რა მისიაა აქვს ქართულ შეიარაღებულ ძალებს? - NATO - სა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკური წონა
რა მისიაა აქვს ქართულ შეიარაღებულ ძალებს? - NATO - სა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკური წონა
იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჰყავს, არა ერთი ახსნა აქვს და, მათ შორის, უპირველესი, გარე საფრთხეთაგან თავდაცვის უზრუნველყოფაა. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს და გათვალოს ყველა პოტენციური საშიშროება, რომელთა შორისაც, ყველაზე სავარაუდო, ცხადია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეა. ასე რომ, სხვა შესაძლო, ნაკლებ სავარაუდო საფრთხეებთან ერთად, საქართველოს ჯარი ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთთან ბრძოლისუნარიანობაზე.
კრემლის საგარეო პოლიტიკის ძირითად ხაზს, მეზობლებისთვის გაყინული სამხედრო-კონფრონტაციული კლიმატის შექმნა წარმოადგენს. ეს ტაქტიკა მას რამდენიმე მილიტარისტული აქტის ერთროულად ჩატარების
შესაძლებლობას აძლევს და, ვინაიდან, რუსეთი საკმაოდ ძლიერია, ის ამ გზით სიარულს აგრძელებს.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეორე, ყველაზე გავლენიანი პიროვნება რუსეთში, რომელსაც სამხედრო ძალის დამოუკიდებელი ბაზა აქვს (რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი მას ადვილად ვერ მოიშორებს), რამზან კადიროვია- ჩეჩნეთის "ლიდერი". საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო
კონფრონტაციის შემთხვევისას, რომლის დროსაც, რუსეთი, ისევე როგორც უკრაინაში, თავის მონაწილეობის უარყოფას შეეცდება, არაა გამორიცხული, რომ საბრძოლო მოქმედებებში, სწორედ ჩეჩენი "ბოევიკები" ჩაერთონ. ამდენად, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთან ომის თავიდან აცილება ჭკვიანურია, ყველა თანხმდება და მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სცენარის ამ განვითარებით, რუსეთი კმაყოფილი იქნება.

თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური ინსტრუმენტის სახითაცაა შესაძლებელი (რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და, კონკრეტულად, NATO-ს კიდევ უფრო დაგვაახლოებს), და ეს არის მეორე შესაძლებლობა. ავღანეთში, აშშ-ის მერე, საქართველოს ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს. NATO-ს რეკომენდაციასთან შესაბამისად, ოფიციალური თბილისი თავისი ბიუჯეტის 2%-ს თავდაცვაში ხარჯავს, რასაც არ აკეთებს NATO-ს წევრი არც თუ ცოტა დასავლეთევროპული სახელმწიფო. NATO-სა და საქართვეოს შორის აქტიური დიალოგია. აშშ-ის ასამდე საზღვაო ქვეითი საქართველოს ჯარებთან მუშაობს- იმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან, რომელიც ყველაზე მეტს აკეთებს, რათა დაეხმაროს NATO-ს.


მაგრამ ღირს კი?- ახლო მომავალში, რასაკვირველია, საქართველოს NATO-ს წევრად ვერ ვიხილავთ. ორგანიზაციის წევრთაგან, ბევრი ფიქრობს, რომ მისი მიღებით უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე შეიძენს. მაგრამ ასეთი საფრთხის შემცველი მეზობლის ხელში, საქართველოს არჩევანი შეზღუდულია. და, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ საქართველო შეძლებს ოდნავ მაინც მიუახლოვდეს NATO-ს, არსებობს რაღაც დონის შესაძლებლობა, რომ NATO-მ, თანდათან, უზრუნველყოს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა იმის შანსი, რომ ეს ასე არ მოხდეს, ყოველთვისაა.

NATO-ს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებზე ზეწოლა და, ამ გზით, მისი ერთგვარი შემოწმება, კრემლის პოლიტიკაა, ან მას ეს მოსწონს. ეს სამეზობლოში არასტაბილურობას ჰქმნის. რუსეთს კი მიაჩნია, რომ ეს მის ინტერესებშია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იგი ევროკავშირთან და დასავლეთთან კონკურენციაშია. ხოლო, ეს არასტაბილურობა მას უქმნის განცდას, რომ NATO, სინამდვილეში, არ არის ის, რაც არის. მეორეს მხრივ, ეს "გამოცდები", რომელსაც კრემლი ატარებს, უფრო აძლიერებს NATO-ს და კიდევ მეტად სიცოცხლისუნარიანს ხდის მას. და, ამ შემთხვევაში, საქართველო ხელსაყრელ პოზიციაშია, რათა ისარგებლოს ამით, თუმცა, ვიმეორებ, ამას სჭირდება დრო.

არსებობს სხვა შესაძლებლობაც- საქართველომ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და უარი თქვას საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე, ვინაიდან მას არ ძალუძს ყველაზე დიდ საფრთხესთან გამკლავება... და ამ მდგომარეობას რამდენიმე უპირატესობაც აქვს. კერძოდ, ის სახსრებს დაზოგავს და სხვა მიზანთა რეალიზაციისკენ მიმართავს. დღევანდელ მსოფლიოში ბევრს ვნახავთ, ვინც მის ამ გადაწყვეტილებას დააფასებს. ვეღარავინ დაადანაშაულებს საქართველოს, რომ ის ემუქრება რუსეთს ან "აღიზიანებს დათვს". მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიათა მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული და "სიამოვნებს" ე. წ. "სამხრეთ ოსეთის" ეფემერული საზღვრის აღმნიშვნელი მართულხლართების სულ უფრო წინ წამოწევა, ნეიტრალიტეტის ზემოხსენებულ გამოცხადებას სერიოზული პაციფისტური ლობი დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ, ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს არა მხოლოდ NATO-ს ფორმალურ, ან არაფორმალურ მხარდაჭერას, არამედ, ზოგადად, დასავლეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომუნიკაციასაც კი.

მიხეილ სააკაშვილის დროს კი, საქართველოს ცდილობდა ჰქონოდა ორივე "კომპონენტი"- საბრძოლო ძალა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფუძნებოდა და არმია, რომელიც NATO-ს უკავშირდებოდა. მაგრამ შინაგანი ჯარები, რომელთა დისლოკაციის ერთ-ერთ ცენტრს "შავნაბადა" წარმოადგენდა, დაიშალა. რა თქმა უნდა, კატასტროფული და იდუმალებით მოცული მოვლენები, რომლებიც ლოპოტას ხეობაში, ლაფანყურთან განვითარდა, მათი საქმიანობის კარგ მაგალითს არ წარმოადგენს. ასევე, მათი დაშლის შემდგომ, არაა ცხადი, თუ ვინაა ის, ვისაც საქართველოს სახელით ბრძოლის უნარი გააჩნია.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ტონი, რომლითაც ის დღეს NATO-სთან საუბრობს, უცნაურად მოუთმენელი, აგრესიულია და ჰქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, საქართველოს მიმართ, აქვს წევრობის ან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) სახით, რაიმე "ვალი". ეს საფრთხის შემცველია და საერთოდ, არ არის კარგი იდეა, რადგან ჰქმნის "კლიმატს", რომ ალიანსი ვერ (ან არ) ასრულებს ვალდებულებას, რომელიც, სინამდვილეში, მას არასდოდეს აუღია.

ეს საქართველოს საზოგადოებას უქმნის განცდას, რომ სანამ "ეს", ან "ის" არ მოხდება, NATO არ ურთიერთობს მათ სამშობლოსთან. ეს არასწორია, რადგან, ზოგადად, NATO-ს მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერას რისკის ქვეშ აყენებს. ასეთ საქართველოს NATO უყურებს როგორც მოუთმენელს და ეს საფრთხეს უქმნის არაფორმალურ დახმარებასაც.

ერთ-ერთი, რისთვისაც სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ, მის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული, ზედმეტად აგრესიული განცხადებები გახდლდათ. ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ NATO-ს მიმართებაში გაკეთებული, ზედმეტად აგრესიული განცხადებებით, საქართველო სარგებელს ვერ ნახულობს- უფრო პირიქით.



?????????????????
06 ოქტომბერი 2015 17:08
ამრიკის ჯარი რომ ჩადგეს აქ, ვერა? სომხეთში ხომაა რუსული ჯარი.
luxo
06 ოქტომბერი 2015 16:12
სანამ საქართველოს ტერიტორია რუსეთს ექნება ოკუპირებული
ნატოში არ მიგვიღებენ, რუსეთმა ეს იცის, მაშ რატომ დაგვიბრუნებს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს?
1. რუსეთმა რომც მისურვოს, რაღაც მოსაზრებეით ამის გაკეთება, ოსები და აფხაზები დათანხმდებიან?
ამიტომ: ქართველებმა ჯერ აფხაზები და ოსები უნდა დავიბრონოთ, ესე იგი მათთან მოვძებნოთ საერთო ენა, აღვადგინოთ ჩამტვრეული ხიდები, რომელთა დანგრევაში ჩვენც მიგვიძღვის წილი, და ერთდროულად დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან შუამავლიბის გარეშე.გვახსოვდეს ქართული სიბრძნე:
"ავი მეზობლის ჭირიმე, კარგი რაღა იქნებაო".გვახსოვდეს
-შერიგება მისალმებით იწყება, და ისიც რომ, "შერიგებისას, ნათქვამ საწყენ სიტყვებს, არ იხსენებენ".
kula
06 ოქტომბერი 2015 14:36
ჩემი აზრით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა უნდა შეადგენდეს 15000-20000 საკონტრაქტო მოსამსახურეს, აუცილებელია ჯარისკაცი როგორც პროფესია იყოს ძალზედ პოპულარული და დაფასებული, ჯარისკაცის ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3000 ლარს, თითოეული ჯარისკაცი უნდა შეირჩეს აუცილებლად, მაღალი კონკურსის საფუძველზე..რაც შეეხება სამეზობლოს, მართალია, რომ ვერცერთ მეზობელს ვერ მოვუგებთ ომს დახმარების გარეშე, ჯარის N1 ამოცანა უნდა იყოს მტრის თავდასხმის შემთხვევაში მათი შეიარაღებული ძალების შეჩერება პარტნიორების დახმარებამდე და კიდევ არის N2 ამოცანა რუსეთის დაშლის შემთხვევაში მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე საზღვრების გამაგრება..
ამ და სხვა ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფომ დიახაც უნდა დახარჯოს მეტი ფული.. ნეიტრალური ქვეყანა მრავალი წელი კიდევ ალბათ ვერ ვიქნებით და დავანებოთ ამ თემაზე ფიქრს თავი..ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება ჩვენს პარტნიორებთან ერთად..
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები