რატომ არ გვიყვარს ქართველებს კანონი?!
რატომ არ გვიყვარს ქართველებს კანონი?!
არ დაიღალეთ ილუზორული პოლიტიკით, მოჩვენებითი ამოცანებით, ფიქტიური საკითხებით, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის დაცვით..?

თუ გადაწყვეტთ მეტი ადამიანი იპოვოთ კანონმორჩილი ან უკეთესი პირობების მომთხოვნი, გაგიჭირდებათ. თითქოს ვცდილობთ რაღაცეების შეცვლას, მაგრამ ხშირად კანონი თავისთვის არის და ხალხი თავისი "გაგებით" წყვეტს ყველაფერს. ჩვენ თაობებია ვცხოვრობთ ერთი და იმავე აზროვნების ყალიბში. მთელი რიგი ფაქტებია იმისა, როდესაც კანონმორჩილება უხერხულობას გვიქმნის და რიგ შემთხვევაში სირცხვილად მიგვაჩნია.

დღეს დავწერ რამდენიმე მაგალითს, ჩვენს გაუკუღმართებულ დამოკიდებულებაზე კანონთან მიმართებაში. ახლავე განვმარტავ
რას ვგულისხმობ. მაგალითად, ავიღოთ კანონი ხმაურის შესახებ. გახსენებაც არ მინდა ჩემს ბავშვობაში საშინელი რია-რია, რომ ჰქონდათ მეზობლებს და სხვას, ყველას, ვისაც ძილი გვინდოდა ხმას არ ვიღებდით. თუნდაც, ღამეები გადაბმით გაგვეთენებინა ამ უდიერი ქცევის გამო. მეზობელია მერე რა, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთო. თუმცა, ასეთი ხმაურიანი მეზობლებისგან არასოდეს
მახსოვს "მომთმენი" ადამიანებისთვის ნათქვამი მადლობა ან ბოდიში. მოკლედ, ასეთი დამოკიდებულება თავიდანვე არ მესმოდა.
დღეს, როგორც თანამედროვე ქვეყანას შეეფერება, გვაქვს კანონი ხმაურის შესახებ. მაგრამ ის, რაც ზემოთ მოვყევი, "ჩაციკლული" აზროვნების გამო, ვიღაცის შიშის თუ რიდის სახელით არაფერი თქვა, ისევ ძალაშია. ერთხელ "გავრისკე" რესტორნის, მეზობლისა თუ უცნობის ხმაურზე, რომელიც 3-4 საათამდე გრძელდებოდა ღამეების განმავლობაში, დავრეკე შესაბამის სამსახურში. გააფრთხილეს. კანონი გააცნეს. გამაოგნებელი შედეგი მოჰყვა "ვიღაცეები" ჩემზე არიან "აჭრილები", -  რატომ დარეკა, ეს ხომ ჩვენი უბანიაო და ასე შემდეგ.
ჯორჯ ორუელს ერთ-ერთ შესანიშნავ ნაწარმოებში აქვს ასეთი სიტყვა გამოყენებული: "აზრკრიმინალი", იქ ცოტა სხვა კონტექსტშია, მაგრამ ასეთ აზროვნებას ალბათ უნდა გადავეჩვიოთ და ვისწავლოთ კანონმორჩილება. ჩვენ მივეჩვიეთ ცუდ ცხოვრებას, არასწორ დამოკიდებულებებს, "ერთმანეთის გაგების პოლიტიკას", კანონის უპატივცემულობას.

მაგალითად, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, რითაც მგზავრობა უკვე უკიდურესად შეურაცხმყოფელია, რიგ შემთხვევებში მგზავრები იცავენ მძღოლს და არა იმას, ვინც ასეთ აგრესიულ თუ მოუწესრიგებელ მძღოლს აკრიტიკებს.

ასეთი თქვენს ცხოვრებაშიც ხომ უამრავი ფაქტია, არა? ასე იყო სწორედ ამასწინათ. ე.წ "მარშუტკის" სალონში 17 ადამიანი იდგა ფეხზე და ამ დროს არაერთი საავარიო სიტუაცია შექმნა მძღოლმა. როგორც კი ერთ-ერთი მგზავრი შეეპასუხა, სხვა მგზავრებმა ეს ქალბატონი გააკრიტიკეს... იმის ნაცვლად, რომ ხალხს ჰქონდეს რეაქცია ნებისმიერ ასეთ ცუდ მომსახურებაზე, იბრძოლოს საკუთარი უფლებების და პირობების გაუმჯობესებაზე. ხშირად დარეკოს ცხელ ხაზზე.

საერთოდ ეს ცხელი ხაზები ცალკე კრიტიკის საგანია. როგორ შეიძლება ყველაფერი ფორმალობა იყოს ამ ქვეყანაში?!
საზოგადოების სწორად ფიქრი და აქტივობა ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების და ცნობიერების წინაპირობაა. გესმით, რაზე ვდარდობ? აღარ მინდა, ეს ფიქტიური და მოჩვენებითი ამოცანები. აღარ მინდა, ეს გულგრილი დამოკიდებულებები. რაც გინდა მაგარი კანონები მივიღოთ, თუ ის მოქმედებაში და ყველასთვის თანაბარგავლენიანი არ იქნება, ვერ განვვითარდებით. რა შუაშია აქ პირადი ურთიერთობების გაფუჭება?!

ამ მხრივ ჩემთვის არმოსაწონი პოლიტიკური მოვლენები ცალკე მინდოდა შემეკრიბა, მაგრამ აქ ერთ მაგალითს მაინც დავწერ. როგორი სამარცხვინოა ოპოზიციის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, - მერე რა, ზვიად კუპრავამ მოსამართლეს თუ ადვოკატს პანჩური ამოარტყაო. ერთხელ მახსოვს დავწერე, ევროპულ ქვეყნებში, სტუდენტობისას უბილეთოდ რომ გაპარულიყავი ავტობუსიდან, ხელს შეგიშლიდა კარიერულ წინსვლაში გამხდარიყავი: იურისტი, ადვოკატი, მოსამართლე და ადამიანის უფლების დამცველი. რადგან, შენ ცალმხრივი და არასამართლიანი იქნებოდი - ასე თვლიან იქ და მართალიც არის!

ჩვენთან ყველა "მოხულიგნო ელემენტსაც" კი, თუნდაც გუშინ ადამიანებს, რომ ჩაგრავდა, დღეს მარტივად შეუძლია ადამიანის უფლებების დამცველი დაირქვას და მართლა ცალმხრივად დაიცვას ვიღაც. თუ "ჩემიანი" ხარ, წესებს ვიცავ, სამართლს ვიყენებ. თუ "სხვისიანი" ხარ, - არა. თუ ოპოზიცია აშავებს, არასოდეს ჰყოფნის კომპეტენტურობა თქვას სიმართლე, მეტიც, დამნაშავეს თუ ადამიანის უფლების დამრღვევს პოლიტიკურ დევნილად აცხადებს. ერთი მითხარით, როგორ უნდა გავყვე ასეთ პოლიტიკურ ძალას? იგივეა ხელისუფლებაშიც.

თუ არ შეგიძლიათ შეცდომა თუ გადაცდომა აღიარო ან დამნაშავე საკუთარ რიგებშივე ამხილო, მაშ, როგორღა მიიღებთ ხალხის ნდობას? ან ხალხი როგორ ისწავლის, რომ მთავარი კანონმორჩილებაა, რომელიც საერთოდ არ უნდა მოქმედებდეს ვიღაცასთან პირადი ურთიერთობის ქონაზე და საერთოდ, "გაგების პოლიტიკა" უნდა ვცადოთ, რომ ჩავანაცვლოთ კანონის უზენაესობით.
თქვენ არ დაიღალეთ ილუზორული პოლიტიკით? ვაყენებთ მოჩვენებით ამოცანებს, განვიხილავთ ფიქტიურ საკითხებს, ვიცავთ მხოლოდ პირად ცხოვრებას, ვიყენებთ მხოლოდ ჩვენს მიერ გამოგონილ სამართალს და ხელისუფლებები უდისციპლინო ხალხით ივსება.

ჩვენს საზოგადოებაში, კულტურასა თუ ზნეობაში, როცა რამე რევოლუციური ხდებოდა, ამის უკან ყოველთვის ძლიერი სულიერი თუ ფიზიკური შრომა იყო ჩადებული.

არ გაქვთ სურვილი ოდესმე შევცვალოთ რამე?


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თამარი
10 აპრილი 2019 19:19
მომწონს თქვენი შენიშვნები ნაწილობრივ . მაგალითად მარშუტკის შოფერს რონ ერჩხუბებიან გადატენილ მარშუტკის გამო ეს უსამართლობაა . რატომ არღვევს მარშუტკის შოფერი კანონს და რაომ ავსებს მარშუტკას????
პირველი იმიტომ რომ იმხელა გეგმა აქვს შესასრულებელი როცა პიკი საათებია მაშინ რომ არ მოასწროს მარშუტკის გავსება მერე ცარიელზე უხდება "კატავი ". გეგმა კი იმხელაა ერთი დღით მარშუტკა რომ გაუფუჭდეს ერთი კვირა ზარლალობს მისი ოჯახი და არა კომპანია .
მეორე : წვიმაში , სიცხეში , ქარიან ამინდში და სიცივეში არ გაუჩეროს მგზავრს რომელიც ძალიან ჩქარობს და ცალ ფეხზეც დადგება ოღონდ ავიდეს მარშუტკაში? იტყვით არაო მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი თავო ამ მგზავრის ადგილას .
მარშუტკის მძღოლებინარ არიან დამნაშავენი არ გაგიჩერებთ და ამაზეც უჩივლებთ ცარიელა მკიდიოდა და არ გააჩერააო .
მგზავრი და კომპანიაა დამნაშავე .
ნუ ახვალ გაფატენილმარშუტკაში მოგიხდება მთელი დღე დაცდა .
კომპანიებმაც მარშუტკის შეკეთება თავის ვალდებულებაში აიღოს რომ მძღოლის ოჯახი ზარალდებოდეს .
დაბალ ღობეზე დადგომით ღობეს ვერ შეაკეთებთ .

რა შეეხება ხმაურს ღამის საათებში ამაში გეთანხმებით . ბევრსს სხვისი პატივისცემა დაკარგული აქვს არ უნდა გაგიკვირდეთ მათ თავიანთი თავის ღირსება და პატივისცემაც დაკარგული აქვთ .

ედიკა
21 მარტი 2019 15:22
აბა რა გგონიათ: გამსახურდიას მმართველობის 9 თვეში დამხობა, ისე რომ არცკი ვიცოდით , თუ რას მოგვიტანდა მისი თუნდაც 2-ი წლის მმართველობა; შევარდნაძის, თითქმის საქართველოს პირველ პირად დაბერება; საააკაშვილის მოყვანა და მერე 9-ა წელი მისი გიჟმაჟობების ატანა. ყველაფერი ეს მართლაც ციდან კი არავის გაუკეთებია, ჩვენვე ქართველებმა დავუშვით და რატომ??? დიდ წილად კანონის უპატივცემულობით, ცოტ-ცოტა პოლიტიკური უვიცობითა და ბრექიაობით. გჩვევია პრობლემებისადმი თვალის წახუჭვაც და ბოლოს ყველას სიტყვაზე ვენდობით, ესეიგი ალალ-მართალი ხალხიც ვართ, რის გამოც ყველა ადვილად გვატყუებს.
ალექს
20 მარტი 2019 12:27
როდის გახდა ეს ერის ერთერთი მახასიათებელი ხასიათი ?!
ბოლო ას წელიწადში!
აი, მაშინ, ვითომ რომ რკინისა გვქონდა დისციპლინა,ქარის მოტანილს ქარი წაიღებს,გაივლის ესც ,მაგრამ როდის ?!
როცა ცრულეგისტურ სამართლის სისტემას ანგლორომანულით ჩავანაცვლებთ ,და ამის მერე ასე ოცი წელი გაივლის !
გერმანელ ერს ახლა არა ჰყავს დიქტატორი,მაგრამ დისციპლინა ძველებურად ახლაც რკინისა აქვს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?