რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს...
რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს...
დამოუკიდებლობა, ინსტიტუტები და კორუფცია

საქართველოს ძლიერ ინსტუტუტებთან თანამშრმლობის პატარა გამოცდილება აქვს. შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ისტორიული ასპექტი, მას ხელს უშლიდა ასეთი ტიპის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ეს მაშინაც კი, როდესაც ილია ჭავჭავაძე, და სხვა თერგდალეულები, უდიდესი ძალისხმევას ახმარდნენ ამას.

ადამიანები ისე საუბრობენ საქართველოს არჩევანზე - რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს. მაშ, კარგით - აქ ვართ და იმის არჩევაც შეგვიძლია, თუ ვის ვუგულშემატკივრობთ, მაგრამ ეს არჩევანი არ ასახავს
რეალურ სურათს.


პროფესორი ალექსანდრე რონდელი არა ერთხელ შეეხეო ამ საკითხს. განსაკუთრებულად კი თავის წიგნში "მცირე სახელმწიფო საერთაშორისო სისტემაში". ესაა წიგნი იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია პატარა დამოუკიდებელ ქვეყანას საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციისგან სარგებლის ნახვა, ნაცვლად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კოლონიურ ალიანსში იპოვნოს. დიდ სახელმწიფოებს, განსხვავებით პატარა
სახელმწიფოებისგან, აქვთ საფრთხეებზე ზემოქმედების ფართო შესაძლებლობები, რომელთა მოპოვების შანსი პატარა სახელმწიფოებს მხოლოდ საერთაშორისო სისტემებში ინტეგრაციის პირობებში აქვთ, ვიდრე წევრობისას იმ ალიანსისა, რომელიც მიმდინარეა და დროებითი ინტერესებით ოპერირებს.

საქართველოს დასავლეთთან და ევროპასთან ინტეგრაციაზე მსჯელობისას, ხშირად კითხულობენ: "რა გაუკეთებიათ მათ ჩვენთვის?" "რა ქნეს 2008 წელს?" "რას აკეთებენ ახლა?" ის, ვინც ამ ტიპის შეკითხვებს სვამს, დასავლეთს უყურებს, როგორც იმპერიულ ძალას, რომელმაც შენი სწორი განცხადებისა ან ქმედების გამო უნდა შეგაქოს. ეს ასე არ მუშაობს. სინამდვილეში ეს არის თანასწორუფლებიანთა საზოგადოება, სადაც მოქმედი, ინსტიტუციური წესები თანაბრად ვრცელდება ყველაზე. ძირითადად, ინსტიტუტთა ორი ტიპი გვხვდება: ის, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტია და ის, რომელიც არის ინსტიტუტი რომელსაც სახელმწიფო არეგულირებს. ასეთთა შორის, დღესდღეობით, ყველაზე განვითარებული ევროკავშირია - მთელი თავისი პრეოკუპაციული მიკროწესებით. მთავრობები მოდიან და მიდიან, მაგრამ ინსტიტუტები რჩება და სახელმწიფო ხელმძღვანელობა, ამ სისტემაში, მხოლოდ შემოფარგლულ ტერიტორიაზე მოქმედებს, ან ოპერირებს.

დასავლეთი, კონკრეტულად კი ევროკავიშირი, იმპერიულ ძალას არ წარმოადგენს - ის, დანამდვილებით, ერთ კონკრეტულ პირთანაც კი არ ასოცირდება. რეალურად, ეს არის ინსტიტუტების კოლექცია, რომელთაც სხვა ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პოტენციალი გააჩნიათ და ის სისხლხორცეულად აქვთ გამჯდარი. და "პრობლემაც" ესაა - ხალხი იმედგაცრუებულია, მათ შორის თავად ევროპელებიც, იმით, რომ მას არ შეუძლია უფრო მეტი; რომ მას არ შეუიძლია იმოქმედოს, როგორც სახელმწიფოს, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო - ეს მხოლოდ ინსტიტუტების კოლექციაა. ეს მისი ყველაზე დიდი სისუტსტეა, და ამავე დროს, მისი სიძლიერეც. საქართველოს ძლიერ ინსტუტუტებთან თანამშრმლობის პატარა გამოცდილება აქვს. შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ისტორიული ასპექტი, მას ხელს უშლიდა ასეთი ტიპის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ეს მაშინაც კი, როდესაც ილია ჭავჭავაძე, და სხვა თერგდალეულები, უდიდესი ძალისხმევას ახმარდნენ ამას. მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ლიდერში, რომელიც პოსტსაპჭოთა საქართველოს მართავდა, ჩანდა ის დაძაბულობა და სირთულე, რომელთაც ისინი ასეთი ინსტიტუტების მშენებლობისას აწყდებოდნენ. მაგრამ ამ სამუშაოთა წარმოების გარეშე, რაც თავისთავად, რთული და ხანგრძლივი პროცესია, დასავლეთთან ინტეგრაცია შეუძლებელია - ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

რუსეთი სრულიად განსხვავებული სისტემაა - ეს არის სამეფო, სადაც ერთი კაცი მართავს ყველაფერს. იყო დრო, როდესაც რუსეთში წარმოიქმნა ასეთი ინსტიტუტების ჩანასახები, მაგრამ მათ ვერ გაუძლეს დროის გამოცდას, რომელიც სასტიკ პოლიტიკურ კლანურობასა და კორუფციაში გამოიხატებოდა. რეალურად რუსეთი, და მის გარდა, სხვა ანტიინსტიტუტური სახელმწიფოები, ჰქმნიან ილუზიას, რომ მათ ინსტიტუტები აქვთ, რათა მიბაძონ ნამდვილ დასავლურ ინსტიტუტებს, მაგრამ არავის სჯერა, რომ ისინი ნამდვილია. ისინი, უბრალოდ, გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ მათი სისტემა არ არის პერსონალურ ახირებებზე დამოკიდებული, რაც სინამდვილეს სრულიად არ შეესაბამება. და ამის მაგალითი ევრაზული კავშირია. ის არ არის კავშირი - ის, უბრალოდ, შუამავალის სიმბოლოა. რატომღაც, მასში გაწევრება ნაკლებად უხერხულია, ვიდრე მარტივად განცხადება, რომ "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც რუსეთი იტყვის და იმედი გვექნება საუკეთესოსი". მას არ აქვს მოკლევადიანი ან გრძელვადანი სარგებლები - რადგან მას არ აქვს ინსტიტუციური უზრუნველყოფის შესაძლებლობა - ის არ არის ინსტიტუტი.

საქართველოს რეალური არჩევანი ასეთია: ინსტიტუტების შენება, რაც ნიშნავს სამართლიან არჩევნებს, ადმინისტრაციას და თავისუფალ ბაზარს ან/და მეორე მხრივ, ზუსტი არჩევანის გაკეთება - მართლმსაჯულება თუ კორუფცია და ავრორიტარიზმი. უკრაინული "მაიდანი" არ იყო მიმართული უკრაინის ევროკავშირში გაერთიანებისკენ - ის იანუკოვიჩის კორუფციულ რეჟიმს ებრძოდა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პუტინი და იანუკოვიჩი ერთი "ცომიდან მოზელილან", თუმცა პუტინს აწყობდა იანუკოვიჩის ტიპის ინდივიდის კიევის ხელისუფლებაში ყოფნა - ის იყო კორუფციული და სრულიად შეესატყვისებოდა რუსეთის მიმდინარე ამოცანებს.

ევროკავშირის მცდელობა არასოდეს იქნება საქართველოს სტიმულირება, ისევე როგორც რომელიმე ფაშას ან, თუნდაც, პუტინს, თეორიულად, შეეძლო. ევროკავშირის მიზანია, საქართველოს ინსტიტუტების იმ დონემდე გაძლიერება, რომ მათ შეძლონ იპარტნიორონ ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. და ეს უპირატესობაა, რომლითაც საქართველო ისარგებლებს სხვათა სურვილისგან დამოუკიდებლად და ეს, განსხვავებით ფაშას მიერ მოძღვნილ საჩუქრებისგან ჩამორთმევას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომაა, რომ დამოუკიდებლობა და ძლიერი ინსტიტუტები ერთმანეთან ასე მჭიდროდ არიან დაკავშირებული. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ითამაშებს ხანგრძლივ თამაშს და ააშენებს საკუთარ ინსტიტუტებს.

მარკ მალენი



AKA
29 სექტემბერი 2015 14:25

ეჰ, პრორუსულო და რუსეთუმე ქართველებო, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულო მამაკაცებო...

თურმე რა ქლიავები ი ყოფიხართ .რუსი დედაკაცის ერთმა ადგილმა, ასე როგორ დაგაბრმავათ , რომ მტერ მოყვარეს ვეღარ არჩევთ?! . მე უფრო ასაკს ვაბრალებ. უკვე გადალახეთ მოუსვლელის ბარიერი. ცუდად არის თვენი საქმე... რუსებს ძალიან გაუთამამებიხართ, რამაც სიბერის ჟამს ამოგიხეთქათ...
სკლეროზიან დედალ კაცებსს მაგონებ, მტერთან ბრძოლას, რომ გაურბიან... ეკლესიაში ილოცეთ, იქნებ ღმერთმა ჭკუა და საღი აზროვნება დაგიბრუნოთ. თქვენიენი საქმე რუსულ ტრ...ენ არის წასული.
კომენტარებიდან კარგად ჩანს: ,,კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“. რამეს შეგახსენებთ:
სატანა კომუნისტური რუსეთის( სსრკ-ს) კანონ მემკვიდრეა თქვენთვის საყვარელი რუსეთის იმპერია. 20-იან წლებში, რუსი და ქართველი კომუნისტები ( ჭეშმარიტი სატანისტები) ეკლესიებს ანგრევდნენ, მღვდლებს კი მახლობელ ხეებზე ჰკიდებდნენ (ახრჩობდნენ).
ქეიფის მოყვარულ პაპასა და მამას ( თქვენი სახით) ასაკთან ერთად ტვინები ულაყდებათ. გისურვებ გადასახლდეთ შორს. თქვენთვის საოცნებო რუსეთში იქნებ გიმკურნალონ; სმენა, მხედველობა, მეხსიერება და კაცობა დაგიბრუნონ, რაც საეჭვოა..
1991-92 და 2008 წლების სისხლიანი ომების მომსწრე ყველა ქართველი, ვინც რუსეთისკენ იყურება, ქვეყნის ამომგდები მტერია, სისხლიანი პუტინისა და რუსული საოკუპაციო ჯარისავით ...საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც აღიარა მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ გარა თქვენი საოცნებო პუტინ-რუსეთისა.
..საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ქართველები ცივილიზებულ სამყაროს კულტურულ სივრცეს უკვე დაუბრუნდნენ, ბოლო 25 წელია, უშუალოდ ეკონტაქტებიან ევროპულ და არა მარტო ევროპულ კულტურას. რუსული ენა ჩაანაცვლა ინგლისურმა და სხვა ენებმა, საქართველოს მიმართ, რუსული ვ ე რ ა გ უ ლ ი პოლიტიკის გამო.
. საზღვარგარეთ გასული თავისუფლებაში აღზრილი ახალგაზრდა ქართველები მუშაობენ ,სწავლობენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებში. თანამედროვე ახალგაზრდობამ, ბევრ, ქეიფის და ქალების მოყვარულ პაპასა და მამას გაუსწრო ინტელექტითა და შრომისმოყვარეობით და ქალისადმი პატივისცემით.

მე მეამაყება საქართველოს მომავალი მშენებლების- ახალგაზრდა ქართველების ყოფა ცხოვრების ხილვა...
სდწორედ ეს ახალგაზრდობა გადაარჩენს დამოუკიდებელ საქართველოს.
gg
29 სექტემბერი 2015 12:54
ვაჟა17-თან საკამათოდ ამხელა დროის დათმობა არ ღირს უმჯობესია ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ.

ალექს
16 აგვისტო 2015 06:53
მსოფლიო იცნობს პოტენციალურად აქტიური დაპირისპირების არეალის საერთო კოლექტიური უსაფრთხოების და ეკონომიკური სარგებლობის ზონად გრდაქმნის პრეცენდენტებს,ასეთი მაგალითებია სინგაპური,ჰონგკონგი,სუეცის და პანამის არხები.
კავკასიის ლენდბრიჯის ასეთ არეალად გარდაქმნის პერსპექტივა აჯობებს,ვიდრე მისი ავღანეთისავით საომარ პოლიგონად ქცევა.
საკითხის ასე დაყენება განიხილება,მაგრამ არააქტიურად,ასეთი პროცესის განვითარებას ბიძგს მისცემდა რეგიონის დემოკრატიზაცია,გადახვევა კორუფციულ დიქტატორული მოდელისგან,ასეთი სცენარი გააადვილებს დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოებას.
ეს არ იქნება 100 %-აიანი გარანტია,მაგრამ თუ მაგალითად სუეცის არხის გარშემო განვლილ და მიმდინარე ისტორიულ მოვლენებს გადავხედავთ,აშკარად დავინახავთ,რომ თანამშრომლობას ცივილურ, თანაბარ პარტნიორულ და ურთიერთგაგების გარემოში სახელმწიფოებისა და ხალხებისათვის ,მიუხედავად მათი იდეოლოგიურ პოლიტიკური და რელიგიური განსხვავბებისა, ეკონომიკის განვითარების დონისა, მეტი დადებითი მოაქვს ვიდრე სამხედრო დაპირისპირებას ,ან ცივ ომს და ატომურ შეკავებას.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები