ბატონო პრემიერო, ჩვენ არ ვართ მონები!
ბატონო პრემიერო, ჩვენ არ ვართ მონები!
რატომ მუშაობს 2-დიპლომიანი ტაქსის მძღოლად და რატომ აცხადებს პრემიერი ჩვენს ქვეყანას მონების ქვეყნად?!

როდესაც პრემიერის ეს სიტყვები პირველად გავიგონე, ვიფიქრე, ალბათ სხვა რაღაცის თქმა სურდა და ასე გამოუვიდა-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ არაერთხელ გაიმეორა იგივე ფრაზა, მათ შორის უცხოელ სტუმრებთანაც და მიუხედავად ჩემი მისადმი დიდი პატივისცემისა, გული დამწყვიტა. კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორ აგდებულად უყურებენ ხელისუფლების წევრები საკუთარ ხალხს და შემდგომ, წლიდან წლამდე ხელს იშვერენ მოქალაქეებისკენ - ყველაფერი ჩვენი ბრალი არ არისო.

"ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია ბიზნესის თვალსაზრისით, რადგან აქ არის იაფი მუშახელი", -
აი, ის ფრაზა, რომელიც პრემიერს ხშირად აკერია პირზე. როცა პრემიერ-მინისტრი საქართველოს აღიქვამს იაფი მუშახელის ქვეყნად, ეს ქვეყნის მიმართ, გარკვეულწილად შეურაცხყოფაა... ანუ, არც ღირსება გაგვაჩნია, არც არანაირი მოთხოვნები, არც პირობები გვჭირდება.. ფაქტობრივად, ეს ის სისტემაა,
რაც არის ზოგადად ჩვენთან. მაგრამ ეკონომიკა ხომ იაფი არ არის არსად და თუ ეკონომიკა დღეს გთავაზობს იაფად მუშაობას, ყოველგვარი პირობების გარეშე - ეს ნიშნავს მონობას.

მესმის, რომ მთავრობას ხანდახან ახსენდება და სურს დასაქმება პრიორიტეტად წარმოგვიჩინოს, მაგრამ მიდგომებია მცდარი. ბატონებო, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ძველ რომშიც იყო მუშა დასაქმებული, მაგრამ ისინი იყვნენ მონები. 21-ე საუკუნეში იგივე მიდგომები სირცხვილია! თანამედროვე სამყაროში ღირსეული დასაქმება უნდა უზრუნველყოს მთავრობამაც, ეკონომიკამაც და თითოეულმა პასუხისმგებელმა პირმაც.

ჩვენ ინვესტორები იმით კი არ უნდა მოვიზიდოთ, რომ იაფი მუშახელის ქვეყანა ვართ (ანუ მონების ქვეყანა), არამედ, კარგი და კვალიფიციური მუშახელით, რაც დამსაქმებლისა თუ ინვესტორისათვის გაცილებით მიმზიდველია. მსოფლიოში დღეს, ყველგან ღირსეულ და პროფესიონალ მუშახელს ეძებენ. როგორ გვინდა 3 მილიონ 700 ათასიანი მოსახლეობის ქვეყანამ კონკურენცია გავუწიოთ ევროპას? თუნდაც ჩინეთსა და ინდოეთს? ეს იმას ნიშნავს საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინო არარაობად. ამიტომ არის, რომ გვეცლება ქვეყანა თვალსა და ხელს შუა.

ვისურვებდი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ძვირადღირებულები და კვალიფიციურები. ჰო, ვიცი დაიწყებთ ეხლა "კეთილისმსურველები" აქ ყველას მინისტრობა უნდა, ყველას დიპლომი აქვსო. ხომ არ დაგავიწყდათ რა სისტემა გამოვიარეთ?! ამ სისტემამ რაშიც 70 წელი ვიცხოვრეთ, შექმნა თაობები, რომელთაც პრესტიჟად უმაღლეს განათლება მიაჩნდათ. სხვა პერსპექტივა დამცირება იყო. დღეს ბევრი ხუმრობს 2-დიპლომიანი ტაქსის მძღოლები მხოლოდ საქართველოში გვყავსო! რა არის აქ სასაცილო?! განა ეს მართალი არ არის? 99% დიპლომი ჰქონდა სახლში და რა გასაკვირია.

სატირალი ის არის, რომ არცერთ ხელისუფლებას ამ სისტემის დანგრევის სურვილი არ უჩნდება. მეტი დისკრიმინაციისთვის საკუთარ ხალხს მონებად აცხადებს, ან სწორედ ხელისუფლების მხრიდან ხდება ეს დაცინვის საგანი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას სულ ცოტა, რცხვენოდეს მაინც, რომ არანაირ პირობას არ ქმნის საკუთარი ხალხისთვის.

გამოსავალი არის პროფესიული უნარების სწავლება, არსებული სისტემის დანგრევა და არა იაფი მუშახელი. იაფი მუშახელის ძახილმა შექმნა ის, რომ ყოველ მეორე დღეს თუნდაც მშენებლობებზე მუშები იღუპებიან. ვიღაც, საკუთარი ოჯახის რჩენის მიზნით მიდის მშენებლად, სადაც არც სტანდარტებია, არც პირობები, არც იმას გაფრთხილებენ უსაფრთხოების ნორმები რა არის, მოკლედ მენეჯმენტი არ მუშაობს და ისინი იღუპებიან. დაფიქრდით, რომელ ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს ადამიანი ალალბედზე და მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს?!

და ასეა ყველა სფეროში, თუნდაც ჟურნალისტიკაში, სადაც ვიღაცის პირად შეხედულებასა და სნობურ ხასიათზეა დამოკიდებული დასაქმებულის ბედი. ამიტომ რაც გინდა პროფესიონალი იყო, ეს მორღვეული სისტემა განადგურებს და გჭამს.

მთავრობა კი მონების ქვეყნად ანუ იაფ მუშახელად გვაცხადებს. ვიცი ჩვენთან მოდაშია ლანძღო საკუთარი ხალხი. სწორედ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. პოლიტიკური ნების გარეშე, ხალხი ვერაფერს შეცვლის და მიაღწევს. ბატონო პრემიერო თუ მართლა კარგი გინდათ ხალხისთვის, ხელი შეუწყეთ გაიხსნას გადამზადების ცენტრები, დაიწყოს პოპულარიზაცია პროფესიული განათლებისა. ჩამოაყალიბდეს დახვეწილი შრომის პირობები.

გული მეტკინა, რომ გავიგე თბილისში პროფესიონალი ელექტროშემდუღებლები ჭირდებოდათ და ისინი, ინდოეთიდან და კოლუმბიიდან ჩამოიყვანესო. დარწმუნებული ვარ სამმაგს გადაუხდიდნენ, ვიდრე ადგილობრივ მუშახელს. იმის ნაცვლად, რომ ერთი პროფესიონალი ელექტროშემდუღებელი ჩამოეყვანათ, რომ საქმე ესწავლებინა ვინმესთვის და ადგილობრივი მუშახელი ღირსეული ხელფასით დაესაქმებინათ. აი ეს არის მთავრობის მიდგომები და "კაი ტიპობის" ხედვები.

საქართველოს ეხსნება გზა ევროპისკენ. ეს ამ ეტაპზეა, რომ მუშაობის უფლება არ იდება ხელშეკრულებაში, მაგრამ შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გახდება ეს ნებადართული. ჩვენ ხალხს კი არანაირი უნარ-ჩვევა არ გააჩნია პროფესიული თვალსაზრისით.
ევროპაშიც ისევე, როგორც ბევრგან ჭირდებათ მუშები (მაგალითად, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ბარმენები, მშენებლები და სხვა)და არა დიპლომიანი თანამდებობის პირები.

იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოქალაქეებს ღირსეულად ვუყურებდეთ, ამ მხრივ წახალისებას ვახდენდეთ და საამისო პირობებს ვუქმნიდეთ, ჩვენს საკუთარ ხალხს მონებად ვაცხადებთ. ხალხი კი წლებია თვითგვემით არის დაკავებული და საკუთარ თავს აბრალებს რატომ არ მიდის ქვეყანა წინ. გამოსავალი ის არის, რომ შეიცვალოს მიდგომები და ეს, სწორედ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ბატონო პერმიერო ჩვენ გვინდა განვვითარდეთ. არ გვინდა ვფიქრობდეთ მხოლოდ პურის ფულზე! ჩვენ არ ვართ მონები!

და თუ თქვენ, ეს ყველაფერი იცით და ყურს არ იბერტყავთ, ერთიღა დამრჩენია გითხრათ: მადლობა მთავრობას ჩვენზე "ზრუნვისათვის"!


ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი


ზაზა
10 ივნისი 2016 19:04
ამ ცხვარიაშვილმა ტუ იცის,ოეტროდის და რამდენიფაბრიკა-კარხანა,სამეცნიერო -კვლვიტი ისტიტუტები დაინგრა და გაპარტახდა,რასაც ატასობიტ უმუშევარი ოვრიაწარმოკმნა,ჰოდა,მატ დაუსვი ეს კტხვები.პ.ს.ისე,უცხოეტშიტუ გიცხოვრია არ უნდა გიკვირდეს დიპლომირებული ხალხის უბრალო ადგილებზე მუშაობა,იკ არცერტი სამუშაო სატაკილი არ არის.
/
27 მაისი 2016 11:24
ჩვენთან ეკონომიკაში სამწუხაროდ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძირითადი მოსახლეობა არის ღარიბი. შესყიდვის უნარი აქვს ძალიან იაფი პროდუქტის. თუ რამეს აწარმოებს ადგილობრივი ბაზრისთვის ინვესტორი თვიღირებულება უნდა იყოს დაბალი, თვიღირებულებას ამცირებს ხელფასების ხარჯზეც. მოსახლლეობა კიდევ უფრო ღარიბდება.
პენსიონერს ფაქტიურად მარტო პურის და მინიმალური წამლის ფული აქვს. საბიუჯეტო ძირითადი რიგითი თანმშრომლების ხელფასიც ძალიან დაბალია.
ალბათ ის იარსებებს რომელსაც ექსპორტი აქს, და პროდუქცია ექნება განვითარებულ ქვეყნებში მოთხოვნადი.
ბიუჯეტში შემოსული თანხის ნაწილი მოსახლეობის ეკონომიურ განვითარებას მოხმარდეს, ბიუჯეტის თანხებს უნდა განკარგგავდნენ წესიერი ფინანსისტები და ეკონომისტები.
ვინც ბიუჯეტის თანხებს განკარგავს არ უნდა იყვნენ ბიზნესმენები. ბიზნესმენმა თავის საქმე უნდა აკეთოს ქვეყნისთვის სამუშაო ადგილები შექმნას და ბიუჯეტში გადასახადი შეიტანოს. ყველამ სწორად აკეთოს თავის სამე და საჭირო არ იქნება მოსახლეობამ ამდენი კომენტარი აკეთოს...

David 67
20 მაისი 2016 15:54
თამარა-ს
რა პროფესიას ეუფლებიან თქვენი შვილები?იქნებ დაგეკონკრეტებინა. მე ვერაფერს ვხედავ ცუდს თუ მშობელი შვილს აუხსნის რომ უმაღლესი უფრო კარგია,ვიდრე მუშის პროფესია და შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ შვილმა მიიღოს უმაღლესი განათლება.საქმე იმაშია,რომ ყველა ისე ლაპარაკობს როგორც თქვენ,მაგრამ საკუთარი ქმარი ან შვილი არ უნდათ ნახონ " სპეცოვკის" ფორმაში.ეს იყო ადრე ესე არის ეხლაც და ასე იქნება მომავალშიც.აქ კომინისტური წყობა არაფერ შუაშია.სხვაობა მხოლოდ იმაშია,რომ მაშინ ბიზნესი იკრძალებოდა, ეხლა დიპლომის გარეშეც შეგიძლია წამოიწყო კერძო საქმე.

რუბრიკის სხვა სიახლეები