მივანდოთ პარლამენტს მთავარი პროკურორის არჩევა!
მივანდოთ პარლამენტს მთავარი პროკურორის არჩევა!
პროკურორები უნდა ინიშნებოდნენ გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის წარდგინებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ექნებათ მათ სამსახურის დაკარგვის შიში, მაშინაც კი როდესაც არ იმოქმედებენ მთავრობის სურვილების შესაბამისად, ისინი იქნებიან ჭეშმარიტად დამოუკიდებლები

ზოგადად, პროკურორები არწმუნებენ მოსამართლეს, რომ ბრალდებული უნდა იყოს გასამართლებული – ეს არის საკმაოდ ნათელი და ვიწრო საქმიანობა, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთნაირია. თუმცა საქართველოში ყველაფერი სხვაგვარადაა. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული შევარდნაძის ეპოქამდე, სახელმწიფო შიშობდა, რომ ეს საკმარისად კანონიერი არ იყო.
ვინაიდან სახელმწიფო იდგა დემოკრადიული განვითარების დაბალ საფეხურზე, მას ესაჭიროებოდა სანდო ძალა, რომელიც მას დაიცავდა საფრთხეებისგან. აღნიშნულის განსახორციელებლად მთავარი არენა კი სისხლის სამართლის სასამართლო იყო, სადაც ერთმანეთს სახელმწიფო და ინდივიდი უპირისპირდებოდა, სახელმწიფო ხელისუფლების ძალას კი პროკურორი აღასრულებდა.

სწორედ პროკურორები მოახსენებდნენ მოსამართლეებს,
თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. თუ სახელმწიფო არ იყო დაინტერესებული საქმის შედეგებით, რაც საკმაოდ იშვიათად ხდებოდა, მოსამართლეს შეეძლო გადაეწყვიტა ანდა საპროცესო შეთანხმებით დაესრულებინა სისხლის სამართლის საქმე.

სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის პირობებში შეიცვალა, რადგან რასაც ისინი ახორციელებდნენ აღნიშნული პროცესის ფარგლებში სცდებოდა თავისი არსით საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს, სადაც სასამართლოს როლი თითქმის დაკნინებული იყო. როდესაც პიროვნებას დააპატიმრებდნენ, მას მოსთხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული, გადაეხადა თანხა და სასჯელი მოეხადა წინასწარ შეთანხმებული დროის განმავლობაში. მეორე გზა კი სამართლოზე გამოსვლა, პროცესის წაგება და სასჯელაღსრულების ორგანიში მრავალი წლის გატარება იყო, რადგან სასამართლო პროცესის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. პროკურორის როლი, პოლიციასთან ერთად იყო კოორდინიერბა გაეწია ბრალდებულის ოჯახისთვის, აეხსნა მათთვის გარკვეული საკითხები და გაეკონტროლებინა და ზედამხედველობა გაეწია გამოსასყიდი თანხისთვის.

სასამართლო კი თავისმხრივ, საქმის ფართო განხილვას ჩამოშორებული იყო, მტკიცებულებები კი შეუფერებელი და გაყალბებული გახლდათ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოს, პროკურორთა ძალაუფლება.

ერთადერთი რაც ამ საქმიანობას აკლდა რეალურად იყო იმის უცოდინრობა თუ როგორ გამოძიებულიყო საქმე. პროკურორები ამას ნამდვილად ძალიან ცუდად აკეთებდნენ. ასე, რომ ახალი მთავრობის სურვილი, გაეხადა სასამართლო დამოუკიდებელი დიდი სირთულე აღმოჩნდა.
ზოგადად იუსტიციის სამინისტროს გავლენა პროკურორებზე საკმაოდ დიდი იყო, თუმცა აღნიშნული საკითხი პირადი დავების გამო მალევე მოგვარდა. მხოლოდ პროკურორთა მცირე ჯგუფი აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ რეალურად შეეფასებინა მტკიცებულება და დაერწმუნებინა მოსამართლე ან ემსჯელა საქმესთან დაკავშირებით. საკმაოდ ხშირი იყო ფაქტები, როდესაც მთავრობის ყოფილი წევრები თავად ხდებოდნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები. პროკურორები ვერ ახდენდნენ ფაქტობრივ სამართალწარმოებას, აქედან გამომდინარე მათი რეპუტაცია ზღვარზე იდგა, რაც მათთვის საკმაოდ სამარცხვინო ფაქტი გახლდათ.

შევარდნადძის დროს სასამართლო შედარებით დამოუკიდებელი იყო, თუმცა ფიქსირდებოდა მოსამართლეთა მოსყიდვის ფაქტებიც. ნაციონალების პირობებში მოსამართლეთა მოსყიდვის ფაქტები შემცირდა, თუმცა ამასთანავე ისინი ნაკლები დამოუკიდებლობითა სარგებლობდნენ სამართალშეფარდების დროს, მათი როლი ბევრად უმნიშვნელო გახდა. დღესდღეისობით კი სასამართლო თავისი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მნიშვნელობით გავითარების გზას ადგას. თუმცა, პროკურორთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალურია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატს სახელმწიფო ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს დაკავებულ პოსტს, თუ ხელისუფლება მოიწონებს მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანამდებობიდან გათავისუფლდება. და მაინც რა კრუტერიუმებით ხდება მის მიერ შესრულებული საქმის შეფასება ? თუ გავითვალისეწინებთ საქართველოს ისტორიას პროკურორებთან მიმართებით, უნდა ღვნიშნოთ ის გარემოება, რომ მთავრობა ყოველთვის აწესებდა პროკურორებზე ფორმალურ კონტროლს, მათთვის აშკარა ძალაუფლების მინიჭებით. რა თქმაუნდა, პროკურორები პოლიტიკურად არიან განწყობილნი და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მთავრობა პოლიტიკური ერთეულია.

გამოსავალი აღნიშნული პრობლემიდან ერთია, პროკურორები უნდა ინიშნებოდნენ გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის წარდგინებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ექნებათ მათ სამსახურის დაკარგვის შიში, მაშინაც კი როდესაც არ იმოქმედებენ მთავრობის სურვილების შესაბამისად, ისინი იქნებიან ჭეშმარიტად დამოუკიდებლები – ეს კი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკანასკნელი მთავრობა აღნიშნულის განხორციელებას არც კი განიხილავდა, რადგან ისინი მიუკერძოებელი პროკუროებით დაინტერესებულნი არ იყვნენ, მათ მხოლოდ შედეგების კონტროლი აინტერესებდათ. და თუ ახალი მთავრობა სასამართლო დამოიკიდებლობას განიხილავს ისევე სერიოზულად, როგორც ამის შესახებ თვითონ აცხადებენ, მაშინ ძემოთ აღნიშნული არის ყველაზე ეფექტური გზა მიზნის მისაღწევად. ვნახოთ, თუ შეძლებენ ისინი ამის შესრულებას.
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია : Let Parliament Appoint the Prosecutor General
მარკ მალენი
გია
19 თებერვალი 2015 20:35
სწორია
რუსუდანი
17 თებერვალი 2015 17:00
წარადგინოს პრეზიდენტმა და დაამტკიცოს პარლამენტმა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი!
mitua
17 თებერვალი 2015 00:25
ვაააააააააა...
ევრიკა...................
იშვიათი--იშვიათაგანია.... მაგრამ ამჯრად ვეთანხმები ამ ,,ჟურნალისტს,,
დიახაც ....პროკურორი პარლამენტმა უნდა აირჩიოს!!!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები