ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, საქართველო და ირანი - კვირის პალიტრა

ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, საქართველო და ირანი

"საქართველო შეჩვეულია იმას, რომ საკუთარი თავი რუსეთის გარშემო არსებულ სივრცეში მოიაზროს და ამ აზროვნების შენარჩუნებას ცდილობს კრემლიც"

"შეერთებულმა შტატებმა მართლაც გამოგზავნა დელეგაცია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის შეწყვეტას ითხოვდა, მაგრამ მათ არ მოუთხოვიათ უვიზო რეჟიმის მყისიერი შეწყვეტა"

ამერიკამ და ირანმა ხელშკრულებას მოაწერეს ხელი. ეს ზოგადი ხელშეკრულებაა და მნიშვნელოვან დეტალებზე შეთანხმება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოხდება, მაგრამ უკვე ნათელია, რომ საბოლოო და დეტალურ შეთანხმებას ვერაფერი შეუშლის ხელს. შეთანხმება საკმაოდ მომგებიანია დასავლეთისთვის. ყველაზე მეტი ეჭვი ისრაელს გაუჩნდა, თუმცა იმ ერთადერთი გაზეთის გარდა, რომელიც მემარჯვენე პრემიერ მინისტრ ბიბი ნატანიაჰუს მიერ არის კონტროლირებული, ყველა ადგილობრივმა გაზეთმა პოზიტიური შეფასება გაუკეთა შეთანხმებას.

ამ შეთანხმების დადებას ბევრი წელი დასჭირდა. ირანის და ერაყის ბრუტალური ომი, რომელიც ამერიკის დახმარებით სადამ ჰუსეინის მიერ ირანში შეჭრით 1980 წელს დაიწყო, იმით დამთავრდა, რომ რაღაც დროის განმავლობაში ერაყი ბირთვული იარაღის მოპოვებას ცდილობდა. ამის გამო ირანიც განიცდიდა იგივე საჭიროებას. ეს ის პერიოდია, როდესაც იმ პაკისტანელმა, რომელმაც პაკისტანს მისცა ბომბი, ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეასაც გაუზიარა. თუმცა ბოლოს და ბოლოს ერაყმა ხელი აიღო და მხოლოდ თავს იკატუნებდა, თითქოს ბომბის მოპოვებას ცდილობდა. ამის მიუხედავად, ირანს წლების განმავლობაში არ შეუწყვეტია საკუთარი მცდელობა. 2003 წელს მას ორასზე ნაკლები ცენტრიფუგე ჰქონდა ბირთვული მასალის გასამდიდრებლად და მოლაპარაკების წარმოება უნდოდა. შეერთებული შტატების პრემიერ მინისტრმა, დიკ ჩეინიმ, რომელსაც ბუშის პრეზიდენტობისას საგარეო პოლიტიკა ებარა, მაშინ განაცხადა: "ჩვენ ბოროტებასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ." ირანმა კარგიო და 2005 წელს უკვე სამი ათასი ცენტრიფუგე ჰქონდა. ისევ ითხოვეს მოლაპარაკების წარმოება მაგრამ ისევ უშედეგოდ.

ობამას მანამდეც ღრმად ანაღვლებდა ბირთვული იარაღის შემცირების საკითხი ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. მან რუსეთთანაც სცადა შეთანხმების დადება ორივე ქვეყნის მიერ მათი შეზღუდვის შესახებ, მაგრამ უარი მიიღო. ობამა და მისი გუნდი თვლიდნენ, რომ თუკი ირანი ბომბს მოიპოვებდა მაშინ საუდის არაბეთსაც გაუჩნდებოდა სურვილი და რადგანაც ისრაელს უკვე აქვს ბირთვული იარაღი, მათ ეგვიპტე და სხვა ქვეყნებიც მიჰყვებოდა. ამიტომ მიზანი ირანისთვის ხელის შეშლა იყო და ირანის დანადგარებს მანამადე ბომბავდნენ, სანამ მიწის ქვეშ მათი დამონტაჟება მოხდებოდა და კომპიუტერული ვირუსებითაც კი უტევდნენ. მაგრამ მთავარი მეთოდი ირანისთვის საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისთვის, განსაკუთრებით ნავთობით ვაჭრობის ხელის შეშლა იყო. მაგრამ სანქციების დაწესება რთულია, ვინაიდან მათი დარღვევა შესაძლებელია და ვინც მათ არღვევს, ბევრ ფულს აკეთებს. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა სანქციების ნელნელა, გამიზნულად და საერთაშორისო კონსენსუსის თანახმად გაზრდა დაიწყო. ამან შედეგი გამოიღო და როდესაც ეს მოხდა, ირანის ნავთობის შემოსავალი, რომელიც მისი ეროვნული ბიუჯეტის დიდ ნაწილს შეადგენდა, სწრაფად დაეცა და საგრძნობლად დააზიანა ირანის ეკონომიკა.

აიათოლა 1978 წლის რევოლუციის შემდეგ უზენაესი მმართველია მაგრამ, მას შემდეგ, რაც რეფორმატორმა პრეზიდენტმა ხათამიმ 1997 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, მთავრობამ უფრო მშვიდობიანი გზით დაიწყო სვლა. საარჩევნო ბოიკოტია, რომელიც რეფორმებისკენ მიმართულმა ამომრჩევლებმა მოაწყვეს, 2005 წელს პრეზიდენტი აჰმაჯინედადის მოყვანით შეიცვალა. 2009 წელს მან არჩევნები გააყალბა დემონსტრაციების, ბრუტალური და უკანონო საპასუხო რეაქციის შექმნის მეშვეობით მოუსავის წინააღდეგ, რომელსაც სინამდვილეში უნდა გაემარჯვა. კიდევ ერთი რეფორმებზე ორიენტირებული კანდიდატი, როუჰანი 2013 წელს აირჩიეს, სწორედ იმ დროს როდესაც სანქციებმა განსაკუთრებულად მოუჭირეს ირანს. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თითქმის მყისიერად დაიწყო ჩუმი მოლაპრაკებების წარმოება და საბოლოოდ შეთანხმებით რამდენიმე წლის წინ დამთავრდა.

ამერიკაში ბევრი იყო ამ შეთანხმების და საერთოდ ირანთან ნებისმიერი სახის შეთანხმების წინააღმდეგი, განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიაში. როგორც წესი, ისინი მშვიდობის შეთანხმების წინააღმდეგნი არიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არცერთი მშვიდობის ხელშეკრულებისთვის არ დაუჭერიათ მხარი და საერთოდ, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან რასაც ობამა აკეთებს. მაგრამ ირანშიც არიან შეთანხმების მოწინააღმდეგენი, მეტწილად არა კონსერვატიული და რელიგიური მმართველობა, არამედ კორუმპირებული ბიზნესმენი მმართველები. როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა, ეკონომიკური იზოლაცია უპირატესობას კორუმპირებულებს ანიჭებს და მათ ფულის კეთებაში უწყობს ხელს. როგორც წესი საზღვრების გახსნისას ისინი ფულს კარგავენ და ეს ასეც იქნება.

ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა ამ შეთანხმების წინააღმდეგია, განსაკუთრებით ბიბი ნათანიაუ, რომელიც უკვე ბევრჯერ იყო პრემიერ მინისტრი. ის და მისი ამერიკელი მხარდამჭერები ყველანაირ მშვიდობის შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან და როგორც პუტინი რუსეთში და ჯორჯ ვ. ბუში ამერიკაში, პოლიტიკურ სარგებელს იღებენ ამომრჩეველში შიშის გაღვივების მეშვეობით. საუდის არაბეთიც ღელავს. ის ძალიან მდიდარია და სუნიტური ისლამის ჩემპიონად თვლის თავს. ირანს, რომელიც შიიტური ისლამის მიმდევარია, არ ენდობიან. ის რეგიონალური მეტოქეა, რომელიც ფიზიკური ჩარევის გარეშე ერთვება ომში რამდენიმე სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა გზით, ბოლოს კი იემენში.

2010 წელს ირანმა საქართველოსთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეეძლებოდათ მეორე ქვეყანაში მოგზაურობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ირანისთვის, რადგან მათ არც ისე ბევრ ქვეყანაში შეუძლიათ თავისუფლად მოგზაურობა სანქციების გამო. თითქმის ყველა ირანელი, რომელიც საქართველოში მოდიოდა, ტურისტი იყო ისევე როგორც სერიოზული ინვესტორი, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა ცდილობდა სანქციებისთვის თაღლითობით გვერდის ავლას. შეერთებულმა შტატებმა მართლაც გამოგზავნა დელეგაცია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის შეწყვეტას ითხოვდა, მაგრამ მათ არ მოუთხოვიათ უვიზო რეჟიმის მყისიერი შეწყვეტა. შემდეგ უოლ სთრით ჯურნალმა, რომელიც ამერიკის ყველაზე კონსერვატიული ჟურნალია, ფულის გათეთრების შესახებ დაწერა. ქართული ოცნება პანიკაში ჩავარდა და ორი კვირაც არ იყო გასული, რომ საქართველოშო ირანელებისთვის უვიზო მოგზაურობა ცალმხრივად და მყისიერად გააუქმა. ირანის მთავრობას ეს არ ესიამოვნა. ამით მათი სერიზული სტრატეგიული ინტერესები არ დაზიანებულა, მაგრამ შეურაცხყოფილები დარჩნენ. ამან სერიზული პრობლემები გაუჩინა ირანელ ინვესტორებს, რომლებიც თეირანიდან თბილისში ხშირ მისვლა-მოსვლას გეგმავდნენ და რომელთა შორის ზოგიერთი მათგანის შვილი თბილისის საერთაშორისო სკოლებში დადიოდნენ და ქართულსაც სწავლობდნენ.

საქართველოს მთავრობას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ რამდენიმე მინიშნება გააკეთა იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა მოსთხოვა საქართველოს უვიზო შეთანხმების გაუქმება და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ვერ მოახერხებდა ევროკავშირთან უვიზო შეთანხმების მიღწევას. ეს არ არის მართალი. მათ იცოდნენ რომ ამერიკა მოლაპრაკებებს აწარმოებდა ირანთან და მათაც უნდოდათ, რომ ფულის გათეთრება შეწყვეტილიყო, მაგრამ ამის მიღწევა ნაკლებად რადიკალური მეთოდითაც იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე უვიზო მოგზაურობის ცალმხრივი შეწყვეტაა. იმ ირანელების დიდი უმრავლესობა რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა, ტურისტები და ინვესტორები საქართველოსთვის და ირანისთვის სასარგებლო იყო ხოლო ფულის გამთეთრებელი მათ შორის ძალიან ცოტა.

ამერიკა და ევროპა ამ ყველაფერს უფრო პართოდ უყურებენ და ეს სურათი რუსეთსაც მოიცავს. ირანი სამოციან და სამოცდაათიან წლებში კორუმპირებულ და რთულ ქვეყნად აღიქმებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ის მაინც რედინალური მოკავშირე იყო. თუმცა როდესაც შაჰი გადააგდეს და ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მძვლად აიყვანეს, ირანი არაპროგნოზირებად პარია სახელმწიფოდ გადაიქცა რომლის იზოლირების საჭიროება გაჩნდა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა. ამერიკა და ევროპა ახლა რუსეთს უფრო ხედავენ ისეთ ქვეყნად, რომლის იზოლირებაცაა საჭირო, ხოლო ირანი მიუხედავად რელიგიური მმართველობისა, ნაწილობრიც დემოკრატიული მაინცაა და პროგნოზირებადი საერთაშორისო მოთამაშეა. ის ასევე ერთერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის მწარმოებელია რომელიც ჯერ კიდევ არ აწარმოებს იმდენს რამდენსაც შაჰის დროს აწარმოებდა. ამერიკა და ევროპა ძალიან ცდილობენ ევროპისათვის რუსეთის გარდა გაზის სხვა წყაროების მოპოვებას. ირანს რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი გაზის რეზერვი აქვს მსოფლიოში, მაგრამ იმის მხოლოდ მეოთხედს აწარმოებს, რასაც რუსეთი აწარმოებს. ირანის ენერგეტიკული სექტორის გახსნა მსოფლიოსა და ევროპისათვის ამრიგად საციცოცხლო მნიშვნელობისაა ნატოს და ევროპის უსაფრთხოებისათვის.

მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოსათვის? პირველ რიგში ეს დიდი შესაძლებლობაა. ირანის მოსახლება ოთხმოც მილლიონს შეადგენს, რომელთაგან ბევრი ძალიან განათლებულია და ბევრს ბიზნესის ნიჭი აქვს. ისინი დანარჩენ მსოფლიოსთან შეერთებას ელიან, რის საშუალებასაც ეს შეთანხმება მისცემთ. პოლიტიკურად და ეკონომიკურად ეს ყველაზე მიშვნელოვანი ამბავია რაც საქართველოს მეზობლად მომხდარა ბოლო დროს. საქართველო შეჩვეულია იმას, რომ საკუთარი თავი რუსეთის გარშემო არსებულ სივრცეში მოიაზროს და ამ აზროვნების შენარჩუნებას ცდილობს კრემლიც როდესაც საქართველოს ნაწილების ოკუპირებას ცდილობს სწორედ ისე როგორც სხვა მეზობელ ქვეყნებთან იქცევა როდესაც ისინი დასავლეთთან აკეთებენ იდენტიფიცირებას. საქართველო ნელნელა მაგრამ უცვლელად ევროპას. ასეც უნდა იყოს. მაგრამ ისტორიისთვის სწრაფი თვალის გადავლებაც კი გაგვახსენებს, რომ ირანი საქართველოს მეზობელია და ეს ასე დარჩება.

ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, ისევე როგორც წინა საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობას, ბრწყინვალე გამოცდილება აქვს ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობაში, მაგრამ მისი, ისევე როგორც მთელი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა იქნება, რომ არა მხოლოდ სწრაფად მოაგვაროს არაფორმარული ურთიერთობა ირანთან არამედ ის, რომ ადმინისტრაციულად მზად იყოს სანქციების გაუქმებისთვის. ეს მალე მოხდება. ჭკვიანური იქნება თუ აღდგება უვიზო რეჟიმი ირანსა და საქართველოს შორის რაც შეიძლება სწრაფად. ბანკები და ბიზნესები ასევე მზად უნდა იყვნენ სანქციების გაუქმებისათვის, იმიტომ რომ ის ქვეყნები, ბანკები და ბიზნესები რომლებიც ყველაზე ადრე იქნებიან მზად ყველაზე მეტ სარგებელს ნახავენ. ამ სანქციების გაუქმებისათვის მზადყოფნა ყველაზე უკეთესი გზა იქნება საქართველოსათვის რეგიონალურ გიგანტთან მჭიდრო ურთიერთობის არსებობისათვის. როდესაც ადმინისტრაციული საკითხები, ინვესტირება და ბიზნეს კონტაქტები უპრობლემოდ მიედინება, მაშინ ყვავის ტურიზმი, მოგზაურობა და კულტურული კავშირები.

საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით მონღოლური შემოსევების შემდეგ რთულია. სპარსეთთან იბრძოდა, მაგრამ ასევე მჭიდრო ურთიერთობებიც ჰქონდა და დრო და დრო დიდ გავლენასაც ახდენდა მასზე. ეს კონტაქტი ორასი წლის წინ დამთავრდა, როდესაც საქართველო რუსეთის კოლონია გახდა და რუსეთს ახლაც დისცომფორტს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ ირანი აღარ წარმოადგენს სამხედრო საშიშროებას საქართველოსათვის და მეტიც, ისევე როგორც ევროპა და თურქეთი, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის წარმოებისას. საერთაშორისო დიპლომატიის პირველი კანონია რომ მოიზიდო ის მოკავშირეები და ურთიერთობა დაამყარო იმ ქვეყნებთან რომლებიც ისე გიყურებენ და გექცევიან, როგორც თანასწორს. საქართველო მხოლოდ მოიგებს და დასაკარგი არაფერი აქვს თუ ამას ირანთან მოახერხებს.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: The US, EU, Georgia and Iran

მარკ მალენი