"ანტიქრისტეს ვერ იპოვით ათეისტთა შორის, ის კნინ "მორწმუნეთა შორისაა, რომლებიც ქრისტეს მხოლოდ ბაგეებით აღიარებენ!"
"ანტიქრისტეს ვერ იპოვით ათეისტთა შორის, ის კნინ "მორწმუნეთა შორისაა, რომლებიც ქრისტეს მხოლოდ ბაგეებით აღიარებენ!"
რაც დრო გადის, ღვთის სათნომყოფელი ადამიანი სულ უფრო უნდა ხვდებოდეს, რომ წუთისოფელი ამაოა. უნდა ხვდებოდეს იმასაც, რომ უფლის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭად არის დაკარგული. გამუდმებით მიწიერ საზრუნავში ვართ ჩაფლულნი და ზეციური ფიქრისთვის დროს ვეღარ ვპოულობთ. სულიერი სიცარიელე გვტანჯავს და ვდრტვინავთ.

თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მთავარი გვაკლია: - სულიერება, ღვთის სიყვარული, ერთმანეთის გატანა, ჭეშმარიტებისთვის თვალის გასწორება. ამ ქვეყანაზე, ყველანაირად კომფორტულ სამყაროში ადამიანებს სინდისიერად ცხოვრებისთვის ნაკლებად რჩებათ დრო.
ქრისტიანი გეტყოდათ, -
ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული, მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი, როდესაც ის საქმით ვლინდება. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია მარხვა, ანუ ამქვეყნიური სიამეთა მოკლება.
ჭეშმარიტი მარხვა, ხომ მონანული სულის ზეიმია. "მარხვით უნდა ვისწრაფოთ დაშრეტად სახმილისა ვნებათა და ვიმარხოთ ესრეთ, რათა
შეწირულ იყოს წინაშე ღვთისა"

თითოეული ჩვენგანი არასწორი ცხოვრებით, დაცემული აზროვნებით, მცდარი და ამაო ყოფიერებით ჭედავს სასჯელს საკუთარი თავისთვის. ცოდვა გვიყვარს, შედეგი კი გვაკვირვებს და გავურბივართ. ბოროტებას ვთესავთ სიკეთის ნაყოფი კი გვწყურია. რამდენ კაცს იპოვით ჩვენს შორის ვისაც ნამდვილად სურს სხვისთვის შეცდომების მიტევება, დახმარება..? ალბათ ძალიან ცოტას.

სერაფიმე როუზი წერდა: "ანტიქრისტეს ვერ იპოვით ღმერთის ცნობილ უარისმყოფელთა შორის, ის კნინ "მორწმუნეთა" შორისაა, რომელებიც ქრისტეს, მხოლოდ ბაგეებით აღიარებენ.

არამორწმუნე ადამიანებისთვის "ღვთის შიშის" ცნება სხვადასხვაგვარად აღიქმება და ზოგჯერ საქილიკოც ხდება. მაგრამ, ნათქვამია წყალობა და სასჯელი ორი მდინარეა, რომელიც ღვთის სამართლიანობის ოკეანეში ჩაედინება. თუ გვეშინია ღვთისა, ესე იგი გვძულს ცოდვა.
გაიხსენეთ, სამოთხეში პირველი შევიდა ავაზაკი, რომელიც მეზვერეზე უარესი იყო, მაგრამ სამოთხეში შევიდა პირველი, რადგან მან თავისი ცოდვები დაინახა, განიცადა აღიარა კიდეც. უფალს სურს, ჩვენც დავფიქრდეთ, არ დავკმაყოფილდეთ საკუთარი სათნოებებით, არ დავრჩეთ ფარისეველნი.

აღდგომის სადღესასწაულო განცდა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერი განწყობით, მარხვითა და ლოცვით გაატარებს ქრისტიანი დიდ მარხვას.

"მართალ ხარ, შენ უფალო და წრფელ არიან განკითხვანი შენნი, სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნოდ სიტყვა შენი ჭეშმარიტად!"

ქრისტე აღსდგა! მრავალ აღდგომას ადამიანებო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?