აზერბაიჯანული დიქტატურა
24-01-2015
აზერბაიჯანული დიქტატურა
"მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაც დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე, მმართველობის თვალსაზრისით იმავე პრობლემები გააჩნიათ, რაც ადამიანის ძირითად უფლებთა და თავისუფლებათა აქტიური დარღვევით გამოიხატება."

"ის დამოკიდებულება რაც მსოფლიო საზოგადოებას გააჩნია რუსეთისადმი, აუცილებლად გავრცელდება აზერბაიჯანზეც, თუ კვლავ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რაც მიმართულია აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჩახშობისაკენ."


აზერბაიჯანში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია და აღნიშნულთან მიმართებით საქართველომაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. უკვე მეათე წელია ილჰამ ალიევი სტაბილურად იკავებს ქვეყნის მართვის სადავეებს. მისი პრეზიდენტობის განმავლობაში,
განსაკუთრებით კი, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა : იყო ეს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, თუ ხაჯიდა ისმაილოვას და მრავალი სხვა ჟურნალისტის დაკავება, შეცვალა დამოკიდებულება, რომელიც აღნიშნული სახელმწიფოსადმი არსებობდა.

აზერბაიჯანისათვის ერთ-ერთ მთავარ "კოზირს" ნავთობი და გაზი წარმოადგენს, რაც მისი, როგორც ეკონომიკურად სტაბილური სახელმწიფოს წარმოჩენის გარანტი ხდება. სწორედ აღნიშნული
რესურსის ექსპორტით არსებული შემოსავალი ქვეყნისათვის, მისი ეკონომიკის 95%-ია. აზერბაიჯანის მართვა გულისხმობს სწორედ აღნიშნული რესურსის მართვას. შესაბამისად, ლოგიკურია არ სურდეთ სხვადასხვა ოლიგარქებსა თუ მმართველ ძალას, ამგვარი ძალაუფლებისა და გარანტირებული შემოსავლის დათმობა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაც დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე, მმართველობის თვალსაზრისით იმავე პრობლემები გააჩნიათ, რაც ადამიანის ძირითად უფლებთა და თავისუფლებათა აქტიური დარღვევით გამოიხატება. რუსეთის მაგალითის მოყვანა ალბათ საუკეთესო ანალოგიაა ამ მხრივ. შესაძლოა გარკვეულწილად სომხეთთანაც გავავლოთ პარალელი, თუმცა სომხეთში მედიის თავისუფლება აზერბაიჯანთან შედარებით მკვეთრად დაცულია. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა. წინა ხელისუფლებია ღიად და თავისუფლად საუბრობდა ნებისმიერ სამართლებრივ დარღვევაზე რაც რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, თუმცა მაინც თავს იკავებდა კრიტიკულად განეხილა აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენები. ზოგადად, აზერბაიჯანის მთავრობა ფრთხილად ეკიდება თითოეულ კრიტიკასა და რეკომენდაციას, რაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.

დღეს, რუსეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირეობა ძალზე აქტუალური საკითხია. თუმცა ის დამოკიდებულება რაც მსოფლიო საზოგადოებას გააჩნია რუსეთისადმი, აუცილებლად გავრცელდება აზერბაიჯანზეც, თუ კვლავ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რაც მიმართულია აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჩახშობისაკენ. მიუხედავად თემის სენსიტიურობისა, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი დემოკრატიულობის სტანდარტის გაზრდის მნიშვნელობას რეგიონში.

აუცლებელია რეგიონისათვის საერთო პოლიტიკურ კურსზე შეთანხმება. საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის დიალოგის გამართვა არ არის უცხო პრაქტიკა. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ რეჟიმები იცვლებიან. ქვეყნებს შორის ურთიერთობები კი ვითარდება. აუცილებელია, ამის გათვალისწინებით აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის სიმყარის შენარჩუნების უზრუნველყოფა, თუმცა ამავდროულად , აუცილებელია, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რეგიონში არსებული პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა.

იხილეთ ინგლისური ვერსია : Azerbaijan is a Dictatorship - Getting Real about Azerbaijani Autocracy

მარკ მალენი

რედაქტორის რჩევით