გვსურს ჭაობიდან ამოსვლა? მაშ, დაინახეთ საქართველოს ერთადერთი მტერი
28-02-2018
გვსურს ჭაობიდან ამოსვლა? მაშ, დაინახეთ საქართველოს ერთადერთი მტერი
ერთხელ ერთ ფილოსოფოსს ჰკითხეს, ჰყავს თუ არა საქართველოს მტერი და მან უყოყმანოდ უპასუხა: "საქართველოს ერთადერთი მტერი ჰყავს, კომუნისტური საბჭოთა სისტემა!" ამ მოაზროვნის პასუხს, ჩემს მცირე ფრაზას დავამატებდი: "და საბჭოთა მენტალიტეტი", რომელიც ვერ ამოვირეცხეთ ჩვენი ტვინებიდან.

მსგავსი საკითხის ხსენებისას, როგორც კი აგრესიულ შეპასუხებას მიწყებენ, ყველას ვეუბნები, რომ ჩემი მშობლები დისიდენტები იყვნენ. მერე ორაზროვნად მიყურებენ. მე ვიწყებ მოყოლას, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ისინი არავის უდევნია, მაგრამ ყოველთვის იტანჯებოდნენ და იდევნებოდნენ იმ სისტემიდან გამომდინარე
ურთიერთობებით, რომელსაც "საბჭოთა" ჰქვია.

ვგიჟდები დღევანდელ საზოგადოებას, რომ ვუყურებ და ისევ "საბჭოთა" აზროვნებით აზროვნებს. ისევ, შერჩევითი სამართლით ცხოვრობს, ხელის განძრევას ისევ მოპარვასთან აიგივებს, ისევ ფიქრობს, თუ "ჩემიანს" არ დავეხმარე (რა თქმა უნდა კანონს მიღმა), მაშინ ვერ ვარ კაი ტიპი...

ამ პრინციპით ჩემს მშობლებს არ უცხოვრიათ.
ჩვენც ასე გაგვზარდეს და საშინლად ვიტანჯები დღესაც კი, იმ მენტალიტეტით, რასაც "საბჭოთა" ჰქვია. დღემდე დამცინიან, თუ დებილები არ იყავით საბჭოთა საქართველოში ყველა კარგად ცხოვრობდა და რაღა თქვენ ცხოვრობდით ცუდადო? მე, მორჩილად ვპასუხობ, რომ ჩემი მშობლები "დებილები" იყვნენ, შეგნებულად არ "ჩალიჩობდნენ..."  მე ეს მეამყება! თქვენ კი ის, რომ იპრავდით და ე.წ კარგი ცხოვრება პარვით მოიწყვეთ.

ამიტომ მისტირით უმრავლესობა საბჭოთა სისტემას! გულდასაწყვეტია, რომ ვისაც ვითომ ევროპული გეზი აქვს აღებული (მთავრობას ვგულისხმობ) გადამწყევტ მომენტში საბჭოური მენტალიტეტით წყვეტს ყველაფერს. რაღა შორს წავიდე კლანური მმართველობა ისევ ძალაში არ არის? ვინ უმაგრებს ზურგს ამა თუ იმ საქმეს და ვის აქვს გავლენები, კიდევ ამ პრინციპით იმართება ყველაფერი.

ჩვენ დღეს ისეთ გარემოში ვართ, ის კი არ უნდა გვიხაროდეს დასავლეთმა კარგი თქვა ჩვენზე თუ ამერიკამ თავზე ხელი გადაგვისვა, არამედ ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თავი და რეალური პრობლემები!

პრობლემების გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება ჩვენივე ცხოვრების გარკვეული პრინციპებიდან, დოგმატური "საბჭოთა" აზროვნებისგან.

უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ საბჭოთა სისტემამ ყველა ქურდებად და ბაცაცებად გვაქცია და ჩვენ ამით დღესაც ვამაყობთ!

ხალხი კოლექტიურ აზროვნებას მიაჩვია. მოგვისპო ეროვნული ფასეულობები. სისტემამ გაანადგურა ჩვენი გლეხი. გააზულუქა სრულიად ერი და სხვის ხელში შემყურე გახადა.

დახვრიტა და მოსპო ქართული ინტელიგენცია. ჰო, ინტელიგენციაზე გამახსენდა, მან სიტყვის აზრიც კი შეცვალა. ვინმე, რომ იტყვის: "მოვიდა ერთი კარგად ჩაცმული ინტელიგენტი..." - ეს ფრაზა მაგიჟებს. ხალხის ნაწილს ინტელიგენტი დღესაც ჰალსტუხიანი, კარგად ჩაცმული ტიპი ჰგონია.

"საბჭოთამ" გაძარცვა ჩვენი აზროვნება და დღესაც ნამდვილ შრომას კორუფციას ვამჯობინებთ. გვირჩევნია მდიდარს წავართვათ, ვიდრე მიწა თავად დავამუშაოთ. გვირჩევნია "ჩვენიანი" გადავარჩინოთ, (რისგან?) ვიდრე ჭეშმარიტებას ვემსახუროთ.

რამდენი რამ ჩამოვთვალო? ამიტომ გახდა ეკლესიაში სიარულიც ფორმალური. ადამიანები უემოციო ქვებივით გადაიქცნენ და მზად არიან გაგწირონ, როგორც კი შანსი მიეცემათ.

ჩვენ ვიმყოფებით პოსტტოტალიტარულ სიტუაციაში. ყოველთვის ვუსმენთ შინაგან ხმას, რომელიც არ ვიცით საიდან მოდის. ეს ხმა, რომელიც ჩვენი საკუთარი ხმა გვგონია, პავლე მოციქულის მიხედვით, სინამდვილეში ცოდვის ხმაა ჩვენში. ეს ხმა გვეუბნება რა გვჭირდება, რა სჭირდება ჩვენს სხეულს, ცხოვრებას... ეს ის ინსტიქტია, რომელიც გვარიდებს ზღვრულ სიტუაციას, ესე იგი სიტუაციას, რომელშიც რეალობის დანახვა უნდა გავბედოთ. რეალობა კი ყოველთვის სიკვდილის ენაზე გველაპარაკება- გვეუბნება პავლე მოციქული.

ჩვენ ეს არ გვინდა, კომფორტი გვირჩევნია, ვიდრე საკუთარი თავის დანახვა. გვირჩევნია "ჩემიანი", პარვა, ჩალიჩი, "გადარჩენისთვის" ბრძოლა, გვირჩევნია, სადაც ფულია, იქ იყოს სიმართლე, კორუფცია, კლანური მმართველობა...

უკვე ბოლო ხმაზე ვყვირი: ვეღარ ვიტან ჩემს ქვეყანას, რომელიც ისევ საბჭოთა აზროვნებით ცხოვრობს, მხოლოდ რუსეთს აცხადებს მტრად და საკუთარი რეალური თავის დანახვა არ უნდა!

მე მაინც მგონია, თუ გვინდა სხვა განზომილებაში გადავიდეთ, უნდა შევცვალოთ ის ნიადაგი, რომელზეც მანკიერი წრის ბმულობანი იბადება. მაგრამ პირველ რიგში ჭაობიდან ამოსვლა უნდა გვინდოდეს.
პირველ რიგში ყველა თქვენგანმა უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს გვინდა ეს თუ არა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


qutaiseli
14 მაისი 2018 15:57
Mamulos კიარიან მონები მაგრამ ეხლა დოლარზე და ევროზე იყიდებიან ხოლო თვითონ ქვეყანას ერთ ლარად ყიდიან ალბათ ეგაც იმ სასტავიდან არის.თან რა გაუმართლად ეგეთებს მზაზა გასაყიდი დარჩათ თვითონ სხვისი ნაწვალებ ნალოლიავები ბევრი წვალება და შრომა არ დაჭირვებიათ.და ეხლა სხვას არიგებს ჭკუას.დდ საბჭოთა მენტალიტეტიანების აშენებული რათქმაუნდა აპა თვითონ რისი ამშენებლები არიან.ორ ცხვარს ვერ ჩააბარებ.
Mamulos
16 მარტი 2018 21:39
ეხლა რა არ არიან მონები ხალხი?
რა ხელფასზე მუშაობენ?
მუშათა უფლებები დაცულია?
ბანკის ვალებში არ იხრჩობიან?
გადახვეწილი არა არიან სამშობლოდან?
ეხლაც მონობაა ცოტა მოდერნიზებული შეფარული!
mamulo
16 მარტი 2018 14:20
მოსემ 40 წელი ატარა უდაბნოასი მონობიდან გამოხსნილი ებრაელები, ყველა უდაბნოში დაიხოცა და მხოლოდ თავისუფლებაში(უდაბნოში) დაბადებული თაობა შევიდა აღთქმულ მიწაზე,რადგანაც მონა თავისუფალ სახელმწიფოს ვერასოდეს ააშენებს. აქედან გამომდინარე მონობიდან(საბჭოეტიდან) ჯერ მხოლოდ 27 წლის გამოსულები ვართ და მონური მენტალიტეტი ჭარბობს ერში,მაგრამ მოთმინებაა საჭირო 25 წლის შემდეგ წიტელი იტელიგენციისა და საბჭოთა კავსირში დაბადებულ-გაზრდილების ნასახიც აღარ დარჩება საქართველოში და ევროპული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდა თაობა ფეხზე დააყენებს ქვეყანას.დღევანდელ თაობას კი აღარაფერი ეშველება,მე მას დაკარგულ თაობას ვუწოდებდი.

რედაქტორის რჩევით