Grexitი და EuroGate - კვირის პალიტრა

Grexitი და EuroGate

საბერძნეთმა უარყო ევროკავშირის შეთავაზება,ი და რომელიც ამ ხნის მანძილზე დაგროვილი კოლოსალური დავალიანების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებდა, თუმცა, სანამ რეფერენდუმი ჩატარდებოდა, შეთავაზებას უკვე ვადა ჰქონდა გასული. 1974 წლამდე საბერძნეთს სამხედრო დიქტატურა განაგებდა. მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პოსტები დატოვეს, ბერძნებმა ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრირება მოითხოვეს. ევროკავშირისა და საბერძნეთის ურთიერთობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ამ უკანასკნელის დემოკრატიასა და კეთილდღეობას და ის ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის დადებული, საგრძნობლად დიდი ფინანსურ გარიგებით იყო განპირობებული. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთი აგრძელებდა კორუფციულ სისტემაში ცხოვრებას, არც ნასესხები ფული მისულა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო სამსახურებამდე, ხოლო პენსიონერებს მიეცათ შესაძლებლობა დროზე ადრე გასულიყვნენ პენსიაში, სრულად ესიამოვნათ ცხოვრებით და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობა გადასახადების გადახდას წლობით უარობდა, ხელისუფლება კი აყალბებდა სტატისტიკას.

ბოლო 6-7 წლის მანძილზე ამ პრობლემათაგან მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოგვარდა, მაგრამ ვითარება ისევ გართულდა, დავალიანებამ გამანადგურებელი ფორმები მიიღო, ხოლო საბერძნეთი გადახდისუუნარო აღმოჩნდა.

საბერძნეთს, გარდა ევროპის ცენტრალური ბანკისა, აქვს საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანება. მათ უკვე ოფიციალურად ამხილეს საბერძნეთი ვალდებულების შეუსრულებლობაში და

უკიდურესი იმედგაცრუებაც გამოხატეს. რეფერენდუმზე გამოკითხულთა თითქმის 40%-მა კრედიტორების შეთავაზებაზე თანხმობა კი განაცხადა, მაგრამ 60%-ზე მეტმა წინადადება უარყო. ბერძნული ბანკები დაიხურა, ყველა სრულ გაურკვევლობაშია, რადგან საგრძნობლად შემცირდა ტრანზაქციათა რიცხვი. ბერძენთა უმეტესობა საკუთარ მთავრობას უნდობლობას უცხადებს, თუმცა კიდევ უფრო მეტად ბრაზობენ კრედიტორებზე, განსაკუთრებით კი გერმანიაზე, ვინაიდან თვლიან, რომ მათ უსამართლოდ ეპყრობიან. გერმანია და კრედიტორები კი, თავისმხრივ, მიიჩნევენ, რომ საბერძნეთს აქვს ვალი და ის უნდა დაიფაროს.

საუბედუროდ ამ საკითს მოჭარბებულ ემოცია, თვითდაჯერებულობა და ნაციონალიზმი მუდმივად თან ახლავს. ბერძენ ხალხს დაავიწყდა, რომ უფრო კარგად, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ, ისინი ნასესხები ფულით ცხოვრობდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ევროპა და მსოფლიო მათთან ვალშია. მეორესმხრივ, აღარც გერმანიას ახსოვს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას ყველა ვალი ჩამოაწერეს.

ამ ამბის შუაგულში ეკონომიკურ საკითხებშია უთანხმოება: ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ როდესაც მთავრობა ხარჯავს ცოტას და გადასახადების სახითაც მცირედს იღებს, უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას დადგომის გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს. მეორე ჯგუფი კი თვლის, რომ როდესაც ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, მთავრობამ უნდა ხარჯოს მეტი, რათა ეკონომიკა ამუშავდეს. ეს ჯგუფი მართალია. პრობლემა ისაა, რომ ქვეყნები, რომლებიც ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ფულის ხარჯვას არიან ჩვეულნი, მდგომარეობის გამოსწორების შემთვევაში, არ ამცირებენ ხარჯებს და ეს იწვევს დავალიანებათა დაგროვებას და, საბოლოოდ, ეკონომიკის ნგრევას.

ევროს შემქნის იდეის არსი, ევროპის შეერთებული შტატების, პოლიტიკური კავშირთის მისამართით გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. მაგრამ როგორც კი ევრო შემოვიდა, 1999 წელს, პოლიტიკური კავშირის წევრებმა უკან დაიხიეს - ზოგიერთმა ქვეყანამ კი შეძლო საკუთარი დავალიანებების კონტროლი, მაგრამ ზოგიერთმა ეს ვერ მოახერხა. თავიდან გერმანიას ჰქონდა პრობლემები, მოგვიანებით კი საბერძნეთსა და სხვა მედიტარიანულ ქვეყნებს. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, სესხების ღირებულებამ საგრძნობლად აიწია, რამაც საბერძნეთს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ევროს შემთხვევაში, არ არსებობდა გზა, რომელიც დაარეგულირებდა ან დააბალანსებდა კონკრეტულ მთავრობებს, რათა მათ ეფექტურად ეკონტროლებინად ხარჯვა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარება იცვლებოდა - ევროზონა და ევროკავშირი ნელ-ნელა იღებდნენ კონტროლს კონკრეტული ეროვნული მთავრობების დანახარჯებზე. ასე რომ ევროპის შეერთებული შტატები რეალურ კონტურებს იძენდა.

ამავდროულად არიან ქვეყნები, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ, არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა არ შედიან ევროზონაში. მას შემდეგ, რაც ევროს წინაშე მდგარი პრობლემები მოგვარდება, ევროზონა აუცილებლად გაფართოვდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ, როგორც ევროკავშირის, ასევე ევროზონის წევრობა ნებაყოფლობითია.

ზოგიერთის აზრით ეს კრიზისი ევროპის სისუსტეს ავლენს. მე ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით ეს სიძლიერის მაჩვენებელია. ევროპა ამ პრობლემას თანდათანობით სწავლობს და წყვეტს ამ პრობლემებს. კიტხვა: დარჩება კი საბერძნეთი ევროზონაში? თუ კი დატოვენემ, ეს მისთვის კიდევ არა ერთ სირთულეს დაუკავშირდება. მათ უნდა დააბრუნონ დრაჰმა. ცოტა ვინმე თუ ასესხებს მათ ფულს. მაგრამ, საბოლოოდ, ისინი შეძლებენ პროცესების მართვას. საბერძნეთს რუსეთი დაეხმარება და სხვებიც. ევროზონა გამოავლენს თავის რეალურ შესაძლებლობებს და მსოლიოც, რომელიც ისინი ვერ დააშანტაჟებენ, მაგრამ საბერძნეთის საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ალბათობა მაღალია.

თუ საბერძნეთი ევროზონაში დარჩება, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათი ვალი დავიწყებულია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთვევაში მოხდება, თუ მეტი სიცხადე იქნება იმ საკითების მართვაში, რომლებსაც კრიზისამდე მივყავართ. ასე რომ, საბოლოოდ, ევროპა კიდევ უფრო გაძლიერდება.

და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? აქ რამდენიმე მომენტია. საბერძნეთში ბევრი ქართველია, რომელიც იქ გამომუშავებულ ფულს საქართველოში აგზავნის, მაგრამ ახლა საბერძნეთის ეკონომიკა ისეა შესუსტებული, რომ ამ ტრანზაქციათა მასშტაბმაც იკლო. ასე რომ, ეს ვერ დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირი დაასუსტოს, დაჰყოს - პუტინი, დანარჩენი ევროპის გასაღიზიანებლად, სულ უფრო მეტ დროს ატარებს საბერძნეთის პრემიერმინისტრთან. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. გაკვეთილი, თუ რა შედეგების მომტანია მთავრობის მხრიდან დიდი ვალის აღება, მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველო, ამ საკითხის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა. ეს უნდა გაგრძელდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საბერძნეთს ჰქონდა, ეს პროგნოზირების სირთულეა. მისი პოლიტიკა, რომელიც ყველგან, ყველა სფეროში ვრცელდებოდა, საერთაშორისო კაპიტალს სიფრთხილეს კარნახობდა. რამდენიმე ანალოგიური პრობლემა საქართველოსაც აქვს და ისინი ახლებურ პოლიტიკურ კურსსა და გაუაზრებელ, უადგილო ინიციატივებს უკავშირდება. ეს საერთაშორისო ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საბოლოოდ, ვალი გამსესხებელსაც და მსესხებელსაც აზარალებს. საგულისხმოა, რომ ვალის აღება და გასესხება ორივე მხარის ნებით ხორციელდება. ასე რომ, საუკეთესო გამოსავალი ურთიერთბრალდებებზე უარის თქმა და პრობლემის მოგვარებაზე ფოკუსირებაა, რაც ყოველთვის კარგი რჩევაა საქართველოსთვისაც.

იხ. სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: "Grexit and EuroGate"

მარკ მალენი