"მაპატიეთ, თქვენ ის ხომ არ ხართ ჯერ კენჭს, რომ იყრის და მერე - მახათს"?
"მაპატიეთ, თქვენ ის ხომ არ ხართ ჯერ კენჭს, რომ იყრის და მერე - მახათს"?
მოდით შევთანხმდეთ, წელს საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადვილია. რა რაოდენობის შემოთავაზებული თანხაც მოგეწონებათ, იმ პოლიტიკურ პარტიაზე უნდა შეაჩეროთ ყურადღება. სულ ეს არის.

აბა,  ყურადღებით, წამზომი ჩაირთო:
1) თვიური პენსია 200 ლარი. 2) თვიური პენსია 250 ლარი. 3) თვიური პენსია 300 ლარი უკვე ა.წ. ოქტომბრის ბოლოდან.

თქვენც 300 ლარზე შეგრჩათ თვალი? რა თქმა უნდა, ეს თანხა მეც ძალიან მომწონს. ჰოდა, ამ პარტიას მივცემ ხმას.

რას კითხულობთ რომელი პარტია გთავაზობთ ასეთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნათელ მომავალს? ხომ იცით, რომ ისედაც
არ იქნება. მარტო ეს კი არა, ხალხო, არაფერი არ იქნება ამ ქვეყანაში. ჰოდა, პირდაპირ მიეცით ხმა. თვითონ მაინც ხომ გაიხარებენ. ეს კი, რამხელა სიკეთეა. ამ მართლმადიდებლურ ქვეყანაში წარმომიდგენია, რამდენ ქრისტიანს სწყურია სიკეთის ქმნა.

თან ხომ იცით, კარგი ცხოვრებისა და ფულის გულისთვის პარლამენტში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. იქნებ, ერთ დღესაც თქვენც აღმოჩნდეთ ამ მსურველებში, მერე...

დაპირებები კი, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო "კულტურაა". ყურადღებას ძალიან ნუ მიაქცევთ. რაც მეტ თანხას დაასახელებ, შენი პარტიის სახელს უფრო გარკვევით ჩაიწერს
ხალხი გულში და თანაც არჩევნებამდე, პატარ-პატარა, წუთიერი, სასიამოვნო განცდები არ მოგვაკლდება.
ასე, რომ დიდი მადლობა პოლიტიკურ პარტიებს ჩვენზე ზრუნვისთვის.

ერთი-ერთი ე.წ ექსპერტი დაობდა, როგორ უნდა ენდო ამ დაპირებას, ვინაიდან დაუსაბუთებელიაო. არ გაგიჟდები ადამიანი?! მანამდე ხომ რას ამბობთ, ყველა არჩევნებზე დაპირებები დასაბუთებული იყო და არჩევნების შემდეგ ისინი ლიწინ-ლიწინით სრულდებოდა რა. თანაც რაღა 300 ლარიან პენსიაზე გაახსენდა ეს პასუხი. 200 ლარიანი პენსია, ლარის გაუფასურების, ეკონომიკური ვარდნის და სრული ქაოსის ფონზე ხომ შესაძლებელია? ჰოდა, გვაცადეთ რა ე.წ ექსპერტო, ცოტა გავიხაროთ 300-ლარიანი საპენსიო დაპირებით.

წელს უთუოდ იქნება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ელექტორატს არანაირი შეკითხვა და მით უფრო მოთხოვნა აღარ აქვს. პოლიტიკურ პარტიებს კი, არაფერი არა
აქვთ! ჰო, არაფერი. არც გამოცდილება, არც შესაძლებლობა, არც ფული, არც პასუხისმგებლობები, არც სინდისი. რაღა გვაქვს საკამათო, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. და აჰა, დამყარდა ნანატრი დემოკრატია.

მე, როგორც არჩევნების მეხოტბეს, მხოლოდ ერთი, ძალიან მორიდებული შენიშვნა მექნებოდა. მე, რომ პოლიტიკური პირი ვყოფილიყავი თამამად ვიტყოდი, პენსია თვეში 1000 ლარი! მინიმუმი ხელფასი 2000 ლარი და ასე შემდეგ... ოღონდ ცოტა რიხიანდ თქვით, თქვენგან რა მიდის. თუ ოცნებაა ოცნება იყოს! თუ მეოცნებეები ოცნებებშიც "ჟოჟკავთ?".

მტრები ხომ არ აკლდება ამ ქვეყანას რა. აი კიდევ ერთი ე.წ. ექსპერტი გამოხტა და განაცხადა. რეიტინგებში "ნაციონალებს" "ქართული ოცნება" სულ რამდენიმე პუნქტით უსწრებსო. სასწრაფოდ უნდა გამოიყენოს "ოცნებამ" ეს შანსი და შეაშინოს ხალხი, თუ არ მივა არჩევნებზე, მაშინ "ნაციონალები" დაბრუნდებიანო.

ეს იმას ჰგავს, ბავშვი, რომ აღარ ჭამს... და უცებ, ვიღაც ეუბნება პირი გააღე, თორემ "ბუა" მოვაო. ხალხიც პირს გააღებს და კიდევ 4 წლის "სიმართლეს" გემრიელად ჩაყლაპავს. არადა, თქვენ რა იცით ამ ორ "ზეაღმატებულ", "კონკურენტულ" პოლიტიკურ ძალას რამდენი აღტაცებული მიმდევარი ჰყავს.

ჩემს კახელ მეზობელს ერთისთვის უკითხავს: თქვენ ვინღა ხართო? იმას უპასუხია, პოლიტიკოსი ვარ, თქვენს რაიონში კენჭი უნდა ვიყაროო. ა, მგონი,  ვიცი რას ნიშნავს ეს - გულწრფელად უთქვამს მეზობელს, - თქვენ იმ ჯგუფიდან ხართ ჯერ კენჭს, რომ იყრიან და მერე მახათსო...

წელს ხალხზე მზრუნველთა რაოდენობამ ერთი ორად იმატა. როგორ, ეს არ არის დასაფასებელი? 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 56 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ პირველად დავიბენი. ის პირველი ორი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი 54 ვინღაა?-  გავიფიქრე. მაგრამ მივხვდი, მთავარი ეს კი არ არის, მთავარია გონივრული გადაწყვეტილება!

რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე 33-ეს მივცემ ხმას. ორი სამიანი შესაძლოა იღბლიანი აღმოჩნდეს. ან... 55-ეს იგივე მიზეზით. რა ვიცი, დავფიქრდები, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად წავალ. ჩაფიქრებული მაქვს და იქნებ, ამიხდეს.

ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი



Ia
18 აგვისტო 2016 13:56
ნაცხროვა და ქოცხროვა -ო ეს რომ ვერ გაურჩევია ვინმეს ერთმანეთისგან .სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
nugzari
18 აგვისტო 2016 02:11
ის კაცი ხადური მეგონა მაღლა როა დ
qutaiseli
17 აგვისტო 2016 16:24
100 ქარხანა კომუნისტების დროსარიყო ჩვენთან გონია რო გაყიდე დანგრიედა გაანადგურე ამ 25 წლის მანძილზე 4 წელიწადში გინდა ყველაფერი მეკი მგონია რო ეხლა კომუნიზმში ვართ წინა მთავრობასთან შედარებით ნუ ეხლა კალათებით მაინ აღარ იპარასვენ ბავშვებს სამშობიაროდან და პატიმარს არ ეუბნებიან მოიცა ჯერ პატარახან როცა ცოცხალმკვდარი იქნები მერე გადაგიყვანთ სადაც საჭიროაო.დდ ან სად წაიკითხა ვინმერმ რო 100ქარხანა უნდა აშენებულიყო ამ 4 წელიწადში ზოგიერთს ქარხანა საქათმე ან ბოინი გონია ეტყობა და არა საწარმო სადაც ათასობით ადამიანი უნდა დასაქმდეს და პროდუქცია უნდა გამოუშვას რათქმაუნდა თუამ პროდუქციის გასაღების ბაზარი არსებობს და მოთხოვნაც.ისე კაპიტალისტური მოწყობა და ლიბერალიზმი საბაზრო ეკონომიკასთან ერთად არ ცნობს სახელმწიფო საწარმოებს და თუ ვინმეს უნდა შეუძლია ათიათას კაციანი წარმოებაც ააშენოს ეგ ვისაც უნდოდა იყო სსრკა და დაიშალა რაც გინახავს ვეღარ ნახავო ამაზეა ზედ გამოჭრილი ბიძია სემი აგიშენებთ აწი ქარხნებს ჩამოვადა.
orlando
15 აგვისტო 2016 20:14
ისე რა მოხდა-ჩვენ თუ ვერ გაგვამდიდრებენ, თვითონ ხომ გამდიდრდებიან ე. ი . 230 მდიდარი ადამიანი შემოგვემატება-კარგი არ არიის?/ და ასე ყოველ 4 -წელიწადში 230 ადამიანი მდიდარი შემოგვემატება .4 საუკუნეში კი ყველა მდიდრები ვიქნებით -ასე არააა?? ასე რომ გული არ დაგწყდეთ- მ ო თ მ ი ნ ე ბ ააააააააააა
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა