არ არსებობს უფრო მეტი სისუსტე ჩემში, ვიდრე ეს სამი რამ...
არ არსებობს უფრო მეტი სისუსტე ჩემში, ვიდრე ეს სამი რამ...
შეინახეთ ის სამყარო, რომელიც თქვენს სიღრმეშია დაფარული, უწოდეთ მას როგორც გნებავთ, თუნდაც ბავშვობის მოგონება, ის ხომ ჩვენი ცხოვრების სუფთა და ლამაზი პერიოდია. ჰაინე ამბობდა, რომ ბავშვი ქმნის ჰარმონიას ოჯახსა და საზოგადოებაში. გენიალური ჩაპლინი თავის ახალგადაღებულ კომედიურ ფილმებს პირველად ბავშვებს უჩვენებდა, მათი გულწრფელი, უშუალო რეაქცია აინტერესებდა.

გერმანიის პატარა ქალაქში დღემდე იხდიან იმ ბავშვებისადმი მიძღვნილ ზეიმს, რომლებიც შუა საუკუნეების დროს, ოცდაათწლიანი ომის პერიოდში, გალავანთან დახვდნენ დაუნდობელ ლანდსკნეხტებს და ხელი ააღებინეს ქალაქის მოსპობაზე.
ბავშვის ცრემლმა მათი ქვის გულიც კი მოალბო
.

ბავშვი "ნამდვილი" მხოლოდ მაშინ როდია ცალ ფეხზე ხტუნვას რომ მოჰყვება, არამედ მაშინაც ცხოვრების ზღაპარს, რომ უფიქრდება. ბავშვს არ შეუძლია "დიდივით" ფიქრობდეს, მაგრამ შეუძლია თავისებურად ბავშვურად ჩაწვდეს უფროსების სერიოზულ პრობლემებს.

თქვენ მეკითხებით, რა არის ჩემი სისუსტე? შიმშილისა და ავადმყოფობისაგან
გაფართოებული ბავშვის თვალები, შიშისაგან მომტირალი ბავშვები, ომის საშინელებისაგან გამოწვეული გამომეტყველება ბავშვის სახეზე გინახავთ ოდესმე? და არ არსებობს უფრო მეტი სისუსტე ჩემში ვიდრე ეს სამი რამ.

აი, ის ამბავი მინდოდა მომეყოლა, ხშირად, რომ მახსენდება და მანადგურებს. იმ დღეს, რომ წვიმდა, მე კი მოვრბოდი ქუჩაში სწრაფად, წვიმის გამო კი არა იმ ამბის გამო, რომელმაც იმ დღეს მსოფლიო შეძრა. როგორც კი ოთახში შევედი BBC-ის არხი ჩავრთე და მუხლებზე დავეშვი. ეს ის დღე იყო სირიაში პირველად, ქიმიური იარაღი რომ გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ასობით ბავშვი დაიხოცა. იმავე დღეს 13 ათასი ბავშვი მიაწყდა სირიის საზღვარს და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ეს იყო საოცარი კადრი, ზემოდან გადაღებული, ყველა ტიროდა, ყველა ფეხშიშველები, ჭუჭყიანები და სისხლიანები იყვნენ...

მაშინ გავიფიქრე როგორი შეიძლება იყოს ქალაქი ბავშვების გარეშე?

არა, ეს ალბათ სხვა თემაა. არც კი ვიცი, ღირდა თუ არა ამის მოყოლა, მე ხომ ლამაზი სიტყვები მინდოდა დამეწერა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, რომელსაც ასე რუდუნებით ველოდები ყოველ წელს. როგორ "მშურს" მათი, როცა საკუთარი ნახატის სჯერათ, ან წარმოსახვის ან სასწაულის. სჯერათ ბედნიერების და ამ ბედნიერებას თავად ქმნიან... და როგორ საჭიროა დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ საკუთარი თავის რწმენა.

მოდით იმ ამბავს გაგიზიარებთ ირაკლი კაკაბაძემ ერთ დღეს რომ დაწერა ბავშვთა ორგანიზაციისთვის და რომელიც ბევრ სხვა ბავშვს გაგახსენებთ:
"მე ინდირა მქვია, დედაჩემის სახელი. იმას ბებიაჩემმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის სახელი დაარქვა, ისეთივე დიდი და სახელოვანი უნდოდა ჰყოლოდა. დედაჩემი დაბადებისთანავე დამემშვიდობა. იმ კაცმა მანამდე მიატოვა დედაჩემი, სანამ მე გავჩნდებოდი. ბებია მყავდა, მაგრამ ისიც დედაჩემთან წავიდა. მთელს სოფელს ესმოდა ბებიაჩემის ხმა, ინდირიეეეეეე, გეყოფა თამაში, მოდი, პური ჭამეო! ექოებს გადაჰქონდათ მთებიდან მთებზე, ტყიდან ტყეზე, ყანიდან ყანაზე, კორდიდან კორდზე ჩემი სახელი, ინდირიეეეეეეე! ბოლოს მითხრა, შენი დარდი არ მომასვენებს, კუბოს ფიცარს ამოვამტვრევ, მიწიდანაც ამოვძვრებიო. ხუთი წელია აქ ვარ, სამტრედიის ბავშვთა სახლში. აქ დეპეშას მეძახიან მასწავლებლები, რადგან ყოველდღე წერილებს ვწერ. წერილებს ვწერ და ქარს ვატან, იქნებ ვინმემ იპოვოს, წაიკითხოს და მომძებნოს. სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ ვიღაც ისევ დამიძახებს. დამიძახებს და წამიყვანს..."

ეს მონაყოლი სულ მახსოვს და ვერაფერს ვაკეთებ, ასეთი ბავშვების ბედნიერებისათვის.

ერთი ვიცი მხოლოდ, ამ ღმერთდაკარგულ სამყაროში თუ ბევრ რამეს ბავშვის თვალით არ შევხედავთ, მგონი, ყველაფერს დავღუპავთ. ბავშვი ხომ მარადიული სასწაულია თავისი შეურყვნელი ცნობიერებითა და იმპროვიზაციის ულევი ნიჭით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები