ხელისუფლებას გამჭვირვალობის "საფრთხის" შექმნის ეშინია, ანუ რა ხდება დავით გარეჯში?!
ხელისუფლებას გამჭვირვალობის "საფრთხის" შექმნის ეშინია, ანუ რა ხდება დავით გარეჯში?!
ჩვეულ ფორმაში ვართ! მწვავე პრობლემის დროს ხელისუფლება არ დომინირებს, საზოგადოების ნაწილი მჯიღს იცემს გულზე, ნაწილი ბრალეულობას წინა ხელისუფლებაში ან სულაც რუსეთში ეძებს და გონივრული მოქმედებები კვლავ უკანა ფლანგზე რჩება!
ვფიქრობ, რომ ურაპატრიოტიზმი გამოსავალი არ არის და დავით გარეჯის პრობლემას ძალიან პროფესიონალები უნდა არჩევდნენ ახლა, მაგრამ მე ცოტა სხვა კუთხით მინდა დავწერო დღეს.

მრჩება განცდა, რომ ჩვენს ხელისუფლებებს ერთადერთი საფრთის ეშინია. ეს არის გამჭვირვალობა ყველა სტრუქტურაში.
აბსოლუტურად ვეთანხმები მამუკა არეშიძის მოსაზრებას, რომ:
"საქართველოს ენერგორესურსების მომარაგების გამო პრაქტიკულად საქართველოს ინტერესები გაიყიდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში სახელმწიფო კომისიის წევრებს ხელი აქვთ მოწერილი ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც არასწორად არის შედგენილი. დარწუნებული ვარ, რომ ამ კომისიის რომელიღაც ჩინოვნიკმა ფული აიღო იმისათვის,
რომ ასეთი სახის დოკუმენტები სამუშაო ვარიანტად მიეღო".

მაშინაც და ახლაც ფიქრობენ, რომ კეთილმეზობლობა და სტრატეგიული პატრნიორი მონურ ქედმოხრას გულისხმობს და კვლავ გავყვირივარ, არაფერი გვეშველება, ვიდრე ეს მიდგომები გვექნება.

ახლა, მივყვები პროცესებს და ერთი სფეროს, მაგალითად ენერგეტიკის ფონზე განვიხილავ იმ მიდგომებს რაც ზოგადად გვაბრკოლებს. საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება, რომელიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან არაერთხელ უყურადღებოდ დარჩა არის, ერთობ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მაგრამ, აქ დოკუმენტების ხელმოწერა-არმოწერაზე კი არ არის საქმე, არამედ იმაში, რომ საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ჩვენს ხელისუფლებას რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ასოცირების ხელშეკრულების ზედმიწევნით განხორციელებამ.

მაგალითად ენერგეტიკაში მოგვცემს საშუალებას შევქმნათ თანამედროვე ენერგეტიკული სისტემა, თანამედროვე საინვესტიციო გარემო, რომელიც იქნება სტაბილური და გამჭვირვალე. ნაკლები საშიშროება იქნება გარე ძალების ზემოქმედებისა, კორუფციული ზემოქმედებისა, მიწოდების უსაფრთხოების გაკონტროლებისა, გამჭვირვალე გახდება ფასების დადგენა და ასე შემდეგ. თავისი არსით ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს: ყველა სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან. ისეთი სისტემებისა და წესების დანერგვას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გახდის მსგავსს ევროპული საზოგადოებისა. მათ შორის არის ენერგეტიკული ნაწილიც.

ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და წლებია ეს არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ სისტემის დანგრევის ეშინიათ. საბჭოური მიდგომების "განადგურების" ეშინიათ! ხელისუფლებას გააზრებული საერთოდ არ აქვს ამ ნაბიჯით რა შედეგები შეიძლება მოიმკას. მაგალითად მინისტრს, რომელსაც გარშემო "დალაგებული ურთიერთობები" აქვს, არ სურს მთელი სექტორის ფორმირება, ახალი წესების შემოღება, თანამედროვე სისტემის დანერგვა. გამჭვირვალე უნდა გახდეს მთელი სისტემა. შესაძლოა შენ, როგორც მინისტრს, შენი მეგობარი ბიზნესმენი გყავს თუნდაც ჰესების მშენებლობაზე, რომელიც ან აშენდება ან არა, მაგრამ ხელშეკრულება დადებულია, თანხა გაცემულია, ასე, რომ მას არ სურს პირადი ურთიერთობების დარღვევა.

დღევანდელი ხელისუფლება პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე, ანუ ხალხზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ შევაფასოთ ენერგეტიკის მუშაობა. ვუყურებთ მხოლოდ შედეგს: ნათურა ანთია, ე.ი. კარგად გვაქვს საქმე. თუ დენი არ არის, მაშინ ცუდად. აბა გაანალიზეთ, ამ შედეგის მისაღებად რა რესურსები აქვს დაკისრებული სამინისტროს? მას აქვს მთელი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც დაარიგეს ამდენი სადგურების მშენებლობაზე და რეალურად რა კეთდება არავინ უწყის. დახარჯულია ბიუჯეტის თანხები. ამ ყველაფრიდან არავინ აკეთებს დასკვნებს და გაანგარიშებას, შესაძლებელი იყო თუ არა უფრო ეკონომიკურად. არ გვაქვს ენერგეტიკული სტრატეგია და ყველაზე მთავარი, არ ვიცით დაგეგმვა. არანაირი გათვლა არ არსებობს.
ისედაც რთული გარემოა და ამას ემატება არაკვალიფიციურობა და აქედან გამომდინარე გაუთვითცნობიერებელი ქმედებები. კონკრეტული პირების ქმედებები სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით არ ხდება.

აზერბაიჯანმა მაშინ, როცა საქართველოს ენერგომოხმარების თვალსაზრისით ძალიან უჭირდა, კეთილი ნება გამოიჩინა, მაგრამ აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა დავუხაროთ. ასეთ უგუნურებას ვიმკით მერე ჩვენც და ჩვენი შემდეგი თაობებიც.
თუ არ ვცდები, 2012 წელს რუსეთი მოლდოვას გაზის საფასურის 1/3-ით შემცირებას სთავაზობდა, ოღონდ არ გამხდარიყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მოლდოვამ ეს მაინც გააკეთა. დროს აღარ წაგართმევთ სხვა ქვეყნების მაგალითის განხილვისთვისაც.
რა გვჭირს ჩვენ?
რატომ არ გვინდა გარე ძალების შემცირება? რატომ არ გვინდა გამჭვირვალე სისტემა? რატომ არ გვინდა ტარიფები გაითვალოს სწორად? რატომ არ გვინდა მონური ფსიქოლოგიის ერთხელ და სამუდამოდ შეცვლა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ალექს
02 ივნისი 2019 04:48
კახელი მძახალს ესტუმრა გურიაში,რო მიიხედ მოიხედა და ცოტა უცხო და უნაყოფო მცენარეები ეცა თვალში,იკითხა რა ხარობს აქაო ?!
აფერი ძამა ,ჯამფაზია,ამბროზია,ბოლო დროს ფაროსანა და ჩვენ გაჭირვებულებიო !
ასვა ადესა კაჭიჭი ხაშლამაზე ნავარჯიშევს,დილას კახელი აურზაურმა გააღვიძა ,გიდელი,კიბე,არის გადაძახილი,შეშფოთდა,აქ რო ვინმე გაგიჟდეს როგორ უნდა შაატყონო,ხედავს გურულები ხეს რომ ყურძენი ასხია ,იმის მოკრეფას ცდილობენ კიბითა და გიდელით ,მაგრამ ვერ კი პოულობენ სად შეინახეს შარშან,რო მოვჭრათო,მძახალს კითხა ,რას ამბობ ,კაცო,მერე გაისად რა ვქნაო და გაისად ჩემდა თავად ჩამომსვლელის ასე და ისეო,კახელმა!
გოგო,მაიტა ჩა დამალევინე,უნდა დროზე გავბრუნდე და დედა უნდა გიტირო ,ვაკეში რო ბინა გიქირავა,მა ვერ უნდა გაერჩია გურული ვაკელი და აქაური გურულიო !?
uuu
30 მაისი 2019 02:21
კარგა ხანია არ მღირსებია ასეთი გონივრული, აქტუალური და 'მართალი"სტატიის წაკითხვა მედიასივრცეში, სადაც ვდილობენ რეალური პრობლემები გადაფარონ და ყურადღება გადაიტანონ ისეთ სნობურ უაზრობებზე, როგორიცაა მეგან მარკლის კაბის ფერი ან კალაძის ვარცხნილობა. ამ სტატიაში საკითხი იყო დასმული ძალიან სწორად - მთავარი პრობლემა ხელისუფლების მიერ ხელისშეშლაა, რომ ეს თემა(და ამას მოყვებოდა სხვა მრავალი კიდევ...) ბოლომდე არ გაიშიფროს! მისთვის ესაა აქ პრიორიტეტი და იგი მზადაა ამისთვის გაწიროს და დათმოს ნებისმიერი რამ, თუნდაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. სიმართლის გამოაშკარავებას შეიძლება მსგავსი ჯაჭვური რეაქცია მოყვეს და აი, ამის ეშინიათ ძალიან!
P.S. - თუკი ამ სტატიის ავტორი განაცხადებს თავის ვინაობას, ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა მეხილა იგი პარლამენტში ჩემი და ჩემნაირების არჩეულ დეპუტატად, იმ უსაქმურის მაგივრად, რომელიც ავირჩიე და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის და ძილის მეტს არაფერს აკეთებს! სამართალი ურმით მოდისო... ჰოდა, მოვიდეს რა ბოლოსდაბოლოს!!!
ცენზურა, თუ კაცობა და სინდისი გაქვთ, არ დამბლოკავთ! თქვენს ნამუსზე იყოს...
მედეა
29 მაისი 2019 16:58
მონური ფსიქოლოგიის ერთერთი გამოვლინებაა ხ ა თ რ ი ! ხათრიანობა , სხვისი პოზიციის წინა პლანზე დაყენება-"როგორ ვუთხრა--მ ე რ ი დ ე ბ ა, არ ეწყინოს, არ დავკარგოთ ერთმანეთი"და სხვა მსგავსი თავმდაბლობის გამოჩენა --ხშირად არის წ ა მ გ ე ბ ი ა ნ ი, მაგრამ მაინც აკეთებ, სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია და იმიტომ, არადა სხვა შენს მიმართ ისეთსავე ხათრიანობას არ ამჟღავნებს--ეს მწარედ მ ო ს ა ნ ე ლ ე ბ ე ლ ი ა. გურულები ამბობენ--ხათრიანი და აბდალი--ერთიაო.

რუბრიკის სხვა სიახლეები