ყველაფრისმცოდნე და უუფლებო ხალხი და "მთავარი" კითხვა: აბა, "ნაციონალები" სჯობდნენ?
ყველაფრისმცოდნე და უუფლებო ხალხი და "მთავარი" კითხვა: აბა, "ნაციონალები" სჯობდნენ?
მოკლედ, ისეთ დღეში ვართ ჩვენი ხალხი ყველაფრისმცოდნედ ჩამოყალიბდა. ირონიულად არ ვამბობ საერთოდ, არც სასაცილოდ მაქვს საქმე, უბრალოდ, მეცოდება ჩვენი ხალხი, მეცოდება და მეტი არაფერი!

ახლახან ვუყურებდი ერთ-ერთ სიუჟეტს, ასაკიანი ადამიანი, როგორი განწირული ყვიროდა, რომ ვალდებულია ჩამოვიდეს ხელისუფლება და ამ გაფუჭებული საქმიდან ეს, ეს და ეს გააკეთოს, რომ ვითარება გამოსწორდესო...

განწირული იმიტომ ყვიროდა, რომ ჩვენი ხალხის ბერკეტი მხოლოდ ეს არის: მოახერხოს ტელევიზორში გამოჩენა და თავდაჯერებულმა ხმამაღლა იყვიროს, რომ სკამებზე მოკალათებულებს ძალა
დაანახოს ან, ცოტა გული მოულბოს, ან თავი შეაცოდოს, იქნებ ვიღაცას მართლა ფეხი დაუცდეს და დაინტერესდეს, რა ხდება იქ სინამდვილეში.

მეცოდება ჩვენი ხალხი. ატყუებენ, რომ თვითონ არის თავისი ცხოვრების მმართველი და ხელისუფლება არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პრობლემებს არ გიგვარებსო. აი, მაგალითად ამერიკაო (სულ გაგიჟდნენ რაა) როდის
აგვარებს ხელისუფლება ხალხის საქმესო. სულ რომ ეხვეწო ჩემს საქმეში ჩაერიე, ხელისუფლება არ ჩაერევაო და აი, ეს არის დემოკრატიაო. ეს გასაცოდავებული ჩემი ხალხი კი დუმს, რადგან არ იცის, როგორ ცხოვრობენ სხვაგან ადამიანები.

თქვე დალოცვილისშვილებო, განვითარებულ ქვეყნებში პირადად ხელისუფლება იმიტომ არ ერევა შენს პრობლემებში, რომ მან უკვე მოახერხა და შექმნა მთავარი: ქვეყანას და კანონს მოარგო სისტემა, რომელიც ყველა ადამიანს თანაბრად მსახურებს! ქვეყანას და კანონს და არა პირად ცხოვრებას!

გამოდის, რომ როგორც კი არ სურთ შეწუხდნენ, მაშინ ეს პოზიცია აქვთ: შენ უნდა მოაგვაროო, - კიდევ მესიას ელით, ყველამ ხელი გაანძრიეთო. ეს ხალხის დასათრგუნად სერიოზული ბერკეტი მგონია და მეტი არაფერი.

ევროპის რომელიმე ქვეყანაში ვინ მიგიშვებს სასამართლომდე დარღვევის ან უკმაყოფილების გამო. იურიდიულ სამსახურში გაასაჩივრებ და გული უსკდებათ, ბოდიშებს გიხდიან, საქმეს ასწორებენ. სასამართლომდე, რომ მივიდეს ამბავი სამუდამოდ "დაერხევა" მის ბიზნესს თუ უწყებას. აქ ვის მოვთხოვოთ?! კანონი იმისია, ვინც "ძლიერია"
როცა ამ მავანს სჭირდება ხალხის ხმა საკუთარი ხუშტურის გასაძლიერებლად, მაშინ ამბობს: ყველამ თავის საქმე აკეთოს და ყველაფერი კარგად იქნებაო.

სინამდვილეში ეს ორივე მიდგომა საბჭოთა სისტემიდან მოდის. გინდა შენთვის იცხოვრო, არავინ შეაწუხო, იმუშაო პატიოსნად და ეტაპობრივად განვითარდე, გინდა შენით მოაგვარო პრობლემა, გამოდიხარ გარეთ და სახელმწიფო არაფერში შენ არ გიცავს როგორც ერთ რიგით მოქალაქეს. ნაცნობი უნდა იპოვო. ძლიერად უნდა იყვირო. თუ არაფერი გამოგივა, ბოლოს სახელისუფლებო წრეებიდან ვინმე უნდა შეაწუხო...

აღარ მინდა ამ წუმპეში ცხოვრება - კლანებად დაყოფილ ჩვენს საზოგადოებაში, ვის ვისზე აქვს გავლენები ან ვინ ვისიანია იმის გარჩევაში. ვინ გამარჯვებულია მუდამ და ვინ დამცირებული...

არ ვიცი, უნდა ვწერდე თუ არა, მაგრამ ერთმა ჩემმა ყოფილმა რადიომსმენელმა მთხოვა, ტელევიზიებში ვის იცნობ, იქნებ, ჩემი საქმე გავახმაურო, რომ ადგილობრივი გამგეობა დაინტერესდესო. რა შუაშია ტელევიზია ან ნაცნობი, როცა რამე გიჭირს?! მაგრამ ეტყობა ჩვენს ქვეყანაში შუაშია. და მერე გეტყვიან ყველამ თავის საქმე აკეთოსო ან მესია გინდათო! აი, ჩვენი ხალხი, სულ მაგის ბრალია ყველაფერიო...

მესია და ლიდერი კი არა, ერთი 10-კაციანი პატიოსანი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი სჭირდება ქვეყანას, ვისაც კორუფციას და გავლენებს ქვეყანა ურჩევნია, რომ ეს ძირმომპალი სისტემა მოარყიოს და თითოეული ადამიანის ღირსება ფასეული გახადოს.

ბევრს ჰგონია, რომ მე ამ ხელისუფლების მტერი ვარ და როგორც კი კრიტიკულად დავწერ, ეგრევე მეკითხებიან: აბა, "ნაციონალები" გერჩივნაო? დღეს ეს ხელისუფლებაა და ეს პრობლემები, ბატონებო! "ნაციონალების" დროს შევარდნაძის სისტემაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე "ნაციონალების" შეცდომებს ვაკრიტიკებდი.

ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება სათავეში. ჩემთვის ეს ყველაფერი მხოლოდ სახეების ცვლილებაა.

ისე, მაგრად გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ. ძალაუფლებამოხვეჭილებს იმდენად "უყვართ" ის, რამდენადაც შეძლეს ქვეყნის გამოხრა.

მე ვარ მტერი არსებული სისტემის და ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ზრუნავს და არ იზრუნებს ამ სისტემის დანგრევაზე ხალხის მტერია. უნდა დაინგრეს სტერეოტიპი: "ყველაფერი ხალხის ბრალია". ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერში, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარებაზე საუბარი უბრალოდ ილუზიაა.
ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

givi-s
18 ივნისი 2018 22:00
ფაქტიურად სწორია რასაც ამბობ, უფრო მარტივად კი კანონი უნდა კანონობდეს, მისი დამრღვევი კი სასტიკად ისჯებოდეს.
და არავითარი "რა მოხდა" ვის არ შეშლია, ამაზე იჭერთ? და ასე გაუთავებლად.
lali
28 აპრილი 2018 10:40
ამ გადასახედიდან,რასაც ესენი აკეთებენ,კი , ნაციონალები სჯობდნენ.
joni khecuriani
18 აპრილი 2018 09:53
გიორგი-ს მსგავსი ადამიანებისათვის ნინო ცხვარიაშვილის მოსაზრებას, რომელსაც აბსოლიტურად ვეთანხმები, აზრი არა აქვს, რადგან აქ მუშაობბს პრინციპი -"მგლის თავზე სახარების კითხვისა". გიორგი ნინოსაგან მოსაზრების (სად დაინახა ამ სუბიეტმა აქ ლანძღვა-გინება) ნაცვლად ითხოვს რაღაც არარდინალური წინადადების შემოთავაზებას, თვითონ კი არც კი ფიქრობს შემოგვთავაზოს რაიმე "არაორდინალური". შე ოჯახ აშენებულო, თუ არ გაქვს რაიმე ახლის შემოთავაზების უნარი და ტვინი, იმ ადამიანს მაინც ნუ ტუქსავ, ვინც პრობლემები დაგილაგა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები