პუტინი, "გაზპრომი" და ევროკავშირი
რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსული "გაზპრომი" არღვევს კონკურენციის მოქმედ წესებს და ეს ცხადია ასეა, მაგრამ რატომღაც, ეს საკითხი ქართული მედიის მხრიდან უგულვებელყოფილი, ან არასწორად გაგებული დარჩა.

იმ ქვეყანათა უმეტესობა, რომელიც ნავთობზე, გაზსა და სხვა ენერგომატარებლებზე არიან დამოკიდებულნი, რუსეთზე მნიშვნელოვნად პატარა და ღარიბნი გახლავან. ქვეყნები, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ბევრს მუშაობენ, რათა თავიანთი ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი და მყარი გახადონ, რაც არ შეიმჩნევა რუსეთში, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თავის ენერგომატარებლებზე.

ამავდროულად,
რუსეთი მთელი თავისი უნიკალური ისტორიით და კომუნისტური მემკვიდრეობით, არ მიისწრაფის, რათა გაიგოს ან დაეთანხმოს, რომ ბიზნესი და ხელისუფლება ცალკე ორგანიზმებია, ხოლო კონკურენცია - აუცილებელი. "გაზპრომი" კრემლის ინტერესებით მოქმედებს და არა თავისი აქციონერების მისწრაფებათაგან გამომდინარე, ან საყოველთაოდ მიღებული, ჯანსაღი კონკურენციის პირობებით. კრემლის შეხედულებების შესაბამისად, გაზის ფასის
მანიპულირებით ის აჯილდოებს ან სჯის სხვა და სხვა ქვეყნებს. კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია და ამით, რუსეთი არღვევს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დამკვიდრებულ წესებს.

საქართველოსთან 2008 წელს გაჩაღებული ომის შემდეგ, ევროპაში უფრო აქტიურად დაიწყეს კრემლის ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით ღელვა, რადგან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების კეთება არ იძლევა სასურველ შედეგს. ევროკავშირის მთავარი ძალა კანონის უზენაესობაა, ხოლო მასზე ზედამხედველი კი ევროკომისია. 2011 წლის 27 სექტემბერს ევროკომისიის კონკურენციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა "გაზპრომის" რამდენიმე ევროპულ ოფისში ხისტი ოპერაცია ჩაატარა. ისინი უბრალოდ შევიდნენ აღნიშნულ ოფისებში და იქ განთავსებული კომპიუტერებიდან საკმაოდ მოცულობით ინფორმაციიას ასლები აიღეს - ეს ევროკომისიის ისტორიაში იყო და არის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია. კრემლის აღშფოთებას ევროპაში დუმილით უპასუხეს, რადგან კომისიას აქვს ვალდებულება ევროკავშირის ფარგლებში პერიოდულად აწარმოოს მონიტორინგი - ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, მათ განაცხადეს, რომ "გაზპრომის" მიმართ იწყებენ გამოძიებას, თუმცა მას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება.

ამავდროულად, ბოლო ათწლეულის მანძილზე არაერთი გამოძიება ისეთი კომპანიების მიმართ ჩატარდა, როგორებიცაა მაიქროსოფთი და, ახლახანს, გუგლი, რამაც ევროკავშირის მიუკერძოებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ევროკავშირი გუგლთანაც მიაღწევს შეთანხმებას, როგორც მაიქროსოფთთან. მაგრამ, ამავე დროს მას აქვს უფლება, რათა ნებისმიერი კომპანია ანტიკონკურენტული ქმედებებისათვის შემოსავლის 10%-ით დააჯარიმოს, რაც "გაზპრომის" შემთხვევაში,
დადასტურებულად 10 მლრდ. ევროს შეადგენს.

რამდენიმე ხნის წინ, კერძოდ კი 22 აპრილს კონკურენციის საკითებში ევროკომისარმა, მარგარეტ ვესტაგერმა შედეგები გამოაცხადა და "გაზპრომი" ხუთ ევროპულ ქვეყანაში - ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და ბულგარეთი - ჩადენილ დარღვევებში ამხილა. ამათგან, ბულგარეთი და ჩეხეთი, უკრაინაში მიმდინარე კრიზისისას, მხარში ედგნენ უკრაინელებს და ამის გამო, რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ აირში იხდნენ უფრო ძვირს, ვიდრე კრემლისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილი სლოვაკეთი და უნგრეთი. აშკარაა, გაზის ფასი პუტინისთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია. ევროკავშირის წევრთა შორის, იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელიც "გაზპრომთან" კონტრაკტების შეწყვეტას ლობირებდა, თუმცა რუსული კომპანია ამას წინ აღუდგა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ევროპაში ცოტაა იმათი რიცხვი, ვისაც რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებისა და შედეგიანი დისკუსიის ჯერა. ერთი სიტყვით, გუგლის დაჯარიმებიდან ერთი კვირის თავზე, კომისარმა "გაზპრომის" წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გამოაცხადა. "გაზპრომს" ოფიციალური პასუხისთვის 12 კვირა აქვს, თუმცა, არაოფიციალურად, მათ უკვე გამოხატეს პოზიცია და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის იურისდიქციასა და კომპეტენციაში არ შედის, რაც სი სინამდვილეს არ შეესაბამება.

რას ნიშნავს ყოველივე ეს? ამ პრობლემის მოგვარებისას, ევროკავშირი დაბალ ტემპში და მძიმედ მოქმედებს, რადგან რუსეთი და მისი "გაზპრომი" საკმაოდ ეფექტურად იყენებენ ბუნებრივ აირზე მოთხოვნასა და ფასების მათეულ პოლიტიკას. თუმცა ევროკავშირი ერთი სამართლებრივი ინდივიდია და "გაზპრომთან " შეთანხმებაში, სულაც არაა ცალკეული ნაციონალურ ჩვევებზე დამოკიდებული. ცნობილია, რომ "გაზპრომი" ევროკავშირის მეოთხედს ამარაგებს ბუნებრივი აირით, მაგრამ ახლა, როდესაც ამერიკა გაზს დიდი რაოდენობით აწარმოებს ხოლო თხევადი გაზით დატვირთული ტანკერებისა და ტერმინალების რაოდენობა მზარდია, გაზის ფასი დაბალია და ასეც დარჩება. მთავარია ევროკავშირმა საერთო ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშაოს, რის საფუძველზეც, თავად გადაწყვეტს აირის შესყიდვისა და კონტინენტზე გადაადგილების მიმართულებებს და არ აჰყვება "გაზპრომის" მიერ თავსმოხვეულ პირობებს. საბოლოოდ, რუსეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული ევროპაზე, როგორც მომხმარებელზე, ვიდრე ევროპა რუსეთზე, როგორც მომწოდებელზე. შესაძლოა, დღეს ევროკავშირი პოლიტიკურად არც ისე ძლიერია, მაგრამ კანონის უზენაესობას მტკიცედ იცავს.

საბჭოთა კავშირი სრულიად მოწყვეტილი გახლდათ მსოფლიო ეკონომიკას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მისი აღსასრული გამოიწვია, სწორედ ეს გახლდათ. თანამედროვე რუსეთი, თავისი ენერგომატარებლებით, ტურიზმით, საბანკო თუ სხვა და სხვა სახის, დიდი და პატარა სისტემებით, მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. ეს კავშირი კი აუცილებელს ხდის რუსეთის მხრიდან საყოველთაოდ აღიარებული წესების მიხედვით თამაშს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. მაგრამ ეს კავშირები და სიმდიდრე, რომლითაც რუსეთი სარგებლობს, მოქმედებათა იმ სტანდარტების საფუძველზე, რომლითაც ის ოპერირებს, ასევე დაუცველია, რადგან რუსეთს არ აქვს არავითარი გარანტია, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტები მის მიმართაც არ იქნება გამოყენებული. მოხდება, სულ უფრო მეტი კავშირის რევიზია, რითაც რუსეთს მიეცება სტიმული, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობის პასუხისმგებლიან წევრად იქცეს. უკიდურეს შემთხვევაშ კი, ითამაშოს იმ წესებით რომელთაგანაც ესოდენ ისარგებლა.


მარკ მალენი
მკითხველის კომენტარი (9)
nini
22 ივლისი 2015 01:02
პუტინი ამ სურათში ბრეივიკს გავს!
vaja17
21 ივლისი 2015 12:54
გიგას და გავაზელს!

1. განმარტეთ, რატომ იყო აშშ-ში ე.წ. "სლანცევი გაზის" ბუმი და რატომ ჩაუფლავდათ ეს პროგრამა?
2. თავისი გაზის გასასაღებლად თურქმენეთი რუსეთის გაზის ტრანპორტირების მაგისტრალების გარეშე რო ნოლია, ეს არ გინდათ გესმოდეთ!
3. ჩინეთისთვის რუსული გაზის ფასი შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ ჯერ ერთი გაზის მაგისტრალების შენების დაფინანსებაში მონაწილეობს, მეორეც, ჩინეთი პერსპექტივაში შეისყიდის გაცილებით მეტი მოცულობისას, ვიდრე ევროპა!

"ექსპერტი" ხრენოვ!
კობა
20 ივლისი 2015 07:42
ბიძია ვოვა

სულ მალე მოვა!
giga
19 ივლისი 2015 22:27
gavazeli-ს,
აშშ-ს მართლაც აქვს იაფი და ბევრი გაზი. როდესაც რუსეთმა დაიმუქრა, რომ ევროპა შეიძლება გაზის გარეშე დარჩეს (მითუმეტეს ზამთარში), აშშ-ს მთავრობამ და კომანიებმა განაცხადეს მზადყოფნა იგივე რაოდენობის გაზი შეიტანონ დასავლეთ ევროპის ბაზარზე. ფასს კი ბაზარი დაადევს, რომლისთვისაც არა გაზის წარმოშობას არამედ რაოდენობას და მოთხოვნილებას აქვს მნიშვნელობა.
მონა-რუსეთუმეებს კი არც არაფერი აჭამეს ტყუილების და დაპირებების (ნათელი მომავალის) გარდა. მონას თუ ერთი ნაჭერი პურის მაგივრად ორს შეპირდები - თავისუფლებაზე უარს იტყვის! იმიტომ რომ მას იმის არ სჯერა, რომ თავისუფლებით მეტს მოიგებს როგორც მორალურად ისე მატერიალურად. სტოკჰოლმის სინდრომის მაგვარია რაღაცა, როგორც ჩანს. ვისაც რუსეთში უნდა - გზა დავულოცოთ, გავაცილოთ (მისამართი რომ არ შეეშალოს, სხვაგან არ მოხვდეს მაგალითად ევროპაში ან სხვა განვითარებულ ადგილას)და ... გამოჯამრთელება ვუსურვოთ მთელი გულით!
gavazeli
18 ივლისი 2015 10:22
ვაჟა ხარ თუ ვანია, გაჩუმდი რა. ვითომ ვერ ხვდები, ამერიკული გაზი რომ არ უგულისხმია იაფ გაზში ავტორს. ძაან ეთაყვანები რუსეთსა და ვოლოდია პუწინს, რა გაჭამეს ნეტა ასეთი?
maia
18 ივლისი 2015 09:32
რუსეთი დიდია და მისი პრეზიდენტი თავისი ხალხის ინტერესებს არ გადაუხვევს და საქართველოსავით არ შეყრის თავის ტერიტორიაზე ამერიკელ ბანდიტებს რომლებიც თავს ბიზნესმენებად ასაღებენ ან დიპლომატებად საღდებიან და სომეხი ღარიბოვ-ღარიბაშვილი და კრეტინი მარგველაშვილი უსუფოვთან ერთად ხელს ითბობენ ამ სიტუაციით აღდგება ერი ქართველი და მოუწევთ ამ ბანდიტებს სომხეთში წასვლა თუ არ გააფრთხობინა მანამდე ღმერთმა სული
giga
18 ივლისი 2015 08:56
ახალი არაფერი უთქვამს.
მაგრამ მაინც სასარგებლო იყო ზოგიერთვისთვის, როგორც ჩანს.
vaja17, რუსეთს არც ისე ბევრი იაფი(!) გაზი აქვს. რუსეთის სახელით გასაღებული გაზის დიდი ნაწილი თურქმენულია. ჩრდილოეთში მოპოვებული კი შედარებით ძვირია. დაგუგლე და უფრო დაწვრილებით ნახე ციფრები, სანამ მენახირეებს უწოდებ იმათ ვინც ინტერესით წაიკითხა. შენც ხომ წაიკითხე?:)
2006-ში პუტინმა თქვა, რომ ენერგომატარებლები ჩვენი იარაღიაო. ჰო და მაშინ გადაწყვიტეს ევროპელებმა გაზპრომის ჩანაცვლება/ჩაცოცება. ამაზე აშშ დიდი ხანია რაც ეუბნებოდნენ ევრპელებს, მაგრამ როდესაც პუტინმა თვიტონ თქვა, და თანაც მიუნხენში კონფერენციაზე... წითელი ნათურა ჩაირთო ბრიუსელში.
ვისაც გაზპრომის აქციები გაქვთ - გაყიდეთ!:)
ჩინელებს რომ მოუწერეს რუსებმა კონტრაქტი 20 წლით გაზის მიწოდებაზე ფასი კუბური მეტრის ხომ არ იცით ვინმემ? რამდენადაც ვიცი, ფასი გასაიდუმლოებულია. მაგრამ იმდენად დაბალი უნდა იყოს, რომ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ამ პროექტში იმუშავებენ, ბეგარის გადახდა არ მოუწევთ რუსეთის ბიუჯეტში! რატომ? იმიტომ რომ თვითღირებულებაა გაზის დიდი და მოგება (თუ არის საერთოდ) მინიმალური. ტოლიტიკას რომ უნდა რუსეთში ეკონომიკის მოტყუება იმიტომ ვერ დაადგეს თავი ქვეყანას თითქმის უსაზღვრო ბუნებრივი რესურსით.

მახო
17 ივლისი 2015 19:18
მალე მთელი მსოფლიო დადგება ერთად და ამ ბესპრედელ რუსეთს ასწავლის ჭკუას.ჩვენ მთავარია ჩვენი ქვეყანა გვიყვარდეს და ჩვენი შრომით ავაშენოთ.სხვისი არაფერი არც უნდა გინდოდეს და არც შეგშურდეს
vaja17
17 ივლისი 2015 13:23
"როდესაც ამერიკა გაზს დიდი რაოდენობით აწარმოებს ხოლო თხევადი გაზით დატვირთული ტანკერებისა და ტერმინალების რაოდენობა მზარდია, გაზის ფასი დაბალია და ასეც დარჩება"...

არ ვიცოდი, თუ ამერიკაში მოპოვებული, თხევად მდგომარეობაში გადაყვანილი, ტანკერებზე ჩატვირთული და ევროპაში ჩამოტანილი გაზი ევროპელებისათვის უფრო იაფი იყო, ვიდრე პირდაპირ მილებით მიწოდებული რუსული გაზი!
ამ კაცის ყოველი სტატია მენახირეზეა გათვლილი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები