აქ რამდენიმე პრობლემაა. პირველი ისაა, რომ რაიონებად დაყოფა პრინციპში ქართული ტრადიციას არ წარმოადგენს. ისინი იმისთვის შეიქმნა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ადმინისტრაციულად ასე აწყობდათ. არავინ თვლის, რომ წამომავლობით რომელიმე კონკრეტული რაიონიდანაა. რაიონების საზღვრების მხოლოდ მცირე რაოდენობა ემთხვევა უბნებისა და რეგიონების საზღვრებს. მეორე პრობლემაა ისაა, რომ მათი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად ზუგდიდში, გლდანში და ქუთაისში ათჯერ მეტი მოსახლეა, ვიდრე ზემო სვანეთსა და დუშეთში. ამიტომ სხვადასხვა რაიონის მოსახლეებს არა თანაბარი წარმომადგენლობა აქვს პარლამენტში.
ერთერთი შესაძლო გამოსავალია, რომ ყოველ ათ წელიწადში ახალი საზღვრები გაივლოს ისე, რომ ყოველი საპარლამენტო რაიონის მოსახლეობა დაახლოებით თანაბარი იყოს. ასე იქცევა შეერთებული შტატები და ეს სრული კატასტროფაა. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენელი და არა წარმომადგენელმა ამომრჩეველი. ეს შესაძლოა უკიდურესად პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდოს რადგან არსებობს გზები რომლებიც საზღვრების შექმნით კონკურენციას ზღუდავს და უპირატესობას უმოქმედო წარმომადგენლებს ანიჭებს. ამიტომ ეს გამოსავალი საქართველოსთის საშინელ შედეგს მოიტანს. საქართველოს შედარებით პატარა რაიონების მაჟორიტარები როგორც წესი ლოკალურ "ბოსებს" წარმოადგენენ. ხშირად ისინი ადგილობრივ ოჯახებთან და ბიზნესმენებთან გვერდით შეთანხმებებს დებენ, ან აშინებენ მათ. ხან კი საერთოდ არ იცნობენ იმ რაიონს რომლის მაჟორიტარებიც არიან. ეს როგორც წესი იმ პატარა რაიონებში ხდება, სადაც მცირე რაოდენობის ამორჩეველი ცხოვრობს.
პროპორციული ადგილები საქარველოს პარლამენტში, როგორც წესი თბილისელებს უკავიათ და ისინი საკუთარ პარტიაში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე წევრებს წარმოადგენენ. ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ ამომრჩევლის სურვილისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები, რასაც უნდათ იმას აკეთებენ პარლამენტში და მოსახლეობის აზრის მოსმენის საჭიროებას ვერ გრძნობენ.
არც სრულიად მაჟორიტარული სისტემის მიღებაა მიზანშეწონილი, ისეთის როგორიც გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებშია, რადგან ეს ორ პარტიულ სისტემამდე მიგვიყვანს. ხშირად გვხვდება ოთხი პარტია, მათ შორის ორი ოცდაათ პროცენტიანი მხარდაჭერით ხოლო ორი ოც პროცენტიანი მხარდაჭერით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი სრულიად მაჟორიტარულია მაშინ მესამე და მეოთხე ადგილას მდგომ პარტიებს პარლამენტში წარმომადგენლები არ ეყოლებათ რადგან ყველას მთავარი ორი პარტიისთვის მოუწევს ხმის მიცემა იმისათვის რომ ხმა არ დაეკარგოს. ამგვარად ამ ორი პარტიიდან ერთერთი ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და მიუხედავ იმისა, რომ მეორე პარტიასაც ეყოლება წარმომადგენლები პარლამენტში, შესაძლოა მათი შეხედულებები არ იქნეს გათვალისწინებული. სრულიად პროპორციული სისტემის პრობლემა, როგორც ისრაელშია, მაშინ ვლინდება როდესაც ორი პარტია თანაბარ ორმოცდახუთ პროცენტს იღებს. ეს ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში იმ პარტიებს რომლებიც ხმების დანარჩენ ათ პროცენტს იღებენ ზედმეტი ძალაუფლება უვარდებათ ხელში რადგან მათ უჩნდებათ შესაძლებლობა რომ ხმები საკუთარი, ხშირად უცნაური სურვილების ასრულებაში გაცვალონ.
არსებობს პრობლემის გადაჭრის საკმაოდ ადვილი გზაც. დავაბრუნოთ რეგიონები. იმის ნაცვლად რომ პარლამენტი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, ყველა წევრმა ერთნაირად უნდა მოიპოვოს ადგილი. ყოველ ტრადიციულად ისტორიულ რეგიონს გარკვეული რაოდენობის ადგილი ექნება პარლამენტში. ზოგი რეგიონი უფრო დიდია ვიდრე სხვები ამიტომ მათ მეტი ადგილი ექნებათ. იმერეთს მეტი წარმომადგენელი ეყოლება ვიდრე გურიას და თბილისს მეტი ვიდრე კახეთს ვინაიდან მათ მეტი ამომრჩეველი ყავთ. მასინ თითოეულ რეგიონში, პარტიები ისეთ კანდიდატებს შეიყვანდნენ სიაში რომლებიც ამ რეგიონიდან არიან და ხმების იმ პროპორციის მიხედვით რომლებსაც თითოეულ რეგიონში მიიღებენ კანდიდატები დაიკავებდნენ ადგილს პარლამენტში თუკი პარტიამ საკმარისი ხმა მიიღო კონკრეტულ რეგიონში.
ეს საქართველოს დემოკრატიულობას რამდენიმე რამეში დაეხმარება. პირველ რიგში ეს იმის ინდიკატორი იქნებოდა რომ საქართველოში ამომრჩევლებს თანაბარი ხმა აქვთ რაც ამჟამად ასე არ არის. მეორე რიგში ეს გააძლიერებდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მაჟორიტარი წარმომადგენლები დინებას მიჰყვებიან. თუ რომელიმე პარტია მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს, როგორც წესი ისინი ერთი პარტიიდან მეორეში გადადიან მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტია გამოიყენეს პარლამენტში შესასვლელად. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პოლიტიკურ ყურადღებას თბილისს გარეთ გადაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პოლიტიკური განხეთქილება ქართული საზოგადოების და მედიის თანახმად, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორისაა, სინამდვილესი განხეთქილება თბილისსა და რეგიონებს შორის უფროა. სიმართლე რომ ვთქვა, ამჟამად რეგიონები აგებენ ვინაიდან ძალაუფლება თბილისშია. რეგიონალურად შედგენილ პარლამენტში, პარლამენტის წევრების უმრავლესობა იმ ამომრჩეველთან იქნება პასუხისმგებელი, რომელიც თბილისის გარეთ ცხოვრობს.
ეს მარტივი და ადვილად განსახორციებელი გამოსავალი დიდი ხანია განსახილველ საკითხებს შორისაა, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არჩევნები საკმარისად მოახლოებულია იმისათვის რომ მასზე ადამიანები ფიქრობდნენ, მაგრამ არც ისე ახლოს რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობდნენ მასზე. ახლა სწორი დროა. საქართველომ დემოკრატიულობის მხრივ გრძელი გზა განვლო და საკმაოდ უსწრებს საკუთარ მეზობლებს. მაგრამ იმისათვის რომ წინსვლა განაგრძოს, უნდა მოვიშოროთ მოძველებული დაყოფის სისტემა, წვრილმანი პაექრობა და ის მოდუნებული დამოკიდებულება რომელსაც პარლამენტის ზოგ წევრში ვხედავთ. თბილისს გარეთ მცხოვრები ამომრჩევლის განვითარება და ინტერესებიც უფრო სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ შევქმნათ ჭეშმარიტად რეგიონალური პარლამენტი, რომელიც სრულიად ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრადიციული რეგიონების წინაშე.
იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია : Georgia needs a Parliament Composed of Regions
მარკ მალენი
ჩვენი პარლამენტი მხოლოდ ქაღალდზეა ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლ;ო ორგანო,სინამდვილეში ყოველთვის იყო ნოტარიუსი,აკანონებს რასაც აღმასრულკებელი ხელისუფლება უკარნახებს,რესურსი ინტელექტუალური ოღონდ უზნეო ინტელექტისა იქაა თავმოყრილი,უფრო მეტად სამართალდამცავები ფლობენ ინიციატივას,მათ ყოველთვის რჩებათ ბერკეტი კისერი მოუღრიცონ პარლამენტს,რადგან იქ უმრავლესობა უვიცი მასოვკაა ბუტაფორია ,პიროვნება ნოლი.
კაცმა წერა კითხვა არ იცის,ის გაუმკლავდება ნამოსამართლევალ გამომძიებელს,ან ფინაგენტს,ინსპექტორს საგადასახადოს მებაჟეს ნაპროკუროლარს რომელსაც ათიოდე მსხვილი საწარმო აქვს ამოდებული და ჩუმ მილიონებს ქაფავს ჩრდილში უგადასახადოდ ?