ნინო ცხვარაშვილის ბლოგი
შეუძლებელია ვისმენდე ჩვენი საზოგადოების დამცირებასა და ბრალეულობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ცუდი ხდება ქვეყანაში, ყველაფერი ხალხის ბრალია და ჩუმად ვიყო! ვხედავდე პოლიტიკოსები როგორ არაფერს აკეთებენ ქვეყნის წინსვლისათვის, თითს კი უკვე მერამდენედ მოტყუებული საზოგადოებისკენ იშვერდენენ და არაფერს ვამბობდე.
ევროპაში ცხოვრებამ დამანახა, რომ ბევრ ინფორმაციას „კეთილისმსურველები“ ამახინჯებენ და ჩვენი ხალხის დასათრგუნად იყენებენ. ის გამოცდილება, რაც ბოლო წლების განმავლობაში მივიღე, მსურს ჩემს მკითხველს გავუზიარო. თუკი რომელიმე ბლოგი ოდნავ ხისტი იქნება, წინასწარ გიხდით ბოდიშს,თუმცა თქვენი გულწრფელი შეფასებები მაინტერესებს.
ქართველი ხალხის ფსიქოლოგიური და მენტალური ოკუპაცია რუსეთმა კარგა ხანია დაასრულა.
22-06-2019
ჯერჯერობით ვერ ვარკვევ მათი გადალაგება-გამრავლებით ჩვენ "გვაშაყირებენ" თუ უკიდურეს სიბრიყვეს აქვს ადგილი. როგორი სასაცილოა მათგან რაიმე სახის პოლიტიკურ წონაზე საუბარი, როდესაც მათი პოლიტიკური არაადეკვატურობა უკვე სახეზეა
18-06-2019
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ექსკურსიების რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი ფორმალურია?
05-06-2019
ჩვეულ ფორმაში ვართ! მწვავე პრობლემის დროს ხელისუფლება არ დომინირებს, საზოგადოების ნაწილი მჯიღს იცემს გულზე, ნაწილი ბრალეულობას წინა ხელისუფლებაში ან სულაც რუსეთში ეძებს და გონივრული მოქმედებები კვლავ უკანა ფლანგზე რჩება!
29-05-2019
ჭეშმარიტების უარყოფა დღესაც ორნაირად ხდება: ილუზიითა და ტყუილით. საზოგადოებამ დღესაც კარგად იცის რა არის დანაშაული, მაგრამ ისევ არ იცის რა არის ცოდვა. ამიტომ დღესაც აქტიურად მოითხოვენ (ან უყურებენ) დამნაშავის დასჯას, მაგრამ ისევ არავინ ინანიებს ცოდვებს.
20-05-2019
კარგსა და ცუდს შორის ზღვარის წაშლა, ანუ ყველაფრისაგან გათავისუფლება ნიშნავს მოექცე უწონადობის მდგომარეობაში
15-05-2019
ყალბ ამბებს, რეალურ ამბებზე მირჩევნია ვწერო დღეს
08-05-2019
ნაცნობი მეკითხება, იყავი სასაფლაოზე? ვპასუხობ, რომ არა. ნელ-ნელა თვალები უფართოვდება ცნობისმოყვარეობის ნიშნად და წარბებს ზემოთ ქაჩავს.
29-04-2019
რაც დრო გადის, ღვთის სათნომყოფელი ადამიანი სულ უფრო უნდა ხვდებოდეს, რომ წუთისოფელი ამაოა. უნდა ხვდებოდეს იმასაც, რომ უფლის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭად არის დაკარგული.
27-04-2019
დაანებეთ ჩემს ხალხს თავი! მიეცით მას თავისი საქმე, თქვენ კი ისწავლეთ ქვეყნის მართვა, ანუ თურმე ყველაფერი ხალხის ბრალი ყოფილა
22-04-2019
პოზიცია - რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვერასოდეს იქნება სამოქალაქო წესრიგის საფუძველი. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა თავგასულ ცხოვრებას არის მიჩვეული და ამას დემოკრატიას არქმევს. ეს შეცდომაა. ისიც უკიდურესი შეცდომაა, პასუხისმგებელი პირები რაღაცის რეორგანიზაციას მხოლოდ იმიტომ იწყებდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი ან ცხოვრება გადაახალისონ და ქვეყნის ინტერესები კვლავ მიღმა დატოვონ.
10-04-2019
პოლიტიკოსების ცხოვრება და ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის
29-03-2019
არ დაიღალეთ ილუზორული პოლიტიკით, მოჩვენებითი ამოცანებით, ფიქტიური საკითხებით, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის დაცვით..?
19-03-2019
რა ამაზრზენია. "შენდობის დღეც" მოდად აქციეს. "შენდობა" რის შესახებაც არაერთ დეტალს ამოიკითხავთ წმ. წერილებიდან, გვეძლევა არა უპირობოდ, არამედ სინანულის (რასაკვირველია, გულწრფელი სინანულის) პირობით. როგორი გასაგები და ლოგიკურია ეს და რამდენად ემიჯნება მოჩვენებით ქრისტიანულ და ყოვლისმომცველ უპირობო ყოვლისმიმტევებლობას.
14-03-2019
ეს ადამიანები არც ერთ საზოგადოებრივ აქტივობაზე არ მინახავს. "რომაელ" ემიგრანტებზე ვწერ, "მიშა, მიშას", რომ გაჰყვიროდნენ. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ყველა აქციაზე უნდა მდგარიყო.
05-03-2019
ძალაუფლება, რომ მქონდეს თითქმის მეოთხედ ქვეყანას ძელზე გავსვამდი. სწორედ ისე, როგორც აღმაშენებელმა გააკეთა, რათა ქვეყანა "ნაგვისგან" გაეწმინდა. რადიკალური ფაქტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმეა და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით...
26-02-2019
"ლექსის წერის დროს თითქოს ტკივილი მეხსნება. სხეულიდან მოწყენის სიმძიმე მშორდება. ლექსი, როგორც იარაღი ისეთია. როცა გაგიჭირდება, იარაღის იმედი გაქვს", - ნიკო არდოტელის წლების წინ ნათქვამი გამახსენდა, მაშინ რადიოში ვმუშაობდი.
22-02-2019
ყველას კარგად ცხოვრება უნდა. ყველა წუწუნებს. ყველა გაქცევაზე ფიქრობს. მესმის, კარგად ცხოვრება გვინდა, მაგრამ რა არის ეს კარგი ცხოვრება? - ჰკითხეთ ადამიანებს და უმრავლესობა ვერ გეტყვით რა არის ეს კარგი ცხოვრება. გასაგებია, შესაძლოა თქვან ფული და იშვიათად ვინმემ თქვას - ნორმალური პირობები.
15-02-2019
არაფერი გვეშველება! არ გვინდა და იმიტომ! ადამიანები იხოცებიან და ჩვენ გამოცდილებას ვერ ვსწავლობთ!
02-02-2019
იქნებ რამე შევცვალოთ სიცოცხლისათვის.
28-01-2019