გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო!
გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო!
ტაქსი გავაჩერე. ჩვენი აუტანელი "სისტემის" თანახმად, ვიდრე თავს შევყოფდი ფანჯარაში, რომ ადგილი და თანხა დამეზუსტებინა, მძღოლი უკვე რაღაცას ყვიროდა. ძლივს გავარჩიე: "ჩქარა დაჯექი, ჩქარა". მეც ინსტიქტურად ჩავჯექი და ვხედავ სულ სხვა მიმართულებით დაიძრა. ვკითხე: "აქეთ არ მივდივარ, ხომ უნდა მკითხოთ და ადგილი დავუზუსტე - "არამიანცის საავადმყოფო". "ეგ სად არის?" - ისე იკითხა მანქანა არც შემოაბრუნა, არც შეანელა. "მეტრო 300 არაგველი გაგიგიათ?"- ვეკითხები. "და შენ ხომ იცი?!" საკმაოდ თავდაჯერებულად მიბრუნებს კითხვას.

ვთხოვე, გაეჩერებინა. კიდევ კარგი დამემორჩილა. ტაქსიდან გადმოსვლისას მეკითხება: "რა, აქ არის?" "ჯერ ქალაქი ისწავლეთ... ისედაც ძალიან დამაზარალეთ, საშინლად მეჩქარება" - ვეუბნები.. ფული მომთხოვა, ყვირილი დამიწყო და მგონი შემაგინა.

ჩემს ქალაქში ვინმე თუ ზრდილობიანი მხვდება უკვე მიკვირს, მით უფრო მძღოლი. ეს არ არის ერთეული შემთხვევები და
ამიტომ ვწუხვარ.


ტაქსი იშვიათად მჭირდება ხოლმე, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ,- არათუ გეჩქარებოდეთ, არამედ გიჭირდეთ რამე, უარესს ტაქსის მძღოლი დაგმართებთ. მათმა უმრავლესობამ არ იცის ქალაქის ქუჩები, ცნობილი დაწესებულებები, უბნები და მეტროსადგურის დასახელებებიც კი.. ამასთანავე, განსაკუთრებით ბოლო დროს, არ მინახავს ტაქსის მძღოლი, რომელიც კულტურულად ურთიერთობს, პირიქით, "ტვინს გიბურღავს", აქეთ აგრესიულ შეტევაზე გადმოდის, სახეში გაბოლებს ან მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენს და ბოლოს გაურკვეველ თანხას გახდევინებს.

მორიდებით გირჩევთ, თბილისში, რომ ჩამობრძანდებით ერთი დღე მაინც დაათვალიერეთ ქალაქი. ამაში ცუდი რა არის? როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რომელიმე ქალაქში რომ ჩავიდე და ტაქსაობა გადავწყვიტო, არ ვიცი ქუჩები, სულ რომ შიმშილით ვკვდებოდე და გავრისკო, სულ ცოტა იმას მაინც ვიტყვი, მაპატიეთ სათანადოდ ვერ მოგემსახურეთ, მომავალში აუცილებლად ვისწავლი-თქო.

მძღოლებს რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ყველა უცხოპლანეტელები ვართ, მით უფრო დედაქალაქში, არ გვშია, არ გვწყურია, არაფერი გვიჭირს, მილიონრები ვართ, რა გამართლება აქვს თქვენს ასეთ ქმედებებს?

იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც უნდა იყოს მომხმარებლის და მგზავრების უფლებები და უსაფრთხოება დაცული. მახსოვს, ერთხელ დაიწყო ტაქსების ერთიან სისტემის ჩამოყალიბებაზე საუბარი, მაგრამ ერთი ამბავი ატყდა, ტაქსის მძღოლებს მშივრებს ტოვებენო. შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში უკუღმა დაიგეგმოს რაღაც, რადგან როგორც ყოველთვის, ერთი კორუმპირებული თავზე აჯდება დანარჩენ 1000-ს და რეალურად არაფერი იცვლება ხოლმე.

მე კი მინდა იყოს ერთიანი სისტემა, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. რატომ უნდა გიფასებდეს სხვადასხვა ტაქსის მძღოლი სხვადასხვა თანხას ერთი და იგივე მონაკვეთზე? რატომ არ უნდა იყოს დადგენილი ერთ კილომეტრზე ფიქსირებული თანხა? რატომ არ უნდა ისჯებოდეს მძღოლი მგზავრის შეურაცხყოფისთვის? რატომ უნდა დადიოდეს ტაქსი ავტობუსის ხაზზე? რატომ არის მძღოლების უმრავლესობა უზრდელი?

ერთხელ რედაქციიდან ჩემი რესპონდენტი მინდოდა ტაქსისთვის გამეყოლებინა, ავლაბარი არ იცოდა მძღოლმა სად იყო. ვიცი ჩემი ნაცნობები მეტყვიან, რა დროს ავლაბარია რუსთაველი და ფილარმონია აღარ იციან სად მდებარეობსო.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე კომპანიამ დაიწყო გამოძახებით მუშაობა და გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო.
აქ კიდევ სხვა პრობლემას წავაწყდი. რატომ ხდება, რომ არც ერთი ქართული კომპანია წესიერად არ გელაპარაკება? საერთოდ, ყველა ქართველს რატომ აქვს ეს გონორის ტონი ხმაში?

რამდენჯერმე ერთ-ერთი უცხოური კომპანიის ტაქსი გამოვიძახე, ახლობელმა მირჩია და კმაყოფილი დავრჩი. არც ერთხელ არ უკითხავთ ეს ქუჩა ხომ ნამდვილად აქ არის? ზუსტად მიმიყვანა დანიშნულ ადგილზე.

როცა ასეთი რამ ხდება არჩევანს კულტურული მომსახურების და არა ეროვნების კუთხით ვაკეთებ. თუ ჩემს პოზიციაზე გაბრაზდებით, მაშინ გკითხავთ: თუ თქვენ ქვეყანა და თქვენი მოქალაქეები გიყვართ, რატომ არ უწევთ კონკურენციას უცხო წარმომავლობის კომპანიებს? რატომ უნდა იცოდეს სხვამ ჩემი ქალაქის ქუჩები უკეთესად, ვიდრე ქართველებმა? რატომ გვემსახურებიან უფრო კულტურულად ისინი, ვიდრე ჩვენები?

ვინმეს რეკლამას კი არ ვუკეთებ, ან რაიმე მოწოდებისთვის კი არ ვწერ ამ ბლოგს. უბრალოდ მენატრება წესიერი მომსახურება. მიუხედავად ჩემი გაბრაზებისა, დღესაც რომ ტაქსი დამჭირდეს, მძღოლს ჯერ ვუღიმი და გამარჯობას ვეუბნები და მერე გადავდივარ საქმეზე. სამწუხაროდ, საპასუხო რეაქციას არასოდეს ვიღებ.
უბრალოდ, ვისურვებდი კეთილგანწყობილ მძღოლებს, სწორი სიტყვა-პასუხით, კულტურული დამოკიდებულებით, ვინც იცის ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები, ვისურვებდი დაგეგმილი და დაზუსტებული ფასები იყოს მთელ ქალაქში და არა იმის მიხედვით გღლიტავდნენ, თუ როგორ ხასიათზე გამოვიდა მძღოლი იმ დღეს სამუშაოდ და რამდენი ესაჭიროება მის ცოლ-შვილს სასწრაფოდ.

ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ გამოსავალზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
კახი
17 აგვისტო 2018 13:32
თბილისში ტაქსის მძღოლების უმრავლესობა უკულტუროა და უზრდელია, დაუბანელი და ქუჩები არ იცის. ასევეა სამარშუტო ტაქსებში კონდენციონერს არ რთავენ გეუზრდელებიან.
ლელა
18 ივლისი 2018 14:07
მე ბათუმში ვცხოვრობ,ბათუმსიც ანალოგიური სიტუაციაა,ტაქსს ვიძახებ როცა ძალიან მეჩქარება ან წვიმს ძალიან,თუ წვიმს უფრო ძვირს გახდევინებენ ან ტაქსი არ ყავთ ცარიელი არც ერთ კომპანიას ,დილით როცა ვჩქარობ სამსახურში 20 წუტის შემდეგ გირეკავენ რომ მანქანა არ ყავთ ცარიელი. ან მოვიდა ტაქსი გწერს ოპერატორი ,ჩადიხარ და არ დგას ,ეძებ სახლის წინ,უკან გვერდით,რეკავ ვერ უკავშირდები,კაი ხანი ლოდინის და ძებნის შემდეგ აღმოჩნდება სულ სხვა სახლტან მდგარა,სადღაც მეხუთე სახლის იქეთ.
სოფიო
19 ივნისი 2018 09:54
ნამდვილად აქტუალურია დღესაც ....ალბათ 20 დან...15 ჯერ ტაქსის მძღოლის მომსახურებით გაღიზინებული ვარ...ზუსტად მცირეწლოვნების გადასაყვანად რომ დამჭირვებია ტაქსი...ძვირი გამოურთმევიათ...ფასის გარდა სხვა უხეშობასაც შევხვედრივარ...აქ ხომ არ დავწერ ყველაფერს...გამკვირვებია ხოლმე ოჯახში ნუთუ პატატა არ ჰყავთ თქო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები