახელმწიფოში. იგი საქართველოს აიგივებდა ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებად, პროდასავლურ, დინამიკურ, ძლიერ და საკუთარი ბედნის განმსაზღვვრელ ქვეყანასთან. მიშა იყო მრავალი პროექტის ინიციატორი. ხოლო შემდგომში ამ პროექტებისა და იდეების განხორციელება სხვა პირების პასუხისმგებლობაში შედიოდა.

მისი მმართველობის დასაწყისში ყველა ენთუზიაზმით ხვდებოდა ნებისმიერ ცვლილებას რასაც ისინი ახორციელებდნენ და ბევრს მოსწონდა კიდევაც ამგვარი ცვლილებები. თუმცა იყო საზოგადოების ნაწილი, რომლებიც თავიდან მალულად, შემდეგ კი ღიად უპირისპირდებოდნენ ამ ხელისუფლების ნაბიჯებს, ანდა იმ მეთოდებს, რა მეთოდებითაც აღმასრულებელი მთავრობა მოქმედებდა. დროთა განმავლობაში ეს ხედვაც შეიცვალა. უფრო სწორად მიდგომები შეიცვალა ხელისუფლებისადმი. მთავრობას შეექმნა დაუძლევლობის განცდა, რასაც საპასუხოდ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება და ზიზღი მოჰყვა.

ნაციონალებს არასოდეს ჰქონიათ მოსმენის განსაკუთრებული სურვილი, თუმცა ეს ყოველივე ერთი ორად გაუარესდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. მართალია ისინი ატარებდნენ სახალხო გამოკითხვებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა საბოლოო ჯამში ინდივიდუალურად, ადამიანთა აზრს არ ითვალისწინებდნენ. მათი ყურადღების არეალში ექცეოდა საერთაშორისო მრჩეველთა იდეები და მათი ინტერპრეტაცია ჩატარებულ გამოკითხვებთან მიმართებაში. =ადამიანებს, რომლებიც მათ ხედვებს არ იზიარებდნენ პირდაპირი წესით "ნათლავდნენ" რუსეთის აგენტებად, კორუმპირებულებად, ე.წ. "გრანტიჭამიებად", სულელ და ირელევანტურ პერსონებად. ყველა, ვინც არ ეთანხმებოდა მათ იდეებს, პრობლემას წარმოადგენდა ამ იდეების განხორციელებისათვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბევრმა განიცადა სხვადასხვა სახის ზიანი. მაგალითისათვის: იუსტიციის სისტემა წინა მთავრობის დროს იყო ძალიან ეფექტური დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, თუმცა ამასთანავე არ იყო სამართლიანი ბევრი ადამიანისათვის. მათ უდავოდ შეძლეს სრულად აღმოეფხვრათ კორუფცია დაბალ ეშელონებში, თუმცა ზედა ფენაში სამწუხაროდ ეს ყოველივე ვერ მოხერხდა. საბოლოოდ კი, ზემოთჩამოთვლილმა ფაქტორებმა დიდი გავლენა იქონიეს ხელისუფლების ცვლილებაზე. დღეს, საქართველოს მოსახლეობა გარკვეულწილად მშვიდად გრძნობს თავს, რადგან ნაციონალებს არ გააჩნიათ ბერკეტები აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათ სხვაგვარი ხედვები გააჩნიათ. ისინი ძალიან დაკავებულნი არიან სხვადასხვა პიროვნებებით და მათი ინტერესებით. კარგად დაფინანსებულმა კოალიციამ არაერთი გრანტი და ჯილდო გადასცა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. ასევე განახორციელეს დიდი მასშტაბის მქონე საქველმოქმედო პროექტებიც. მთელს საქართველოში ასეთი ტიპის დახმარება ნამდვილად აუცილებელი და საჭიროა თითქმის ყველა ოჯახისათვის. უდავოა, რომ ამ მხრივ ქართული ოცნების ქმედებები მოსაწონი და დასაფასებელია. მიუხედავად ყველაფრისა, გაურკვეველია, თუ რა მიმართულებით მიედინება ქვეყანა ? რაზე ჯერდება აღმასრულებელი ხელისუფლება? რა არის მისი სამომავლო გეგმა? მისი ხედვა?

დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება საკმაოდ დიდ დროს, ენერგიას, ყურადღებასა და სამუშაო თუ პოლიტიკურ კაპიტალს ხრჯავს ყოფილი მთავრობის წევრების დასასჯელად. ამასთანავე, მისტიკით მოცული საქმე ალასანიასთან მიმართებით ლოგიკურ ჯაჭვში ვერ ექცევა. ფაქტია კორუფციის ბრალდება სამინისტროს წინააღმდეგ იყო გამართლება მინისტრის თანამდებობიდან გადასაყენებლად. თუმცა ამ ყოველივეს უკან არსებული მიზეზი უცნობია.

აგრეთვე, ეს ე.წ. "ომი" პრეზიდენტის ინსტიტუტთან გაურკვევლობის გრძნობას ბადებს საზოგადოებაში. ცოტა არ იყოს, ეს ყოველივე მთავრობის მხრიდან სასაცილო და ბავშვურ საქციელად აღიქმება.

და ბოლოს კვლავ რომ დავუბრუნდეთ დასაწყოსში აღნიშნულ ხედვებს წინა და ახალ მთავრობებს შორის, შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია მმართველმა კოალიციამ დააზუსტოს და ხედვა, რომელიც მას გააჩნია. სტრატეგია, რომელიც მიმართულია მომავლისაკენ და მომავალი გეგმების შესრულებისაკენ. საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია პირველწყაროდან ამ ყოველივეს შესახებ.

იხ. ბლოგის ინგლისური ვერსია