ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა თავისებურებანი, ანუ ქვეყანა, სადაც უამრავ მადლობას და ბოდიშს იხდიან
ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა თავისებურებანი, ანუ ქვეყანა, სადაც უამრავ მადლობას და ბოდიშს იხდიან
საშინლად წვიმდა იმ დღეს ლონდონში. ეს იმას ნიშნავს, რომ აზრი არა აქვს სადმე შეეფარო, რადგან, შესაძლოა მინიმუმ სამი დღე არ გადაიღოს და დარჩე ასე, სადღაც შეფარებული. ამიტომ, ინგლისელები თავსხმა წვიმაშიც არ ჩერდებიან. გზას აგრძელებენ. ჩვენც, მე და ჩემი ინგლისელი მეგობარი ლიზი მივაბიჯებდით წვიმაში. უცებ ლიზი ამბობს, ამინდებიდან წვიმა მიყვარს. მეც არ დავაყოვნე და მოკლედ მოვუჭერი, სხვა რა არჩევანი გაქვს, რო? და გავიცინე. რა თქმა უნდა, ლიზის ეწყინა.

ინგლისელები ხშირად იწყებენ საუბარს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამინდით, მაგრამ
თუ უცხოელმა უთხრა მათ ოდნავ უკმაყოფილოდ, რაღაც ამინდის შესახებ, სწყინთ. საქ
ართველოში 8 თვე მზეა, მაგრამ ზამთრის შემდეგ, როცა პირველად დაცხება, ვამბობთ ძლივს არ დაცხა?

ინგლისელებს ზაფხული შესაძლოა რამდენიმე წელი არ ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც კი დაცხება, მაშინვე ამბობენ, უიმე, რა მაგრად ცხელა, რა არის.


გაგაცნობთ რამდენიმე უცნაურ ფაქტს, რომელიც ინგლისელების ხასიათს უკავშირდება და რაც მათთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე.

ეს არის ქვეყანა, სადაც დღის განმავლობაში ათასჯერ ამბობენ მადლობას და ბოდიშს. თავდაპირველად უხერხულობაც კი შემიქმნა ამ ფაქტმა. მე ვაწუხებდი ვიღაცას და ის მიბოდიშებდა რამდენჯერმე, თუ სათანადოდ ვერ მეხმარებოდა. თავადვე ამბობენ, რომ ქუჩაშიც კი სურთ აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ. ამდენი ემიგრანტის ფონზე, უცხო თვალმაც კი უნდა შენიშნოს, რომ ის ინგლისელია. ამისთვის ისინი ხშირად იღიმებიან და ამბობენ,
"Sorry" ან "Thank you"

თუ პირველივე გაცნობისას არ დაიმახსოვრეს შენი სახელი (რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მათთვის), ეს იმას ნიშნავს, რომ შენთან ურთიერთობის გაგრძელებას, უბრალოდ, აღარ აპირებენ.

დაუსრულებლად კამათობენ, როგორ დააყენონ ჩაი. კარგი ჩაი, რა თქმა უნდა, რძით უნდა მიირთვა. თუკი ჩაი რძის გარეშე მოითხოვე, თვლიან, რომ შენ ჩაის ფასი არ იცი. ინგლისში, ყოველ დღე 165 მილიონი ჭიქა ჩაი ისმევა და ფაქტობრივად, ვერ ნახავთ ოჯახს, ვისაც სახლში, მინიმუმ 7 სხვადასხვა დასახელების ჩაი არ აქვს.

გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ინგლისელმა კაცმა შემთხვევით ქალს ხელი შეახო, საშინლად წუხდება და ათასჯერ იხდის ბოდიშს. მათ საშინლად ეშინიათ, არავინ დაადანაშაულოს ისინი სექსუალურ დისკრიმინაციასა და სექსიზმში.

გაცნობის ადგილი უმეტესწილად პაბაი. ლუდი ინგლისელების უსაყვარლესი სასმელია, მაგრამ ეროვნულ სასმელად სკრუმპი (ვაშლის სპირტის სასმელი) სახელდება. უხერხულად გრძნობენ თავს პაბებში, რადგან ხშირად უნდებათ ტუალეტში. მაგრამ "ნამდვილი" ინგლისელი არასოდეს გეტყვით, რომ ტუალეტში მიდის. ის ყოველთვის თავს "იმართლებს", თითქოს მეგობართან აქვს დასარეკი ან ნაცნობი უნდა ნახოს კართან და მალე დაბრუნდება.


დაუსრულებლად დაობენ, რომელია ქალაქის ყველაზე ძველი პაბი. ისეთი დამაბნეველი დეტალები როგორიცაა შენობის დასახელება, ადგილმდებარეობა, ლიცენზია და არქიტექტურა, ართულებს ლონდონის უძველესი პაბის აღმოჩენის საშუალებას. მაგრამ სავარაუდო სია მაინც არსებობს. ასეთ პაბთა რიცხვს ეკუთვნის Lamb & Flag ( Rose St, WC2) რომელზეც ამბობენ ტიუდორების პერიოდიდან არსებობს და ლიცენზია 1623 წლიდან აქვსო. სავარაუდო კანდიდატია Cittie of York (22 High Holborn, WC1) რომელმაც სამიკიტნოს სახე 1420 წელს მიიღო მიუხედავად იმისა,რომ შენობა 1645 წლით თარიღდება და ძველი გზისპირა ტავერნის სახელს ატარებს. მისი თითქმის სრულად აღდგენა 1890 წელს მოხერხდა. მწირი მტკიცებულებისა და შენობაზე ჩატარებული უთვალავი სარემონტო სამუშაოების მიუხედავად The White Hart (191 Drury Lane, WC2) ძალზედ თამამად აცხადებს, რომ "ლონდონის უძველესი ლიცენზირებული დაწესებულებაა". გადმოცემის თანახმად, მას უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა.


დეტალები კიდევ უფრო შთამბჭდავს ხდის ლონდონის პაბების უწყვეტ კავშირს ქალაქის ისტორიასთან. ასეთი მემკვიდრეობით ბევრი მუზეუმიც კი ვერ მოიწონებს თავს
.

ინგლისის სამხრეთულ ქალაქებში, მძღოლები დღის განმავლობაში, დაახლოებით 2000-ჯერ ამბობენ სიტყვა "არაფრის", რადგან ავტობუსში მყოფი ყველა მგზავრი ჩასვლისას პირადად მძღოლს უხდის მადლობას კარგი მგზავრობისთვის.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ უცნაურობებისა, რომლებსაც ინგლისელებთან ურთიერთობით გადააწყდებით. ისინი მუდმივად ცდილობენ, სხვა ხალხებზე მეტად კულტურულებად წარმოაჩინონ თავი.

ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი

Uhh
27 ივლისი 2016 16:32
თქვი შეენც ახალი რამე.ევროპაში სუყველგან ეგრეა მაგრამ მაგათ ბოდიშს და მადლობას ფასი არ აქ და რათ გინდა....ავტორი ალბათ ინგლისშია ნამყოფი მარტო და რას ერჩით...
nana
27 ივლისი 2016 15:54
ზრდილობა უცნაურობაა? საქართველოში ნამდვილი ვირი კაცები დადიან აკ
pepi
27 ივლისი 2016 15:13
მე დავწერე,ზოგიერთი...
pepis
27 ივლისი 2016 10:01
ინგლისელებს არაფრით ჩამორჩებით ზრდილობაში. მადლობთ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?