საცობი
02-02-2015
საცობი
"სამინისტროები ცდილობენ გაუმკლავდნენ საცობთან დაკავშრებულ პრობლემას, თუმცა ამასთანავე უმჯობესი იქნებოდა ფეხით მოსიარულეთა პრობლემებიც გაეთვალისწინებინათ."

"ადამიანებს რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი მგზავრობის საფასური და შესაბამისად დაჯარიმდნენ, გარკვეულ მიზეზთა გამო მოეხსნათ აღნიშნული ჯარიმები."

საცობებთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ ახალია საქართველოსათვის. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ არც საზოგადოებას და არც მთავრობას არ აქვს ზუსტი გეგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისა. საქართველოს და საბჭოთა რეალობაში არსებული საცობების ისტორია, რადიკალურად განსხვავდება გასული წლების ამერიკაში არსებული საცობთა ისტორიისაგან. სულ რაღაც 25
წლის წინ ავტომობილები განკუთვნილი იყო მხოლოდ თანამდებობაზე დანიშნული პირებისათვის და ასევე მათთვის, ვისაც შეეძლო გაწვდომოდა ტრანსპორტთან დაკავშრებულ მაღალ ხარჯებს.

დაახლოებით 20 წლის წინ კი, არათუ საცობები, არამედ ქართული საზოგადოებისათვის მანქანათა გატაცება წარმოადგენდა დიდად პრობლემურ საკითხს. 10 წლის წინ მანქანების რაოდენობა დიდი იყო, თუმცა აღნიშნული მატება
ვერ აისახებოდა პირდაპირპროპორციულად ქართულ ეკონომიკაზე. ბოლო წლების განმავლობაში კი, მანქანის შესყიდვის რიცხვის თვალსაზრისით, ნამდვილი ბუმი იყო. მაშინდელ ხელისუფლებას, ევროპული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით მიაჩნდა, რომ რაც უფრო მეტი მანქანა ეყოლებოდა მოსახლეობას, მეტად განვითარებულად აღიქმებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსათვის ექსპორტირებული მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა სომხეთიდან თუ აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობას.

მიუხედავად სხვადასხვა რეფორმებისა, წესების თუ აკრძალვების შემოღებისა ძველი ჩვევების დავიწყება ქართველებისათვის საკმაოდ რთული პროცესია. ევროპელ თუ ამერიკელ ტურისტებს უკვირთ თუ რატომ არ შეიძლება პარკირება მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე, მაგალითისათვის ვერადან თავისუფლების მოედნამდე. ამ საკითხთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ განსხვავებას, რაც არსებობს საზოგადოებაში გარკვეული პრივილეგიების მინიჭებასთან დაკავშირებით.
მაგალითისათვის, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაკეტავს საგზაო ზოლს, პატრული მზადაა მიიღოს ოპერატიული გადაწღვეტილება და აღკვეთოს ნებისმიერი წინააღმდეგობა გზის სავალ ნაწილზე. თუმცა იგივე მექანიზმები, რატომღაც არ გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილი ქვეითთა სასიარულო მონაკვეთზე ახდენს აკრძალულ პარკირებას. ამ ყოველივეს ნათლად აღსაქმელად წარმოვიდგინოთ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, რომელიც მუდამ გადაჭედილია სხვადასხვა მარკის ავტომობილებით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია პროპორცია, რომლის მიხედვითაც ხუთი ადამიანიდან ოთხი ქვეითად მოსიარულეა, ან იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაბამისად ამგვარი უყურადღებობა არც სამართლიანია და არც კანონის ფარგლებში ჯდება. კარგია, რომ სამინისტროები ცდილობენ გაუმკლავდნენ საცობთან დაკავშრებულ პრობლემას, თუმცა ამასთანავე უმჯობესი იქნებოდა ფეხით მოსიარულეთა პრობლემებიც გაეთვალისწინებინათ.

ევროპისა და ამერიკის უმეტეს ქალაქში არსებობს ერთგვარი კონსენსუსი და პრაქტიკა საცობის საკითხთან მიმართებით. პრობლემის აღმოსაფხვრელად, მეტი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორიის გაფართოება და სასიარულო გზების უსაფრთხოებაა საჭირო. ასევე, მანქანებსა და საწვავზე გადასახადების მატება. სკანდივანვიის ქვეყნებში მანქანებზე დაწესებული ფასი გაორმაგებულია. საქართველოში, როგორც ქვეყანაში, სადაც ნავთობი არ მოიპოვება, საწვავი ძალიან იაფი და დაბალი ხარისხისაა. საქართველოში ბეზინსა თუ დიზელს ფართოდ მოიხმარენ და ორივე მათგანი ძალიან საზიანოა როგორც გარემოსთვის, ასევე ჯანმრთელობისთის. აუცილებელია მათი ხარისხის გაუმჯობესება და მაღალი გადასახადის დაწესება. უნდა გაიზარდოს პარკირების ფასებიც. ლონდონის შემთხვევაში, მძღოლებმა უნდა გადაიხადონ 20 დოლარი ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ქალაქში შედიან, აღნიშნულმა ცვლილებამ დიდად შეუწყო ხელი ლონდონში საცობთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას.

ნებისმიერი გადასახადის დაწესება უნდა იყოს მიმართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტროტუარებისა და ველოსიპედით მოსიარულეთა ტრასების გაუმჯობესების ხელშეწყობისაკენ. მთავრობის საბოლოო ინიციატივით ადამიანებს რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი მგზავრობის საფასური და შესაბამისად დაჯარიმდნენ, გარკვეულ მიზეზთა გამო მოეხსნათ აღნიშნული ჯარიმები. მსგავსი ტიპის წახალისებები ყოველთვის ცუდ ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებაზე და შესაბამისად ბიზნეს სექტორზეც.

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს აირიდოს ჭარბი ავტომობილების რაოდენობა თავიდან და ეს წარმოადგენს მის პრიორიტეტს, ალბათ უმჯობესი იქნებოდა მთავრობას კიდევ ერთხელ და ყურადღებით გადაეხედა ამ პრობლემისათვის ძირითადი საკითხი არა მხოლოდ ტრანსპორტის და კერძოდ საცობების მოგვარებაა არამედ ის მიზანი, რომ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებათა ჰარმონიული რეგულირება აუცილებლად აისახება ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.
იხილეთ ინგლისურიენოვანი ვერსია : "Traffic"
მარკ მალენი

რედაქტორის რჩევით