ნინას ბლოგი
ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველო განუსაზღვრელი დროით დავტოვე და იტალიაში გადმოვსახლდი, მეგონა, რომ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიასაც სამუდამოდ დავეშვიდობე, მაგრამ დიდ ხანს ვერც ენის და ვერც - ხელის გაჩერება შევძელი...
ალბათ, სათქმელიც დამიგროვდა. ბევრს ვმოგზაურობ და ხშირად გული დამწყვეტია, რომ ნანახით მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისთვის შემეძლო. სულ მახსოვს ჩემი ლექტორის, ნოდარ ტაბიძის მიერ ლექციაზე ნათქვამი სიტყვები – "ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ენციკლოპედიური განათლება!" აბა, ბატონ ნოდარს როგორ არ დავეთანხმები, მაგრამ დავამატებ, რომ ჟურნალისტი უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას და ხშირად მოგზაურობის საშუალება ჰქონდეს, რომ პერიოდულად ტვინის "გადატვირთვა" შეძლოს.
ბლოგპოსტებისა და ფოტობლოგების საშუალებით, ვეცდები ჩემთან ერთად გამოგზაუროთ და გარდა კულტურული ღირსშესანიშნაობებისა, იტალიაში მცხოვრები ქართველების ყოველდღიურობაც გაგაცნოთ.
უკვე რამდენიმე კვირაა, მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით და შიშით შეჰყურებს იტალიაში განვითარებულ მოვლენებს. რიცხვები მართლაც დამაფიქრებელია, განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა და ვეცდები, ზედმეტი პათოსისა და გადაჭარბების გარეშე, თქვენთან ერთად განვიხილო მიზეზები, თუ რატომ აქვს მაინც და მაინც იტალიას, სიკვდილიანობის ამხელა მაჩვენებელი.
26-03-2020
იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება, ვეცადოთ, სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ.
13-02-2020
10 ნოემბერს მთელი საქართველო ერთი მიმართულებით, ფლორენციისკენ იყურებოდა. მოლოდინი დიდი იყო, გამარჯვების იმედი - უფრო დიდი. რამდენიმე დღის განმავლობაში, ათასობით ქართველი, ერთი მიზნით, ქართული რაგბის საგულშემატკივროდ მოეშურებოდა იტალიის ულამაზესი ქალაქისკენ. მოდიოდნენ საქართველოდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და იტალიის თითქმის ყველა რეგიონიდან. ამიტომ, სტადიონზე დამსწრე მაყურებელთა თითქმის 3/4 ქართველები იყვნენ.
13-11-2018
ძალიან მინდა ობიექტურობა დავიცვა როგორც ჟურნალისტმა, მაგრამ როგორც რიგით ქართველსა და რიგით ემიგრანტს, გამიჭირდება არ ვიყო სუბიექტური.
28-01-2018
ე.ი. 2011 წელია რა, არა, გატყუებთ, 2012... ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ არ მინდა ისე გამომივიდეს, როგორც ჩვენი მამები ყვებიან რუსეთში გადაფრენა - გადმოფრენის ამბებს, მაგრამ იტალიაში ახალი ჩასული ვარ და პიზაში იტალიელ მეგობართან ერთად ქუჩაში მივდივარ.
11-04-2016
ფლორენციიდან ოციოდე კილომეტრში არის ერთი პატარა, ვაზითა და ზეთისხილის ბაღებით გარშემორტყმული, ტიპური ტოსკანური დასახლება Lastra a signa. ის ისეთივე ლამაზი და მშვიდია, როგორც ტოსკანას სხვა პატარა ქალაქები. განსაკუთრებული თითქოს არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: Lastra a signa-ს თავზე მდებარეობს ულამაზეს ბაღში ჩაფლული სასახლე - ვილა Belfiore, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ლეგენდარულ იტალიელ ტენორ ენრიკო კარუზოს ეკუთვნოდა.
07-03-2016
ქართველ ემიგრანტებზე ძირითადად ძალიან სევდიან და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულ ისტორიებს ვისმენთ. ამჯერად, მინდა ცოტა გაგამხიარულოთ და ჩემს ბლოგში რამდენიმე სახალისო, რეალური შემთხვევის შესახებ მოგითხროთ, რომლებიც ქართველ ქალბატონებს გადახდათ იტალიური ენის "თავისებურებების" გამო. მაშ ასე!..
02-12-2015
დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარი იქნებოდა, მეგობარმა დამირეკა -ტელევიზორს უყურებ? ჩართე, ჩქარა! -გაისმა ტელეფონში აკანკალებული ხმა.
25-11-2015