პუტინი, "გაზპრომი" და ევროკავშირი - კვირის პალიტრა

პუტინი, "გაზპრომი" და ევროკავშირი

რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსული "გაზპრომი" არღვევს კონკურენციის მოქმედ წესებს და ეს ცხადია ასეა, მაგრამ რატომღაც, ეს საკითხი ქართული მედიის მხრიდან უგულვებელყოფილი, ან არასწორად გაგებული დარჩა.

იმ ქვეყანათა უმეტესობა, რომელიც ნავთობზე, გაზსა და სხვა ენერგომატარებლებზე არიან დამოკიდებულნი, რუსეთზე მნიშვნელოვნად პატარა და ღარიბნი გახლავან. ქვეყნები, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ბევრს მუშაობენ, რათა თავიანთი ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი და მყარი გახადონ, რაც არ შეიმჩნევა რუსეთში, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თავის ენერგომატარებლებზე.

ამავდროულად, რუსეთი მთელი თავისი უნიკალური ისტორიით და კომუნისტური მემკვიდრეობით, არ მიისწრაფის, რათა გაიგოს ან დაეთანხმოს, რომ ბიზნესი და ხელისუფლება ცალკე ორგანიზმებია, ხოლო კონკურენცია - აუცილებელი. "გაზპრომი" კრემლის ინტერესებით მოქმედებს და არა თავისი აქციონერების მისწრაფებათაგან გამომდინარე, ან საყოველთაოდ მიღებული, ჯანსაღი კონკურენციის პირობებით. კრემლის შეხედულებების შესაბამისად, გაზის ფასის მანიპულირებით ის აჯილდოებს ან სჯის სხვა და სხვა ქვეყნებს. კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია და ამით, რუსეთი არღვევს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დამკვიდრებულ წესებს.

საქართველოსთან 2008 წელს გაჩაღებული ომის შემდეგ, ევროპაში უფრო აქტიურად დაიწყეს კრემლის ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით ღელვა, რადგან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების კეთება არ იძლევა სასურველ შედეგს. ევროკავშირის მთავარი ძალა კანონის უზენაესობაა, ხოლო მასზე ზედამხედველი კი ევროკომისია. 2011 წლის 27 სექტემბერს ევროკომისიის კონკურენციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა "გაზპრომის" რამდენიმე ევროპულ ოფისში ხისტი ოპერაცია ჩაატარა. ისინი უბრალოდ შევიდნენ აღნიშნულ ოფისებში და იქ განთავსებული კომპიუტერებიდან საკმაოდ მოცულობით ინფორმაციიას ასლები აიღეს - ეს ევროკომისიის ისტორიაში იყო და არის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია. კრემლის აღშფოთებას ევროპაში დუმილით უპასუხეს, რადგან კომისიას აქვს ვალდებულება ევროკავშირის ფარგლებში პერიოდულად აწარმოოს მონიტორინგი - ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, მათ განაცხადეს, რომ "გაზპრომის" მიმართ იწყებენ გამოძიებას, თუმცა მას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება.

ამავდროულად, ბოლო ათწლეულის მანძილზე არაერთი გამოძიება ისეთი კომპანიების მიმართ ჩატარდა, როგორებიცაა მაიქროსოფთი და, ახლახანს, გუგლი, რამაც ევროკავშირის მიუკერძოებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ევროკავშირი გუგლთანაც მიაღწევს შეთანხმებას, როგორც მაიქროსოფთთან. მაგრამ, ამავე დროს მას აქვს უფლება, რათა ნებისმიერი კომპანია ანტიკონკურენტული ქმედებებისათვის შემოსავლის 10%-ით დააჯარიმოს, რაც "გაზპრომის" შემთხვევაში,

დადასტურებულად 10 მლრდ. ევროს შეადგენს.

რამდენიმე ხნის წინ, კერძოდ კი 22 აპრილს კონკურენციის საკითებში ევროკომისარმა, მარგარეტ ვესტაგერმა შედეგები გამოაცხადა და "გაზპრომი" ხუთ ევროპულ ქვეყანაში - ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და ბულგარეთი - ჩადენილ დარღვევებში ამხილა. ამათგან, ბულგარეთი და ჩეხეთი, უკრაინაში მიმდინარე კრიზისისას, მხარში ედგნენ უკრაინელებს და ამის გამო, რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ აირში იხდნენ უფრო ძვირს, ვიდრე კრემლისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილი სლოვაკეთი და უნგრეთი. აშკარაა, გაზის ფასი პუტინისთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია. ევროკავშირის წევრთა შორის, იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელიც "გაზპრომთან" კონტრაკტების შეწყვეტას ლობირებდა, თუმცა რუსული კომპანია ამას წინ აღუდგა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ევროპაში ცოტაა იმათი რიცხვი, ვისაც რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებისა და შედეგიანი დისკუსიის ჯერა. ერთი სიტყვით, გუგლის დაჯარიმებიდან ერთი კვირის თავზე, კომისარმა "გაზპრომის" წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გამოაცხადა. "გაზპრომს" ოფიციალური პასუხისთვის 12 კვირა აქვს, თუმცა, არაოფიციალურად, მათ უკვე გამოხატეს პოზიცია და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის იურისდიქციასა და კომპეტენციაში არ შედის, რაც სი სინამდვილეს არ შეესაბამება.

რას ნიშნავს ყოველივე ეს? ამ პრობლემის მოგვარებისას, ევროკავშირი დაბალ ტემპში და მძიმედ მოქმედებს, რადგან რუსეთი და მისი "გაზპრომი" საკმაოდ ეფექტურად იყენებენ ბუნებრივ აირზე მოთხოვნასა და ფასების მათეულ პოლიტიკას. თუმცა ევროკავშირი ერთი სამართლებრივი ინდივიდია და "გაზპრომთან " შეთანხმებაში, სულაც არაა ცალკეული ნაციონალურ ჩვევებზე დამოკიდებული. ცნობილია, რომ "გაზპრომი" ევროკავშირის მეოთხედს ამარაგებს ბუნებრივი აირით, მაგრამ ახლა, როდესაც ამერიკა გაზს დიდი რაოდენობით აწარმოებს ხოლო თხევადი გაზით დატვირთული ტანკერებისა და ტერმინალების რაოდენობა მზარდია, გაზის ფასი დაბალია და ასეც დარჩება. მთავარია ევროკავშირმა საერთო ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშაოს, რის საფუძველზეც, თავად გადაწყვეტს აირის შესყიდვისა და კონტინენტზე გადაადგილების მიმართულებებს და არ აჰყვება "გაზპრომის" მიერ თავსმოხვეულ პირობებს. საბოლოოდ, რუსეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული ევროპაზე, როგორც მომხმარებელზე, ვიდრე ევროპა რუსეთზე, როგორც მომწოდებელზე. შესაძლოა, დღეს ევროკავშირი პოლიტიკურად არც ისე ძლიერია, მაგრამ კანონის უზენაესობას მტკიცედ იცავს.

საბჭოთა კავშირი სრულიად მოწყვეტილი გახლდათ მსოფლიო ეკონომიკას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მისი აღსასრული გამოიწვია, სწორედ ეს გახლდათ. თანამედროვე რუსეთი, თავისი ენერგომატარებლებით, ტურიზმით, საბანკო თუ სხვა და სხვა სახის, დიდი და პატარა სისტემებით, მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. ეს კავშირი კი აუცილებელს ხდის რუსეთის მხრიდან საყოველთაოდ აღიარებული წესების მიხედვით თამაშს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. მაგრამ ეს კავშირები და სიმდიდრე, რომლითაც რუსეთი სარგებლობს, მოქმედებათა იმ სტანდარტების საფუძველზე, რომლითაც ის ოპერირებს, ასევე დაუცველია, რადგან რუსეთს არ აქვს არავითარი გარანტია, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტები მის მიმართაც არ იქნება გამოყენებული. მოხდება, სულ უფრო მეტი კავშირის რევიზია, რითაც რუსეთს მიეცება სტიმული, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობის პასუხისმგებლიან წევრად იქცეს. უკიდურეს შემთხვევაშ კი, ითამაშოს იმ წესებით რომელთაგანაც ესოდენ ისარგებლა.

მარკ მალენი