რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს...
08-08-2015
რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს...
დამოუკიდებლობა, ინსტიტუტები და კორუფცია

საქართველოს ძლიერ ინსტუტუტებთან თანამშრმლობის პატარა გამოცდილება აქვს. შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ისტორიული ასპექტი, მას ხელს უშლიდა ასეთი ტიპის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ეს მაშინაც კი, როდესაც ილია ჭავჭავაძე, და სხვა თერგდალეულები, უდიდესი ძალისხმევას ახმარდნენ ამას.

ადამიანები ისე საუბრობენ საქართველოს არჩევანზე - რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს. მაშ, კარგით - აქ ვართ და იმის არჩევაც შეგვიძლია, თუ ვის ვუგულშემატკივრობთ, მაგრამ ეს არჩევანი არ ასახავს
რეალურ სურათს.


პროფესორი ალექსანდრე რონდელი არა ერთხელ შეეხეო ამ საკითხს. განსაკუთრებულად კი თავის წიგნში "მცირე სახელმწიფო საერთაშორისო სისტემაში". ესაა წიგნი იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია პატარა დამოუკიდებელ ქვეყანას საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციისგან სარგებლის ნახვა, ნაცვლად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კოლონიურ ალიანსში იპოვნოს. დიდ სახელმწიფოებს, განსხვავებით პატარა
სახელმწიფოებისგან, აქვთ საფრთხეებზე ზემოქმედების ფართო შესაძლებლობები, რომელთა მოპოვების შანსი პატარა სახელმწიფოებს მხოლოდ საერთაშორისო სისტემებში ინტეგრაციის პირობებში აქვთ, ვიდრე წევრობისას იმ ალიანსისა, რომელიც მიმდინარეა და დროებითი ინტერესებით ოპერირებს.

საქართველოს დასავლეთთან და ევროპასთან ინტეგრაციაზე მსჯელობისას, ხშირად კითხულობენ: "რა გაუკეთებიათ მათ ჩვენთვის?" "რა ქნეს 2008 წელს?" "რას აკეთებენ ახლა?" ის, ვინც ამ ტიპის შეკითხვებს სვამს, დასავლეთს უყურებს, როგორც იმპერიულ ძალას, რომელმაც შენი სწორი განცხადებისა ან ქმედების გამო უნდა შეგაქოს. ეს ასე არ მუშაობს. სინამდვილეში ეს არის თანასწორუფლებიანთა საზოგადოება, სადაც მოქმედი, ინსტიტუციური წესები თანაბრად ვრცელდება ყველაზე. ძირითადად, ინსტიტუტთა ორი ტიპი გვხვდება: ის, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტია და ის, რომელიც არის ინსტიტუტი რომელსაც სახელმწიფო არეგულირებს. ასეთთა შორის, დღესდღეობით, ყველაზე განვითარებული ევროკავშირია - მთელი თავისი პრეოკუპაციული მიკროწესებით. მთავრობები მოდიან და მიდიან, მაგრამ ინსტიტუტები რჩება და სახელმწიფო ხელმძღვანელობა, ამ სისტემაში, მხოლოდ შემოფარგლულ ტერიტორიაზე მოქმედებს, ან ოპერირებს.

დასავლეთი, კონკრეტულად კი ევროკავიშირი, იმპერიულ ძალას არ წარმოადგენს - ის, დანამდვილებით, ერთ კონკრეტულ პირთანაც კი არ ასოცირდება. რეალურად, ეს არის ინსტიტუტების კოლექცია, რომელთაც სხვა ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პოტენციალი გააჩნიათ და ის სისხლხორცეულად აქვთ გამჯდარი. და "პრობლემაც" ესაა - ხალხი იმედგაცრუებულია, მათ შორის თავად ევროპელებიც, იმით, რომ მას არ შეუძლია უფრო მეტი; რომ მას არ შეუიძლია იმოქმედოს, როგორც სახელმწიფოს, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო - ეს მხოლოდ ინსტიტუტების კოლექციაა. ეს მისი ყველაზე დიდი სისუტსტეა, და ამავე დროს, მისი სიძლიერეც. საქართველოს ძლიერ ინსტუტუტებთან თანამშრმლობის პატარა გამოცდილება აქვს. შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ისტორიული ასპექტი, მას ხელს უშლიდა ასეთი ტიპის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ეს მაშინაც კი, როდესაც ილია ჭავჭავაძე, და სხვა თერგდალეულები, უდიდესი ძალისხმევას ახმარდნენ ამას. მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ლიდერში, რომელიც პოსტსაპჭოთა საქართველოს მართავდა, ჩანდა ის დაძაბულობა და სირთულე, რომელთაც ისინი ასეთი ინსტიტუტების მშენებლობისას აწყდებოდნენ. მაგრამ ამ სამუშაოთა წარმოების გარეშე, რაც თავისთავად, რთული და ხანგრძლივი პროცესია, დასავლეთთან ინტეგრაცია შეუძლებელია - ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

რუსეთი სრულიად განსხვავებული სისტემაა - ეს არის სამეფო, სადაც ერთი კაცი მართავს ყველაფერს. იყო დრო, როდესაც რუსეთში წარმოიქმნა ასეთი ინსტიტუტების ჩანასახები, მაგრამ მათ ვერ გაუძლეს დროის გამოცდას, რომელიც სასტიკ პოლიტიკურ კლანურობასა და კორუფციაში გამოიხატებოდა. რეალურად რუსეთი, და მის გარდა, სხვა ანტიინსტიტუტური სახელმწიფოები, ჰქმნიან ილუზიას, რომ მათ ინსტიტუტები აქვთ, რათა მიბაძონ ნამდვილ დასავლურ ინსტიტუტებს, მაგრამ არავის სჯერა, რომ ისინი ნამდვილია. ისინი, უბრალოდ, გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ მათი სისტემა არ არის პერსონალურ ახირებებზე დამოკიდებული, რაც სინამდვილეს სრულიად არ შეესაბამება. და ამის მაგალითი ევრაზული კავშირია. ის არ არის კავშირი - ის, უბრალოდ, შუამავალის სიმბოლოა. რატომღაც, მასში გაწევრება ნაკლებად უხერხულია, ვიდრე მარტივად განცხადება, რომ "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც რუსეთი იტყვის და იმედი გვექნება საუკეთესოსი". მას არ აქვს მოკლევადიანი ან გრძელვადანი სარგებლები - რადგან მას არ აქვს ინსტიტუციური უზრუნველყოფის შესაძლებლობა - ის არ არის ინსტიტუტი.

საქართველოს რეალური არჩევანი ასეთია: ინსტიტუტების შენება, რაც ნიშნავს სამართლიან არჩევნებს, ადმინისტრაციას და თავისუფალ ბაზარს ან/და მეორე მხრივ, ზუსტი არჩევანის გაკეთება - მართლმსაჯულება თუ კორუფცია და ავრორიტარიზმი. უკრაინული "მაიდანი" არ იყო მიმართული უკრაინის ევროკავშირში გაერთიანებისკენ - ის იანუკოვიჩის კორუფციულ რეჟიმს ებრძოდა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პუტინი და იანუკოვიჩი ერთი "ცომიდან მოზელილან", თუმცა პუტინს აწყობდა იანუკოვიჩის ტიპის ინდივიდის კიევის ხელისუფლებაში ყოფნა - ის იყო კორუფციული და სრულიად შეესატყვისებოდა რუსეთის მიმდინარე ამოცანებს.

ევროკავშირის მცდელობა არასოდეს იქნება საქართველოს სტიმულირება, ისევე როგორც რომელიმე ფაშას ან, თუნდაც, პუტინს, თეორიულად, შეეძლო. ევროკავშირის მიზანია, საქართველოს ინსტიტუტების იმ დონემდე გაძლიერება, რომ მათ შეძლონ იპარტნიორონ ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. და ეს უპირატესობაა, რომლითაც საქართველო ისარგებლებს სხვათა სურვილისგან დამოუკიდებლად და ეს, განსხვავებით ფაშას მიერ მოძღვნილ საჩუქრებისგან ჩამორთმევას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომაა, რომ დამოუკიდებლობა და ძლიერი ინსტიტუტები ერთმანეთან ასე მჭიდროდ არიან დაკავშირებული. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ითამაშებს ხანგრძლივ თამაშს და ააშენებს საკუთარ ინსტიტუტებს.

მარკ მალენი




რედაქტორის რჩევით