ნატო მღებრიშვილის ბლოგი
ეს ბლოგი არის ყველასთვის, ვისთვისაც სულ ერთი არაა მომსახურების ხარისხი საქართველოში. ვისაც სურს, რომ საქართველოში მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოემსახურონ მომხმარებელს. ამ ბლოგის შექმნის მიზანიც ესაა – დაეხმაროს სერვისის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მენეჯმენტს, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსწორებაში. მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებაში. თემები, ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესო იქნება თავად მომხმარებლისთვის.