მოკლე ბიოგრაფიული შტრიხები, ანუ, რომელი მთავრობის მეხოტბე ვარ...
მოკლე ბიოგრაფიული შტრიხები, ანუ, რომელი მთავრობის მეხოტბე ვარ...
"რომელი მთავრობის მომხრე ხართ?!" - ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თუმცა, ალბათ, ლოგიკაც არის ამ კითხვაში, რადგან, თუ ვინმეს საკმეველს არ უკმევ, მით უფრო პოლიტიკოსებს, ხალხს, სულ ცოტა გიჟი ჰგონიხარ.

ჩემი, ოდნავ ხისტი, ბლოგების გამო, ნაცნობები მესამე პირში მეკითხებიან: "აი, ვიღაცამ გვითხრა, ნინო ცხვარაშვილი "ნაცებს" "შეეკრა" და აბა ჰკითხე ასეა თუ არა?" და ასე შემდეგ. ეს ვერაფერი თემაა საწერად, მაგრამ, რადგან ხალხს ჰგონია, მე ვიქნები თუ სხვა, თუ
სათქმელს პირდაპირ ამბობ, მაინცდამაინც ვიღაცისგან ანგაჟირებული პირი უნდა იყო, ან ფულის გულისთვის აკეთებდე ამას, ესეც იმ საბჭოური სისტემის ბრალია, რომლის შესახებაც ამ ცოტა ხნის წინ ვწერდი.

16 წლის ვიყავი საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მზადება, რომ დავიწყე. ვემზადებოდი ნიშნავს, სახლში, ჩემით ვაკეთებდი ამას, რადგან ფული არ მქონდა, რომ
პედაგოგთან წავსულიყავი. პირველ წელს ქულები დამაკლდა. მეორე წლისთვის კი, შემოიღეს შესავალი გამოცდები ჟურნალისტებისთვის, სადაც შენი გამოქვეყნებული 5 წერილი ან ინტერვიუ უნდა წარგედგინა. მე არ მქონდა საშუალება, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, ფულით მეყიდა საგაზეთო წერილები, რომ წელი არ გამეცდინა. დავიწყე რაღაცეების ჯღაბნა და ასე კარდაკარ დავდიოდი რედაქციებში და ვეუბნებოდი: "მე, ნინო ვარ, მომავალი ჟურნალისტი, იქნებ ნახოთ ჩემი მასალა, გთხოვთ". რა თქმა უნდა, ბევრი შრომა დამჭირდა, ჯერ ერთი ვინმეს გული, რომ მომელბო და მეორე, რომელიმე ნამდვილ წერილს დამსგავსებოდა და დაბეჭდილიყო. წერილები შევაგროვე, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ყოველგვარი ფულისა და პროტექციის გარეშე ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ დღიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, მე თვითონ გავიკვლიე ჩემი პროფესიული გზა. არ გეგონოთ მეამაყება, რომ უპატრონოდ მოვედი აქამდე! სულაც არა, გულიც კი მწყდება, რადგან ზუსტად ვიცი, მე, ვინმე, თუნდაც მცირედით, რომ დამხმარებოდა ჩემი ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდი, რადგან საქმის ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა.

იმ დღიდან მოყოლებული ჩემით "ვიბრძვი". ათასჯერ დამახვედრეს ბარიერი, "უპატრონობის" გამო, მაგრამ ხომ იცით, სიბეჯითე და სისუფთავე კედელს ანგრევს. ყოველგვარი პროტექციის გარეშე შემოვიარე, არაერთი ჟურნალ-გაზეთი, ტელევიზია და რადიო.
არასოდეს ვყოფილვარ ის ჟურნალისტი, რომელიც კომფორტისთვის და ფულისთვის, სიმახინჯეებსა თუ უსამართლობაზე თვალს ხუჭავდა. ან იმისთვის, რომ დღეს ჩემს ოჯახს უჭირს და ასე აწყობს, ხეირობდა სიტუაციისგან. არც იმ კატეგორიას ვეკუთვნოდი, მთავრობა, რომლისგანაც ცუდად სარგებლობ (ასეთები, ჩვენი ისტორიის მანძილზე ბევრი გვახსოვს), ჩუმად იყო და მერე, როცა წავა, მაშინ დაიწყო "კაი ტიპობისთვის" აუგის თქმა ყოფილზე.

მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი რადიო "იმედიდან", ვინც არ გაჩუმდა ქუჩაში უსამართლოდ დახოცილი ახალგაზრდების გამო... "იმედის" დარბევის გამო და სარჩელიც კი გააგზავნა ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსასამართლოში. რადიოში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში, გავდიოდი უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს. ეს მაშინ, როცა გვიკრძალავდნენ არ გვეთქვა ის, რაც მთავრობას არ აწყობდა. ბევრი მეუბნებოდა გავჩუმებულიყავი. ისევე, როგორც დღეს მეუბნებიან, რომ არ ღირს არაფრის თქმა, რადგან სამსახურს ვეღარასოდეს ვიშოვი, მაგრამ არასოდეს შევშინებულვარ.

ასეთი სიტუაციები, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ სიმართლე ზოგჯერ შენი სოციალური ყოფის წინააღმდეგაც მოდის და უნდა გაუძლო. მე, სინდისის სასარგებლოდ, არჩევანი ბევრჯერ გავაკეთე.

როგორც არაერთმა, მეც გავუძელი მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს, ქვეყნის უშუქობასა და ომს, ბევრი ვიბრძოლე და აი, დღემდე მოვედი. საზღვარგარეთ ცხოვრებამ და სწავლამ კი დამანახა ის ფაქტი, რომ მინიმალურიც კი არ კეთდება დღეს ჩვენთან. მხოლოდ მთავრობები იცვლება.

რაც მთავარია, მქონდა უდიდესი შანსი უცხოეთში კარგად მეცხოვრა, მაგრამ ნაბიჯი სწორედ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გადავდგი.
ვერაფერი "კაი ბიჭობაა" აკრიტიკო წინა ხელისუფლება, როცა უარეს ნაკლოვანებას ყოველდღე ხედავ. იმათი სათქმელი მაშინ ვთქვი. დღეს ამათი დროა.

ეს არის პასუხი იმ ადამიანთა ეჭვებზე, რომ იქნებ, როგორც ყველა "ნორმალური" ადამიანი ამ ქვეყანაში, მეც ვინმეს მეხოტბე გავხდი. არადა, ისევ "არანორმალურად" ვრჩები. კვლავ ვაგრძელებ "ბრძოლას" ქვეყნისთვის.

მე, არ ვარ, ის ჟურნალისტი, ის მოქალაქე, რომელიც დღეს, თუნდაც მაღალანაზღაურებადი სამსახურის გამო გაჩუმდეს და სათქმელი არ თქვას. ეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: როცა ის საბჭოური სისტემა და მიდგომები შეიცვლება, რაც ქვეყნის 25-წლიანი დამოუკიდებლობის გზაზე არ შევცვალეთ. როცა რეალურად დავიწყებთ განვითარებული ქვეყნებისკენ სვლას. როცა ჩვენი ხალხი მართლა ამოისუნთქებს და ყველას ექნება თავისი საქმე. როცა ვიგრძნობ, რომ მთავრობა, ერთხელ და სამუდამოდ ზრუნავს ხალხისთვის.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი.

მკითხველის კომენტარი (22)
ემიგრანტი 2
25 ივნისი 2016 05:27
მეგობრებო, ნინო როდესაც საკუთარ თავზე საუბრობს, ეს რატომ მიგაჩნიათ გადაჭარბებულ თავის ქებად? ეს მხოლოდ იმ რეალობის ასახვაა, რომელშიც გვიხდებოდა ცხოვრება და მართლაც დიდი გმირობა უნდოდა იმას, რომ ვინმეს დაუხმარებლად "უფასოზე" ჩარიცხულიყავი,რადგან მექრთამეობასა და უზნეობასთან (გაუთავებელი ნაცნობობანა და ა.შ.)გიხდებოდა ბრძოლა 17 წლის ახალგაზრდას. დიახ რომ საამაყოა და ხაზგასასმელი ის, რომ მოახერხა, გზა თავისით გაიკაფა.ალბათ ამის გათავისება რთულია მათთვის, ვისაც ზურგს შეძლებული ოჯახები, კომისიის წევრი რეპეტიტორები ან მათთან დაახლოებული პირები უმაგრებდა. ნინო, მე მიმაჩნია, რომ თქვენს სტატიებში დასაძრახი არაფერია. პირიქით უფლება გვაქვს ყველამ ვიამაყოთ თქვენნაირი პროფესიინალებით, ქართველებით და უბრალოდ ადამიანებით. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!!!
ალექს
25 ივნისი 2016 04:47
არ იყო სოციალიზმის დროს უფასო არაფერი,ბინა-10 000 ღირდა ,უქრთამოდ ვერ მიიღებდი ,ან მთელი სიცოცხლე ვერ მიიღებდი,ასე იყო ექიმიც-არ გადაიხდიდი და მოკვდებოდი,განათლება -მაინც ჩაგჭრიდნენ -უნდა გადაგეხადა!
ფეხსაცმელი ან ინდური ან ისანისა,ცებო ჩაწყობით და სალამანდრა სურამელ აკოფასთან !
იმაზე მეცინება მილტონები რომ შემოიტანეს პოლონეთიდან ,7 თუ 15 მანეთი ღირდა,რაიკომის მდივნის ზარი ან გუტაბში ნაცნობი და 50 მანეთი,ბოტასი კიდევ ,ბოტასი!
სამსახურში კარიერა?
უპარტიოდ იყავი ნოლი ,პარტია ფული ღირდა ან მაღალი ფუნქციონერი გჭირდებოდა გზის გასაკვალავად !
ჩვენი სოციალიზმი მართლა სოციალიზმის მრუდე სარკის სინდრომით იყო დაავადებული!
ის იყო დიდი ბლეფი,ფუნქციონერები ჯეჯილობდნენ.
იმ ფუნქციონერების შთამომავლებია მოქკავშირი,ნაცები და ქოცები ბურჯანაძიანად ,ზოგი გენეტიკურად ,ზოგი სულიერად !
:)))
14 ივნისი 2016 07:15
"კვირის პალიტრის" ბლოგერებს როგორი ერთნაირი ბიოგრაფია აქვთ... "ნინო ცხვარაშვილი" შეროზიას ფსევდონიმი ხომ არაა?:)) მასაც უყვარს საკუთარი თავის ქება და ყოველ სტატიაში "მე...მე-ს " გაიძახის
ეთერი
13 ივნისი 2016 07:31
ძალიან კარგი,თუ არავინ დაგეხმარა და თქვენით მიაღწიეთ წარმატებას.ისიც კარგი ,რომ ფული არ გქონდა და თქვენით მოახერხეთ ინსტიტუტში ჩაბარება.წარმატებებს გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში,რამეთუ ახალგაზრდა ბრძანდებით და კიდევ ბევრს ისწავლით.მხოლოდ ის მაინტერესებს,ასეთმა უსახსრომ,როგორ მოახერხეთ საზღვარგარეთ წასვლა განათლების მისაღებად.არ ვიცი რომელ ქვეყანაში მიიღეთ განათლება,მაგრამ 4 წელი როგორ იხდიდით სწავლის ქირას,ან თუ სწავლა უფასო იყო ამდენ ხანს ბინის ქირა,ჭამა,ჩაცმა არ გინდოდათ?არა ,არ გისაფრდებით და ამას იმიტომ არ ვწერ.უბრალოდ შეუსაბამობაში მოდიხართ საკუთარ თავთან.კიდევ ერთი,მე 12 წელი ამერიკაში ვარ და კარგად დავინახე განსხვავებასოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის.არასოდეს არ გიცხოვრიათ სოციალიზმში და ფეხის ხმას აყოლილი ისე ლანძღავთ მას.განათლება კარგი ხარისხის,არავინ მშიერი,ყველას სამუშაო,ბინები უფასოდ,საავადმყოფო და ექიმები,ურთულესი ოპერაციები უფასოდ.ჯერ მარტო ის რად ღირს,რომ არავის არ ეშინოდა ავად გახდომა.სტომატოლოგიური მკურნალობა უფასოდ.ეხლა რომ ცხოვრობს ხალხი ფარდულებში,ქუჩები რომ სავსეა უპატრონო ბავშვებით და მათხოვრებით,გაზეთებით რომ იხვეწება ხალხი ავად მყავს ახლობელი და დამეხმარეთ ,რომ არ მომიკვდეს ექიმის გარეშე,ან დამეხმარეთ რომ შვილები შიმშილით არ დამეხოცოსო-არაფერი ამის მსგავსი მაშინ არ არსებობდა.არ ვიძახი,რომ სოციალიზმს ნაკლი არ ჰქონდა ,მაგრამ დღევანდელ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა როგორ უნდა დასცინოს სოციალიზმს,არ მესმის.კაპიტალიზმში მდიდარი თუ ხარ-ადამიანი ხარ,ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი არარაობაა,ცვენ რუსეთის ქვეშევრდომობა არ გვინდოდა,თორემ სოციალიზმს რას ვერჩოდით,ბოლობოლო ყველას გათბობა და ცხელი წყალი გვქონდა სახლში.კარგი გოგონა ხარ.რამდენიმე სტატია წავიკითხე თქვენი და ვგონებ კომენტარიც დაგიწერეთმროგორ გამეხარდა ,რა კარგი ჟურნალისტი გამოჩნდათქო.უბრალოდ,მეტი დაფიქრებით უნდა იმუშაოთ.წარმატებებს გისურვებთ.
Giorgi
11 ივნისი 2016 01:49
Amas tsinat tqveni statia samshobloshi ar dabrunebaze rom tsavikitxe ertmxriv dagtanxmdit da meore mxriv avgshpotdi kvela rom gaiqtses tqvens statiebs xom agar ekoleba mkitxvels an raze unda tserot tu saqartvelo samotxed iktseva? Tu Miigebt chem rchevas gachirvebuli saqartvelo gerchivnot vidre utsxoetshi aravis rom ar chirdebit tavianti oxrad rom rchebat.
Evropidan
11 ივნისი 2016 00:21
Evropas nu xatavt zgaprul samkarod gtxovt,stumrad kopna kvelgan kargia magram"usasrulod"rom grdzeldeba sxvanairi xdeba-tsivi,usulgulo da shignit rom ar shegishvebs iseti.dzalian momtsons tqveni tseris stili da gisurvebt tsarmatebebs.
მიმი
10 ივნისი 2016 18:25
ჯერბ ემიგრანტებს[რომელტა უმრავლესობას საკმაოდაკვს დაგროვილი უზრავ-მოზეავი კონება] უკადაგე სამშობლოში არ დაბრუნდეტო,მერე იმეორებ მიუღებელ ვერდიკტს-ევროპაშიც არის ნულოვანი ტ0ოლერანტობაო.ამის მერე რა უნდა გიტხრა და რიტ გაგახარო
ა ვ ტ ო რ ი ს გ ა ნ
10 ივნისი 2016 12:57
ჩემო კეთილო ადამიანებო, უღრმესი მადლობა რომ მწერთ და ბოდიშს გიხდით რომ ხშირად სრულად ვერ ვკითხულობ კომენტარებს და ვერ გპასუხობთ, მაგრამ მე თქვენი შეფასებები ყველაზე მატად მაინტერესებს, ასევე ჯანსაღი კრიტიკაც და არა ლანძღვა.

რაც შეეხებათ ემიგრანტებს, მე მათზე კიდევ ვაპირებ დაწერას გარკვეული მიზეზების გამო. ჩემი ბლოგი არ იყო მოწოდება, ის იყო გამოხმაურება მინისტს გელა დუმბაძის ინტერვიუს მიმართ, რომელსაც უსაშინლესი დამოკიდებულება ჰქონდა ემიგრანტების მიმართ, კიდევ იყო ეკონომიკის მინისტრის პირდაპირი ჩართვა ნასწავლ, განათლებულ ემიგრანტთან, რომელსაც ვერაფერს სთავაზობდა, და ბოლოს უთხა მომეცით თქვენი სვ, იქნებ დაგეხმაროთო. ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება და რატომ გაგიკვირდათ ჩემი ბლოგი? გთხოვთ სწორად წიკითხოთ ხოლმე.

მე მშია დღეასც და უსამსახუროდ ვარ!მერე რა, ვის უხარია ეს? არ ჯობია ვინც ცხოვრება აიწყო და კარგად გრძნობს თავს არ გავწიროთ ჩემსავით და სიმართლე ვუთხრათ მათ?

რაც შეეხება ჩემს ბლოგებს ვწერ იმას რაც ვნახე უცხოეთში, ზუსტად ვიცი, რომ ბევრი რამ შეგნებულად არ კეთდება ამ ყვეყანაში,ის სიტუაციები და მიდგომებია რეალობას მოწყვეტილი რაც აქვთ ხელისუფლებას და მერე ხალხს და არა ჩემი. რა არის ამაში გასაკვირი რომ საბჭოთა მიდგომები უნდა დაინგრეს? გადით ქუჩაში და ნახეთ რა ხდება. ევროპაში უხეში პასუხისთვისაც კი პასუხს მოგთხოვენ და მერე ეს შენს ბიოგრაფიას მიყვება დაუსრულებლად. სწორდეაც არის ნულოვანი ტოლერანტობა იქ და ამიტომაა წესრიგი.

იმას რასაც პოლიტიკოსები გვარწმუნებენ ის არის რეალობას მოწყვეტილი და თქვენც დაიჯერეთ.
ხალხი უბრალოდ მსხვერპლად ვეწირებით და ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს თუ ძლიერი პატიოსანი ადამიანების ჯგუფი არ მოვიდა სათავეში..თუ სისტემა არ შეიცვალა>

დანარჩენს მერე, ეტაპობრივად დავწერ, მადლობა ყველას. კეთილი სურვილებით:)

ერთსაც დავამატებ
10 ივნისი 2016 12:25
მასეთი ბიოგრაფია ბევრს გვაქვს,თანაც პირველ წელს ჩავირიცხეთ :).ეს ისე ნამეტანი თავის ქება რომ არ გამოგივიდეს.თან ისეთ ინსტიტუტებში და ფაკულტეტებზე მეტი კონკურსი რომ იყო.
თანაც საკუთარი შრომით რამის მიღწევა კერძო სექტორში,რაზეც დამეთანხმება ბევრი,რომ არც ასეთი წარმოუდგენელი რამ არის, არ გამორიცხავს ადმიანის ტენდენციურობას და ზედაპირულ ანალიზს.
emigranti
10 ივნისი 2016 12:22
აი მე ზუსტად ქალბატონ ლამარას ვეტანხმები ზუსტად ჩემი აზრიც ასეტია იქამდე სადაც ამბობს ბავშვები ტურქეთის გარეშე გავზარდეო მე კი იმიტომ წავედი რომ ჩემმა ორმა ბავშვმა ს უმაGლესი სწავლის გაგრძელება ვერ შეზლო გადაუხდელობის გამო ვერ გაიკვლია გზა როგორც ამ ჟურნალისტმა და მეორე კურსიდან შეწყვიტენ სწავლა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები