ბლოგერები
ნინო ცხვარაშვილის ბლოგი

შეუძლებელია ვისმენდე ჩვენი საზოგადოების დამცირებასა და ბრალეულობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ცუდი ხდება ქვეყანაში, ყველაფერი ხალხის ბრალია და ჩუმად ვიყო! ვხედავდე პოლიტიკოსები როგორ არაფერს აკეთებენ ქვეყნის წინსვლისათვის, თითს კი უკვე მერამდენედ მოტყუებული საზოგადოებისკენ იშვერდენენ და არაფერს ვამბობდე.

ევროპაში ცხოვრებამ დამანახა, რომ ბევრ ინფორმაციას „კეთილისმსურველები“ ამახინჯებენ და ჩვენი ხალხის დასათრგუნად იყენებენ. ის გამოცდილება, რაც ბოლო წლების განმავლობაში მივიღე, მსურს ჩემს მკითხველს გავუზიარო. თუკი რომელიმე ბლოგი ოდნავ ხისტი იქნება, წინასწარ გიხდით ბოდიშს,თუმცა თქვენი გულწრფელი შეფასებები მაინტერესებს.

მეტი პოლიციელი სკოლაში და მორჩა?- მოზარდების მონსტრებად წარმოჩენა უკვე მცდარი გზაა, რომელიც არსად მიგვიყვანს
არ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა, ვიცი, ბევრი იტყვის და დაწერს, მაგრამ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს რომ მოვუსმინე ლამის მეტი სტრესი მივიღე, ვიდრე მომხდარი ტრაგედიისას. ფრაზა ასეთი იყო: "კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ დანაშაული ჩაიდინა და აღარ გვაინტერესებს, როგორი იყოო".
05-12-2017
დაწვრილებით...
ისევ გამდიდრებული ჩინოვნიკები, ისევ უღატაკესი მოსახლეობა - არ გეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა?
წლების შემდეგ, როცა სამშობლოში დავბრუნდი გაცილებით დიდი შოკი მქონდა აქ არსებულ სიტუაციაზე, ვიდრე მანამდე, თუმცა მაშინაც თავდაუზოგავად ვიბრძოდი, ხმას ვიმაღლებდი მანკიერების წინააღმდეგ. 
27-11-2017
დაწვრილებით...
ადამიანები, რომლებიც პატიოსნად ცხოვრობენ, შიმშილით იღუპებიან ან ქვეყნიდან გარბიან - როგორ აღვზარდოთ ერი?
კვლავ მესმის მოსაზრება, რომ საზოგადოება ბაგა-ბაღიდან თუ სკოლებიდან უნდა აღვზარდოთ, უნდა შევიტანოთ საგანი "სამოქალაქო საზოგადოების შესახებ"თუ რაღაც მსგავსი, რომ მან დიდობისას შეცდომები არ დაუშვას. მაგალითად: არ დაამტვრიოს სკამი, არ დაყაროს ნაგავი, არ შეურაცხყოს მოქალაქე განსხვავებულობის გამო და ასე შემდეგ.
20-11-2017
დაწვრილებით...
იმ დღეს, ჩემმა მეგობარმა "1984" გამახსენა. მერე, დიდხანს ვმსჯელობდით ჯორჯ ორუელზე, როგორც გენიალურ მწერალზე და ძალიან გვტკიოდა გული, რომ რიგი მოვლენები "1984"-ში მოყვანილი, არის არა ჩვენი წარსული, არამედ კარგად მიესადაგება და აღწერს ჩვენს დღევანდელ ვითარებას.
13-11-2017
დაწვრილებით...
SOS! მე შევიწროების მსხვერპლი ვარ!
მე შევიწროების მსხვერპლი ვარ... მავიწროებენ ჩვენს ქვეყანაში თუ სხვაგან. მავიწროებენ ყველგან და ყოველთვის, რადგან როგორც ინგლისელი ხალხი იტყოდა ვარ straight (პირდაპირი) ანუ, ჰეტეროსექსუალი.
02-11-2017
დაწვრილებით...
ქართული კინო მოკვდა, უყურეთ ჩცდ-ს
"ჩემი ცოლის დაქალების" არც ერთი სერია სრულად ნანახი არ მაქვს, ამიტომ ვერ გავაკრიტიკებ
31-10-2017
დაწვრილებით...
თუ სისტემურად არ შეიცვალა ყველაფერი, არჩევნებს აზრი ეკარგება
არასოდეს მიფიქრია, თუ არჩევნებზე არ მიდის ხალხი, დამნაშავეა.
26-10-2017
დაწვრილებით...
ჩემი ეზოდან ნივთები მომპარეს. მეზობელი შეწუხდა, ბოლო 12 წელია არაფერი მოუპარავთ, მშვიდი ეზო იყოო. ხმამაღლა დავიმუქრე პოლიციას გამოვუძახებ-მეთქი. მეორემ "დამამშვიდა", პოლიცია ვერ გიშველის, მე, რომ სარეცხი მომპარეს, ეხლა ვფრთხილობ და შენც გაფრთხილდი, სულ ეს არისო.
16-10-2017
დაწვრილებით...
წინასაარჩევნო ამაოების ბაზარი
ამაოების ბაზარი დავარქვი წინასაარჩევნო პერიოდს. ამაო დაპირებები, ამაო დებატები, ამაო ბრძოლები და რეალურად არაფრის მოლოდინი. როგორ შეიძლება რაიმეს მოლოდინი გქონდეს, როცა დამოკიდებულებები და სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ იცვლება?
09-10-2017
დაწვრილებით...
მორწმუნეთა 93% უცვლელია. რეალურად კი ფარისევლობა ბატონობს
ძაფი, რომელზეც ჩვენი ბედი ჰკიდია, მეტისმეტად გაწვრილდა. ბუნებამ კი არა "კაცობრიობის გენიამ" დაგრიხა ის საბედისწერო ბაწარი, რომლითაც ნებისმიერ წუთს შეიძლება საკუთარ თავს ეგზეკუცია მოუწყოს.
25-09-2017
დაწვრილებით...
გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო!
ტაქსი გავაჩერე. ჩვენი აუტანელი "სისტემის" თანახმად, ვიდრე თავს შევყოფდი ფანჯარაში, რომ ადგილი და თანხა დამეზუსტებინა, მძღოლი უკვე რაღაცას ყვიროდა
19-09-2017
დაწვრილებით...
ორად გაყოფილი ქვეყანა, ანუ
ჩვენ ვართ ორად გაყოფილი საზოგადოება.
12-09-2017
დაწვრილებით...
დღეს იმ პრობლემაზე უნდა დავწერო, თუ როგორ არ გვაძლევს ჩვენი ქვეყანა განვითარების საშუალებას. ამაზე ხშირად მიფიქრია და სტიმული მომცა ერთმა ფაქტმა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. ბებიისა და შვილიშვილის წინმსწრები საუბარი არ გამიგია, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოზარდი გოგონა თავის ბებოს ეუბნება: "არ ინერვიულო ბებო, ცოტაც და რომ გავიზრდები იქნებ სოციალურად დაუცველი მეც გამოვიდე, რომ მშიერი არ ვიყო"(!?) ყურებს არ დავუჯერე.
06-09-2017
დაწვრილებით...
"აიღეთ ცოტაოდენი ჟრუანტელი, ორი მწიკვი ადრენალინი, ერთი კონა შიში, დაუმატეთ ერთი ბღუჯა მძაფრი ემოცია, სიახლისა და ორიგინალობის ულუფა, ირონია და სარკაზმი გემოვნებით, კარგად დააბლენდერეთ, ზემოდან "ეთერიანის" წვრილად დაფხვნილი ნაცნობი სიუჟეტი მოაყარეთ და მიირთვით..." - ჩემი კოლეგის მოლი ბლუმის ეს სიტყვები ყველაზე კარგად შეესაბამება ჯერ ჩემი ბავშვობისდროინდელ არდადეგებს და მერე, ზრდასრულობის შვებულებას.
28-08-2017
დაწვრილებით...
მდუმარე ხელისუფლება, ანუ ჩვენ პატრონი გვყავს?!
ეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? მაპატიეთ, მაგრამ აბსოლუტური "ბარდაკია", ქვეყანა მიექანება სრული ქაოსისკენ და, ამას დემოკრატიას ეძახიან. ხალხს თავისუფლება მივეცითო, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე აკეთებს ყველაფერსო. ეს თავისუფლება კი არა "თუნდაც კისერი გიტეხიას" ვარიანტია.
21-08-2017
დაწვრილებით...
რაში აინტერესებს ბიძია პენსს ქვეყანას შუშის სასახლიდან თუ მართავს ვინმე, წავა და ყურით გამოათრევს?! - გაკოტრებული ოპოზიცია
თქვენ მოგწონთ რასაც ოპოზიცია აკეთებს? ან, იგებთ რა მიზნები აქვს, რისთვის "იბრძვის", რატომ მოქმედებს?
04-08-2017
დაწვრილებით...
შესაძლოა ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ უნდა ვთქვა! ამ შემთხვევაში კოლეგიალური ვერ ვიქნები, ანუ ერთი, რომ იტყვის და ყველა მხარს უჭერს.
19-07-2017
დაწვრილებით...
შეგნებულად დავასათაურე ასე, მაგრამ არა იმისთვის, რომ აგრესიას აგრესიით ვუპასუხო, არამედ, უბრალოდ Evening Standards "დავესესხე" სათაური.
17-07-2017
დაწვრილებით...
ყოველთვის ვწერ, რომ მოძველებულ, ქაოსურ სისტემას ვერ ველევით. ამის გამოვლინებას ყოველ ნაბიჯზე ვხვდები.
07-07-2017
დაწვრილებით...
ამირჩიეთ მერად, რადგან ბაბუაჩემი ხოხბის ბიძაშვილი იყო, თანაც ვიცი, არის თუ არა კალაძე მაფიოზი
ელისაშვილმა თქვა, ჯერ არ ვიცი დავაყენებ თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე ჩემს კანდიდატურასო, მაგრამ მეორე მხრივ დაიმუქრა, - ვინც შეეცდება არჩევნები გამიყალბოს ყვრიმალებს დავუმტვრევო. ჯერჯერობით არ ჩანს ელისაშვილი უფრო ბრაზიანია, თუ "ნაციონალების"მერობის კანდიდატი. მედია კი, ნამდვილად გაშმაგებულია და არკვევს: არის თუ არა მაფიოზი კალაძე და სად ჰყავს უდუმაშვილს დამარხული ბებია-ბაბუა.
28-06-2017
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა