ამდენი უზრდელი, მოუწესრიგებელი და ბინძურსალონიანი ტაქსის მძღოლი, მგონი მხოლოდ თბილისს შემორჩა - ტაქსის მძღოლების "აჯანყება"
ამდენი უზრდელი, მოუწესრიგებელი და ბინძურსალონიანი ტაქსის მძღოლი, მგონი მხოლოდ თბილისს შემორჩა - ტაქსის მძღოლების "აჯანყება"
პოზიცია - რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვერასოდეს იქნება სამოქალაქო წესრიგის საფუძველი. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა თავგასულ ცხოვრებას არის მიჩვეული და ამას დემოკრატიას არქმევს. ეს შეცდომაა. ისიც უკიდურესი შეცდომაა, პასუხისმგებელი პირები რაღაცის რეორგანიზაციას მხოლოდ იმიტომ იწყებდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი ან ცხოვრება გადაახალისონ და ქვეყნის ინტერესები კვლავ მიღმა დატოვონ.

მე, პირადად უკიდურესად მაშფოთებს და მაღიზიანებს მომსახურების დონე ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელ ბლოგს ვწერ, როგორც ერთი რიგითი მომხმარებელი, მოქალაქე, რომელიც შეწუხებულია ტაქსების სფეროში არსებული ბარ
დაგითა და დომხალით.

მეც ვინატრებდი, როგორც მეგაპოლისებშია, ერთი ფერის და ერთი სტილის ტაქსების მომსახურებას, მაგრამ იქ უპირველესი ალბათ მომსახურების დონეა თვალშისაცემი. ამდენი უზრდელი, მოუწესრიგებელი და ბინძურსალონიანი ტაქსის მძღოლი, მგონია, მხოლოდ თბილისს შემორჩა.

სულ არ არის აუცილებელი ტაქსის მძღოლმა დამჭრას ან გამაუპატიუროს, რომ ვიღაცამ ყურადღება მომაქციოს საკუთარ
ქალაქში.

მოგემსახურა უზრდელად? არ მიგიყვანა დანიშნულ ადგილას? გელაპარაკა აგდებულად? ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ქალაქში ურეკავ ან კომპანიას, რომელსაც ეს ტაქსი ეკუთვნის, ან პოლიციას ან შესაბამის სამსახურს. ფიქსირდება უგვანო მომსახურების "ავტორი" და რაც მთავარია პასუხი მოეთხოვება მას.

სხვაგვარად წესრიგი ვერ დამყარდება! ვერსად და მით უფრო ჩვენთან!

გვინდა დაველოდოთ ვიღაცის მორალის ამაღლებას და განვითარებას? გვექნება მუდმივი ქაოსი!

თუ მძღოლი ვერ ხვდება, რომ ყარს, ვიღაცამ უნდა უთხრას ეს, რომ ამ ქალაქში გეკრძალება მოუწესრიგებელი გამოსვლა! მე ვერ ვერტყვი, რადგან თავს ვერ ვიცავ, შეიძლება შეურაცხყოფა მომაყენოს და არავინ დამიცავს. არც ვარ ვალდებული, ამას აკეთებს შესაბამისი სამსახური. როცა იქნება წესი, რომელსაც უნდა მოერგოს, ეს წესები დაარგეულირებს თავისთავად.

ამას აიტანთ, ქართველებო?! ზუსტად, რადიკალური ცვლილებებია საჭირო ჩვენთან ყველა სფეროში, რომ რაღაცა რაღაცას დაემსგავსოს!

დედაქალაქის მერიამ დაიწყო ტაქსების რეგულაცია და არც ერთ ტაქსისტს ფსიქო და ნასამართლეობა არ მოსთხოვეს. ჩემი სურვილია, გარეგნული ფორმებით კი არ ვიწყებდეთ, არამედ არსებითით, თუნდაც მკაცრი და არაპოპულარული ნაბიჯებით და სავარაუდოდ ის ხალხიც აღარ იდგებოდა გარეთ.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გამართულ ტაქსის მძღოლების აქციებს, გულწრფელად გითხრათ არსი ვერ გავიგე. ეს ის ტაქსის მძღოლები არ არიან ლიცენზიის აღების შემდეგ 500-600 მეტრში 4 ლარს, რომ გთხოვენ უკვე? ისინი, რომლებმაც გზები არ იციან? არ იციან როგორ დაელაპარაკონ კლიენტს?..
ეს იმას მიშნავს, რაც ზემოთ დავწერე, როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ და მე ნუ შემეხები. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. თუნდაც ტარიფები კომპანიის მიერ ისაზღვრება და კომპანია ამას ქალაქის მთავარ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ადგენს. სულ, რომ კომპანიის ხაზით არ მუშაობდეთ, არ გაქვთ უფლება იმაზე მეტი მოსთხოვოთ კლიენტს ვიდრე იმ ქალაქის წესებით არის განსაზღვრული!
უპირველესად, ყველა ტაქსის მძღოლმა აღიარეთ, რომ მძღოლობა არის პროფესია! 15 ათასი რეგისტრაციაგავლილი მძღოლიდან ძალიან მცირეს იპოვით, ვინც იცის მძღოლობა.

ერთ მაგალითს დავწერ: ჩემი ძმის ორი მეგობარი სოციალურად დაუცველია (მაპატიეთ, ბიჭებო, არ მინდოდა თქვებზე დამეწერა) უკიდურესად უჭირთ მათ ოჯახებს და დაიწყეს ტაქსაობა ზუსტად იმ დროს, როცა უკვე ლიცენზია გახდა საჭირო და კიდევ ეს თანხები დააწვათ ზურგზე. ისინი ჩემთან ერთად წუხან არსებულ პრობლემებზე, რაც შეძლებისდაგვარად დავწერე და ითხოვენ ღრმაშინაარსიან რეგულაციებს. ზუსტად ეს ბიჭები წუხან იმაზე,  რაც ტაქსების მომსახურების სფეროშია, რადგან მათი იმიჯიც ილახება.

მიუხედავად გაჭირვებისა, ისინი არასოდეს გამოსულან სახლიდან მოუწესრიგებლები, არასოდეს ჰქონიათ ბინძური სალონი. ეს იმიტომ, რომ განათლება აქვთ და პასუხისმგებლობები აწუხებთ. თავად მითხრეს: ხალხს უკვირს თუ ჩვენნაირი ტაქსი შეხვდება და ეიფორიასაც ვერ მალავენო. ვიმედოვნებ, სხვებიც არიან მსგავსები, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტა.

დანარჩენს კი გეტყოდით, სიმართლის შეგრძნება, რომ გქონდეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარებას თავად მოითხოვდით.
და აქვე, გული მწყდება ერთ საკითხზე: ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ დაწყებული რეგულაციები ქალაქის მთავარ პასუხისმგებელს აინტერესებს გათვლებისთვის, ჩაუვა თუ არა ფეხი ბიზნესში და არა ქალაქის ცხოვრების სტილის მართლა შესაცვლელად.

ფუჭსიტყვაობა აბრუნებს ქვეყანას წრეზე. თუ გვინდა განვვითარდეთ ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა პირადი ცხოვრების დეტალებიდან, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის შედეგი კი არა, ზიანი მოაქვს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
უკუღმა
30 აპრილი 2019 10:56
უკუღმა ნუ იწყებთ ყველაფერს სამუშაო ადგილები შექმენით რომელ კანონებზე წერთ აქ სახელმწიფოს რა აქ ისე მოგვარებული ხელფასები გააქვთ მაღალი პენსია თუ .... ყველა გადმოვა და მიატოვებს მაგ თქვენ ტაქსებს ასე რომ უნდათ ბიზნესი ხელში ჩაიგდონ მაგრამ სად ან რითი დასაქმდეს ეს ხალხი ვინ ხართ ან საიდან მოხვედით ლუკმა პურს ართმევთ ხალხს ... კიდე მეტის ღირსი ვართ......




ლაშა
15 აპრილი 2019 20:03
ტაქსები კიარა ავტიბუსებს მიხედონ მგზავრები ერთმანეთს რომ აზის თავზე მართლაც აყროლებულ და ნაგვიან ავტობუსებში შვიდი წელია ეს ვერ მოაწესრიგეს და თურმე ტაქსებია საფრთხე მგზავრებისთვის რომელი ყვითელი ავტობუსია უსაფრთხო ძირი სად გაუვარდება კაცმა არ იცის
ნატა
14 აპრილი 2019 14:00
ზოგადად გეთანხმებით, უბრალოდ დღეს მაინცდამაიც ეს გადაღებვის ამბები დაემთხვა და ხალხი გაღიზიანებულია. როცა დაიწყებ რეფორმას ძირფესვიანად უნდა მოხდეს ყველაფრის გათვალისწინება და გამოსწორება. აი, ეს არის, თორემ ნაწილ-ნაწილ და თან პირადი ინტერესები ვნებს ხალხს და ქვეყანას

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?