კრემლის ახალი პროპაგანდა
13-01-2015
კრემლის ახალი პროპაგანდა
"პუტინს არ ესმის რას ნიშნავს და რატომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია... რუსული ბეჭდური მედია თუ მაუწყებლობა სერიოზულ საფრთხეშია. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამოა RT, შპუტკინ თუ სხვა არხებისათვის. "

"რუსეთი ახორციელებს მორალის, ეთიკის, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმების დარღვევას აკავშირებს დასავლურ ქვეყნებთან და ამგვარად გადმოსცემს ინფორმაციას."

"მილიონობით არაადეკვატური ინფორმაციის გავრცელებით კრემლი აქტიურად ცდილობდა ჩაეხშო სიმართლე და მასთან დამაკავშირებელი ყველა გზა."



კრემლის ახალი პროპაგანდა, რომელსაც "ახალი ამბების მიწოდება" ჰქვია, არანაკლებ საშიშია
სხვა ქმედებებთან შედარებით, რომელსაც იგი აქტიურად და "წარმატებულად" ახორციელებს. ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა: დესტაბილიზაცია, ოუპირება, მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვა, კორუფცია, ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, სიტყვისა
და აზრის გამოხატვის შეზღუდვა, შანტაჟი...
ინფორმაციის მსმენელამდე მიწოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად ხდება. ძალზე მარტივია შედარება თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი დასავლეთში და რა ხერხს იყენებს კრემლი "სანდო" ინფორმაციის გასავრცელებლად.

სტატიაში მოცემული იქნება კონკრეტული მეთოდები და ისტორიული მიმოხილვა აღნიშნული პროპაგანდისა.

1) "მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები; არა - საერთაშორისო მოვლენებს"

ისტორიულადაც, რომ გადავხედოთ, ძველი კრემლის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა გაევრცელებინა სახელმწიფოში არსებული მოვლენები. ამ მხრივ საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესები თითქმის უგულებელყოფილი იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამ გამონაკლისების სახითაც შუქდებოდა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა დანიელ ორტეგას ან ფიდელ კასტროს, თუმცა კრემლი არ აძლევდა მედიას საშუალებას (ლოგიკურიცაა), ეჩვენებინა საზოგადოებისათვის ის ფუნდამენტალური განსხვავებები და ღირებულებები, რაც დასავლეთს გააჩნია. რუსული რადიოს მეშვეობით, რომელიც ძალზე "მდიდარი" იყო გაფილტრული ინფორმაციით, კასტროს, ორტეას თუ #457 ჰიდრო ელექტრო სადგურის გასხნის შესახებ, საზოგადოების ინფორმირება ხდებოდა ერთი წყაროს - კრემლის ზედამხედველობით, რომელსაც მოსაწყენ მასალათა კრებული ამომწურავად ჰქონდა მომარაგებული.(რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ).

2) შეუსაბამო ინფორმაცია

როდესაც მსოფლიო უშიშროებისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, მაგალითისათვის - ყირიმის კონფლიქტი, კრემლის სამოქმედო გეგმა ძალზე მარტივი გასაშიფრია. ამ მოვლენების განვითარებისთანავე, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში, რუსული მედია თავისებურად, შელამაზებულად გადასცემდა ინფორმაციას საზოგადოებას. მაგ: "სპუტნიკმა" მაშინ გააკეთა სიუჟეტი სათაურით "მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები: ვენეცია, შოტლანდია, ყირიმი, კატალონია, მაიამი...". ამ სიუჟეტის მოსმენის შემდეგ მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ თითოეული (და ყველა) მათგანი თვითგამორკვევისთვის იბრძვის. რა თქმა უნდა ძალიან ბევრია დამოუკიდებლობის სურვილით შეპყრობილი შოტლანდიაშიც, კატალონიაშიც და შესაძლოა კიდევაც, რომ დროთა განმავლობაში, თუ ერთიანი სურვილი იქნება მათ მოიპოვონ დამოუკიდებლობა. თუმცა გაურკვეველია რატომ მოხვდა ამ ჩამონათვალში ვენეცია ან მაიამი ? თუმცა იმ ადამიანითვის, რომელმაც არ იცის, რომ თვითგამორკვევის არგუმენტის დასაბუთებისათვის მაიამისა და ვენეციის მაგალითების მოყვანა მხოლოდ სისულელე და დიდი სიცრუეა, ალბათ მარტივად დაიჯერებს - მხოლოდ კონტექსტიდან გამომდინარე.
კრემლის საუბარი დასავლეთზე ერთ ძალიან მარტივ ფორმულას ერგება. მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს მორალის, ეთიკის, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმების დარღვევას აკავშირებს დასავლურ ქვეყნებთან და ამგვარად გადმოსცემს ინფორმაციას.

3) "ხმაურის" მანქანა

ერთ-ერთი სამწუხარო მოვლენა, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყირიმის კონფლიქტის დროს მოხდა, იყო ამსტერდამი-კუალა ლუმპურის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავის ჩამოგდება. მაშინ როცა რუსეთია დაინტერესებული სიუჟეტი საკმაოდ მარტივი გასაგები ხდება... მებრძოლთათვის მძიმე იარაღის გადაცემა, რომლებმაც ბრმად გამოიყენეს აღნიშნული სამოქალაქო თვითმფრინავის წინააღმდეგ დანაშაულია!
ეს მოვლენები, RT და Sputkin-მა განხვავებულად მიიტანეს საზოგადოემაბდე, თითქოს უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მილიონობით არაადეკვატური ინფორმაციის გავრცელებით კრემლი აქტიურად ცდილობდა ჩაეხშო სიმართლე და მასთან დამაკავშირებელი ყველა გზა.


4) დასავლური თავისუფლება დასავლეთის წინააღმდეგ

ინფორმაციის მიწოდების ყველა საშუალება რუსეთში მთავრობის მიერ კონტროლდება. პუტინს არ ესმის რას ნიშნავს და რატომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია. მას სწამს, რომ ამერიკაშიც მსგავსი მდგომარეობაა ამ კუთხით. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ თავისუფლების ხარისხი ყველაზე მაღალია აზრის გამოხატვის თვალსაზრისით აშშ-ში და ზოგადად დასავლურ ქვეყნებში. ყველა წერს, საუბრობს, გამოხატავს იმას, რაც სურს და ამისთვის არავინ ისჯება. რუსეთში ეს ფენომენი წარმოუდგენელია. რამდენიმე ხნის წინ CNN-ის მაუწყებლობა მთლიანად შეაჩერეს. რუსული ბეჭდური მედია თუ მაუწყებლობა სერიოზულ საფრთხეშია. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამოა RT, Sputnik თუ სხვა არხებისათვის. აღნიშნული სტანდარტების განხილვა და მათზე საუბარი რა თქმა უნდა ტაბუდადებული თემაა სახელმწიფოს მხრიდან.

5) სინამდვილე - საიდუმლო

საერთო და დამკვიდებული შეხედულების თანახმად, რუსეთში ინდივიდს აქვს შეზღუდული, ლიმიტირებული ინფორმაცია რიგ საკითხებზე. ყოველთვის არსებობს განსხვავებული რუსული ვერსია მოვლენისა, რომელიც მსოფლიოში ვითარდება. საზოგადოებაში ავრცელებენ სხვადასხვა "შეთქმულების თეორიებს" და შელამაზებული ფორმით კრემლისათვის საუკეთესო ვარიანტს ამზეურებენ. პუტინის თვალთახედვით ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) იწვევს არეულობას რუსეთსა თუ უკრაინაში. მათთვის ცნობილია აღნიშნული პრაქტიკა, რომელსაც KGB ახორციელებდა და სწორედ ამიტომ გააჩნიათ მცდარი მოსაზრებები დასავლური ტიპის მმართველობაზე.

6) "საერთო" ხედვა

რუსული ტელე-არხებს, როგორც Sputkin-ს, ამასთანავე, RT-ს განსხვავებული ხედვა გააჩნიათ. მაგალითისთვის ცნობილი არხი ალ ჯაზირა (Aლ ჟაზეერა), ინფორმაციას გადმოსცემს სხვადასხვა ენებზე და მათ შორის ინგლისურადაც, რომლის ინგლისურის ხარისხიც ხშირად CNN-სა თუ BBC-ისაზე უკეთესია. ამ პრაქტიკას კრემლი აქტიურად უარყოფს და ქმნის ჩაკეტილ წრეს მოსახლეობისათვის, რომელიც მხოლოდ რუსეთის გარშემო ტრიალებს.

7) ახალგაზრდული სულისკვეთება

კრემლი აანალიზებს, რომ ხალხი მოუსმენს ისეთ ამბებს, რომლებსაც მომხიბვლელი, ახალგაზრდა ადამიანები იწონებენ ან გადმოსცემენ. (აღნიშნული დაკავშირებულია, ყველა ხერხით შექმნას დამოკიდებულება და სიმპათია რუსული მედიისადმი). ეს თითქოს უმნიშვნელო ასპექტი CNN- მა აღმოაჩინა და გააშუქა რამდენიმე თვის წინ. თუმცა ამ და სხვა მიზეზთა გამო ამ არხის მაუწყებლობა მთლიანად შეჩერდა რყსეთის ტერიტორიაზე.

8) გეგმა: "ერთმორწმუნეობა"

რუსეთში მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა ერთმორწმუნე სახელმწიფოთა გამთლიანებისა და მათი ღერებულებების დაახლოვებისათვის. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო, როგორც ასევე მართლმადიდებელ ქვეყანას ბევრად მეტი საერთო ღირებულება გააჩნია ჩრდილოეთთან , ვიდრე დასავლეთთან. აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ქართული პოლიტიკა პრო-დასალურია და მიმართულია სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარებისა და დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდისაკენ. საქართველოს მიზნები, თუნდაც ამ ფაქტორთა გამო სცილდება რუსულ პოლიტიკას და მის ღირებულებებს.

8) სიცრუე, დიდი სიცრუე...

დემოკრატიულ სახელმწიფოში ჟურნალისტები, პუბლიცისტები სიცრუეს არ ქმნიან და არ ავრცელებენ. თუ აღნიშნულს ექნება ადგილი და გამოაშკარავდება- შესაბამისი ზომებიც მოსდევს. არ იქმნიან ილუზიას, რომ მათ მიერ მომზადებული ნებისმიერი მასალა საყოველთაოდ საინტერესო და მწვავეა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ იტყუებიან.

კრემლის ახალი თუ ძველი პროპაგანდა - სიცრუეა. დიდი სიცრუე, რომელიც დიდი ხანია მუშაობს საზოგადოებაზე. ეს ყოველივე არაერთხელ გამოაშკარავდა, რაც ამ პროპაგანდის დასასრულის საწყისი იქნება.

მარკ მალენი

რედაქტორის რჩევით