Protohack - გზა, რომელიც ცხოვრების გამარტივებაში დაგვეხმარება და...
Protohack - გზა, რომელიც ცხოვრების გამარტივებაში დაგვეხმარება და...
გასულ კვირას, სან ფრანცისკოში წავედი, ე. წ. Hackathon-ზე - ჰაკერების შეკრებაზე, სახელად Protohack. ყოფილ საბჭოეთში, ხალხი ფიქრობდა, რომ ჰაკერობა უკავშირდებოდა კომპიუტერის გონივრულ მოხმარებას, ან მისი მეშვეობით, საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვას. სან ფრანცისკოში, და ზოგადად, ე. წ. დასავლეთის უმეტეს ნაწილში, ამ ტერმინს სხვა მნიშვნელობა აქვს - ის ნიშნავს ვინმეს, ვინც იყენებს კომპიუტერს, რათა რაიმე გაადვილოს, ან სწრაფად და კრეატიულად გააკეთოს.

Life Hack, ეს არის გზა, რომელიც ცხოვრების გამარტივებაში დაგვეხმარება, ან მოგვცემს
საშუალებას, რომ გავაკეთოთ რაღაც ახლებური გზით. ის, საერთოდ, არ არის დაკავშირებული კომპიუტერთან.

ტრადიციულად, როდესაც ადამიანებს, რაღაც დიდის გაკეთება სურთ, განსაკუთრებით კი ბიზნესის, ისინი რჩევას გარშემო მყოფთ ეკითხებიან. შესაძლოა, მათ ზოგიერთი მომსახურება უნდა შეიძინონ (ან სხვა სახის დახმარება), და შემდეგ, ეცადონ სესხის აღება. ის, ვინც მათ
სესხს აძლევს, საქმეში დომინირებს კიდეც.

ადრე, ბიზნესის დაწყება არ იყო ასე მარტივი, და რაც უფრო ველური და ინოვაციური იყო იგი, მით უფრო ძნელი იყო მისი მართვა. მაგრამ ახლა, აპლიკაციის ბაზარზე შესვლის ბარიერი იმდენად დაბალია, რომ ბევრი ახალი ბიზნესი, რომელსაც საერთოდ არ აქვს კავშირი აპლიკაციებთან, იწყებს აპლიკაციებით და სხვა ასპექტებზე მერე გადადის.

აპლიკაცის შექმნა იაფია. ზოგიერთნი (არც თუ ბევრნი), საგრძნობლად წარმატებულნი არიან და აკეთებენ მილიონებს. ასე რომ, ინვესტორისთვის, ისინი ადვილი დასაფინანსებელია, რადგან ღირს იაფი და არსებობს რაღაც დონის შანსი, რომ ის აღმოჩნდეს წარმატებული და დიდი ფული მოიტანოს.

ასე, რომ იცვლება არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ მისი დაწყების ხერხებიც. ადრე იდეის არსი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, უმნიშვნელო იყო, თუ რა მოჰქონდა მას - მისი დაწყება, თანაბრად რთული იყო. ხალხს აღელვებდა მათი იდეების მოპარვა. დღესდღეობით, აპლიკაციების ტექნოლგია გამოსაყენებლად იმდენად მარტივია (თუნდაც იმ ხალხისთვის, რომელიც ვერ ერკვევა მასში), რომ ადამიანები უფრო ფოკუსირებას ახდენენ არა იმაზე, თუ რამდენად უნიკალურია იდეა, არამედ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება განხორციელდეს იგი და მივიდეს ხალხამდე. ცვლილების ფაზა ისეთია, რომ, იმ დროისთვის, როდესაც იდეა რელიზებულია ხალხში, ინფორმაციის მიწოდების პროცესი და მომხმარებლის შეძენა, შესაძლოა, უკვე სხვაგვარი იყოს.

Protohack-ი შემდეგნაირად მუშაობს: ადამიანები რეგისტრირდებიან და ამაში 50 აშშ დოლარს იხდიან. მასპინძელი არამომგებიანი ორგანიზაციაა და, ნაწილობრივ, დამოკიდებულია სხვა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფით მოვაჭრეთა სპონსორებზე, მაგრამ მათ, მაინც აქვთ ხარჯი: ადგილში და საჭმელ-სასმელში (და არა მხოლოდ). და ეს თანხაც (50$) მას უკავშირდება. რეგისტრაციის საშუალება აქვს ნებისმიერს, ვისაც გააჩნია აპლიკაციასთან დაკავშირებული იდეა - იქნება ეს პროგრამისტი, ვებდიზაინერი, მარკეტინგთან ან გაყიდვებთან დაკავშირებული პირი, ან უბრალოდ ვინმე, ვისაც, უბრალოდ, ეს საქმე აინტერესებს.

ყოველ პარასკევს, ექვსიდან ცხრა საათამდე, არასავალდებულო ღონისძიება პიცისა და ლუდის თანხლებით ტარდება. ამ ღონისძიებაზე ხალხი ამყარებს ურტოერთობებს - აცნობს თავს ჯგუფის სხვა მონაწილეებს...  ყველაფერი 30 წამის განმავლობაში ხდება - წარმოადგენენ საკუთარ თავს,  იმას, თუ რა სურთ, რომ გააკეთონ; აქვთ თუ არა იდეა; თუ, უბრალოდ, ეძებენ გუნდს.

თუ მათ აქვთ იდეა, მაშინ აკონკრეტებენ - რა ტიპის ადამიანებს ეძებენ; ხოლო თუ კი მათ, უბრალოდ, სურთ, რომ იყვნენ გუნდში და იმუშაონ სხვის იდეაზე, ისინი აცხადებენ, თუ რისი შეთავაზება შეუძლიათ და, ორიოდ სიტყვით ჰყვებიან თავიანთი პროფესიული გამოცდილების შესახებ.

შაბათს, საღამოს ცხრა საათზე, დაახლოებით ასმა ადამიანმა მოიყარა თავი - სვამდნენ ყავას და საუბრობდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს, ინდივიდებმა ისაუბრეს საკუთარ თავზე, უნარებზე, რომელიც მათ აქვთ, ინტერესებზე და იდეები, რომელთა განხორციელებაც სურთ. შემდეგ ადამიანები ერთურთში აირივნენ და არაფორმალურად დაჯგუფდნენ. იდეალური ჯგუფი 3-5 კაცია, მაგრამ არის უფრო პატარა, 1-2 კაციანი ჯგუფები და, ამავდროულად, 6-7 კაციანიც. როდესაც ერთი იდეის მქონე ადამიანების რაოდენობა ცოტაა, ანუ ხალხი არ არის დაინტერესებული კონკრეტული ადამიანების წარმოდგენილი იდეებით, ისინი ერთიანდებიან სხვა ჯგუფში და იწყებენ მუშაობას სხვა იდეებზე, ან, სულაც, ინდივიდუალურად ქმნიან პროტოტიპს - სახეს. სახის შექმნის რამდენიმე ტრენინგი არსებობს, ისევე, როგროც იმ კრიტერიუმებისა, თუ როგორ ახდენს მის შეფასებას ორგანიზატორი. ამავე დროს, გვხვდებიან წარმატებული მეწარმენი, რომლებიც მენტორობას უწევენ ჯგუფებს და დღის განმავლობაში, თიოთოეულ ამ "კონგლომერატს" აქვს საშუალება, შეხვდეს მათ და საკუთარ საკითხსა თუ იდეაზე ათი წუთით ესაუბარონ.

საღამოს მომზადებული პროტოტიპის ოთხმოცდაათწამიანი პრეზენტაციის შესაძლებლობა ყველა გუნდს ეძლევა, ხოლო საუკეთესო ხუთეულს კი, ენიჭება ხუთწუთიანი წარდგინების შანსი და თანაც პანელთან. გამარჯვებულს არჩევნები ავლენს. მაგრამ, ჯილდოზე მნიშვნელოვანი, იმ ინვესტორის ყურადღებაა, რომელიც სადღაც იქვე ტრიალებს. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ადამიანები ამყარებენ კონტაქტებს. როგორც წესი, ოფიციალური მხარე საღამოს ათ საათზე სრულდება. თუმცა ადამიანები, ხშირად, აგრძელებენ განხილვებს, თუ როგორ იმუშავენებ ერთად, ან რას მოიმოქმედებენ სხვა პროექტებში.

იმუშავებს ეს საქართველოში?
- შეიძლება. მე ბევრი ადამიანები ვიცი, ძირითადად ახალგაზრდები, რომელთაც სურთ ახალი ბიზნესის დაწყება და სიამოვნებთ ეს პროცესი. მაგრამ არსებობს გარკვეული კულტურული წინაღობები - სქართველოში ადამიანები, ხშირად, არ ენდობიან მათ, ვისაც პირადად არ იცნობენ. არადა, ეს პროცესი სწორედ ახალ ადამიანთა შეხვედრაზე და მასთან უმალ ინტენსიურ მუშაობაზეა დაფუძნებული. და, ეს ყოველივე, ზუსტადაც რომ დიდ ნდობასა და კონცენტრაციას მოითხოვს - იმას, რაც საქართველოში იშვიათია.

ამავდროულად, ინვესტირების ასპექტიც ესაა.
ის, თუ რამდენი ინვესტორია საქართველოში, რომელსაც პროტოტიპებზე დაფუძნებული დაბანდების სურვილი აქვს, ჩემთვის უცნობია. აქ როგორც წესი, ადამიანი ან იცავს თავის იდეას, ან იპარავს სხვისას. აზრთა გაზიარება კი, მცირეა. უჭერს კი ამას ხელისუფლება მხარს? ამაში არ ვარ დარწმუნებული. ევროპული ქალაქები ასეთ ღონისძიებებს ატარებენ იმ იმედით, რომ იპოვნიან კრეატიულ ადამიანებს და ახალ ბიზნესებს შექმნიან. ჩვენთან კი ეს არც წინა და არც ახლანდელი მთავრობის პრიორიტეტი ყოფილა.

საჭიროა კი ხელისუფლების ჩართულობა?

Protohack-ი საქართველოში რომ ჩატარებულიყო, ხალხი მივიდოდა?

ან ეცოდინებოდათ, თუ როგორ მიეღოთ მონაწილეობა?

ვისარგებლებდით კი ამით?

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები