"და თქვენთან საშიში არ არის?", ანუ რა გავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპელ ტურისტებზე?
"და თქვენთან საშიში არ არის?", ანუ რა გავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპელ ტურისტებზე?
მეორე წელია ჩემს უცხოელ მეგობარს ველოდები... მეორე წელია კითხულობს: "და თქვენთან საშიში არ არის?". მერე მე ვუწყებ მტკიცებას, რომ აქ პოლიცია მუშაობს... ისიც არ ჩამომრჩება პასუხში და მატყობინებს, - ნახა როგორ სცემდნენ და ანადგურებდნენ პოლიციელს... ეს ჩვენი საუბარია, რომელიც ყოველთვის გულს მწყვეტს.

ვიცი, მავანი დამიწყებს, რა აქციები არ გინახავს საზღვარგარეთ, ან როგორ ამტვრევენ ყველაფერსო? მაგრამ, მე ვეტყვი, რომ ეს არის ცრუ შედარება და საკუთარი სიბრიყვის გამართლება. მთავარი მინდა გითხრათ და
ამიტომ აქ არ მოვყვები, როგორ ტარდება თუნდაც რადიკალური აქციები, რა "ჩარჩოებს" ითვალისწინებენ, მოსთხოვენ თუ არა უმკაცრეს პასუხს პოლიციელის ცემისთვის? აქ ავტომატურად იგულისხმება საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და უფლების დაცვა და არანაირი გამართლება არა აქვს ძალის გადამეტებას.
საერთოდ, გეტყოდით, უფრო კი ხელისუფლებას მივმართავდი კარგად გაარკვიეთ რა არის
თავისუფლება და რა გამოხატვის თავისუფლება! ჩვენთან შეურაცხყოფას, რომ გაყენებენ, გეუბნებიან სიტყვის თავისუფლებას ნუ მიზღუდავო. ჩვენთან ქაოსი გამოხატვის თავისუფლება ჰგონიათ. და, ვიდრე ვერ გაარკვევთ ზღვარს ქაოსსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, მუდმივად ვიდგებით ასეთი პრობლემების წინაშე რაც დღეს არის.

ვუბრუნდები დღევანდელი ბლოგის მთავარ სათქმელს. ჩემმა სამხრეთ აფრიკელმა და კორეელმა მეგობრებმა კარგა ხანია გადაიფიქრეს აქ ჩამოსვლა. დიალოგი, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ ინგლისურ ოჯახს ეკუთვნის.
როცა სადმე მივდივარ, უპირველესად ვკითხულობ: მუშაობს თუ არა პოლიცია და არის თუ არა ჩემი უფლებები დაცული? ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. "აწყობილ" ქვეყნებში არ ხდება ინციდენტები, აგრესია, უბედური შემთხვევები, მაგრამ იქ პოლიცია მუშაობს. ეს ერთი, ახლა მთავარი: ჩემთვის ცოტა უხერხულია ამდენი დარდი რუსი ტურისტების ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით. მით უფრო იმ ფონზე რა მთავარი საკითხებიც დგას ჩვენს წინაშე რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

პუტინის პოლიტიკამ მოახერხა ჩვენთან იმ ქაოსის შექმნა, რამაც უსაფრთხო ქვეყნის სახელი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ასევე, ეს პროცესები რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიდის, პირველ რიგში, უარყოფითად აისახება ევროპელ და აზიელ ტურისტებზე. სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ არაერთი შეფასება მოვისმინე, მაგრამ ერთობ ცოტა პროფესიონალებისგან.

ვისურვებდი საერთო ჭრილში განეხილათ რამდენია რუსი ტურისტების წილი სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება ჩვენთან, უფრო მეტად სხვა ქვეყნების ტურისტებს დააფრთხობს, რადგან თუნდაც ევროპელები ასე მარტივად თავს საფრთხეში არ იგდებენ. რისკზე ხშირად არ მიდიან, მით უფრო, როცა არც მაღალი კულტურა და არც მომსახურების მაღალი დონე არ ხვდებათ ქვეყანაში. მათ წინასწარ გათვლილი აქვთ ყველაფერი და როცა ქაოსს ხედავენ, რუსებზე მეტად ეს ევროპელ და აზიელ ტურისტებს აშინებთ, რამაც გაცილებით მეტი ზარალი შესაძლოა მოგვცეს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთიდან ტურისტთა ნაკადს უფრო ვერ შეაჩერებს ეს პროცესები, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. რუსი პოლიტიკოსები მაშინაც მოუწოდებდნენ არ გამგზავრებულიყვნენ თურქეთში, მაგრამ რუსები მაინც ჩადიოდნენ დასასვენებლად.
ვნახოთ როგორ შეძლებს საქართველოს ხელისუფლება ვითარების ნორმალიზებას, მაგრამ აქვე გეტყვით ჩემს გულისტკივილს, რომელიც მაწუხებს:
არის თუ არა ჩვენთვის უფრო მთავარი რა ხარისხის ტურისტი გვეყოლება და არა რამდენი? გვაინტერესებს თუ არა ჩვენი მზაობა ტურისტების მიღების თვალსაზრისით? უნდა ვიცოდეთ თუ არა სად მიდის და რას ხმარდება ტურიზმიდან შემოსული თანხები?

ჩვენს მენტალიტეტში ჯერ კიდევ შემორჩენილია "ისტერიკა" რომელიც რუსებმა დაგვაჯერეს, რომ მსოფლიო გიჟდება ჩვენს ბუნებაზე. ლამაზი ბუნება მსოფლიოს უამრავ კუთხეშია და ლამაზი ქვეყნებიც უამრავია. და, ჩვენ თუ არ გაგვიჩნდა სურვილი მოვუაროთ მას, ელემენტარული განვავითაროთ, არაფერი გამოვა. ეს შემოსული თანხები ზუსტად ამას უნდა ხმარდებოდეს. ასევე, მომსახურების კულტურის ამაღლებას.

არ მინდა ჩემს ქვეყანას მხოლოდ ხაჭაპურით და ხინკლით იცნობდნენ. რა უბედურებაა მუდმივად საჭმელზე აპელირება და მერე იმათი იძულება, რომ "გადარეულები" იყვნენ?! ჩემს ქვეყანაში ყველა ხიდს და ქუჩას, ყველა კუთხეს თავისი ისტორია აქვს. როგორ მშურს იმ ქალაქების სადაც პატარ-პატარა წარწერები ამშვენებს მინიმუმ ორ ენაზე და იგებ უფრო მეტს იმ ქალაქის ისტორიის შესახებ.
მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მინდა მქონდეს იმედი, რომ აქ ჩამოსული ტურისტი აქ დაბრუნებაზე კიდევ ერთხელ იფიქრებს. მინდა მქონდეს იმედი, რომ აქ მას ფულის დახარჯვა უღირს.

როგორ მინდა ვუვლიდეთ ჩვენს ქვეყანას. როგორ მინდა ეს არაფრისმთქმელი დამოკიდებულებები და წარმოდგენები შევცვალოთ..

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნინო ცხვარაშვილი ავტორი
04 ივლისი 2019 10:00
ხალხო რატომ უნდა მჭირდებოდეს ყოველი ბლოგის შემდეგ განმართებები?! რა არის ამდენი ცინიზმი? სად წერია აქ, რომ პოლიციელი უნდა იყოს დაცული და მოქალაქისთვის თვალის დათხრა გამართლებულია?
ზოგადად ვწერ და არა კონკრეტულად ამ აქციაზე.
მე არ მომწონს, რომ ქუჩაში, მეტროში, ნებისმიერ ადგილას პოლიციელს შეურაცხყოფენ, უყვირიან, ამცირებენ, მაშ როგორ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მოქალაქის უფლება აღარ იქნება დაცული?! ევროპაში პოლიციელმა შეცდომით, რომ გაგაჩეროთ და თქვენ ყვირილი და საქმის გარჩევა დაუწყოთ ციხე არ აგცდებათ!!!

მე ვწერ აქ რა ქაოსის შექმნასაც ახერხებს გარე მტერი ყოველთვის, ჩვენს უნიათობაზე, ტურიზმში არსებულ არასწორ აქცენტებზე...

თქვენ მხოლოდ ამისიან-იმისიანს უყურებთ! და არაფრის გამოსწორება არ გინდათ! დიახ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სწორად გათვალოს სტანდარტები. ქაოსი ვერასოდეს იქნება გამოხატვის თავისუფლება. მე ერთი-ერთში ვწერ როგორც არის "აწყობილი" ქვეყნები მოწყობილი, რადგან ფულით ანგაჟირებული არასოდეს ვყოფილვარ და ვიღაცის მოსყიდული ბევრივით!
იყავით ამ ქაოსით მოხიბლულები და ეძებეთ ერთმანეთში მტრები! აბა თქვენ იცით!


nato
01 ივლისი 2019 02:45
საკარტველოსჰი არც არავინ ცჰამოვა კვეკანასჰი სადაც პოლიციელებს ცემენ უკვირიან სჰეურაცკოფას აკენებენ გეკიტხებიტ ვინ ცჰამოვა ვინ დაიცავს გრიგოლ ვასჰადზე ტუ გიორგი ვასჰადზე ტუ ბეკვლენცჰო ოკრუასჰვილი.
Roma
30 ივნისი 2019 21:17
Jer erti policieli ar ucemiat iyvnen cvevamdeli shinaganis bichebi ratqmaunda arc isini unda ecemat... goneba xalxo dagexshot? Gaandzriet eg tvinebi rato ertma kacmac ar moitxova im pasuxismgebeli adamianis dasja vinc 18 clis cver amousvreli bichebi cin gadauyena xalxis gaaptrebul masas? Man xo gacira is bavshvebi da samudamo stresi miiges cxovrebashi. Ar gvyavs magdeni gedeeris bichebi isini daeyenebinat cina rigebshi? Tavs dzalit nu idebilebt

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები