ჩვენთან მხოლოდ ხელისუფლებები იცვლება! სისტემური დამოკიდებულებები კი იგივე რჩება, თავისი მონოპოლიზებული სიმართლით.
მონოპოლიზებული სიმართლე კი ასეთია: მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს მხოლოდ. წინა ხელისუფლების დამნაშავეებს სჯის მარტო. თავისას კი არათუ კანონდამრღვევებს, არამედ მკვლელებსაც იფარავს.
70-წლიან მენტალიტეტს ვერ აბიჯებთ და ვაი, როგორ მეცინება ხან ერთნი, რომ ადანაშაულებთ პრორუსულობაში მეორეს, სხვებს კი თავი მოგაქვთ პროევროპულობით.
ამ ფონზე ძალიან მეცინება ბინძური, მივიწყებული პოლიტიკოსები, რომ ცდილობენ პროცესებთან მიტმასნებას ან სიტუაციის არევას. ზოგადად, ოპოზიციას გეკითხებით: თქვენ როდისღა აღიარეთ თქვენი მიზანმიმართული დანაშაულები? განა იგივე სისტემით არ მართავდით ქვეყანას? განა თქვენ არ შექმენით ეს სისტემა?!როცა შენი ხელისუფლების პირობებში ჩინოვნიკზე, ბიძაშვილზე და ნაცნობზე მაღლა კანონს და სამართალს ვერ აყენებ, სწორედ ეს არის საბჭოთა მიდგომები და მენტალიტეტი! პირველ რიგში მკვლელები უნდა დაისაჯონ! გადააბიჯეთ თქვენს საბჭოთა კომპლექსებს და დასაჯეთ მკვლელები, რომ დაიწყოს ნორმალური ქვეყნის შენება!
ერთი პირის სახელს, რომ აბრუნებთ ცხრანაირად დღეში, განა თქვენს მიერ დახოცილი სხვისი შვილების მკვლელები დასაჯეთ?
ხვალ, რომ მთავრობა გადადგეს ხედვაც არ გაქვთ რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს! გაქვთ მხოლოდ სურვილი, რომ სათავეში ეხლა თქვენ იყოთ და მეტი არაფერი!
საერთოდ ოპოზიციამ რაღა გააკეთა ამ 6 წლის განმავლობაში? რომელი პრობლემა წამოწია წინ? მარტო ფულისმკეთებელი "ნაცები", რომ "შეიტენა" ამ ხელისუფლებამ ეს ხომ არაფერს ცვლის.
ერთი ძალაუფლება მეორეს რევანშისთვის, რომ მუდმივად ემზადება, ეს ხომ არაფერს ცვლის! უკვე მერამდენედ თამაშობთ ხელისუფლობანას და როგორი სასაცილოა მოთხოვნა იგივე გამზირზე: გადადგეს მთავრობა! გადადგეს, კი ბატონო, მაგრამ დაისჯება თქვენი შვილის მკვლელი! ჩემი, შენი და სხვისი შვილის მკვლელი აღარ დაისჯება, რადგან იგივე მიდგომებით ვიცხოვრებთ. რადგან კანონიერ სისტემას არ ვაშენებთ!
თქვენ ხალხი ბრმა ხომ არ გგონიათ?
ან "ნაცებმა", ან "ქოცებმა" სათავეში მოსვლის დროს, როდის გაანალიზეთ რა გვიშლიდა ხელს განვითარებაში? რა შეეშალა წინა ხელისუფლებას და რა იყო შესაცვლელი ან რა გაკეთდა კარგი და საიდან შეიძლებოდა გაგრძელება? კოჰაბიტაცია დანაშაულის ჩაფარცხვას ხომ არ გულისხმობდა?!
დავიღალე! ჩვენი პრობლემაა, რომ გავღატაკდით. ნამდვილად სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები სანთლად საძებარი გვყავს. ჩვენი პრობლემაა, რომ რეალობის შეგრძნება დაგვიქვეითდა!
- რომელ განვითარებულ ქვეყანაშია, რომ გუშინ კანონდამრღვევები ან მკვლელები, დღეს ადამიანის უფლებების დამცველები ხდებიან?! ესე იგი კვლავ ხელისუფლების პრობლემაა. გუშინ იყო ის ცუდი, თორემ დღეს მე ვარ და ის კარგია!?
- რომელ განვითარებულ ქვეყანაში ხდება, ყვიროდე სამართლიანობა მინდაო და მეორე შვილმკვდარ მამას ან განსხვავებულ აზრს უსტვენდე, მხოლოდ ე.წ "შენიანები" შემოიკრიბო?
და საერთოდ, ფული და ძალაუფლება არის დღეს ღმერთი! სადაც გიხდიან იმისი ხარ, მორჩილი ხარ, კარგად ხარ, ძალაუფლება და სიმართლე შენს მხარესაა!
ადამიანებო, დღეს არის საუკეთესო პერიოდი რეალურ შეცდომებს მივხვდეთ და რეალურად შევცვალოთ რაღაც და არა ერთი ნაგავი მეორეთი ჩავანაცვლოთ, რაც არასოდეს იქნება კანონიერი სისტემის მშენებლობა!
ფოტო: ფეისბუკგვერდი - Urban Society
ანუ საბჭოთა სოციალიზმიდან თავი ვკარით სამოხელეო პარტოკრატიული ოლიგარქიის დიქტატურაში,სადაც პოლიტიკაც და ეკონომიკაც მონოპოლიზირებულია და მონათესავე ,მაგრამ დაპირისპირებული კლანები მართავენ ,პარტიები კი ქვიათ,კლანებია ,ასე 243 იქნება რეესტრში !
ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვებს იგივე პროპორციით 60/40 ნაციონალქოციონალური ერთობა,ამით გაერთობა კიდევ 4 წელი !
ამიტომ ყველა არჩევნები მის დროზე უნდა ჩავატაროთ,უნდა მოემზადოს სხვა ძალა ,უფულოდ უნდა დადონ ესენი ორივე ბეჭზე,ძნელია ,მაგრამ შესაძლებელი !
ამ შემოდგომაზე კარდაკარ საარჩევნო სია უნდა გადამოწმდეს ,სავსეა მკვდარი სულები,სამაგიეროდ ემიგრაცია არაა სიაში ,არც აპირებენ ჩაწერას,არც საარჩევნო პროცესში მათ ჩართვას !
ვფიქრობ, პენსიონერებს და მოსწავლეებს დავავალოთ,საპენსიო და სოცდახმარებულთა სიებშიც უამრავი მკვდარი სულია,ასაკით პენსიონერებშიც და აი ინვალიდები გვყავს ,ინვალიდები ასეულ ათასობით ,ჭკუასუსტებიც,ყალბი სიებიდან ამოყრილების "ლევლევი" ფულები საარჩევნოდ გამოდგება ,არა ? !