ნინო ცხვარაშვილის ბლოგი

შეუძლებელია ვისმენდე ჩვენი საზოგადოების დამცირებასა და ბრალეულობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ცუდი ხდება ქვეყანაში, ყველაფერი ხალხის ბრალია და ჩუმად ვიყო! ვხედავდე პოლიტიკოსები როგორ არაფერს აკეთებენ ქვეყნის წინსვლისათვის, თითს კი უკვე მერამდენედ მოტყუებული საზოგადოებისკენ იშვერდენენ და არაფერს ვამბობდე.

ევროპაში ცხოვრებამ დამანახა, რომ ბევრ ინფორმაციას „კეთილისმსურველები“ ამახინჯებენ და ჩვენი ხალხის დასათრგუნად იყენებენ. ის გამოცდილება, რაც ბოლო წლების განმავლობაში მივიღე, მსურს ჩემს მკითხველს გავუზიარო. თუკი რომელიმე ბლოგი ოდნავ ხისტი იქნება, წინასწარ გიხდით ბოდიშს,თუმცა თქვენი გულწრფელი შეფასებები მაინტერესებს.