პოლიტიკა, აგრესია და მოსმენის კულტურა - კვირის პალიტრა

პოლიტიკა, აგრესია და მოსმენის კულტურა

იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს, საკმაოდ დიდია. უცნაური კი ის გახლავთ, რომ ქართული მედია დიამეტრალურად განსხვავებულ სურათს ხატავს. ის ასახავს ორ ჯგუფს: მმართველი გუნდის მხარდამჭერებსა და წინა ხელისუფლების მომხრეებს. მედია საშუალებებში დომინირებენ ეს ჯგუფები, ხოლო სხვა დანარჩენი ე. წ. "შუაშისტებად" მიიჩნევიან.

რატომ?

მსოფლიო რთულია, თუმცა მისი ცალკეული სეგმენტები ბევრად მარტივია, ვიდრე ქართული პოლიტიკა. სირთულეთა წინაშე აღმოჩენისას, ზოგ ადამიანს ახასიათებს ტენდენცია, რომ ყველაფერი დაჰყოს ორ მხარედ. ჩვენ შევეჩვიეთ ამ ორი მხარის არსებობას. არა ერთ თამაშს აქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე. თუ ორი განსხვავებული ჯგუფი არსებობს, ყოველთვის მოიძებნება გარკვეული რაოდენობა წევრებისა, რომლესაც ექნება მცდელობა გუნდის ოპოზიციაში გადაყვანისა. ეს ბიძგი დაკავშირებულია კონტროლთან და ეს შეიძლება იყოს ე. წ. ბურთის კონტროლი; ტერიტორიისა, ან სიმდიდრესა და ძალაუფლებასთან დაკავშირებული კონტროლი. რაც უფრო დიდია ერთი მხარის ზეწოლა მოწინააღმდეგეზე, მით მეტია უკურეაქცია, რომელსაც საპასუხოდ იღებენ.

ასეთი შემთხვევები საბჭოეთშიც იყო - არსებობდა ერთი პარტია, ერთი სახელმწიფო და ის, ვინც არ ეთანხმებოდა ამ მოცემულობას, იყო დისიდენტი, რაც მის სისტემიდან გარიყვას ნიშნავდა. პოსტსაბჭოთა ქვეყანათა უმეტესობას, რომელთაც დემოკრატიის გზა აირჩიეს, პლურალიზმის დამკვიდრებისას დიდი დაბრკოლებები შეხვდათ. ის, ვინც უკმაყოფილოა თუნდაც ნაწილით, მიმდინარე მოვლენებისა, მთავრობის მიერ შერაცხულია დისიდენტად. და ყველაფერი რასაც ისინი განაცხადებენ, მიჩნეულია ოპოზიციისადმი ბრმა ერთგულების გამოხატულებად. ამასობაში კი ისინი, ვინც გულწრფელად და ფართოდ გულშემატკივრობს ოპოზიციას, არ აღიარებენ მათ არც ერთ ხარვეზს, გაურბიან წარსულ მოვლენებს და, რაც მთავარია,  იმ წარმატებული ნაბიჯების იგნორირებას ახდენენ, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ გადადგა. ეს, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდისადმი წინასაწარვე შემუშავებული ნეგატიური დამოკიდებულების დასტურია.

თუ რომელიმე გუნდი, მოსახლეობასთან კონტაქტისას, თავისი ხედვის გასაგებად გადმოცემაში სირთულეებს აწყდება, იბნევა, ეს ყოველივე საფრთხედ აღიქმება. ამას კი მოქმედებაში მოჰყავს მათი ბუნებრივი მისწრაფება, რომ დაადანაშაულონ სხვა და ეს გაქცევაა - მარტივი გზა, რომლესაც ყოველთვის ეყოლება მიმდევარი. მაგრამ, როგორც წესი, ეს კატეგორია მალევე გადის სცენიდან - მაშინვე, როგორც კი საქმეში ტელეკამერები ერთვება. თუმცა ისინი, ვინც დაბრალებითა და თითის გაშვერითაა დაკავებული, და ზოგჯერ აგრესიის უკიდურესი ფორმებითაც ოპერირებენ, პოლიტიკური სივრცის ძირითად ნაწილს მაინც აკონტროლებენ. ხოლო მას, ვინც ლაპარაკობს მშვიდად, არ ადანაშაულებს სხვას, წარმოადგენს პრობლემათა გადაწყვეტილებებს და პრაქტიკული გახლავთ იმაში, რასაც ამბობს, სივრცის უმცირესი ნაწილიღა რჩება.

ტელევიზიებისათვის და რადიოსადგურებისთვის აპრობირებული მეთოდია: როდესაც ეთერში ერთმანეთთან რადიკარულად დაპირისპირებული ინდივიდები მონაწილეობენ, უყვირიან ერთმანეთს და ბრალს დებენ, პროდუსერი ბევრ სარგებელს ნახულობს:

1. ეს ძალიან იაფია - თითქმის არაფერი ღირს.

2. ეს ახდენს დემოკრატიის დემონსტრირებას, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიცია საჯაროდ გამოეხატა. და აქ არ არის მნიშვნელოვანი, რომ რეალურად არსებობს ორზე მეტი შეხედულება და ხშირად უკეთესი და უფრო ინფორმირებული. და მხარეებიც არ არიან ერთმანეთთან ასე დაპირისპირებულნი.

3. ეს არ მოითხოვს არავითარ კვლევას - დებატების დღეს, როდესაც ხელისუფლების და ოპოზიცის წარმომადგენლები ერთმანეთს უყვირიან, არ არის მნიშვნელოვანი ესმით თუ არა მათ საკითხის მთელი სიღრმე.

4. ეს იძლევა შესაძლებლობას, ტელეეთერში ძველი სახეების შენარჩუნებისა და სულაც არაა მნიშვნელოვანი, რომ არსებობენ ახალი სახეებიც - ახალი იდეებითა და მიდგომებით - ამას არავინ იკვლევს.

სხვა გარემოში, მედია საკითხში უფრო ღრმად გარკვევას ეცდებოდა და სხვა და სხვა შეხედულებათა შესწავლით, პრობლემათა გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებასა და მათ შესაძლო შედეგების განსაზღვრას მიჰყოფდა ხელს, მაგრამ ეს ბევრად რთული სამუშაოს ჩატარებას მოითხოვს და გაცილებით მეტ განათლებას, ვიდრე ზოგიერთ ჟურნალისტსა თუ პროდიუსერს აქვს.

მაშ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ?

პირველი, რაც ჟურნალისტებს მოეთხოვებათ, ეს დამოუკიდბელი ექსპერტის პოვნაა. ყველა ის ექსპერტი, ვინც დღეს ტელევიზიით საუბრობს (და, როგორც წესი, ეს ერთი და იგივე ადამიანები არიან), პოლიტიკურ კავშირებში გახლავან და ახალს ვერაფერს გვთავაზობენ. დღეს ჟურნალისტისთვის ამ ექსპერტების კვალიფიკაციას მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ამოსავალი წერტილია ის, რომ ისინი იცნობენ მათ და შეუძლიათ მარტივად დაუკავშირდნენ.

კონკრეტული საკითხი გაინტერესებთ? მაშ მოძებნეთ ადამიანი, ვინც ერკვევა და ვისთვისაც, ასევე, საკითხში ჩახედული ახალი სახეებია ცნობილი, რომლებსაც ასევე გაესაუბრებით და რომლებიც არ გახლავან ერთგვარად პარტიზანულები.

ჩაატარეთ კვლევა, შეისწავლეთ მაქსიმალურად მეტი იმისგან, რაც ამაზე მანამდე დაწერილა ან ამ მიმართუებით გაკეთებულა სხვა ქვეყნებში, დაადგინეთ პროფესიონალები, ვინც ზედმიწევნით ერკვევა ამ საკითებში.

ფოკუსირება მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე და არა თავად პრობლემაზე, რაც არ ნიშნავს მის გაგებაზე უარის თქმას - შეხედეთ პრობლემას გადაწყვეტის ჭრილში და ნუ ეძებთ გამომწვევ მიზეზსა თუ დამნაშავეს.

მოუსმინეთ თავაზიან ხალხს და ისეთ ადამიანებს, ვინც ცალსახად არ აფიქსირებს თუ ვისი მხარდამჭერია.

ზოგადად, ადამიანს მეტის სწავლა შეუძლია კითხვისას, ვიდრე მოსმენისას, ისევე, როგორც უფრო მეტს გაიგებს მოსმენით, ვიდრე ყურებით. ფოკუსირება უნდა ხდებოდეს ადგილობრივ პრობლემატიკაზე, რაც თემაზე პირდაპირი გავლენის მატარებელია, ნაცვლად გლობალური, აბსტრაქტული ფაქტორებისა, რომელთაც, რეალურად, ნაკლები გავლენა და მნიშვნელობა აქვთ.

იხ. სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია : "Politics, aggression, and listening"

მარკ მალენი