დომინანტი ქალები, ბრძოლით გათხოვილები და ქალები, რომელთაც შვილი საკუთრება ჰგონიათ
დომინანტი ქალები, ბრძოლით გათხოვილები და ქალები, რომელთაც შვილი საკუთრება ჰგონიათ
ერთ ფოტოს გადავაწყდი, ის ჩემი არ არის. არც ჩემი ნაცნობები არიან გამოსახული. უბრალოდ, გარემოებაა ნაცნობი: ახალგაზრდები სუფრასთან სხედან, ერთი გოგონა ფეხზე დგას ღვინის ჭიქით ხელში, მეორე ხელი გაშლილი, სახე დაძაბული  (კაცობს რაა). ბიჭები მაგიდის გარშემო სხედან, ზოგი ცალ თვალს აპარებს გოგოსკენ, ზოგი წელში მოხრილი ზის, კუთხეში მომწყვდეულს ჰგავს...

დარწმუნებული ვარ ეს გოგო კაცურ ხმაზე, რაც შეიძლება დაძაბული საუბრობს, რომ თავისი სიძლიერე დაამტკიცოს.

მოკლედ, ქალების ეს კაცური სიტუაცია ხშირად მინახავს. კაცებს
ხმითაც ბაძავენ ან რომ მღერიან, ძალიან კაცურ ხმაზე უნდათ, რომ იმღერონ. ხმას იბოხებენ. სიმღერას ვინ ჩივის, გული მისკდება ქალები წარბებს, რომ ქაჩავენ, "გონორით" ლაპარაკობენ, თითქოს ყველაფერი იციან. მგონი, ეს ჩვენი ქალებისთვის უფროა დამახასიათებელი. შესაძლოა ვცდები, მაგრამ სხვაგან ნაკლებად შემიმჩნევია.

დღეს ქალებზე უნდა დავწერო. ოდესღაც კაცებზე
დავწერე და დღემდე ახსოვთ კაცებს. არადა, კი არ "ვებრძვი" მათ, არაერთი კარგი მეგობარი ბიჭი მყავს, უბრალოდ, რაც არ მომწონდა ყველა ის თვისება ერთად შევკრიბე და ჩამოვწერე. ქართველ ქალებშიც ბევრ უარყოფითს ვხედავ, ასე რომ ამჟამადაც ასე ვაპირებ. მოემზადეთ.

უპირველესად მეშინია "საშიში" ქალების. ეს სახელი მათ პირობითად დავარქვი, ძალიან სიცივე, რომ მოდის, წარბს რომ ხშირად ქაჩავენ და რომ ამაყობენ, რომ ქმრები მაგრად უჭირავთ. ქართველ ქალებში არ მომწონს "მამალი" ქალების როლი. კარგი მოქეიფე, მებრძოლი და ბევრ კაცს რომ სჯობს, ისეთის.

ზოგადად ეს კაცური თვისებები ქალებში სხვა კუთხითაც შემიმჩნევია. მაგალითად, შუახნის ქალბატონი როგორ "ეჭიდავება" თანმხლებ მამაკაცს, რომ ტვირთი თვითონ ეჭიროს და ის არ შეაწუხოს. ამგვარი საქციელი მესმის, როცა მამაკაცს ჯანმრთელობის მხრივ რაღაც უჭირს და შენ ეხიდები. მეც ბევრჯერ დავხმარებივარ მამრობით სქესს, ტვირთიც და პრობლემებიც გადაგვენაწილებინა, მაგრამ აქ იმ ქალებზე ვწერ დომინანტობა, რომ უნდათ.

ტრანსპორტშიც კი, შვილია თუ მეუღლე ხშირად მინახავს ქალები პატარა ბავშვებივით ხმამაღალი მითითების ტონით რომ ელაპარაკებიან მათ. ვფიქრობ, მასიურად არის ეს ტონი ქართულ ოჯახებში. საშინლად ვერ ვიტან ქალები ქმრებს ან შვილებს პირდაპირ, რომ უგეგმავენ: ამას გააკეთებ, აქ წახვალ, ეს გინდა! ღმერთო ჩემო.

არც ის მომწონს უაზროდ, რომ ამაყობენ, როგორი დამჯერი შვილი ჰყავთ. არადა, ყოველთვის "ტეხავენ" მათ პოზიციას და ყოველთვის ცდილობენ "მოგებულ" როლში იყოს დედა.
ჩემს გარშემო ბოლო დროს ვინც გათხოვდა ყველა "ბრძოლით" გათხოვდა. ვგულისხმობ იმას, რომ საერთოდ დაინტერესებაც რომ არ აქვს კაცს ამ გოგოს მიმართ და თვითონ დასდევენ, ოჯახებს ქმნიან, ერთხელ გათხოვილს ირქმევენ და მერე, შვილით მანიპულირებენ.
ვერ ვიტან ფრაზებს: "მაგას თავისი ქმარი მაგრად უჭირავს, რომ არსად წავიდეს", "წავა ჩემგან და ბავშვს არ ვანახებ", "მოგეტანა და მეტი გექნებოდა", "იქ არ წახვალ, იმიტომ რომ მე არ მინდა", "გეყოფა დალევა"... უარეს მიმართვებს არ ვწერ, ვინდობ ქალებს, მაგრამ აქ სიტყვები როდია მთავარი არამედ ტონი. აჰ, ამაზრზენია.

ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ხან თვითონ რეცხავს ჭურჭელს, ხან მისი მეუღლე. ისევე, როგორც ცოლიც ეხიდება კაცურ საქმეებში, მაგრამ ეს ხდება სიყვარულის ფონზე და ზედმეტი "გონორის" გარეშე. ვერ წარმომიდგენია როგორი შეიძლება იყოს ჩემი ოჯახი, სადაც ქმარს ძალით დავიჭერ და გავაკონტროლებ?

საერთოდ მგონია, რომ ქართულ ოჯახებში უფრო მეტად ძალადობა, ტყუილი და არასწორი ურთიერთდამოკიდებულება ჭარბობს, რაც გავლენას ახდებს ბავშვებზე.

ახლა საშინელება უნდა ვთქვა, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ: ქალები, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან, მოძალადე ქმართან რჩებიან რეგულარული სექსისთვის. ძალიან მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ ძირითადად ასეა. ასეთი ქალები ბავშვებით მანიპულირებენ. შვილებს მამა უნდათ და ოჯახს ვერ ვანგრევ, სინამდვილეში მათ მეგობარი მამაკაცის გაჩენა და მოძალადე ქმართთან გაცილება უფრო ეთაკილებათ, ვიდრე სიმართლის თქმა, ვიდრე ნაბიჯის გადადგმა. ბავშვებისთვის ეს არის უდიდესი სტრესი. მათ არ სჭირდებათ მოძალადე მამა, ისინი ვერ იტანენ ოჯახში დაძაბულობას, მაგრამ მსხვერპლ ქალებს სჭირდებათ რეგულარული სექსი. მაპატიეთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
საერთოდ, ქართველ ქალებს შვილი საკუთრება ჰგონიათ. ბიჭებს ტვინს უჭედავენ, რომ  ისინი კაცებად უნდა გაიზარდონ! კაცებად და არა ადამიანებად, თურმე! აღარას ვამბობ, ბიჭებისთვის საცოლეების შერჩევაზე და ზოგიერთ მხარეში არსებულ არაერთ გაუკუღმართებულ დამოკიდებულებაზე.

ბიჭების პრივილეგია ოჯახებში ხომ მაგიჟებს. ეს ბიჭია და გოგოზე უპირატესია. ყველა სურვილი უნდა შეუსრულონ. ბიჭი ოჯახში დომინანტი უნდა იყოს. ვითომ ქალის პატივისცემას ასწავლიან. არადა, ასეთი დამოკიდებულებებით იზრდებიან იმ ტიპის კაცები, რომლებიც ყველაზე მეტად არ მომწონს და აუტანლები არიან.

მერე, ის არასოდეს არის რისკიანი, არასოდეს იღებს პასუხისმგებლობას მართლა კაცურ საქმეზე და ოჯახებში "ბატონობენ" ქალები. არ იციან რატომ ღალატობენ ცოლებს, მაგრამ ქალებიც ხომ სცოდავენ ამ ყველაფერში. არასიყვარულით შექმნილ ოჯახებს, "არაუშავს კაცია და სადმე წავა, აბა, რაა..." ამით ინარჩუნებენ.

საერთოდ ვერ ვიგებ რას ნიშნავს შეკითხვა ოჯახში ქალი უნდა იყოს მთავარი თუ კაცი? და მერე, კინკლაობა ამ თემაზე. ჩემთვის ოჯახში მთავარია ის, ვისაც ამ ეტაპზე აქვს გარკვეული პრობლემა ან გადასაწყვეტი საკითხი, როცა ქალიც და კაციც თანაბარი ყურადღებითა და სიყვარულით აკეთებეს საქმეს.
დღეს მე ვარ ინიციატორი და ხვალ შენ, როგორც ამას იმ დღის პრობლემები მოიტანს.

შესაძლოა ავცდი თქვენს თანამედროვე ყოფას, მაგრამ ვერ ვიტან მუდმივად მოწუწუნე და უკმაყოფილო ქალებს. აჰ, მუდმივად, რომ სურთ სხვისგან და თვითონ ნაბიჯსაც არ დგამენ ურთიერთობისთვის.

საქმე ის არის, რომ ქართველი კაცები სწორედ ამგვარ ქალებს არიან "მიჩვეულნი", დარწმუნებული ვარ მათ რომ შეხვდეთ მშვიდი, არაკაცური, არა აგრესიით მოლაპარაკე ქალი და მაქსიმალურად მხარში დაუდგეს, ვერ გაიგებენ, პატივს აღარ სცემენ. მე ასე ვფიქრობ.

კიდევ ბევრს დავწერდი, ჩვენი ქალები განსაკუთრებით გაღიზიანებულები და აგრესიულები რატომ არიან, მაგრამ დაგინდობთ. არ მინდა ფინალი მოწოდების მსგავსი წინადადებით დავასრულო, ამიტომ ამ შემთხვევაში სურვილს დავარქმევ და ვიტყვი, გთხოვთ ცოტა თბილები და ღიმილიანები ვიყოთ. რადგან, მჯერა ქალის სითბოს ბევრი რამის შეცვლა დადებითისკენ შეუძლია ოჯახსა თუ ცხოვრებაში, და იქნებ ჩვენი ყოფაც უფრო იოლი იყოს.

(ფოტო გიორგი ქარცივაძის)


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს







ტოტო
28 აგვისტო 2018 10:30
ქართველი ქალი არის უნიკალური ფენომენი.
ხშირად მამებს აი ვისაც ბიჭი უნდოდა ,გოგონებს ბიჭებად,რომ ზრდიან,იმათ ემართებათ....
უკანასნელი 30 წელი ქალების უმეტესობამ აიღო თავის თავზე ოჯახიც და დანარჩენი ყველაფერი.
უცხოეთში სამუშაოდ უმეტესად ქალები მიდიან,აქაც ქალებმა უფრო სწრაფად აუღეს ალღო შექმნილ სიტუაციას და ვირებივით მუშაობენ.
არც კაცები აკლებენ და ისინიც ბევრს ქმნიან,მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია სუსტი სქესის წარმომადგენლებზე,რომლებმაც მაგრად გაქაჩეს.გმადლობთ ქალბატონებო,ძალიან მაგრები ხართ.
mia
22 ივლისი 2018 21:17
ვეტანხმები ავტორს,თუმცა ყველა კაცი არ ეგუება დომინანტ ცოლსდა არც ყველა ქალია მზად შეინახოს მოძალადე ქმარი.
ნინა
20 ივლისი 2018 14:28
რატომღაც უქმრო და უშვილო ქალის შთაბეჭდილება დატოვა ავტორმა ჩემზე... როცა სტატიას წერ მემგონი უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო თემის შესახებ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?