როგორ ვემსახუროთ საბჭოეთს? - სისტემა, რომელიც ძალიან გვიყვარს
როგორ ვემსახუროთ საბჭოეთს? - სისტემა, რომელიც ძალიან გვიყვარს
რატომ გახდა სიტყვა: "პროევროპული" - კაი ტიპობის გამომხატველი? და თუ, მოქალაქის, ან ხელისუფლების ლანძღვა გინდა, რატომ უნდა თქვა: "ის ანტიევროპულიაო?". ჯერ ერთი, იმის დანერგვას ჩვენთან, რაც ევროპის ქვეყნებში მოგვწონს, არ ჭირდება 15 წელი. ეს სრული სიცრუეა. ჩვენი ქვეყნის დალაგებას მაქსიმუმ 2-3 წელი და რა თქმა უნდა, ეროვნული მთავრობა სჭირდება. და არა, "პაკაზუხა" ევროპული" ან "პრორუსული" მთავრობა.

ცივილურ ქვეყანათა სიაში, რომ ჩავეწეროთ, პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ, რაში მდგომარეობს პრობლემათა ციკლი. შემდეგ,
მკაცრად გაიწეროს, რა გზებით და რა ვადებში არის შესაძლებელი, აღნიშნულ პრობლემათა აღმოფხვრა. აბა გაიხსენეთ, რომელი მთავრობის ხელში განხორციელდა მსგავსი? ძალიან არ მინდა ეს ფრაზა მოვიშველიო: "საბჭოური მენტალიტეტი", მაგრამ ასეა.. საბჭოური სისტემა არ დანგრეულა ჯერ ჩვენთან. სათავეში მოდიან ადამიანები, რომლებიც, მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით აპურებენ ერს და
რეალურად არაფერს ცვლიან.

აი, ჩვენი მიღწევები:
არ არსებობს სასამართლო რეფორმის შინაარსისა და აღნიშნულ სფეროში პრობლემებთან გამკლავების კონკრეტული ანალიზი. თანმიმდევრულად არ ხორციელდება რეფორმა (თუ საერთოდ ხდება ამგვარი რამ). მიდგომებია აბსოლუტურად მცდარი. მაგალითად, ყველა მურუსიძეზე ბრაზობს და არავინ, თუნდაც სამოქალაქო სექტორი, არ მიანიშნებს პირდაპირ, რომ ერთი მურუსიძე წავა, მეორე მოვა, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან მოძველებული სასამართლო სისტემა არ იცვლება.
ყველა ადვილად არღვევს შენს უფლებას, რადგან იციან, რომ არანაირი იურიდიული დახმარება არ არსებობს. გარკვეული მიზეზების გამო კი, ეგრევე სასამართლოში ვერ გაიქცევი. პროკურორობა კი ძალიან ადვილი რამაა, ამ სისტემით, შესაძლოა 20 წლის, გამოუცდელი ახალგაზრდა პროკურორი გახდეს. არანაირი კონტროლი.
შრომის კოდექსი ტოვებს საკმაო ხვრელებს, იმისათვის, რომ დამსაქმებელმა უფლებების დარღვევით გაუუქმოს დასაქმებულს კონტრაქტი. სამუშაო ადგილებზე მასიურად ხდება დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და თავს ვერ იცავ, რადგან სახელმწიფო არ გიცავს.
პენსია და პენსიონერი, კვლავ პოლიტიკური თამაშის საკითხია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ჩამოყალიბებულია პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რომლის მიხედვით წლიდან წლამდე ინფლაციის მაჩვენებლით ხდება პენსიის განსაზღვრა. ჩვენთან კი, რამდენჯერ არჩევნები მოდის, პენსიის ზრდა, პოლიტიკური პარტიების მთავარი დაპირებაა, რაც ღიად საბჭოურ სისტემაზე მიანიშნებს და არა ცივილურ ქვეყანაზე.

ახლა კონკრეტული მაგალითები:

ერთ-ერთმა ნაცნობმა მითხრა: "ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა ბიზნესი წამოეწყო, მთავრობას სიტყვაზე ენდო, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ღირსეული გარემოა. პირობითად ვიტყვი "მარილს", გადაწყვიტა, მაგალითად, "მარილი" შემოეტანა ბაზარზე. ზუსტად ორ დღეში იარაღით დაადგნენ. უთხრეს: ან მოგვცილდები ბაზრიდან, ან ოხრად დაგრჩება ყველაფერიო". ამ ფაქტისთვის არ ვაპირებ ზედმეტი კომენტარის გაკეთებას. ისევე, როგორც საბჭოეთში, დღესაც ვიღაც ერთს სურს ბაზარზე დომინანტი იყოს და გზას იარაღით იკაფავს. ზუსტად მსგავსი დამოკიდებულებებია ყველგან და ყველა სფეროში, ანუ საბჭოური მიდგომები.

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეკომენდაციები და მოთხოვნები ან არ სრულდება, ან, ბოლო დღეს, ბოლო წუთს კეთდება მინიმალური. უმეტესად, იმდენად მიზერული რამ (სხვის დასანახად), რომ წლიდან წლამდე პრობლემების მოგვარების გადავადება ხდება. თითოეულ სფეროში ამ მიმართულებით უამრავი პრობლემაა, რომელსაც არ განვიხილავ. ეს ყველაფერი ქმნის მახინჯ სისტემას, რაც ქვეყანას აძაბუნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს. ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ძარღვი კი ის არის, რომ საკუთარი მოსახლეობის მიმართ მთავრობის პასუხისმგებლობა გაიზარდოს. მაინტერესებს ვინმე გრძნობთ ამ პასუხსიმგებლობას?!

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს, მისი პრემიერობის პერიოდში იპოთეკარები, რომ დახვდნენ და სთხოვეს: "ბატონო ბიძინა, ბინებიდან გვყრიან. ან ფული გადაგვირიცხეთ ან რამე გვიშველეთო". გახსოვთ ბიძინას პასუხი? -  "თქვენ რომ ფული გადაგირიცხოთ აქ რიგი დამიდგება". იმის ნაცვლად, რომ, როგორც ქვეყნის მთავარი პასუხისმგებელი პირი დაინტერესებულიყო რა ხდება ამ კონკრეტულ სფეროში? რამდენად გამართულია კანონი? დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები? რატომ შეიქმნა ასეთი კრიზისი ამ სფეროში?

ამ დროს წამიხდა ნირი. ჯერ შოკი მქონდა და მერე, გასაგები გახდა, თუ რა მიდგომებით მოდიოდა "ევროპაზე ორიენტირებული" ე.წ "ახალი", კიდევ ერთი ხელისუფლება. საბჭოური მიდგომები ძალაშია! მხოლოდ ფრაზები "გათანამედროვდა"! "ევროპისკენ მივდივართ" - ეს ფრაზა ადუნებს ჩვენს გონებას და "სასიამოვნო" თვლემას აღძრავს!

აინშტაინს აქვს ასეთი, გენიალური გამონათქვამი: "ის აზროვნება, რამაც ჩიხში შეგვიყვანა, ჩიხიდან ვეღარ გამოგვიყვანს". ეს სისტემა, რომ შეიცვალოს, პირველ რიგში სურვილია საჭირო. ამ სურვილს კი, დღევანდელ ხელისუფლებაშიც ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ვერც ე.წ ოპოზიციაში, რომელიც იგივე, საბჭოურ სისტემას მსახურებს და ამყარებს.

ვიდრე, ხროვის პრინციპები ძალაშია და ყველაფერი პირად ინიციატივებზე და პირად ნაცნობობაზეა დამოკიდებული, ვიდრე ძირმომპალი საბჭოური სისტემის შეცვლა არ მოხდება, ზედმეტია, ჩვენზე, როგორც ცივილურ ქვეყანაზე, ლაპარაკი.

უბრალოდ, მაგიურ სიტყვებად იქცა: "მე პროევროპელი ვარ!", "ჩვენ ევროპისკენ მივდივართ", რომლის ამაყად თქმის შემდეგ, შეიძლება ყველაფერი გეპატიოს. რეალურად კი, წლებია ჯოჯოხეთში ვცხოვროთ. გთხოვთ, დაარქვით საგნებს თავისი სახელი.

მაპატიეთ, მაგრამ აღარავის სჭირდება ეს, თქვენი არაფრისმთქმელი "სფიჩები". კარგი იქნება, ხანდახან მაინც თუ კარს გამოაღებთ და ქუჩაში გახვალთ.

ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი


ალექს
22 ივნისი 2016 17:59
დიახ,პროსოციალისტური და პროსაბჭოთა ,გაუკუღმართებული წყობა გვაქვს,ორმაგი სტანდარტებით !
სახელმწიფო ასრულებს დიქტატორის,ხშირად მომღიმარისაც და ცრუპატრიოტისაც ,ზნედაცემულისაც-ხუშტურებს.
სამოხელეო კორპუსი აღასრულებს სახელმწიფოს რეპრესიულ სადამსჯელო მაკონტროლებელ ფუნქციას,აკრძალულია ყველაფერი რაც არაა ნებადართული და სახელმწიფო ,ანუ მოხელე ყოველთვის მართალია-ამ ორი სტალინური პრინციპით გვაცხოვრებენ!
სტალინს 2 მტერი ყავდა მეფე თავადაზნაურობით და ხალხი ,ჩვენს "სტალინუკებს " მხოლოდ ხალხი ,იმიტომ რომ თავადაზნაურობა სტალინმა მოინელა !
სისტემას თუ არ შევცვლით ,მალე აღარ ვიარსებებთ !
ეთერი
13 ივნისი 2016 07:59
პირველ რიგში,არასწორია გამოთქმა საბჭოური მიდგომები.,რომელიც რატომღაც დამკვიდრდა ჩვენს სალაპარაკო ენაში და ჟურნალისტმა ასეთი შეცდომები თავისი სტატიებით უნდა აღკვეთოს.სწორია სოციალისტური.როცა სოციალისტური წყობა იყო საქართველოში ფანტაზიაშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა თუ შეიძლებოდა ასეთი პრობლემების არსებობა.არავის შიოდა,არც ავად გახდომის ეშინოდა არავის.არც ხის ფარდულებში ცხოვრონდა არავინ.ყველას ჰქონდა სამუშაო,გათბობა და ცხელი წყალი სახლში.ხოლო ეს პრობლემები,რომელიც დღეს საქართველოს ასე აწუხებს ზუსტად კაპიტალიზმის თანამდევია.უბრალოდ ევროპაში და ამერიკაში უკვე განდითარებული კაპიტალიზმია და ისე აღარ უჭირთ ხალხს.თუ მდიდარი ხარ ყველაფერი ხარ,ხოლო თუ საკუთარი ბიზნესი არ გაგაჩნია არარაობა და ვიღაცის მონა ხარ.არ მითხრათ არაო.12 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და კარგად გავიცანი აქაურობა,კაპიტალისტური კი არა მონათმფლობელური სახელმწიფო უნდა ერქვას.მხოლოდ მონები ისე ძალიან ცუდად არ ცხოვრონებ,როგორც „ბიძია თომს ქოხში“იყო აღწერილი და თანაც,გადაადგილების და მეპატრონის გამოცვლის საშუალებაც აქვთ.ვინ ეძებდა სოციალიზმის დროს ვიღაცის გამონაცვალ ტანსაცმელს?თქვენ გგონიათ მარტო საქართველოშია „სეკენდ ჰენდები“?არა ბატონო,აქ უფრო მეტია ,ვიდრე ჩვენთან.ერთ ბინაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს,ისე როგორც საბჭოთა პერიოდის დასაწყის ეტაპზე იყო საბჭოეთში.სხვანაირად ბინის ქირას ვერ გადაიხდიან.სარეცხის მანქანის ყიდვის საშუალება და მერე წყლის ფულის გადახდის საშუალება რომ არ აქვთ,ამიტომ აქვთ „სარეცხი ოთახები“ და ყველა რეცხავს ამ ოთახებში.მოტომაც ვრცელდება ამდენი გადამდები დაავადებები და არ ქონდა სოციალისტურ საქართველოში ყველას საკუთარი სარეცხის მანქანა?მილიონობით ასეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო.ერთსაც გეტყვით და დავამთავრებ.ვის სჭირდებოდა შიმშილისაგან თავის დაღწევის გამო ოჯახის მიტოვება და სხვაგან სამუშაოდ წასვლა მაშინ?ხოდა ფეხის ხმას ნუ აყვებით და ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება გმართებთ და საკუტარ თავზე მეტი მუშაობა,რომ კარგ,საპატივსაცემო ჟურნალიტად ჩამოყალიბდეთ და არ დაემსგავსოთ ნანუკას,ან მისთანა ჟურნაისტებს
არსენა
09 ივნისი 2016 22:54
სწორია 2-3 წელი სავსებით საკმარისია საქარტველოს ეკონომიკის აღსადგენად,მხოლოდ ეს ვერ გავიგე რა შუაშია აქ საბჭოეთი?რა საბჭოეთი რის საბჭოეთი?ამას ჰგონია რაც ჩვენში ისე არ არის როგორც ევროპაში,წარსულიდან მომდინარეობს,ასეა მეტ-ნაკლებად აზიის აფრიკის და ლათინური ამერიკის ნეოკოლონირ ქვეყნებში,სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ გაგონილი ექნებათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები