ან სააკაშვილი უხდის ბიძინას ფულს ან პირიქით, რომ ეს ჭაობი შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში, ანუ პოლიტიკური კულტურის სიღატაკე
ან სააკაშვილი უხდის ბიძინას ფულს ან პირიქით, რომ ეს ჭაობი შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში, ანუ პოლიტიკური კულტურის სიღატაკე
პოლიტიკური კულტურის სიღატაკის ფონზე, პოლიტიკური პარტიები მრავლდებიან. ჯერჯერობით ვერ ვარკვევ მათი გადალაგება-გამრავლებით ჩვენ "გვაშაყირებენ" თუ უკიდურეს სიბრიყვეს აქვს ადგილი. როგორი სასაცილოა მათგან რაიმე სახის პოლიტიკურ წონაზე საუბარი, როდესაც მათი პოლიტიკური არაადეკვატურობა უკვე სახეზეა.
ვგულისხმობ იმას, რომ უკვე საუბრობენ შეძლებენ თუ არა ხალხის აყოლიებას და ვის რა რეიტინგი ექნება. შევარდნაძისდროინდელი პოლიტიკოსები, იგივე მენტალიტეტით და მიდგომებით მგონია, რომ მეჩვენებიან. აი თუ არ გჯერათ: ერთადერთი რაც მათგან მესმის არის: გავაძევოთ მოქმედი ხელისუფლება, ან დავამარცხოთ
ოლიგარქი! ეს გამოცდილება გვაქვს 30 წელია შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე. გავლენები და ფული რომ გაკლდებათ და ხელისუფლების გადაგდებაზე იწყებთ საუბარს, შემდეგ კი იგივე ნაკლოვანებებით ცხოვრობთ.
არცერთი სიტყვა განვითარებაზე, სწორება წარსულზე, ყველა ყველაფერზე წამსვლელი, ერთმანეთის ბინძური ბიოგრაფიების ქექვა, საკუთარი ბიზნესის "დაკრიშვა", ხალხის ხარჯზე გამდიდრება და ბოლოს, ხელისუფლების
გადაგდების სურვილი...

გარწმუნებთ, "გადაუწყვეტელი" მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება. მაგრამ, ტყუილად ჰგონია "ოცნებას", რომ ამ ფონზე მისი პირველობა მეტად გამოჩნდება. რაც უფრო ბევრ თავისნაირ პოლიტიკურ ძალას შობს, მით უფრო დაშორდება საკუთარ ხალხს.

დღევანდელი ხელისუფლება პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე, ანუ ხალხზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემის ცვლილება შესთავაზონ ხალხს, მცონარა პოლიტიკოსები "გადალაგება-გამრავლებით" გვართობენ.

საბჭოური მენტალიტეტით მართავთ ქვეყანას და ერთი მეორეს პერიოდულად ენაცვლებით. არადა, ერთიცა და მეორეც მოგვბეზრდით! როგორ შეიძლება პარლამენტში ოპონენტს შენიშვნას აძლევდე, რომ უზრდელობს და საკუთარი წრის წევრი, რომელიც უარესს აკეთებს, ამართლებდე.

როგორ შეიძლება სარალიძის მკვლელების დასჯას ითხოვდე და გირგვლიანის საქმე არაფერიაო ამბობდე, ერთი ჯგუფი მეორის კორუფციულ ინტერესებზე საუბრობდეს და თავად იგივე ცხოვრებით ცხოვრობდეს... ანუ ვისაც აქვს ძალაუფლება, ქვეყანაც იმისია.

თუ ასე გაგრძელდა, ვიფიქრებ რომ ამგვარად პროცესების განვითარება შეგნებულად ხდება. ისევე როგორც "ოცნება" "ნაცების" გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. სულ ვფიქრობ, რომ ან სააკაშვილი უხდის ბიძინას ფულს ან პირიქით, რომ ეს ჭაობი შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში.
ან იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, სერიოზულად რომ მსჯელობს მიშას დაბრუნებაზე და ტელეეკრანიდან ხალხსაც აჯერებს ამ აზრს. ღიად მითქვამს რაც კარგი გააკეთა და რა იყო სწორი მიდგომა, სისხლიანი 9 წლის ძახილის ფონზე, ისევე როგორც, როცა ყველა "ნაციონალების" ხელფასებს ეფარებოდით, მე ხმამაღლა გავყვიროდი მათ დანაშაულებებზე, ამიტომ დღესაც პირდაპირ გეტყვით: ხომ უნდა შეიგნოთ, - მან თავის დრო მოჭამა. ადამიანი შესაძლოა დარჩეს ამ ქვეყანაზე, მაგრამ მისი დრო უკვე წასული იყოს. მით უფრო პოლიტიკაში. მიშას დრო საქართველოს პოლიტიკაში დასრულებულია!

აქვე, ეს საპარლამენტო და ოპოზიციური შემადგენლობა უნდა წავიდეს! ცვლილებები და ქვეყნის პრობლემების გამოსწორება უნდა იწყებოდეს ზემოდან! ხალხზე ყველაფრის გადაბრალება, რომელიც ხახვისა და კარტოფილის მათხოვრებად აქციეთ, არის მცდარი! მაგალითი უნდა მოდიოდეს ზემოდან. კორუმპირებული პოლიტიკოსები და კლანური პარტიები, რომლებიც ფულის შოვნის მიზნით პერიოდულად აქეთ-იქით მონაცვლეობენ ქვეყანას ვერასოდეს დაალაგებენ, ხალხს განვითარებაზე ვერ დაელაპარაკებიან.

გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს, მასზე ყოველთვის ვწერ ჩემს ბლოგებში და ვიდრე ხალხი ძალას გამოიყენებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატიოსან ადამიანებს ასპარეზი უნდა მისცეთ.

პოლიტიკური კულტურით ღატაკ და სახელმწიფოებრივი იდეების არმქონე პოლიტიკურ ძალას კი ხალხი ყოველთვის ეტყვის არას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გელა
06 აგვისტო 2019 16:51
"ყველა ის ოპოზიციური ძალა ვინც ეხლა ასპარეზზე გამოდის, ყვირის იმიტომ, რომ ეხლა მათ გადახრან ქვეყანა, ..."

ქალბატონო ე ხ ლ ა! ანალიზია, ნუ იტყვით, ქვას გახეთქავს!

ამასთან, ოპუსში არცთუ შეფარულად მხარს უჭერთ ივანიშვილის "შეუცვლელობის" იდეას, თუმცა გვიტოვებთ იმედს, რომ ეს ბატონი აწი მაინც "დაალაგებს ზემოდან" მის მიერვე დაქცეულ ქვეყანას. და ეს რომ ასეა, საკმარისია ცალი თვალით გავხედოთ თუნდაც მ ხ ო ლ ო დ ორ ეკონომიკურ მაჩვენებელს დღეისათვის:
ლარის კურსს და თითქმის ორჯერ გაზრდილ საგარეო ვალს ("ოცნების" მიერ ნაბოძებ სხვა "სიკეთეებზე" რომ არაფერი ვთქვათ).
ნინო ცხვარაშვილი
19 ივნისი 2019 22:39
მიშას როგორი სახელი აქვს მოლდოვასა და უკრაინაში არ მაინტერესებს! მე ვამბობ, რომ ქართულ პოლიტიკაში მიშას როლი დასრულებულია! მე, რომ ხელისუფლებაში ვიყო (მიუხედავად იმისა, რომ არ ითხოვს ის მოქალაქეობას) სპეციალურად მივცემდი და დაინახავდით, რომ უბრალოდ არ ჩამოვიდოდა. ის თავს გრძნობს კარგად იქ სადაც არის.
რომც ჩამოსულიყო ვეღარაფერს გააკეთებდა და ვისაც სხვა რაღაცის გჯერათ ილუზიაში ხართ!

ამას ხელისუფლება იმიტომ არ აკეთებს, რომ ოპოზიციად ჭირდება მიშა. იმ წუმპის შესანარჩუნებლად რაც გვაქვს ქვეყანაში. ეჭვი გეპარებათ?!
(ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ რა რეფორმებიც გამოუვიდა იმას ეკითხებიან უკრაინასა და მოლდოვაში და არა ახალს) ჩვენს ქვეყანას ჭირდება სულ სხვა რამ.
გაიგეთ, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში ქვეყანა დალაგებულია ზემოდან. ამას ჭირდება მიხვედრა და პოლიტიკური ნება.

თუ ქვემოდან გინდათ დალაგდეს, კიდევ 25 წელი დაგჭირდებათ!
წლებია ამას გავყვირივარ. ხალხს შეუძლია მხოლოდ რევოლუცია, მერე იგივე მენტალიტეტით იგივე მიდგომებით სხვა აგრძელებს მართვას. ამაშიც ეჭვი გეპარებათ?

ყველა ის ოპოზიციური ძალა ვინც ეხლა ასპარეზზე გამოდის, ყვირის იმიტომ, რომ ეხლა მათ გადახრან ქვეყანა, როგორც კი ეს ძირითადი ბირთვი წავა აქედან იგივე მიდგომებით გააგრძელონ. აღარ გინდათ დასრულდეს? თუ ეს გაუგებარია იცხოვრეთ წრეზე, როგორც აქამდე:)
ნინო
19 ივნისი 2019 13:09
ე.ი თუ ადამიანებმა ვერ ამოიცნეს ან მიშას ან ბიძინას ხოტბა მაშინ უაზრო ეჩვენაბათ ყველაფერი.
აქ არის ერთდროულად ყველა ნაკლი და ეს უაზრო გამრავლება პარტიების არაფრისმომტანი.

ყველა აწყობილ ქვეყანაში სიტუაცია დალაგებულია ზემოდან. თუ ხალხი იფიქრებს მოქმედის გადაგდებაზე, მიდმივად იქნება რევოლუციური და ქაოსური განწყობა.

მიშა არავითარ დაბრუნებას არ აპირებს და სულ ჰკიდია ეს ქვეყანა. ვიღაცეები კი უაზროდ აჯერებენ ხალხს მის დაბრუნებაზე.

პატიოსანი ადამიანები გვჭირდება. სათავეში რომ დალაგდეს სიტუაცია. მორჩა! ნუ დაეთანხმებით. იცხოვრეთ ისე როგორც ხართ!

რუბრიკის სხვა სიახლეები