ინფლაცია… ნავთობი… საქართველო… რუსეთი… გარანტია…
20-12-2014
ინფლაცია… ნავთობი… საქართველო… რუსეთი… გარანტია…
"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი სურვილი დაამხოს რუსული პოლიტიკა და იდეოლოგია."

"რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია. მყარი და დამოუკიდებელი ოპოზიციის არქონა, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ქვეყანაში საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტირებული ფაქტები."


დღეს, რუსული რუბლის გაუფასურება რუსეთის ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. ბიზნეს საქმიანობის დოლარში წამოწყება, შემდეგ კი სხვადასხვა სესხების დაფარვის უუნარობა, სწორედ ამაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ამგვარ კომპანიებს სამომავლოდ ხელფასის გადახდაც კი გაუჭირდეთ თანამშრომლებისთვის. ზოგადად, რუსული სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს ეროვნული კურსის
სტაბილიზაციაზე , თუმცა ამ ძალისხმევას შედეგი არ გააჩნია. საბოლოო ჯამში, გამოდის რომ ეს რესურსი აკლდება სხვა მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. რუსეთი ჩაბმულია იმპორტ-ექსპორტის კომპლექსურ პროცესებში. ზემოხსენებული რუბლის გაუფასურება, ლოგიკურია გამოიწვევს ფასების ზრდას შემოსულ პროდუქტებზე, ასევე საგრძნობლად გააუარესებს როგორც ბიზნესმენთა, ამასთანავე, საშუალო რუსი მოქალაქისა და ქვეყანაში მცხოვრები
ემიგრანტების ეკონომიკურ მდგომარეობას.

ფაქტორები, რამაც სხვა ქვეყნებში შესაძლოა ძირეული პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს, არ მოხდება რუსეთში, შემდეგ გარემოებათა გამო. რუსეთს აქვს სამი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც საბოლოო ჯამში, მის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. პირველი ესაა სურსათი, მეორე- ბუნებრივი აირი და მესამე ის ფაქტორი, რომ რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია. მყარი და დამოუკიდებელი ოპოზიციის არქონა, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ქვეყანაში საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტირებული ფაქტები. არ არსებობს ქვეყანაში უკმაყოფილო ბიზნესმენი. რუსეთში ის ოლიგარქია, რომელიც არ აკრიტიკებს მას, შესაბამისად პუტინი რთავს ნებას, ჰქონდეს შესაბამისი ქონება. რუსული ეკონომიკა, სწორედ იმიტომ განიცდის თავისუფლების ნაკლებობას, რომ არც ისე ხელსაყრელ პირობებშია.

ამ შემთხვევაში, ეს ყოველივე არ არის გამოწვეული გარეშე მტრის ქმედებებიდან , არამედ გაზისა და ნავთობის ფასის ცვლილებიდან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არაა სტაბილური. ასეთ დროს, მთავრობის მიერ რუსეთში ავრცელებენ მოსაზრებებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი სურვილი, დაამხოს რუსული პოლიტიკა და იდეოლოგია. ამ ყოველივეს გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რომ სწორედ პუტინი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მედიაზე და სურვილისამებრ ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები საზოგადოებაში.

სინამდვილეში ამ რესურსებზე არასტაბილური ფასის არსებობის უკან დგას ძალიან მარტივი ეკონომიკური მიზეზი - რომელსაც, მოთხოვნა და მიწოდება ჰქვია. ფაქტია, რომ რუსეთის სახელმწიფოს შემოსავალი დიდწილადაა დამოკიდებული ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასებზე. რა თქმა უნდა, ფასის სტაბილურობა ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს.

ზოგადად, საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად დაკავშირებულია რუსულ ბაზართან. ამ ბოლო პერიოდში, ლარის გაუფასურება ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა ქვეყანაში. თუმცა ამ ყოველივეს გავლენა ქართულ ეკონომიკაზე ბევრად მცირეა, ვიდრე ის შედეგები, რაც რუსული რუბლის გაუფასურებამ მოიტანა რუსეთისათვის. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის ღირებულების ამგვარი ცვლილება ყურადსაღები თემაა, თუმცა საბედნიეროდ არ გამოიწვევს რაიმე სტრუქტურულ, ან სხვა ტიპის პრობლემებს საქართველოში. ისეთ გამოწვევებს, რომლებმაც ერთ დროს, რუსეთს რუბლის გაუფასურებამ მოუტანა ეკონომიკის დარგში.


ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება მსოფლიოში, რომელიც პოზიტიურად აფასებს რუსულ კურსსა და მის ეკონომიკურ მიღწევებს. იგივე შეიძლება ითქვას საერთაშორისო ორგანიზაციებზეც. ამ ყოველივეს უკან არსებული მიზეზი შესაძლოა იყოს ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი ატარებს ამ წლების განმავლობაში, თუნდაც უკრაინასთან მიმართებით. მეორე მსოფლოი ომის შემდეგ, ყირიმის ქეისი, იყო პირველი შემთხვევა, როცა ასე აშკარად დაარღვია გარეშე სახელმწიფომ მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩინეთში, ყველაზე რადიკალ ნაციონალ ლიდერსაც კი არ მოსვლია თავში მსგავსი აგრესიული ქმედებების განხორციელება. რუსეთის მიერ ამგვარ ქმედებათა განხორციელება რუსულ საზოგადოებაში არა აგრესიით, არამედ სხვაგვარად ინიღბება, ისე რომ დასავლური სახელმწიფოები არიან წარმოჩენილები პროვოკატორებად, რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებად. თუმცა ის მნიშვნელოვანი რამ, რასაც დასავლეთი ასე აშკარად ეწინააღმდეგება, არის არასტაბილურობა.

აუცილებელია, რომ საქართველოსათვის ასეთი მაგალითები იყოს გარკვეულწილად "გაკვეთილივით". მოვლენები, რაც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა, უდავოდ იყო ქვეყნის სტაბილურობის ხელშემშლელი. ეს სწორედ ის ფაქტი იყო, რაც კრემლს სურდა, სისტემურად დაწყებულიყო ქვეყნის რღვევა. იმ დროს დასავლეთი საქართველოს მხარს უჭერდა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, დღეს სტაბილურობის საკითხი განსხვავებულია. საქართველოში, თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა მთავრობათა ცვლილება, უმტკივნეულოდ, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით. შემდგომი მოვლენები, როგორიცაა ოპოზიციონერთა უსაფუძვლო დაპატიმრებები, საერთაშორისო სივრცეში არ მოქმედებს საქართველოს იმიჯზე სასიკეთოდ. გამოდის, რომ მაშინ, როცა რამდენიმე წელიწადში ხელისუფლება ისევ შეიცვლება, კვლავ უნდა გაგრძელდეს მსგავსი "დაჭერობანას" პოლიტიკა ? ამგვარი ხედვა ქვეყანას აზიანებს ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაშიც. ინვესტორისათვის აუცილებელია, ქვეყანაში თავი იგრძნოს დაცულად და თავისუფლად. ხელისუფლების ამგვარი ქმედებები, კი იმ მთავარ გარანტიას ნამდვილად არ წარმოადგენს ბიზნესის განვითარებისათვის. გარანტიას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში.
იხილეთ ინგლისური ვერსია : Inflation, Oil, Georgia, Russia and Predictability

მარკ მალენი
gela
23 დეკემბერი 2014 20:01
სვეტიცხოველი ჩვენთვის არის უდიდესი სიწმინდე და უპირველესი ხუროთმოძღვრული შედევრი, სხვა ხალხები კი - საკუთარი, ასეთივე დიდი სიწმინდეების პატრონი არიან!

რაც შეეხება საყდრისს, მის შესახებ არსებობს მსოფლიოს ფრიად ავტორიტეტული მეცნიერთა მოსაზრება, რომ იგი, უ ნ ი კ ა ლ უ რ ი , მ ს ო ფ ლ ი ო მნიშვნელობის ძეგლია, კაცობრიობის ისტორიაში ახალი საფეხურის - ო ქ რ ო ს ეპოქის სათავე, რომელშიც მოპოვებული ლითონისაგან მზადდებოდა ეგვიპტეს ფარაონების სამკაულებიც კი!

და თუ მაინც კუჭამდე დავიყვანთ საქმეს, (ბატონ ბიძინას ნუღა შევაწუხებდით) და გვეთხოვა მსოფლიო მასშტაბით მეცენატებისათვის (ან გვეცადა მაინც!) იმ 10-15 კგ ოქროს ფასი (ხელფასად გაცემული კი გაცილებით ნაკლები თანხა გამოდის) გაეღოთ იქ დასაქმებული მუშებისათვის!
**************
23 დეკემბერი 2014 16:40
არასწორი და სულელურია საყდრისის და სვეტიცხოვლის შედარება,ის საბადოა,ეს ეკლესია და არავინ დააყენებს საკითხს მის დემონტაჟზე,სასარგებლო წიაღისეულის და შემოსავლების გამო ჩვენზე ძლიერი ქვეყნები წასულან ასეთ ნაბიჯზე,ეს აქციები მართული უფრო მგონია,დავით გარეჯი თავზე გვენგრევა მაგრამ რატომღაც ეს არავის აღელვებს,იმიტომ რომ იქ არავის ინტერესები არ იკვეთება.აქ კი სხვასაც სურს ფულის კეთება და ააგორეს საპროტესტო ტალღა.ეს არის მთელი სიმართლე.
alekos-s ara alekosagan
23 დეკემბერი 2014 16:04
როდესაც იმ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო, საყდრისის (რომელიც მთელი საძიებო ტერიტორიის მხოლოდ 1-2%-ს შეადგენს) ხსენებაც არ ყოფილა!
ესეც არ იყოს, მავანმა შესაძლოა სვეტიცხოვლის "დემონტაჟშიც" შემოგვთავაზოს თანხა (თუნდაც ძალიან დიდი - დაახლოებით იმდენი, რამდენიცაა ჩვენი ჩინოვნიკების დანამატ-კომპენსაციები ერთი წლის განმავლობაში) - მ ი ვ ყ ი დ ო თ ?!!

რედაქტორის რჩევით