სამი იტალიელი ერთად უკვე "ბაზარია"! - ანუ იტალიელთა ნაციონალური თავისებურებანი
11-04-2016
სამი იტალიელი ერთად უკვე "ბაზარია"! - ანუ იტალიელთა ნაციონალური თავისებურებანი
ე.ი. 2011 წელია რა, არა, გატყუებთ, 2012... ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ არ მინდა ისე გამომივიდეს, როგორც ჩვენი მამები ყვებიან რუსეთში გადაფრენა -გადმოფრენის ამბებს, მაგრამ იტალიაში ახალი ჩასული ვარ და პიზაში იტალიელ მეგობართან ერთად ქუჩაში მივდივარ.
ასე დღის ოთხი საათი იქნებოდა. გზად ის ქუჩა უნდა გაგვევლო, რომელსაც რკინიგზის სადგურიდან პიზის კოშკისკენ მივყავართ. ისევე როგორც ყველა ტურისტული ქალაქის ცენტრი და რესტორნები, აქაურობაც ხალხით იყო სავსე. მეგობარმა გადახედა მოზიმზიმე რესტორნებს და დამცინავად ჩაილაპარაკა:
"ოჰ, ეს ტურისტები..." როცა ვკითხე რატომ იცინოდა, ან რატომ იყო დარწმუნებული, რომ ყველანი ტურისტები იყვნენ, მიპასუხა - "აბა ვის გაუგონია იტალიელი ოთხ საათზე ჭამდეს, თანაც პიცას". მაშინ მივხვდი, რომ იტალიაში ცხოვრების განმავლობაში, არაერთი უცნაურობის აღმოჩენა მელოდა. უფრო სწორად, ეს მაშინ მეგონა უცნაურობა, როგორც ნამდვილ ქართველს,
რომელიც მაშინ ჭამდა და სვამდა როცა მოშივდებოდა.

გარდა "ხასიათში გადასული" კვების მკაცრი რეჟიმისა (საუზმე - გაღვიძებისთანავე, სადილი - 13:00 საათზე, ვახშამი - 20:00 საათზე) იტალიელებს არაერთი მკვეთრად გამოხატული ჩვევა აქვთ, რომლებიც სხვა დანარჩენი ერებისაგან ძალიან გამოარჩევთ. გადავწყვიტე, რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგი, თქვენც გაგიზიაროთ.

აქვე შენიშვნა: მართალია ეს ჩვევები მეტ-ნაკლებად ყველა იტალიელს ახასიათებს, მაგრამ იტალიაში არაერთი რეგიონია, რომელთა მკვიდრნიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩემ მიერ მოყვანილი ფაქტები უფრო ცენტრალურ და ჩრდილოიტალიელებს ეხებათ, სამხრეთელები კი ქართველებს მოგაგონებენ, დაუმორჩილებლობითა და ტემპერამენტიანი ხასიათით. მაშ ასე:

1. როგორც აღვნიშნე, თუ დღის ზუსტად პირველ საათზე კუჭი "აგიწრიალდათ" და ცოტა ხანში თუ არ ისადილეთ, გულის ფრიალიც დაგეწყოთ, პირველი ნიშანია იმისა, რომ თქვენ იტალიელი ბრძანდებით.

2. თუ აღმოაჩინეთ, რომ მოუხშირეთ დილის შვიდ საათზე ბარში საუზმობას კაპუჩინოთი და კრუასანით, თან საუზმობისას დილის გაზეთსაც კითხულობთ, ფრთხილად, თქვენ გაიტალიელების "საფრთხის" წინაშე ხართ.

3. როდესაც პირველად ყავაზე დამპატიჟეს, ბარში შესულმა თვალებით თავისუფალი მაგიდის ძებნა დავიწყე. სანამ შემოვბრუნდი, ჩემმა თანმხლებმა, ბართან ფეხზე მდგარმა, როგორც რუსმა არაყი, ისე გადაკრა ყავა და დამაჩქარა, გაგიცივდება, სწრაფად დალიე და გავიდეთო, - მითხრა. მაშინ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს იტალიელისთვის ყავის დალევის ჩვეული მანერა იყო.

4. ისინი, დადიან იტალიურ რესტორნებში და შემდეგ თავიც კი არ სტკივათ. საკუთარი დაკვირვების საფუძველზე დაყრდნობით თამამად ვაცხადებ - სამი იტალიელი ერთად უკვე "ბაზარია"!

5. ალბათ, მხოლოდ იტალიელს შეუძლია ერთი ამოსუნთქვით მიირთვას მთლიანი, უზარმაზარი პიცა და შემდეგ შენს პიცასაც გაუსინჯოს გემო.

6. მაკარონს მიირთმევენ არა კოტლეტთან ერთად, არამედ სხვადასხვა სოუსით შეზავებულს, როგორც პირველ კერძს (ხშირად დღეში ორჯერაც), ხოლო სალათს მიირთმევენ, როგორც მეორე კერძის დანამატს.

7. მაცივარში ყოველთვის აქვთ ერთი ბოთლი გახსნილი ღვინო.

8. ახალ პურს საყინულეში ინახავენ და მეორე დღეს ალღვობენ, რომ მიირთვან.

9. ესალმებიან გამყიდველებს რამდენჯერაც მაღაზიაში შევლენ და მძღოლებს ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ავტობუსში ავლენ.

10. წლის ნებისმიერ დროს შტორებჩამოშვებულ და დახურულ ფანჯრებში სძინავთ.

11. როდესაც ემშვიდობებიან ხშირად ამბობენ დღე მშვიდობისა ან საღამო მშვიდობისა, ანუ, დამშვიდობებისასაც ესალმებიან. ასევეა "ჩაო", რომელსაც იყენებენ როგორც დამშვიდობებისას, ასევე მისალმებისას.

12. ისინი გადადიან ზებრა ხაზზე ისე, რომ გვერდზე არ იყურებიან. თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება, რომ "ზებრასთან" მანქანები აჩერებდნენ, მაგრამ შემდეგ უკვე მიჩვეულმა, საქართველოშიც ვცადე და რამდენჯერმე ლამის მანქანის ქვეშ აღმოვჩნდი.

13. დასანახად ვერ იტანენ ფრანგებს და როგორც ვიცი, არც ფრანგებს ეხატებათ გულზე იტალიელები (ალბათ მეზობლის კომპლექსია).

14. შვებულებაში ყველა ისტერიულად გადის აგვისტოში, შესაბამისად, ქალაქები საგრძნობლად ცარიელდება და სტატისტიკის მიხედვით ბინების ქურდობების დიდი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში ხდება.

15. იტალიელები მეგობრებს დღემდე უგზავნიან ღია ბარათებს იმ კურორტებიდან, სადაც შვებულებას ატარებენ.

16. ალბათ, მხოლოდ იტალიელ ბავშვს შეუძლია ზურგით მოწმინდოს მაღაზიის იატაკი ისე, რომ მშობლისგან შენიშვნაც არ მიიღოს. დიახ, ვფიქრობ იტალიელებს ყველაზე განებივრებული ბავშვები ჰყავთ.

17. ყოველთვის, როდესაც მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აქვთ ბილეთი და ცოდვა გამხელილი ჯობია, ქართველებისგან განსხვავებით, პატიოსნად აკომპოსტირებენ. ქართველებმა კი ასეთ ხერხს მიმართეს: უკვე ნაყიდ ბილეთს, გახვრეტისას, ზემოდან ფურცელს აფარებენ, ამგვარად ბილეთი მხოლოდ იხვრიტება, ხოლო თარიღი და დრო არ ეწერება. იქიდან გამომდინარე, რომ კონტროლიორი ყოველთვის არ ამოწმებს ბილეთს, ასე გაკეთებული ბილეთით მრავალჯერ მგზავრობენ. თუ მაინც შეამოწმეს, უბრალოდ ეუბნებიან, რომ მანქანის დეფექტის გამო არ დაეტყო თარიღი.

18. დაბოლოს, იტალიელები არიან ის ადამიანები, რომლებიც საუბრისას ყველაზე მეტად იყენებენ ჟესტიკულაციას. მეტიც, უნივერსიტეტში სწავლისას, ერთი ლექცია მხოლოდ ამ თემას დაეთმო და მაშინ აღმოვაჩინე, რომ თუ იტალიური ჟესტების ენა იცი, ნახევარი საათი ისე შეგიძლია ილაპარაკო, რომ ხმაც არ ამოიღო.

ნინო მამუკაძე

rusiko
07 აგვისტო 2016 11:24
Me mgonia rogorc italiashi ise evropis nebismier kveyanashi aris aseti msgavseba. Kalbatono zalian mondomebit agweret italielebis wes-chveulebebi magram mtavari dagaviwydat cxovrebiseuli kultura romelic chventvis kartvelebisatvis miugebelia 9 welia var italiashi da magidastam mokcevis ubralo wesebi ar ician ganatlebuli da gaunatlebeli yvela ertnairad asrovnebs sadilobis dros tavisublad laparakoben rokor uchirs kuchsi gasvla da rogor gamoakvs titit amas lapatakoden sustad saxelebit da ara moridebit es mcirea rac xdeba yvelafris dawera znelia. Albat msoflioshi yvrlase usrdeli bavshvebi eseni arian. Dadebiti akvt shromis moyvateoba didi da patara sromobs da tavisi saarsebo wyaro bavshvobidan aakvt kargia amas tu mivbazavt kartvelebi italiis bevr mxareshi var namyofi yvelgan gansxvavebuli tvisebebi akvt magram sicilia mgoni kartvelebis monatesavea ak sheizleba daupatijeblad misvla aravis gaukvirdeba. Amitom gaachmia vin rogor agikvams yovelives me madlobeli var am wmida miwis da xalxis momwons tu ara amden emigrats inaxavs tavis ojaxebianad
ნანა
06 აგვისტო 2016 16:52
10." წლის ნებისმიერ დროს შტორებჩამოშვებულ და დახურულ ფანჯრებში სძინავთ."–სიგიჟემდე მივყავარ ამ ე. წ "ტაპარელებს".მთელ კორპუსში მარტო მე მაქვს "ჩემს ოთახში ბოლომდე აწეული ტაპარელები და ორივე კარები ბოლომდე ღია 24 საათი აპრილლიდან სექტემბრის ბოლომდე და ნეტა ჩემი მოხუცის ყოველდღიური "ჩხუბი" განახათ ჩამოაფარე–არ ჩამოვაფარებ დიალოგით.ვერავინ ამიხსნა რატომ იხრჩობენ თავს
Natali
12 მაისი 2016 00:58
Ki biletebs akompensireben ubiletod 70 evro jarima rogoria

რედაქტორის რჩევით