ახალი მოხალისეები
ახალი მოხალისეები
საქართველოში არსებობს იმ ადამიანების მოზრდილი ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას წინაპრებისგან განსხვავებულად აღიქვამს. ეს ჯგუფი თანდათანობით გაჩნდა, მათი მსოფლმხედველობა დახვეწილია და არაა ადვილი გამოსარჩევი, მაგრამ ვეცდები აღვწერო.

როგორც წესი, ისინი არ ცდილობენ ერთ კონკრეტულ ჯგუფთან იყვნენ ასოცირებული და ეჭვის თვალით უყურებენ იარლიყებს. მათ სიახლეების მოსინჯვა იზიდავთ, პატივს სცემენ ახალ იდეებსა და ძველი პრობლემების ახლებურად დანახვას. ზოგადად, წინ უფრო იყურებიან ვიდრე უკან. სწავლაზე მეტად კეთება უნდათ და ქმედებას უფრო აფასებენ ვიდრე სიტყვებს.
ისინი მზად არიან სცადონ ისეთი რამის კეთება, საიდანაც კონკრეტულ და ხელმოსაკიდ მოგებას ვერ ნახავენ. მათზე არ ახდენს შთაბეჭდილებას ძველი მაღალი სტატუსის მქონე დაწესებულები, რომლებსაც ისინი არ ენდობიან და მიილტვიან ახალი, უფრო მოქნილი და ნაკლებად იერარქიული ინსტიტუციებისკენ. მათი ორგანიზაციები როგორც წესი ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული რომლებმაც ზუსტად
იციან საკუთარი დანიშნულება, მაგრამ არავინ იცის, ვინ მართავს მათ. როგორც ყველას, მათაც უნდათ ფულის გაკეთება, მაგრამ სხვა მიზნებიც ამოძრავებთ და მათ ყურადღებას არ იპყრობს სხვადასხვა სამსახურის საზოგადოების მიერ განსაზღვრული სტატუსი. ისინი ყოველთვის მზად არიან სიახლეებისთვის და მხოლოდ გონებადახშულობასა და ორპირობას განსჯიან მკაცრად.

ამ ადამიანებს უარყოფითი რეაქცია აქვთ მათ მიმართ, ვინც პოლიტიკურ, ან სხვა სახის ჯგუფთან ახდენს იდენტიფიცირებას. გუნდურ და უპირობო ერთგულებას სისუსტედ უფრო თვლიან, ვიდრე სიძლიერედ და ამიტომაც, არ ინტერესდებიან პოლიტიკის იმ წესებით, რომლებიც საქართველოშია დამყარებული, რაც სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონკურენციასა და შუღლს მოიცავს. ისინი მზად არიან იაქტიურონ, მაგრამ მხოლოდ იმ ძალიან პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებსაც პირადად მათთვის აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკის წინააღმდეგნი სულაც არ არიან, უბრალოდ თვლიან, რომ ის დღესდღეობით უაზრო, სასაცილო და სევდიანია. ერთმანეთის ლანძღვას არად აგდებენ.

ადრე ქართველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დაწესებულებებისა და სამსახურების სტატუსს. ადამიანები მუშაობდნენ კორუმპირებულ, უაზრო დაწესებულებებში მინიმალურ ხელფასზე მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახური ჰქონოდათ, სადაც ყოველდღე ივლიდნენ. მერე თანდათან ხალხმა ხელფასის მოთხოვნა დაიწყო, მაგრამ იშვიათად თუ იმუშავებდა ვინმე მოხალისედ, ან საერთო პროექტზე ანაზღაურების გარეშე. ეს ახალი ჯგუფი კი იმ ორგანიზაციებისკენ მიილტვის, რომლებიც მეტს აკეთებენ და ნაკლებს ლაპარაკობენ და რომლის მიზნებიც უფრო მკაფიოა, ვიდრე მმართველობა. ისინი არ ღელავენ იმის შესახებ, თუ ვინ არის უფროსი, არ აწუხებთ სამსახური რომელიც დაბალ სტატუსად იყო მიჩნეული და არ ექცევიან მაღალ სტატუსად მიჩნეული სამსახურების შთაბეჭდილების ქვეშ.

წინათ ბევრ ადამიანს სამსახურის ქონა, ანაზღაურების გარდა, იმისათვის უნდოდა, რომ სახლიდან გასულიყო და თავი აერიდებინა ერთი და იგივე ადამიანებთან ერთად ერთსა და იმავეზე ლაპარაკისთვის. იმითაც კმაყოფილდებოდნენ, რომ ყოველდღიურად ადგილმდებარეობის შეცვლის საშუალება ჰქონოდათ. ახლა მეტის მოთხოვნილება გაუჩნდათ. მათ უნდათ აკეთონ, ააშენონ და ახალი გამოცდილება მიიღონ და ამის საშუალებებს ეძებენ. მათ ნამდვილი საზოგადოება უნდათ. ისინი ცდიან ბედს რაიმე ახლის კეთებაში მხოლოდ იმისთვის, რომ ნახონ როგორ გამოუვათ, იმუშავებს თუ არა, გამოიწვევს თუ არა ცვლილებებს, როგორც წესი, ცვლილებებს, რომლებიც ძალიან პრაქტიკულია და რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელია. საინტერესოა ის, რომ ხშირად ეს ადამიანები არ არიან დაინტერესებულნი არასამთავრობო სექტორით და იმ ახალი ენითა და დაბნეული საერთაშორისო ლექსიკონით, რომელსაც ეს სექტორი იყენებს.

ეს ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ერთმანეთს ჰგვანან, ან ერთნაირად იცმევენ, არამედ იმიტომ, რომ სხვების ამოცნობაა ადვილი, მათი ვინც ზედმეტად ღელავს საკუთარი და სხვისი გარეგნობის შესახებ. მათ შორის ბევრს უმოგზაურია, ან უცხოვრია საზღვარგარეთ, მაგრამ ყველას არა. ისინი ლაპარაკობენ უცხო ენებზე და სიამოვნებით თანამშრომლობენ არა-ქართველებთან. ერთმანეთს ისეთ ადგილებში ხვდებიან ,რომლებიც არც ისე პოპულარული, მაგრამ მშვენიერი და იაფია. დონორებისა და მთავრობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები ძვირიან სასტუმროებში მათ სტილში არ ჯდება.

მათი რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვან დემოგრაფიას წარმოადგენდეს, მაგრამ ისინი მეტ პოლიტიკურ გავლენას ახდენენ, ვიდრე სხვა მსგავსი ზომის ჯგუფები და თანდათან მათი რაოდენობა იზრდება. მიმდინარე პოლიტიკურ სტრუქტურას არ აქვს ხელმოსაჭიდი გზა, რომლითაც ამ ჯგუფის ყურადღებას კალაპოტს მისცემდა, მაგრამ მომავალში, ეს ჯგუფი თავად გახდება სოციალური და ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური ძალა, რომელიც წინ წაუძღვება ქართული საზოგადოების გარდაქმნას.

საკითხავი მხოლოდ ესაა: როდის?

მარკ მალენი
მკითხველის კომენტარი (8)
omari
29 ივლისი 2015 14:45
რეალურად მარკ მალენს სჭირდება ამორფული, მონურ-გამრთობ-უტრადიციო-მომხმარებლური მასა, რომელიც დაამკვიდრებს ე.წ. "ამერიკულ თავისუფლებას".
toto
20 მაისი 2015 23:02
აუცილებლად მოვალთ.ჩვენ გვინდა მდიდარი,განათლებული და ბედნიერი საქართველო ყველასათვის.კეთილშობილება,თავმდაბლობა,შრომა,სიკეთე და გულმოწყალება.
#ირაკლი
24 აპრილი 2015 10:47
სწორად შეუნიშნავს, მაგრამ რა შენიშვნა უნდა ეს ხო ლოგიკურია. სწორედ ეს ხალხია ვინც ობიექტურად აზროვნებს, ცდილობს ზღაპარში და გამოგონილში არ იცხოვროს, ყველაფრის ობიექტურ ახსნას ეძებს, კარგად არჩევს ლაყბობას საქმიანი საუბრისგან, არ ჰყავს ამოჩემებული კერპი და უპირობო ავტორიტეტი, პასუხისმგებლობას იღებს თავის სიტყვაზე, შეთანხმების შესრულებაზე. თუმცა ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა საქართველოში, ალბათ 5% მდე. ძირითადი მასა სადღეგრძელოში ცხოვრობს, სულ პატრონს ეძებს იდეურს ან მატერიალურს, ტვინის განძრევა ეზარება, პასუხისმგებლობა როგორც წესი 0 -ის ტოლია.
levan
20 მარტი 2015 00:14
ვიცი რა ხალხზეც არის საუბარი,მყავს ასეთი კატეგორია საახლობლოშიც,არ მინდა მეც დავაკონკრეტო რა ხალხია ესენი იმაზე მეტად ვიდრე ეს ზემოთ მარკმა აღწერა,რადგან თუნდაც კომენტატორებისგან აგრესია წამოვა მათ მიმართ
მე უფრო ვიტყოდი ამ ხალხზე რომ ისინი აკეთებენ საქმეს,მაგრამ ერიდებიან აფიშირებას,რადგან საპასუხოდ მიიღებენ აგრესიას საზოგადოებისგან,და ეს ისევ მათ შეუშლის ხელს საქმიანობაში.
ან უნდა აკეთო საქმე ან საზოგადოებრივ აზრს უნდა ებრძოლო...ორივე ერთად აკეთო ძალიან ძნელია,ამიტომაც ისინი ირჩევენ პირველს
მარკს მადლობა მინდა გადავუხადო,ეს ადამიანი წლებია ბევრ კარგ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის,და სანაცვლოდ იღებს ლანძღვას,და მაინც არ უცრუვდება გული ამ ქვეყანაზე.
ალექს
19 მარტი 2015 11:22
სხვა ხალხზეა ლაპარაკი,არა მასონ ბატონებზე,არამედ ამაყ ქართველებზე,არა მატრაბაზ მედროვე ძალად მედასავლურე ან რუსეთუმე ,დადინჯებულ დაღვინებულ სერიოზულ დარბაისელებზე,მარკი აქ დიდი ხანია არის,იქამდე სანამ ნაციონალური ფსევდოდასავლურობა და ანტირუსულობა გადმოიღვრებოდა ტელევიზიაში აქ იყო,ანტირუსი ჩვენ 200 წელია ვართ და დასავლურობა ძვალრბილში გვაქვს ოქროს საწმისი რომ წაიღეს ,რად უნდა აფიშირება ?!
ეტყობა ადრე მოხვდა ამ პირთა წრეში და ახლა მიხვდა რომ ჭეშმარიტი ქართული უფრო იმათთანაა და არა თუ ვიდრე ტელეეკრანზე,მითუმეტეს პოლიტიკაში,ძლივს მიხვდა .
ალექს
18 მარტი 2015 20:51
არა,კაკო,ვერ მიუხვდი მარკს,ბატონებზე არაა ლაპარაკი,სხვაა,მარკი იმ ქართველებს გულისხმობს ,ქოცნაცებს რომ თავს არ უყადრებენ,ტელერადიო შოუებს არ კადრულობენ,და მოქკავშირს კომკავშირის გაგრძელებად მიიჩნევენ, ის ჩაკეტილია საძმაკაცოში,ან ვიწრო პროფესიონალურ წრეში,სოლიდური ასაკისაა და გამოცდილი ინტელექტუალია, თავის სფეროში განსაკუთრებით.
კონსერვატიული რეფორმატორი,დემოკრატი ტექნოკრატი,თავისუფალი ინოვატორი კრეატიული ბიზნესმენი,ექიმი,მეცნიერიც და ხელოვანიც.
ესენი ავანტურიზმს და ტაშფანდურს ვერ იტანენ,ამსუბუქებულ პოლიტიკოსზე და ფრანტია სექსუალებს ამრეზით უყურებენ,რუსეთს შიშით და ამერიკას ეჭვით,ევროპას სინანულით,
ახლა ხომ მიხვდით ,ვის გამოჩენას ელოდება მარკი ასპარეზზე.
მე ვიცი ვინც არიან ,და როდის მოვლენ ისიც.
kako
18 მარტი 2015 17:30
მოსულები არ არიან?სად ნახავ მაგათ თვალის მოსაკვრელზე?ზიან და გბატონოგენ ჩუმად.
ალექს
18 მარტი 2015 16:43
მარკ,
15 წლის წინ გითხარი,რომ მოვლენ,ისიც ვიცი როდის.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები