ნინას ბლოგი
ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველო განუსაზღვრელი დროით დავტოვე და იტალიაში გადმოვსახლდი, მეგონა, რომ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიასაც სამუდამოდ დავეშვიდობე, მაგრამ დიდ ხანს ვერც ენის და ვერც  - ხელის გაჩერება შევძელი...
ალბათ, სათქმელიც დამიგროვდა. ბევრს ვმოგზაურობ და ხშირად გული დამწყვეტია, რომ ნანახით მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისთვის შემეძლო. სულ მახსოვს ჩემი ლექტორის, ნოდარ ტაბიძის მიერ ლექციაზე ნათქვამი სიტყვები – "ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ენციკლოპედიური განათლება!" აბა, ბატონ ნოდარს როგორ არ დავეთანხმები, მაგრამ დავამატებ, რომ ჟურნალისტი უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას და ხშირად მოგზაურობის საშუალება ჰქონდეს, რომ პერიოდულად ტვინის "გადატვირთვა" შეძლოს.
ბლოგპოსტებისა და ფოტობლოგების საშუალებით, ვეცდები ჩემთან ერთად გამოგზაუროთ და გარდა კულტურული ღირსშესანიშნაობებისა, იტალიაში მცხოვრები ქართველების ყოველდღიურობაც გაგაცნოთ.